ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT260017192
NAT260017192 NAT · აუქციონის გარეშე announced On procurement.gov.ge ↗

ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design–Build მეთოდით), სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში არსებული შენობა-ნაგებობებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურებისა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

10% outside our line

Can we win this?

10% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 16% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Expected competition this category averages 2.0 bidders, 30% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Buyer relationship we have bid 1× with this buyer and won 0.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 45200000: we have never bid in this category.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT260017192
შესყიდვის სტატუსიგამოცხადებულია
შემსყიდველისაქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) პრეისკურანტით
შესყიდვის კატეგორია45200000-მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაგთხოვთ, იხილოთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტი და ამავე პუნქტში დამოუკიდებელი დოკუმენტების სახით ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართები
შესყიდვის გამოცხადების თარიღი14.08.2026 18:22
წინადადებების მიღება იწყება16.09.2026 00:00
წინადადებების მიღება მთავრდება21.09.2026 12:00
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი17`077.00 GEL
გარანტიის ოდენობა100`000 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადაგთხოვთ, იხილოთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტი
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გარეშე
დამატებითი ინფორმაცია
პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება1`707`667.76 GEL
შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება10`000`000.00 GEL

Buyer documents & protocols (0)

No buyer documents recorded.

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
No bids recorded — nobody entered this tender.

History

  • 14.08.2026 18:22 Announced
  • 23.08.2026 22:53 Current status: announced
  • 16.09.2026 00:00 Bidding opens
  • 21.09.2026 12:00 Bidding closes

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 28 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design–Build მეთოდით), სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში არსებული შენობა-ნაგებობებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურებისა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
ტექნიკური დავალება და სპეციფიკაცია განსაზღვრავს ძირითად მითითებებსა და მოთხოვნებს, რომელიც შეეხება სამშენებლო-სარეაბილიტაციო ობიექტებისთვის საპროექტო მომსახურების გაწევას და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. მიმწოდებელი ვალდებულია საპროექტო მომსახურება გაწიოს და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულოს წინამდებარე ტექნიკური დავალებითა და სპეციფიკაციით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და მითითებების შესაბამისად. სამუშაოები უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი და მიღებული საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად. საპროექტო გადაწყვეტები და შესრულებული სამუშაოების ხარისხი უნდა უზრუნველყოფდეს სამშენებლო-სარეაბილიტაციო ობიექტებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას, შესაბამისი სტანდარტებით განსაზღვრული, სრული საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში. ტექნიკური დავალება და სპეციფიკაცია შემდგომში განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
შესყიდვის ობიექტის მიწოდების საერთო ვადაა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. შესყიდვის ობიექტის სტადიების და ეტაპების დეტალური ვადები მოცემულია ტექნიკურ დავალებაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მომსახურების გაწევის და სამუშაოების შესრულების ფორმა: მიმწოდებელი ვალდებულია საპროექტო მომსახურება გაწიოს და სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს ტექნიკური დავალებისა და სპეციფიკაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების შესაბამისად. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების, შემსყიდველთან შეთანხმებული ფინანსურ-ხაზობრივი გეგმა-გრაფიკი. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ფინანსურ-ხაზობრივი გეგმა-გრაფიკი შემდგომში განისაზღვრება როგორც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი. სამუშაოს შესრულების ადგილი: სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო მაჩხაანი.
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
შესრულებული სამუშაოების სრული საგარანტიო ვადა შეადგენს 2 (ორი) კალენდარულ წელს: 1. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს 2 (ორი) კალენდარულ წელს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თარიღიდან; 2. არსებობის შემთხვევაში, გამწვანების სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს 1 (ერთი) კალენდარულ წელს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული გამწვანების სამუშაოების დასრულების თარიღიდან. საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს გამოვლენილი დეფექტების/ხარვეზების აღმოფხვრა, თუ ისინი გამოწვეულია შესრულებული სამუშაოების ან გამოყენებული მასალების ხარისხის დარღვევით.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს, 2021 წლის 01 იანვრიდან ელექტრონული ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში, შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ წინამდებარე ტენდერის სახელშეკრულებო ღირებულების 80% ოდენობის ღირებულების შენობის ან/და ნაგებობის მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის ან/და რეაბილიტაციის (არ განიხილება მცირე სარემონტო სამუშაოები) სამუშაოები, მათ შორის 1 (ერთი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ წინამდებარე ტენდერის სახელშეკრულებო ღირებულების 20% ოდენობის ღირებულების შენობის ან/და ნაგებობის მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის ან/და რეაბილიტაციის (არ განიხილება მცირე სარემონტო სამუშაოები) სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები სავალდებულოდ შესრულებული უნდა იყოს საქართველოს, ევროკავშირის (EU), ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ-სახელმწიფოთა ტერიტორიაზე; არ განიხილება იმ ქვეყნების რეზიდენტი მიმწოდებლების (იგულისხმება წინამდებარე ელ. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტები) გამოცდილება, რომელთანაც შემსყიდველის ქვეყანას (საქართველო) არ გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობები. პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი, ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამავე დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობები: 1. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სამუშაოების შესყიდვისა და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის ნომრის (SPA, NAT, DAP, DEP, CMR) შესახებ. 2. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე, წარმოდგენილი უნდა იყოს დასრულებული ხელშეკრულებები და ამავე ხელშეკრულებების ფარგლებში სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: 2.1. ხელშეკრულებები წარმოდგენილი უნდა იყოს შესასრულებელი სამუშაოების უწყისებთან (ხარჯთაღრიცხვა) ერთად; 2.2. შესასრულებელი სამუშაოების უწყისების (ხარჯთაღრიცხვა) ცვლილების შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს საბოლოო სახის (კორექტირებული) ხარჯთაღრიცხვა, დამკვეთის მიერ დამოწმებული შესაბამისი ცვლილების (შეთანხმების აქტი) დოკუმენტთან ერთად; 2.3. წარმოდგენილი უნდა იყოს ხელშეკრულებების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების უწყის(ებ)ი (ე.წ. ფორმა N2); 2.4. ხელშეკრულებებითა და მისი დანართით (შესასრულებელი სამუშაოების საბოლოო სახის უწყისი (ხარჯთაღრიცხვა) და წარმოდგენილი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების უწყისებით (ე.წ. ფორმა N2) უნდა იყოს შესაძლებელი ობიექტის დასახელებისა და შესრულებული სამუშაოების ურთიერთკავშირის დადგენა, ამასთანავე შესრულებული სამუშაოების უწყისებით (ე.წ. ფორმა N2) გათვალისწინებული სამუშაოების დასახელება, მოცულობა და ფასები არსებითად არ უნდა განსხვავდებოდეს ხელშეკრულებითა და მისი დანართით (შესასრულებელი სამუშაოების საბოლოო სახის უწყისი (ხარჯთაღრიცხვა) გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემებისგან. სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები: 1. სატენდერო პირობების თანახმად, შენობის მშენებლობა ნიშნავს ახალ მშენებლობას; სატენდერო პირობების თანახმად, შენობის რეკონსტრუქცია ნიშნავს შენობაზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენებას, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლას 1 კვ/მ-ზე მეტად, შენობის ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟის შემთხვევაში მხოლოდ შენობის ან მისი ნაწილის დემონტაჟი არ განიხილება რეკონსტრუქციად თუ სამუშაოები არ მოიცავს შენობის დემონტირებული ან ახალი ნაწილის მშენებლობის სამუშაოებს. 2. დასრულებული ხელშეკრულების განმარტება: ხელშეკრულება ჩაითვლება დასრულებულად, თუ კი შემსრულებლის მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება შესრულებულია; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შემთხვევაში, ხელშეკრულება ჩაითვლება დასრულებულად, თუ კი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფიქსირდება შემსრულებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი ინფორმაცია, მიუხედავად იმისა ხელშეკრულებას მინიჭებული აქვს სტატუსი: „შესრულებული ხელშეკრულება“, თუ არა. 3. პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის გამოცდილების, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თანხვედრის დადგენა. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტები ფორმალურად შეესაბამება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილს, მაგრამ მათი შინაარსიდან, ან წარმოდგენის ფორმიდან გამომდინარე, მათი მეშვეობით მკაფიოდ ვერ დგინდება ის მონაცემები, რომელთა დადგენის მიზნითაც იყო ისინი მოთხოვნილი, სატენდერო კომისია უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს დამატებითი ინფორმაციის, ან/და დოკუმენტების წარმოდგენა. 4. საზღვარგარეთ შესრულებული სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით: ლეგალიზებული, ან აპოსტილით დამოწმებული. 5. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. 6. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ პუნქტის მე-5 ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, არ დაიშვება ამხანაგობის მონაწილეთა გამოცდილების შეკრება. 7. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე ნაკლები, რომელიც მოცემულ შემთხვევაში განისაზღვრება 2030 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 8. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს 24-ე მუხლის ამონარიდი სატენდერო დოკუმენტაციის დანართის სახით მოცემულია წინამდებარე პუნქტში.
2.6.1 მოთხოვნა პრეტენდენტის ფინანსური შესაძლებლობების შესახებ
პრეტენდენს უნდა გააჩნდეს ფინანსური მდგრადობა, მატერიალურ-ტექნიკური რესურსები, საწარმოო და მენეჯერული შესაძლებლობები რათა, წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, როგორც მიმწოდებელმა უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის ხარისხიანი და დროული მიწოდება გადატვირთვის, სამშენებლო პროცესის შეჩერების ან მიმდინარე პროექტებზე ვალდებულებების დარღვევის გარეშე. MCC = წლიური საშუალო ბრუნვა x K - (შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების ჯამი* + მიმდინარე ტენდერის ფარგლებში მომდევნო 12 თვის განმავლობაში შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება*). K - არის 2; აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით MCC უნდა იყოს დადებითი. აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. კერძოდ: 1. პრეტენდენტმა კომპანიის მაქსიმალური სიმძლავრის (MCC) დადგენის მიზნით, უნდა წარმოადგინოს: ინფორმაცია კომპანიის 2023, 2024 და 2025 წლების საშუალო წლიური ბრუნვისა და კომპანიის მიერ წინადადების წარდგენის დღისათვის არსებული ვალდებულებების შესახებ: ა) წლიური საშუალო ბრუნვის დადასტურების მიზნით: 1. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.saras.gov.ge) რეგისტრირებული აუდიტორული კომპანი(ებ)ის მიერ აუდირებული ფინანსური ანგარიშგება (რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ბალანსი, მოგება/ზარალის უწყისი, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიში, შენიშვნები ფინანსურ ანგარიშგებაზე). დასკვნა უნდა იყოს დადებითი ან პირობითი (პირობითი დასკვნა არ უნდა ეხებოდეს წლიურ ბრუნვებს); ან/და 2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.saras.gov.ge) რეგისტრირებული აუდიტორული კომპანიის მიერ შეთანხმებული პროცედურებით (Agreed-Upon Procedures) დადასტურებული წლიური ბრუნვა; ან/და 3. ყოველთვიური დღგ-ს დეკლარაციები; ან/და 4. ცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ბრუნვის შესახებ. ბ) არსებული ვალდებულებების დადასტურების მიზნით - ინფორმაცია ყველა მიმდინარე ხელშეკრულებაზე (მათ შორის კერძო სექტორში დადებული). ასევე, ინფორმაცია იმ ხელშეკრულებებზე, რომლებზეც წინამდებარე ტენდერის წინადადების მიღების დაწყების დღისთვის მინიჭებული აქვს სტატუსი „გამარჯვებული გამოვლენილია“. პრეტენდენტმა უნდა შეავსოს თანდართული ცხრილი - ინფორმაცია მიმდინარე ხელშეკრულებების შესახებ (დანართი N2). შენიშვნები*: • შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, საკუთარი რესურსებითა და ხარჯებით გადაამოწმოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ პრეტენდენტს ან ამხანაგობის ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში ამხანაგობის რომელიმე წევრს წინამდებარე ტენდერის წინადადების მიღების დაწყების დღისთვის გააჩნია სხვა დამატებითი ვალდებულებები, რომელიც არ იყო წარმოდგენილი დანართ N2-ში, სატენდერო კომისია დანართის N2-ის დაზუსტების გარეშე თავად უზრუნველყოფს ახლად გამოვლენილი ვალდებულებების დაჯამებას პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მიმდინარე ვალდებულებებთან. • იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში დარჩენილი სამუშაოების შესრულების ვადა არ აღემატება 12 კალენდარულ თვეს, სრულად მოხდება დარჩენილი (შესასრულებელი) სამუშაოების ღირებულების გათვალისწინება. • იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში დარჩენილი სამუშაოების შესრულების ვადა აღემატება 12 კალენდარულ თვეს, პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს დარჩენილი (შესასრულებელი) სამუშაოების წლიური ღირებულება (დარჩენილი (შესასრულებელი) სამუშაოების ღირებულება გაყოფილი დარჩენილი თვეების რაოდენობაზე და გამრავლებული 12-ზე). • ვინაიდან წინამდებარე ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გასაფორმებელი ხელშეკრულების ფარგლებში შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა აღემატება 12 კალენდარულ თვეს, პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს წინამდებარე ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გასაფორმებელი ხელშეკრულების ღირებულება (10,000,000.00 ლარი, დღგ-ს ჩათვლით) გაყოფილი დარჩენილი თვეების რაოდენობაზე და გამრავლებული 12-ზე. დარჩენილი თვეების რაოდენობა დაანგარიშდება წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების თარიღსა და წინამდებარე ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გასაფორმებელი ხელშეკრულების ფარგლებში შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის პერიოდს (2028 წლის 31 დეკემბერი) შორის სხვაობით. • იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია თითოეული ამხანაგობის წევრისთვის. ამხანაგობის სახელით ტენდერში მონაწილების შემთხვევაში დაჯამდება ამხანაგობის ყველა წევრის მიმდინარე ან მოსალოდნელი ვალდებულებების ღირებულება. • იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის არარეზიდენტი პირი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აუდირებული ფინანსური ანგარიშგებები, რომლებიც მომზადებული უნდა იყოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.saras.gov.ge) რეგისტრირებული, ისეთ ქსელში შემავალი აუდიტის ან აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელსაც საქართველოში გააჩნია წევრი წარმომადგენლობა ან ფილიალი, რომელთანაც აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელებულია ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მინიჭებული აქვს პირველი ან მეორე კატეგორიის დასკვნითი შეფასება. • არარეზიდენტი პირის ან მისი წარმომადგენლობის ან ფილიალის ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში დაჯამდება როგორც არარეზიდენტი პირის სათაო კომპანიის, ასევე არსებობის შემთხვევაში არარეზიდენტი პირის ყველა ფილიალის ან წარმომადგენლობის მიმდინარე ან მოსალოდნელი ვალდებულებების ღირებულება. შესაბამისად, დანართში N2 სავალდებულოდ მითითებული უნდა იყოს, როგორც არარეზიდენტი პირის, ასევე არსებობის შემთხვევაში მისი ყველა ფილიალის ან წარმომადგენლობის მიმდინარე და მოსალოდნელი ხელშეკრულებების ფარგლებში დარჩენილი ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
პრეტენდენტის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი: 1) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 (პრეისკურანტი). სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები: 1. პრეტენდენტის მიერ ივსება ყვითლად მონიშნული ველი: პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება. ერთეულის ღირებულების კლების შემთხვევაში, თითოეული ღირებულება კლების პრინციპით (ROUNDDOWN) დამრგვალდება მეასედამდე. 2. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ღირებულებები (ერთეულის ღირებულებები) არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტით განსაზღვრულ ზღვრულ ღირებულებებს (ერთეულის ღირებულებებს), ხოლო პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ღირებულებების საერთო ჯამი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას. 3. პრეისკურანტში სამუშაოს ან მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას აღნიშნული ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის შესაბამისად (რომელიც, თავის მხრივ, მომზადებულია „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 1 დეკემბრის №2006 განკარგულებით გათვალისწინებული წესითა და შესაბამისი საბაზრო ღირებულებით) და შემცირდება, მიმწოდებლის მიერ, ზემოაღნიშნულ ელექტრონულ ტენდერში დაფიქსირებული ფასკლების პროცენტულობის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში შესაბამისი სამუშაოს ან მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს. 4. პრეისკურანტის ზღვრული ღირებულებები და პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება მოიცავს ყველა დანარიცხს, დამატებული ღირებულების გადასახადის (დ.ღ.გ.) გარდა, შესაბამისად - სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, რაც უნდა მოიცავდეს ყველა დანარიცხს, დამატებული ღირებულების გადასახადის (დ.ღ.გ.) გარდა. 5. პრეტენდენტის მიერ, პრეისკურანტის განფასების შედეგად, საბოლოოდ შემოთავაზებული ერთეულის ღირებულებები, მატების გარეშე უნდა იქნეს გათვალისწინებული პრეტენდენტის - შემდგომში მიმწოდებლის მიერ მომზადებული დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის ფარგლებში შედგენილ ხარჯთაღრიცხვაში. 6. დანართი N1-ის (პრეისკურანტი) წარმოდგენილი უნდა იყოს Microsoft Excel Worksheet-ის ფორმატით. პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს. 2) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით (პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები) განსაზღვრული წარმოსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 3) სატენდერო დოკუმენტაციის 2.6.1 პუნქტით (პრეტენდენტის ფინანსურ შესაძლებლობებთან დაკავშირებული მოთხოვნები) განსაზღვრული წარმოსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 4) სატენდერო დოკუმენტაციის 5.1 პუნქტით (პრეტენდენტის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი) განსაზღვრული წარმოსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 5) ინფორმაცია ამხანაგობის მონაწილეთა მიერ წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ: ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში; წარმოდგენილი ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს ამხანაგობის ყველა (თითოეული) მონაწილის ხელმოწერით (აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა ხდება მხოლოდ ამხანაგობის მიერ). შენიშვნა: 1. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, დამატებული ღირებულების გადასახადის (დ.ღ.გ.) გარეშე. 2. წინამდებარე ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 3. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია (გარდა პრეისკურანტისა - Excel-ის ფაილი) დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
1. პრეტენდენტის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასსა (პრეისკურანტის შემოთავაზებული საბოლოო ჯამური ღირებულება) და წინამდებარე ელექტრონული ტენდერის პირობებით გათვალისწინებულ, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით ან მეტი ოდენობით სხვაობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის, კერძოდ შემოთავაზებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასად (პრეისკურანტის შემოთავაზებული საბოლოო ჯამური ღირებულება), ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობის დადასტურება. 2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდის“ მოთხოვნების შესაბამისად, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან შესაბამის სფეროში აკრედიტებული სხვა პირის მიერ. 3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასთან (პრეისკურანტის შემოთავაზებული საბოლოო ჯამური ღირებულება), ასევე პრეისკურანტის ერთეულ ღირებულებებთან მიმართებით. 4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში
5.1.2 იურიდიული პირისთვის
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს: შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა არაღიარებული დავალიანებისა და იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია საგადასახადო დავალიანება, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას წინამდებარე ელექტრონული ტენდერის პროცედურებიდან.
5.1.3 ინდივიდუალური მეწარმისთვის
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს: შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა არაღიარებული დავალიანებისა და იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია საგადასახადო დავალიანება, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას წინამდებარე ელექტრონული ტენდერის პროცედურებიდან.
5.1.4 ფიზიკური პირისთვის
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს: (1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; (2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტში რეგისტრირებულია 5.1.4 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში მითითებული უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას წინამდებარე ელექტრონული ტენდერის პროცედურებიდან.
5.1.5 ამხანაგობისთვის
სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება როგორც ამხანაგობის, ასევე მისი თითოეული წევრის შესახებ, კერძოდ: უშუალოდ ამხანაგობისთვის: შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა არაღიარებული დავალიანებისა და იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). ამხანაგობის წევრებისთვის: შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა არაღიარებული დავალიანებისა და იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის მონაწილე წარმოადგენს არარეზიდენტ პირს, მისი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6 პუნქტისა და მისი ქვეპუნქტების მოთხოვნათა მიხედვით, ხოლო, წარმომადგენლობის/ფილიალის შემთხვევაში - სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.7. პუნქტის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობას ან/და მის რომელიმე წევრს გააჩნია საგადასახადო დავალიანება, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას წინამდებარე ელექტრონული ტენდერის პროცედურებიდან.
5.1.6 არარეზიდენტი პირისთვის
ინფორმაცია საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ანალოგიური შინაარსის დოკუმენტების წარმოდგენით. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია საგადასახადო დავალიანება, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას წინამდებარე ელექტრონული ტენდერის პროცედურებიდან.
5.1.7 წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის
იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი/ფილიალი საქართველოში, იგი ვალდებულია წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათავო კომპანიის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია საგადასახადო დავალიანება, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას წინამდებარე ელექტრონული ტენდერის პროცედურებიდან.
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების საბოლოო ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
1. წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ის ოდენობით, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლებისათვის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასსა (პრეისკურანტის შემოთავაზებული საბოლოო ჯამური ღირებულება) და შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას (პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება) შორის 20%-ით ან მეტით სხვაობისას, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ით, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლებისათვის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ით გათვალისწინებული შინაარსის დაცვით, შესაბამისად, პრეტენდენტი წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობით ავტომატურად გამოხატავს თანხმობას, რომ მზად არის (შეთანხმებული აქვს შესაბამის საფინანსო ინსტიტუტთან) წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ით გათვალისწინებული შინაარსის, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტის ფორმით (ელექტრონული დოკუმენტის ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნულ დოკუმენტზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ, შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი), რომელიც სავალდებულოდ გაცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ლიცენზირებული შესაბამისი დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ), შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი, გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი, უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N3-ში მოცემული პირობების შესაბამისად. 4. ამხანაგობის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიაში მითითებული უნდა იყოს ამხანაგობაში შემავალი ყველა პირი. შენიშვნა: ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ნიმუში (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 10.1 პუნქტში.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
1. საავანსო ანგარიშსწორება შესაძლებელია შემსყიდველთან შეთანხმებული შინაარსის, უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადას და რომელიც სავალდებულოდ გაცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ლიცენზირებული შესაბამისი დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ), შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი, გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი, უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული. 2. მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორება, შემსყიდველის მიერ გაცემული დავალებ(ებ)ის (ობიექტის) ფარგლებში, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიღების შემდგომ, წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით, შემსყიდველთან შეთანხმებით. მიმწოდებლის მიერ საავანსო გადახდის მოთხოვნის შემთხვევაში, ავანსის მოცულობისა და პერიოდულობის განსაზღვრის მიზნით, შემსყიდველი უფლებამოსილია დამატებით მოთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი დაწესებულების მიერ დამოწმებული ინფორმაცია. 3. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი უფლებამოსილია წარმოადგინოს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. წინასწარ ავანსის სახით გადარიცხული თანხის დაქვითვა განხორციელდება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დადასტურებული შსა-ის ან/და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, შემსყიდველის მიერ გადახდის უწყისის დამოწმებიდან, 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. 5. საავანსო ანგარიშსწორების გარანტიის გამოყენების/დაკავების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით. 6. თეთრ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებელთან მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული საავანსო თანხის ანგარიშსწორების შემთხვევაში, თავდაპირველად განხორციელდება არაუზრუნველყოფილი საავანსო თანხის დაქვითვა სრულად. არაუზრუნველყოფილი საავანსო თანხის სრულად დაქვითვის შემდეგ მოხდება წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხის დაქვითვა. 7. ამხანაგობის მიერ წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში,წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიაში მითითებული უნდა იყოს ამხანაგობაში შემავალი ყველა პირი. შენიშვნა: წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ნიმუში (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 10.1 პუნქტში.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. გაწეულ საპროექტო მომსახურებაზე ანგარიშსწორება განხორციელდება ლარში, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მხარეთა უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდებაზე და შემსყიდველის მხრიდან ჩაბარებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მითითებული აქტის ხელმოწერიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. ღირებულება განისაზღვრება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ღირებულების პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტში დაფიქსირებული %-ის ოდენობით, 2. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მიწოდებისას, ანგარიშსწორება განხორციელდება, მიმწოდებლის მიერ დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის ფარგლებში მომზადებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად მიწოდებული სამუშაოების ღირებულების მიხედვით, ხელშეკრულების პირობების თანახმად დადასტურებული შსა-ის ან/და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენიდან, 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. 3. ყოველი მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან განხორციელდება შესრულებული სამუშაოს ღირებულების 5%-ის (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული პრეისკურანტის ღირებულება 20%-ით ან მეტით ნაკლებია წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაზე, შესრულებული სამუშაოების ღირებულების 10%) დაკავება სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული პრეისკურანტის ღირებულება 20%-ით ან მეტით ნაკლებია წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაზე, დაკავებული 10%-დან 5%-ის) დაბრუნება განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სამუშაოთა მიმღები კომისიის მიერ შედგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ტექნიკურ დავალებაში მითითებული ნებართვის მაძიებლის მიერ, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ. შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული თანხის დარჩენილი 2,5%-ის (თუ მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული პრეისკურანტის ღირებულება 20%-ით ან მეტით ნაკლებია წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაზე, 5%-ის) დაბრუნება განხორციელდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამუშაოთა დასრულების თარიღიდან 2 (ორი) კალენდარული წლის დასრულების შემდეგ. 4. მიწოდებულს აქვს შესაძლებლობა, სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად სამუშაოს ღირებულების 2,5%-ის (თუ მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული პრეისკურანტის ღირებულება 20%-ით ან მეტით ნაკლებია წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაზე, 5%-ის) ანგარიშსწორების მიზნით შემსყიდველის მიერ შექმნილი სამუშაოთა მიმღები კომისიის მიერ შედგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, წარუდგინოს შემსყიდველს მასთან შეთანხმებული შინაარსის, საქართველოში მოქმედი და შესაბამისად ლიცენზირებული საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული გამოუთხოვადი, უპირობო შესრულებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამუშაოთა დასრულების თარიღიდან 2 (ორი) წლის შემდგომ თარიღს. 5. იმ შემთხვევაში თუ შემსყიდველის მიერ დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს დეფექტები, მიმწოდებელს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის პირველი ნახევარი არ აუნაზღაურდება სამუშაოს დეფექტების გამოსწორებამდე. ამასთან, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული მეორე ნახევრის (2.5% ან 5%) დაბრუნება მოხდება საგარანტიო ვადის - 2 წლის გასვლის შემდეგ, თუ შემსყიდველის ან/და ზედამხედველის მიერ დეფექტ(ებ)ის არარსებობის შესახებ შემსყიდველისთვის ზედამხედველის ან/და შემსყიდველის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ წარდგენილ იქნა შესაბამისი აქტი, რომლითაც დადასტურდება საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ დეფექტ(ებ)ის არარსებობა. 6. იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა მიზეზის გამო მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს, ან უარს აცხადებს დეფექტების პასუხისმგებლობის პერიოდში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე, შემსყიდველი (დამოუკიდებელი ექსპერტის მეშვეობით) შეაფასებს ობიექტზე წარმოქმნილი დეფექტების აღმოფხვრის ხარჯს და მიმართავს წინასწარი ანგარიშსწორების (ხარისხის უზრუნველყოფის) საბანკო გარანტიის გამცემ ორგანოს შესაბამისი თანხის გამოთხოვის თაობაზე. თუ დეფექტების აღმოსაფხვრელად საჭირო თანხა აღემატება წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5 % (5%)-ის ოდენობას, შემსყიდველი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დააკისრებს მიმწოდებელს დარჩენილ განსხვავებას. 7. ხელშეკრულების მიმდინარეობის პერიოდში წარმოსადგენ ხარჯთაღრიცხვაში ასახული გაუთვალისწინებელი სამუშაოების ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება მხოლოდ ასეთი ხარჯების არსებობის შემთხვევაში. გაუთვალისწინებელი ხარჯების არსებობისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ასეთი ხარჯების დეტალური გაშიფვრა და დასაბუთება, რომლის საფუძველზეც განხორციელდება შსა-ს დადასტურება. გაუთვალისწინებელი სამუშაოების გაწევის უფლება მიმწოდებელს ეძლევა შემსყიდველის, ან მის მიერ უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. შენიშვნა: ანგარიშსწორების, მათ შორის წინასწარი ანგარიშსწორების პირობები დეტალურად მოცემულია ხელშეკრულების პროექტის ზოგადი პირობების მე-6 და მე-7 მუხლში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
1. გაწეულ საპროექტო მომსახურებაზე ანგარიშსწორება განხორციელდება ლარში, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მხარეთა უფლებამოსილ წარმომადგენლებს შორის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდებაზე და შემსყიდველის მხრიდან ჩაბარებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მითითებული აქტის ხელმოწერიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. ღირებულება განისაზღვრება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ღირებულების პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტში დაფიქსირებული %-ის ოდენობით, 2. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მიწოდებისას, ანგარიშსწორება განხორციელდება, მიმწოდებლის მიერ დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის ფარგლებში მომზადებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად მიწოდებული სამუშაოების ღირებულების მიხედვით, ხელშეკრულების პირობების თანახმად დადასტურებული შსა-ის ან/და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, აღნიშნული დოკუმენტების წარმოდგენიდან, 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. 3. წინასწარი ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება მის მიერ, შესაბამის თანხაზე საქართველოში მოქმედი საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ნინო ჟორჟოლიანი, 577627157, nzhorzholiani@mdf.org.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს შესაბამისად. 2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 3. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი უნდა დააფიქსიროს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით და წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის (პრეისკურანტი) მიხედვით. 4. სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მიღების საკითხი რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს მე-8 მუხლის შესაბამისად. შენიშვნა: წინამდებარე პუნქტში 10.1 ატვირთულია ხელშეკრულების შესრულების და წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიების ნიმუშები.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT260016793 11.08.2026 announced same category · 66% title match · same buyer

ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design–Build მეთოდით), გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვე…

NAT260016800 11.08.2026 announced same category · 57% title match · same buyer

ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტე…

NAT260016798 11.08.2026 announced same category · 56% title match · same buyer

ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) აღმოსავლეთ საქართველოს მუნიციპალიტე…

NAT260017301 17.08.2026 announced same category · 52% title match · same buyer

ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design–Build მეთოდით) დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანა…

NAT260016817 11.08.2026 announced same category · 51% title match · same buyer

ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design–Build მეთოდით) ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე, მ…

NAT260017296 17.08.2026 announced same category · 50% title match · same buyer

ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design–Build მეთოდით) სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერის…

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

შპს საბა კონსტრაქშენ
შპს თიმ თუ
შპს სამეცნიერო, საპროექტო-ტექნოლოგიურ…
შპს ABEKA
შპს აისინქი