1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სპეციალური ტანსაცმელის შესყიდვა, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალების შესაბამისად.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1 შესასყიდი საქონლის სახეობა, რაოდენობა და მახასიათებლები მოცემულია: სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებაში. 1.2.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასების ცხრილი დანართი N1-ის შესაბამისად. 1.2.3 დანართი N1-ის ტექნიკური მახასიათებლების შევსებისას, მითითებული უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის კონკრეტული მახასიათებლები შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალების შესაბამისად, (ტერმინების „არანაკლებ“, „არაუმეტეს“ და ა.შ. გარეშე).
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების დადებიდან 10 (ათი) სამუშაო დღე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1. შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (შესყიდვის ობიექტის მიღებისა და საბოლოო შემოწმების ადგილი, პირობები და წესი ასახულია ხელშეკრულების პირობებში). 1.5.2. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია: მიმწოდებლის ფაქტიური მისამართი.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1 ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს მონაცემებს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლისა და მარკა/მოდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ფასების ცხრილის (იხ. დანართი N1) შესაბამისად. 2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას. 2.1.1.3 შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მარკა ან/და მოდელის არ არსებობის შემთხვევაში ფასების ცხრილის (იხ. დანართი №1) შესაბამის სვეტში, შესაბამის პოზიციაზე, პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს ინფორმაცია, რომ მისაწოდებელ შესყიდვის ობიექტს არ გააჩნია მარკა ან/და მოდელი.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1.1 პრეტენდენტმა შემოთავაზებულ სპეც ტანსაცმელზე-შარვალი უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული EN 14404, EN 342, EN 343 (ან მოქმედი ანალოგი სტანდარტი) ან ექვივალენტურ სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი/დოკუმენტი. 2.7.1.2 პრეტენდენტმა შემოთავაზებულ სპეც ტანსაცმელზე-ქურთუკი უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული EN 14058, EN ISO 13688 (ან მოქმედი ანალოგი სტანდარტი) ან ექვივალენტურ სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი/დოკუმენტი.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1 მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ახალი, ექსპლოატაციაში არ მყოფი, ქარხნული შეფუთვით. 2.9.2 იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული შესყიდვის ობიექტი აღმოაჩნდება უხარისხო, საწარმოო წუნით ან/და დეფექტით ან/და ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ პარამეტრებთან შეუსაბამო, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია დაუყოვნებლივ განახორციელოს წუნდებული შესყიდვის ობიექტის შეცვლა, ახალი, მოთხოვნილი პარამეტრების მქონე შესყიდვის ობიექტით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) ან/და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება ან/და ანგარიშფაქტურა ან/და ინვოისი, რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში დაფიქსირებული ერთეულის ფასების და ჯამური ღირებულების ადეკვატურობა. ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის გათვალისწინებით, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტისა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული საგადასახადო დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან/და სხვა დოკუმენტები) საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
კესო კალაძე, 595486144, kesokaladze12@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ის (ფასების ცხრილი/მომსახურების ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტი) შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს), ხოლო პრეტენდენტის მიერ ტენდერის ფარგლებში შედგენილ სხვა დოკუმენტაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა. 10.1.4 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ეკვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ეკვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი. 10.1.5 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. 10.1.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.7 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: 10.1.7.1 ფასების ცხრილი (დანართი N1) MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 და 2.1.1.1 პუნქტებით მოთხოვნილი ინფორმაციის გათვალისწინებით. 10.1.7.2 სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი