1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
მაღალი წნევით რეცხვის აპარატის და ქაფის გამფრქვევის შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
მაღალი წნევით რეცხვის (ცივი წყლის): აპარატის ტიპი: ცივი წყლით რეცხვის რეჟიმზე მომუშავე პროფესიონალური ტიპის აპარატი; - ვოლტაჟი V: 376 - 424; - ფაზების რაოდენობა: 3 ფაზა; - წყლის ჭავლის წნევა: 210 ბარი; - წყლის წარმადობა: 1000 ლიტ/სთ; - სადენის სიგრძე: 5 მეტრი; - მაღალი წნევის მილი ორშრიანი დაცვით,სიგრძე: 10 მ; - ელექტრო ენერგიის მოხმარება:(8)კვტ/სთ; - ზეთის დონის ინდიკატორი: კი; - წნევის შეწყვეტის ფუნქცია: კი; - წყლის გამფრქვევი: კი; - სამარჯვი თოფი: კი; ქაფის გამფრქვევი: ტიპი: პროფესიონალური ქაფის გამფრქვევი; - ავზის მოცულობა: 1 ლიტრი; - ავზის მასალა: მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენი, ქიმიურად მდგრადი, ნახევრად გამჭვირვალე; - სამუშაო წნევა: უძლებს 300 ბარ წნევას; - წყლის გამტარობა: 900 - 2500 ლიტრი/საათში; - კონექტორის (მიერთების) ტიპი: სრულად თავსებადი ძირითადი აპარატის მაღალი წნევის თოფთან; - რეგულირება: ქიმიური საშუალების (შამპუნის) დოზირების ზუსტი რეგულატორი - გამფრქვევი ჭავლის კუთხის რეგულირება (ვერტიკალური/ჰორიზონტალური და ვიწრო/ფართო გაფრქვევა).
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
საქონლის მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
საქონლის მიწოდების ადგილი: დ.ადიგენის თ. ერისთავის №22
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
- შემოთავაზებულ საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 1 (ერთი) წლიანი საგარანტიო ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან (პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ). მიმწოდებელმა, საგარანტიო ვადის პერიოდში გამოვლენილი წუნდებული საქონლის შეკეთება უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით, წერილობითი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო შეცვლის საჭიროების შემთხვევაში, შეცვლა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი №1) მიუთითოს შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი/ბრენდი, წარმოშობის ქვეყანა და მოდელი. 2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
- პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მიერ გაცემული ინფორმაცია/დოკუმენტი ან/და ვებ-ბმული მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, ან კატალოგიდან, რომელიც დაადასტურებს სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალებით განსაზღვრული შემოთავაზებული საქონლის „ძირითადი მახასიათებლების" შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან ან აღნიშნული ინფორმაცია ქარხნულად უნდა იქნას დატანილი შემოთავაზებული საქონელზე ან/და მითითებული უნდა იყოს ეტიკეტზე და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. ფოტო სურათები).
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
- იმ შემთხვევაში, როდესაც ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ან/და ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა უნდა დაასაბუთოს საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დადებითი დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა. პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. დასკვნის წარმოუდგენლობა გამოიწვევს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
- ანგარიშსწორება იწარმოებს მოწოდებული საქონლის შესაბამისად,შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო დოკუმეტის წარმოდგენის საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის მიხედვით. მიღება–ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) 10 სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
მარიამი სარიშვილი, 595127911, adigeniclean@procurement.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
- სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად. - პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. - იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. - დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. - პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება; - სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად; - ტექნიკური პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი