1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის ნატურალური თაფლის შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
ნატურალური თაფლი • თაფლი უნდა იყოს ნატურალური, კონსისტენცია ერთგვაროვანი, არადამახასიათებელი გემოს გარეშე. კონსერვანტების, ემულგატორების და სხვა ქიმიური ნივთიერებების გარეშე, ბლანტი სტრუქტურით. • დაფასოებული ფართო პირიან არანაკლებ 1-2 ლიტრიან პლასტმასის ჭურჭელში (± 0.4%), მოთხოვნის შესაბამისად. ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური, უვნებლოსა და ხარისხობრივი მაჩვენებლებით შეესაბამება საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის: თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს სათანადოდ ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად; უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის N714 დადგენილებით დამტკიცებული „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ დადგენილ მოთხოვნებს; უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის N639 დადგენილება „ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე განსაზღვრულ მოთხოვნებს. პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“ (დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით ) განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის მიმოქცევისას); მოწოდებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებულ ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ მიაყენებს სურსათს და უვნებელი იქნება ადამიანის ჯანმრთელობისათვის; უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და ,,სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის გამარტივებული წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე. უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1. საქონლის მიწოდება ხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2026 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
საქონლის მიწოდების ადგილად განისაზღვროს ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფები: 1. ხელვაჩაურის საბავშვო ბაღი #1 - მის: ქ. ბათუმი, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. #20.(დაბა ხელვაჩაური); 2. ერგეს საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ერგე; 3. თხილნარის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი თხილნარი; 4. სალიბაურის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი სალიბაური; 5. განთიადის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი განთიადი; 6. ჭარნალის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭარნალი; 7. ორთაბათუმის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ორთაბათუმი; 8. ახალშენის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალშენი; 9. ჩიქუნეთის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩიქუნეთი; 10. აჭარისწყლის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი აჭარისწყალი; 11. ახალისოფლის #1 საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალისოფელი; 12. მახოს საბავშვო ბაღი - მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი მახო. 13. ქედქედის საბავშვო ბაღი - მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქედქედი. 14. კირნათის საბავშვო ბაღი - მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი კირნათი. 15. ხელვაჩაურის საბავშვო ბაღი #2- მის: ქ. ბათუმი, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. #20.(დაბა ხელვაჩაური); 16. ფერიის საბავშვო ბაღი - მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფერია. 17. მახინჯაურის საბავშვო ბაღი - მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი მახინჯაური. 18 ახალისოფლის #2 საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალისოფელი; არსებულ მისამართებს შესაძლებელია დაემატოს სხვა მისამართებიც.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1. პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყანა და მწარმოებელი დანართი N1-ის შესაბამისად. 2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს წარმოების ქვეყანას ან/და მწარმოებლის დასახელებას დანართ N1-ში, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. წარმოების ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ამასთან, თუ წარმოების ქვეყნის ან/და მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყნის ან/და მწარმოებლის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდება ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფებში: მოთხოვნის შესაბამისად, თვეში ერთჯერ.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1.1. წინამდებარე ტენდერის სტატუსის - „წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღში, პრეტენდენტი და ასევე, შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელი რეგისტრირებული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მათ შორის, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ძალადაკარგული, სადაც „გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების ცნობარ“-ში/საქმიანობის აღწერაში მითითებული იქნება საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული საქმიანობის სახე/სახეები. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან. 2.7.1.1.1. თუ პრეტენდენტი (ან შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელი) წინამდებარე ტენდერის სტატუსის -„წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღში რეგისტრირებული იყო ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 2.7.1.1. პუნქტის შესაბამისად და შერჩევა-შეფასების მიმდინარეობისას დოკუმენტის ვადის გასვლამ გამოიწვია რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულობა, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს პრეტენდენტს განახლებული ამონაწერი ან რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მოთხოვნის წარმოდგენა. 2.7.1.1. თუ შემოთავაზებული პროდუქტი იმპორტირებულია მაშინ 2.7.1.1. პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელზე. 2.7.1.2 თუ შემოთავაზებული საქონელი იწარმოება საქართველოში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებით დამტკიცებული „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის“ შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სეს) მიერ მინიჭებული აღიარების/პირობითი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2.7.1.3. იმპორტირებული პროდუქტის შემოთავაზების შემთხვევაში, შერჩევა-შეფასების ეტაპზე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას მისაწოდებელი საქონლის ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი ან/ და დეკლარაცია) ქართულ ენაზე, უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქციის დამამზადებელ საწარმოზე ან მწარმოებელზე გაცემული, ძალაში მყოფი ISO22000 ან FSSC 22000 სერტიფიკატი. სერტიფიკატის გამცემი უნდა იძებნებოდეს საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმის (IAF) ვებ-გვერძე https://www.iafcertsearch.org/. ასევე, შესაძლებელია სერტიფიკატის გამცემი არ იძებნებოდეს აღნიშნულ ვებ-გვერძე, თუმცა იგი აკრედიტებული/ავტორიზებული იყოს საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმის (IAF) წევრი აკრედიტაციის ორგანოს ან რეგიონალური აკრედიტაცის ჯგუფის ან ასოცირებული წევრის მიერ, აღნიშნული მიკვლევადი უნდა იყოს საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმის ვებ-გვერდის მეშვეობით https://iaf.nu/en/home/.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ: 2.9.1.1. იმპორტირებული პროდუქტის მოწოდების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია ყოველ მოწოდებულ პარტიასთან ერთად წარმოადგინოს საქონლის წარმოშობისა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და შესაბამისობის სერტიფიკატი, ხოლო ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში - მხოლოდ ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და შესაბამისობის სერტიფიკატი. 2.9.1.2. მომწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (მაგრამ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში არაუმეტეს სამჯერ) 10 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს მას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ გაცემული დასკვნა/წერილი (გამოცდის ოქმით) პროდუქტის ორგანოლეპტიკური, ფიზიკო–ქიმიური და უვნებლობის პარამეტრების შესახებ; 2.9.1.3. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, საკუთარი სახსრებით, ნებისმიერ დროს ჩაატაროს კვლევა თავისი შეხედულებისამებრ, მათ შორის ანტიბიოტიკებზე. ტექნიკური დოკუმენტაციით მოცემული რაოდენობა წარმოადგენს საორიენტაციო/სავარაუდო რაოდენობას, ხოლო შემსყიდველის მიერ შესყიდვის ობიექტის ფაქტობრივი ათვისება დამოკიდებული იქნება ბავშვთა ფაქტიურ გამოცხადებაზე. შესაბამისად , მომწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია ფაქტობრივი ათვისების ოდენობაზე. ასევე მომწოდებელმა თავისი ხარჯებით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, შესყიდვის პერიოდში ნებისმიერ შემოტანაზე, თუკი შემსყიდველი ჩათვლის საჭიროდ უნდა განახორციელოს მოწოდებული საქონლის ლაბორატორიული კვლევა, ნიმუშის აღება მოხდება შემსყიდველი ორგანიზაციის თანმხლებ პირთან ერთად და ლაბორატორიული კვლევა გაკეთდება შემსყიდველის მიერ არჩეულ ნებისმიერ აკრედიტირებულ ლაბორატორიაში.
3.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუშები ( მინიმუმ 1 კგ შეფუთვა))
3.1.2 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
3.1.3 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ადგილი
პრეტენდნეტმა ნიმუში უნდა წარმოადგინოს შემსყიდველი ორგანიზაციის მისამართზე - ქ. ბათუმი დიდაჭარის ქ. N-25,ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციული შენობა.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი). ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე გადარიცხვით, ანგარიშსწორების ვალუტა-ლარი. 2. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად მოწოდებული საქონლის მიხედვით, უნაღდო ანგარისწორების წესით, მიმწოდებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. 3. ანგარიშსწორების საფუძველია მხარეების უფლებამოსილი პირების მიერ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, თვეში ერთჯერ, მიწოდებული საქონლის ღირებულების შესაბამისად.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ლია შოთაძე, 593888813, lia.shotadze1988@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის 1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12ბრძანების შესაბამისად. 1.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 1.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 1.4 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). 1.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტება სატენდერო წინადადების შესაბამისად. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი