1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბალანსზე არსებული HPE StoreOnce 5260 რეზერვირების დისკური მოწყობილობის მხარდაჭერის განახლების შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
არსებული StoreOnce 5260 რეზერვირების დისკური მოწყობილობის კომპონენტები: • StoreOnce 5260 Base System (SN: CZ232103MS) • HPE StoreOnce 5260/5660 192TB Upg Kit (SN: CZ232103DT) • HPE StoreOnce 5260/5660 192TB Upg Kit (SN: CZ232103DS) შესყიდვის ობიექტი: არსებული HPE StoreOnce 5260 რეზერვირების დისკური მოწყობილობის მხარდაჭერის განახლება არანაკლებ 3 (სამი) წლით. მოთხოვნა მხარდაჭერის ვადის შესახებ: • მხარდაჭერის პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი უნდა იყოს მწარმოებლის პორტალზე ინციდენტების (ქეისების) რეგისტრაცია. • მხარდაჭერის პერიოდში შესაძლებელი უნდა იყოს აპარატურის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების ჩამოტვირთვა. შესყიდვის ობიექტის თანმდევი მომსახურება • არსებული HPE StoreOnce 5260 რეზერვირების დისკური მოწყობილობის მიკროკოდის განახლება ბოლო სტაბილურ ვერსიამდე. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ქ. თბილისი, გურამ ფანჯიკიძის ქუჩა N1ა.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტმა მის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილ დანართ N1-ში უნდა მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის წყაროს (მწარმოებელი ქვეყანა) და მწარმოებელი კომპანიის შესახებ.
2.4.1 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს შემოთავაზებულ პროდუქტებზე მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული არანაკლებ 1 (ერთი) თანამშრომელი (ინჟინერი). დამადასტურებელ დოკუმენტად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის თანამშრომელზე გაცემული სერტიფიკატი და დოკუმენტი იმის შესახებ, რომ წარმოდგენილი სერტიფიცირებული თანამშრომელი არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში მუშაობს აღნიშნულ პრეტენდენტთან კომპანიაში.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი (ეროვნული ვალუტა) გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
კანონმდებლობის შესაბამისად, ანაზღაურებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
გიორგი მეტრეველი, 577158727, gmetreveli@emis.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების შესაბამისად. 10.1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. ამასთან, ქართულენოვან ტექსტში უცხოენოვანი სიტყვ(ებ)ის გამოყენების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს აღნიშნული სიტყვ(ებ)ის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის თაობაზე. 10.1.4 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას შესაბამისი მინდობილობა ან რწმუნებულება). 10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.6 ვინაიდან პრეტენდენტებისთვის სატენდერო წინადადების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, ხელშეკრულება გაფორმდება ლარში. 10.1.7 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 10.1.8 თუ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია სასაქონლო ნიშანი ან/და წარმოშობის წყარო (მწარმოებელი ქვეყანა) ან/და მწარმოებელი ან/და მოდელი, იგულისხმება „მსგავსი“ ან „ექვივალენტური“ (გარდა თავსებადისა).
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი