1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სხვადასხვა საკვები პროდუქტი: 1. ულტრაპასტერიზებული რძე 2. ნაღები(არაჟანი) 3.ნაღების კარაქი 4.ყველი 5.ხაჭო 6.იოგურტი
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის; - ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლების მიხედვით უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულ სფეროში არსებული მარეგულირებელი კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ზღვრებს. -პროდუქტის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს პრემიერ–მინისტრის 2017 წლის 30 ოქტომბრის N487 ბრძანებას „ტექნიკური რეგლამენტი – ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში კვების ორგანიზაციის სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“,ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანების „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესები და ნორმების“ მოთხოვნებს. -რძის პროდუქტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #72 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ'' ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. -საკვები პროდუქციის შენახვისა და ტრანსპორტირებისას მომწოდებლის მიერ დაცული უნდა იქნას „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესები და ნორმების“ მოთხოვნები; ყოველი მოწოდებული პარტია სათანადოდ უნდა იყოს ეტიკეტირებული, საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. -არსებული ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს შეცვლილ გარემოებებს; -საკვები პროდუქტების შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის დაცული უნდა იქნას სანიტარულ-ჰიგიენური წესები და ნორმები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. - რძის პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა რეფრეჟერატორით (მაცივარი), სადაც დაცული იქნება ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. მოცემული რაოდენობა წარმოადგენს საორიენტაციო/სავარაუდო რაოდენობას, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საქონლის ფაქტობრივი ათვისება დამოკიდებული იქნება ბავშვთა ფაქტიურ გამოცხადებაზე, შესაბამისად მიმწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია სახელშეკრულებო რაოდენობის სრულ ათვისებაზე. -მიწოდების მომენტისათვის პროდუქტი თუ აღმოჩნდება სატენდერო დოკუმენტაციის 1,2 პუნქტით განსაზღვრული საქონლის ტექნიკურ-ხარისხობრივ მახასიათებლებთან შეუსაბამო იგი მიმწოდებელს დაუბრუნდება უკან და მოთხოვნისთანავე ჩანაცვლდება ახლით.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის(რძის პროდუქტების) მიწოდება იწარმოებს კვირაში ერთჯერ, ან/და შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა დასწრებისა და მენიუს შესაბამისად, საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლებიდან 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
პროდუქცია დარიგდება უშუალოდ საბავშვო ბაღებში. ა.(ა).ი.პ. ,,ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“დაქვემდებარებაში მყოფი საბავშვო ბაღების აღსაზრდელთათვის, საკვები პროდუქტის(რძის პროდუქტების) მოწოდების უზრუნველყოფა უნდა მოხდეს, შემდეგ მისამართებზე: 1. დ. ადიგენის საბავშვო ბაღი, მისამართი: ადიგენის მუნიციპალიტეტი,დ. ადიგენი, ერისთავის N18 2. დ. აბასთუმნის საბავშვო ბაღი, მისამართი: ადიგენის მუნიციპალიტეტი,დ. აბასთუმანი, რუსთაველის N30-ის მიმდებარე ტერიტორია 3. სოფ. ვარხნის საბავშვო ბაღი, მისამართი: ადიგენის მუნიციპალიტეტი,დაბა აბასთუმანი რუსთაველის N30-ის მიმდებარე ტერიტორია 4. სოფ. არლის საბავშვო ბაღი, მისამართი: ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფ. არალი 5. სოფ. უდის საბავშვო ბაღი, მისამართი: ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფ. უდე 6. სოფ. ბოლაჯურის საბავშვო ბაღი, მისამართი: ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბოლაჯური 7. სოფ. ზარზმის საბავშვო ბაღი, მისამართი: ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზარზმა 8. სოფ. ლელოვნის საბავშვო ბაღი, მისამართი: ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფ. ლელოვანი 9. სოფ. მოხის საბავშვო ბაღი, მისამართი: ადიგენის მუნიციპალიტეტი, სოფ. მოხე 10.სოფ.ზანავის საბვშვო ბაღი,მისამართი:ადიგენის მუნიციპალიტეტი,სოფ.ზანავი 11.სოფ.ენთელის საბავშვო ბაღი,მისამართი:ადიგენის მუნიციპალიტეტი,სოფ.ენთელი (საბავშვო ბაღის ფუნქციონირებიდან)
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტი ვალდებულია მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი პროდუქციაზე. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი ქვეყნის და მწარმოებლის მიუთითებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების პროცედურის გარეშე. ასევე, პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას გამოიწვევს მის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემდგომ შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი ქვეყნის დასახელების ცვლილება. მწარმოებელი ქვეყნის და მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია შესავსებია ფასების ცხრილში (დანართი N2).
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
პრეტენდენტს საკუთრებაში ან/და იჯარით უნდა გააჩნდეს სპეციალიზებული მანქანა რეფრეჟერატორი (მაცივარი). რაზეც პრეტენდენტმა სისტემაში უნდა ატვირთოს ინფორმაცია თანდართული საკუთრების უფლების ან/და იჯარით ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციით.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1.1. წინამდებარე ტენდერის სტატუსის - „წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღში, პრეტენდენტი და ასევე, შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელი რეგისტრირებული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მათ შორის, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ძალადაკარგული), სადაც „გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების ცნობარ“-ში/საქმიანობის აღწერაში მითითებული იქნება საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული საქმიანობის სახე/სახეები. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან. 2.7.1.1.1. თუ პრეტენდენტი (ან შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელი) წინამდებარე ტენდერის სტატუსის -„წინადადებების მიღება მთავრდება“ თარიღში რეგისტრირებული იყო ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 2.7.1.1. პუნქტის შესაბამისად და შერჩევა-შეფასების მიმდინარეობისას დოკუმენტის ვადის გასვლამ გამოიწვია რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულობა, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს პრეტენდენტს განახლებული ამონაწერი ან რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მოთხოვნის წარმოდგენა. 2.7.1.1.2. თუ შემოთავაზებული პროდუქტი იმპორტირებულია მაშინ 2.7.1.1. პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელზე. 2.7.1.2 თუ შემოთავაზებული საქონელი იწარმოება საქართველოში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს მისაწოდებელი პროდუქტის მწარმოებელზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებით დამტკიცებული „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის“ შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სეს) მიერ მინიჭებული აღიარების/პირობითი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის შესახებაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადინოს ინფორმაცია/დოკუმენტი).
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ: - შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს მოწოდებული საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი იმპორტირებული პროდუქტის შემთხვევაში და ასევე ნებისმიერ დროს აკრედიტებული ლაბორატორიის დასკვნა ყველა პროდუქტის ვარგისიანობის (მიკრობიოლოგიური, ფიზიკო-ქიმიური, ორგანოლეპტიკური პარამეტრები) და მისი ცხიმიანობის შესახებ. -საქონლის ლაბორატორიული შემოწმება: - მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში თავისი ხარჯებით წარმოადგინოს საქონლის მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმი. ნიმუშის აღება და ლაბორატორიული შემოწმება უნდა განხორციელდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და სტანდარტების შესაბამისად. შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს იმ ლაბორატორიის აკრედიტაციის მოწმობა, სადაც უნდა განხორციელდეს საქონლის ლაბორატორიული შემოწმება, იმ შემთხვევაში თუ აკრედიტებული ლაბორატორია შერჩეული იქნება მიმწოდებლის მიერ. ნიმუშების აღება განხორციელდება ერთობლივად შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი პირების მიერ, შემსყიდველის მიერ შერჩეული საბავშვო ბაღიდან/ბაღებიდან, აღებული ნიმუში შეიფუთება დადგენილი წესის მიხედვით და გაიგზავნება აკრედიტებულ ლაბორატორიაში. - საქონლის მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაციით, აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმით, თუ დადასტურდება, რომ მიმწოდებლის მიერ მოწოდებული საქონელი არ შეესაბამება ხელშკრულებით დადგენილ პირობებს, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად, უპირობოდ შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიწოდებლის მიმართ გაატაროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებები; -შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს საქონლის ლაბორატორიული კვლევა (მიკრობიოლოგიური, ფიზიკო-ქიმიური, ორგანოლეპტიკური პარამეტრები) ნებისმიერ დროს. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ: - შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს ყველა იმ ინფორმაციის, ჩანაწერის ან/და დოკუმენტის წარმოდგენა, რომლის ქონის ვალდებულებაც ეკისრება ბიზნესოპერატორს მიკვლევადობის განსახორციელებლად, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N577 დადგენილების “სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპების და მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” შესაბამისად.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება,მწარმოებელის მიერ გაცემული ანგარიშფაქტურით ან/და ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა. დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ეროვნულ ვალუტაში (ლარში), უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა ან/და სასაქონლო ზედნადების საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
- ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, (ნაერთი)მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა ან/და სასაქონლო ზედნადების საფუძველზე 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ნანა მამულაშვილი, 551430304, skolamdeliagzrda1@gmail.com AdigeniBagi@procurement.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს დანართები #1 და #2, ხოლო დანართი #2-ის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. - წარმოდგენილი დოკუმენტაცია უნდა იყოს ელ. ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი