1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სსიპ "შრომის ინსპექციის სამსახური"-ს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეცხვის და მომსახურება;
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
ავტომაქანის ხელით რეცხვის მომსახურება–სტანდარტულად გარედან გარეცხვა ხარისხიანი სარეცხი საშუალებების (ქაფი) გამოყენებით, მაღალი წნევის სარეცხი მოწყობილობებით რეცხვა, წყლის გადავლება და გამშრალება, სალონისა და საბარგულის დასუფთავება, მტვრის და ჭუჭყის მოშორება ჩვრებით და სხვა სათანადო საშუალებებით. ავტომანქანების რეცხვის/გასუფთავების მომსახურება უნდა განხორციელდეს მხოლოდ საბარათე (პლასტიკური ბარათი) სისტემის მეშვეობით, რაც გულისხმობს შემდეგს: მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველი უზრუნველყოს ისეთი ტიპის ელექტრონული საშუალებით, რომლის მეშვეობითაც შემსყიდველს შესაძლებლობა ექნება გაააქტიუროს შეძენილი, მისი კუთვნილი რეცხვის მომსახურების ლიმიტები სპეციალურ ანგარიშზე, ონლაინ, 24 საათის განმავლობაში შეუზღუდავად, პლასტიკურ ბარათებზე მისი შემდგომი განაწილების მიზნით. სპეციალურ ანგარიშზე რეცხვის მომსახურების ჩარიცხვის შემდეგ იგი უნდა წარმოადგენდეს შემსყიდველი ორგანიზაციის საკუთრებას და შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება უნდა ჰქონდეს ანგარიშზე არსებული ნაშთის ფარგლებში შეუზღუდავად, თავისი შეხედულებისამებრ, გადაანაწილოს მის კუთვნილ ერთ ან რამდენიმე პლასტიკურ ბარათზე. პლასტიკური ბარათის წარდგენის შემთხვევაში, მისი წარმდგენი უფლებამოსილია მიიღოს ბარათზე ჩარიცხული რეცხვის მომსახურება მიმწოდებლის კუთვნილ ავტოსამრეცხაო სადგურში. მიმწოდებლის მიერ გაცემულ ქვითარზე ასახული უნდა იყოს დარჩენილი რეცხვის რაოდენობა. მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ავტომობილზე მიყენებული ნებისმიერი ზარალის აღმოფხვრის ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს. მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს ავტომანქანის ხარისხიანი რეცხვისთვის ყველა აუცილებელი საშუალება და პირობა (პერსონალისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით). ავტომანქანის რეცხვის მომსახურება მიმწოდებლის მიერ უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ, შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ პლასტიკური ბარათის წარმოდგენის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 1 საათისა. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 40 (ორმოცი) ცალი პლასტიკური ბარათის დამზადება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრების დატანით და შემსყიდველისათვის უსასყიდლოდ მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ავტომანქანის დამატების შემთხვევაში ავტომანქანის დამატებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში უზრუნველყოს დამატებითი პლასტიკური ბარათის მიწოდება.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
პრეტენდენტმა უნდა გააჩნდეს მის სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული ავტოსამრეცხაოები შესაბამისი მისამართების მითითებით. 1) ქ. თბილისში მინიმუმ 1 (ერთი) ერთეული ავტოსამრეცხაო(ავტოსამრეცხაო უნდა იყოს განთავსებული შემსყიდველის მისამართიდან თბილისი, თამარაშვილის 15ა-დან არაუმეტეს 5 კმ. რადიუსში) საკუთრებაში ან სარგებლობაში. ამასთან, საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო სარგებლობის (ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, უზუფრუქტი და/ან სხვა) შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ი, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 2) ქ. ქუთაისში მინიმუმ 1 (ერთი) ერთეული ავტოსამრეცხაო საკუთრებაში ან ან სარგებლობაში. ამასთან, საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო სარგებლობის (ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, უზუფრუქტი და/ან სხვა) შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ი, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 3) ქ. ბათუმში მინიმუმ 1 (ერთი) ერთეული ავტოსამრეცხაო საკუთრებაში ან ან სარგებლობაში. ამასთან, საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო სარგებლობის (ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, უზუფრუქტი და/ან სხვა) შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ი, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს არ გააჩნია მის სარგებლობაში ან საკუთრებაში ავტოსამრეცხაო (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) და არც იჯარით არ აქვს აღებული სამრეცხაოები (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) ასეთ შემთხვევაში დასაშვები ქვეკონტრაქტორების საშუალებით მომსახურების გაწევა. ქვეკონტრაქტორის საშუალებით მომსახურების გაწევის შემთხვევაში მომსახურების ხელშეკრულების ვადა არ უნდა იყოს ნაკლები 2026 წლის 31 დეკემბრისა.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
მიმწოდებელს ბოლო ორი წლის (2024 ან/და 2025წ) განმავლობაში უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ლარისა, რაზეც მან უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები ან/და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტები. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაცია იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტორნულ სისტემაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითებით (დანართი N2-ში). იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ხელშეკრულება და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური გამოცდილების შესახებ ინფორმაცია (დანართი N2-ის შესაბამისად CON, SPA, NAT ან CMR ნომრების მითითების გარეშე), მიმწოდებლისა და შემსყიდველის მიერ ორმხრივად ხელმოწერილი რომელიც, უნდა იყოს დამოწმებული კვალიფიციური ხელმოწერით ან კვალიფიციური შტამპით. საჭიროების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია უზრუნველყოს წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმება
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
1. მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს საკუთრებაში, ან გადაცემული ჰქონდეს სარგებლობაში, ან სატენდერო დოკუმენტაციის 2.8.1 პუნქტის შესაბამისად წარმოადგინოს ინფორმაცია ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შესახებ(მსგავსის არსებობის შემთხვევაში), ავტოსამრეცხაო ქალაქ თბილისში,ასევე ქალაქ ბათუმსა და ქალაქ ქუთაისში. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მის სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული ავტოსამრეცხაოების ადგილმდებარეობების შესახებ შესაბამისი მისამართების მითითებით. ამასთან, საკუთრების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო სარგებლობის (ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, უზუფრუქტი და/ან სხვა) შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას გაფორმებული ხელშეკრულებ(ებ)ი, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს არ გააჩნია საკუთარი ან არ აქვს სარგებლობაში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) და არც იჯარით არ აქვს აღებული სამრეცხაოები (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი) ასეთ შემთხვევაში დასაშვები ქვეკონტრაქტორების საშუალებით მომსახურების გაწევა. ქვეკონტრაქტორის საშუალებით მომსახურების გაწევის შემთხვევაში მომსახურების ხელშეკრულების ვადა არ უნდა იყოს ნაკლები 2026 წლის 31 დეკემბრისა.შესაბამისად პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ხელშეკრულებები რომელიც ორმხრივად დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ხელმოწერით საქართცელოს კანონმდებლობის შესაბამისად. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე. ქვეკონტრაქტორი კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით მოთხოვნილ პრეტენდენტის გამოცდილებას.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაცის დამადასტურებელი დოკუმენტი) რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა .
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ ინსპექტირების დასკვნის, მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშფაქტურის (იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი დღგ–ს გადამხდელია, ხოლო თუ მიმწოდებელი არ არის დღგ-ს გადამხდელი, მაშინ მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა სსიპ - შემოსავლების სამსახურიდან) საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
დოკუმენტაციის შემსყიდველისათვის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
გიორგი ლაითაძე, 577931014, laitadze@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. პრეტენდენტის სატენდერო წინადადება, რომელშიც პოზიციების ფასი გადააჭარბებს შემსყიდველის მიერ განფასების ცხრილ(ებ)ში დაფიქსირებულ პოზიციების სავარაუდო ფასს, არ ჩაითვლება მისაღებად, ასევე პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებაში (განფასების ცხრილ(ებ)ში) დაფიქსირებული პოზიციის ფასს არ უნდა აღემატებოდეს ვაჭრობის შემდეგ დაფიქსირებული პოზიციის ფასი. პრეტენდენტ(ებ)ის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტ(ებ)ის საერთო ფასის შემცირების შემთხვევაში: ა) ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტ(ებ)ში მოცემული ჩამონათვალის ერთეულის ფასებზე; ბ) თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტ(ებ)ი ვალდებულია აღნიშნული ფასები დაამრგვალოს მეასედამდე. 10.1.1. პრეტენდენტის მიერ ელექტრონული სისტემის საშუალებით წარმოსადგენი ინფორმაცია: ა) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 (ფასების ცხრილი); ბ) 2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების გაწევის შესახებ დანართი N2 გ) 2.3.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის თაობაზე; დ) 2.8.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია ქვეკონტრაქტორების თაობაზე არსებობის შემთხვევაში; 10.1.2. პრეტენდენტი ვალდებულია ნებისმიერი უცხოურენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში ასევე წარმოადგინოს იგი ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული. 10.1.3. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად;
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი