1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანის HYUNDAI IX35-ის შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
HYUNDAI IX35 – 1 (ერთი) ერთეული, გამოშვების წელი - 2011 ავტოსატრანსპორტო საშუალების და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება გულისხმობს ავტოსატრანსპორტო საშუალებების დიაგნოსტიკური და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებას, დროულ და სრულყოფილ შეკეთებას, ავტომობილის ნაწილების შეკეთებას და/ან გამოცვლას, საცხებ-საპოხი მასალების შეცვლას. - მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიმართვის საფუძველზე, მიმართვიდან 1 სამუშაო დღის ვადაში, ჩაატაროს შესაბამისი ავტომანქანის დათვალიერება, რის შემდგომაც მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილები, საცხებ-საპოხი მასალების) დეტალური აღწერა და მათი ფასი. სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება/შემოწმება უნდა მოხდეს უსასყიდლოდ. - ავტოსატრანსპორტო საშუალების და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს მხარეებს შორის დეფექტური აქტის შედგენიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში, გარდა სასაწყობე სათავსოში არსებული სახარჯი მასალებისა, რომლის მომსახურებაც უნდა განხორციელდეს 1 (ერთი) კალენდარულ დღეში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საჭიროა ხანგრძლივი მომსახურების ჩატარება ან დეფიციტური სათადარიგო ნაწილ(ებ)ი - 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში. მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშე. - მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება საჭიროების მიხედვით ქ. ბათუმში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ჩათვლით. - აუცილებელია ავტომანქანის დაზიანებული და გაცვეთილი ნაწილების მხოლოდ ახალი სათადარიგო ნაწილებით შეცვლა. მიმწოდებლის მიერ განხორციელებულ მომსახურებაზე და შესაბამის შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე (სათადარიგო ნაწილებზე ქარხნული გარანტია) გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, გარდა სწრაფცვეთადი დეტალებისა (კერძოდ, გახურების ნათურები, ანთების სანთლები, გახურების სანთლები, დამცველები, სამუხრუჭე ხუნდები, ზეთის, კონდიციონერის, ჰაერისა და საწვავის ფილტრები, მინის მრეცხავები, ანთების საკონტაქტო ერთეულები და მტვერდამცავები (პილნიკები)) და იმ შემთხვევისა, როდესაც დაზიანება გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციით, მ.შ. გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეულ დაზიანებებით. - იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდა, რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება ან/და შეცვლილი ნაწილები აღმოჩნდა წუნდებული ან/და დაზიანებული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზიანება გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციით, მ.შ. გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით), მიმწოდებელი ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, გარდა სასაწყობე სათავსოში არსებული სახარჯი მასალებისა, რომლის მომსახურებაც უნდა განხორციელდეს 1 (ერთი) კალენდარულ დღეში, ხოლო ხანგრძლივი მომსახურების საჭიროების ან/და დეფიციტური ნაწილის მიწოდების შემთხვევაში 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში, განახორციელოს წუნდებული საქონლის შეცვლა, ხოლო არაჯეროვნად გაწეული მომსახურების შემთხვევაში მისი აღმოფხვრა, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე. - მიმწოდებელმა საჭიროების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს ავტომობილის ევაკუირება საკუთარ სერვის-ცენტრამდე.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
- მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
- მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიმართვის საფუძველზე, მიმართვიდან 1 სამუშაო დღის ვადაში, ჩაატაროს შესაბამისი ავტომანქანის დათვალიერება, რის შემდგომაც მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილები, საცხებ-საპოხი მასალების) დეტალუარი აღწერა და მათი ფასი. სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება/შემოწმება უნდა მოხდეს უსასყიდლოდ. - ავტოსატრანსპორტო საშუალების და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება უნდა განხორციელდეს მხარეებს შორის დეფექტური აქტის შედგენიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში, გარდა სასაწყობე სათავსოში არსებული სახარჯი მასალებისა, რომლის მომსახურებაც უნდა განხორციელდეს 1 (ერთი) კალენდარულ დღეში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ საჭიროა ხანგრძლივი მომსახურების ჩატარება ან დეფიციტური სათადარიგო ნაწილ(ებ)ი - 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში. მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშე. - მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება საჭიროების მიხედვით ქ. ბათუმში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ჩათვლით.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
- აუცილებელია ავტომანქანის დაზიანებული და გაცვეთილი ნაწილების მხოლოდ ახალი სათადარიგო ნაწილებით შეცვლა. მიმწოდებლის მიერ განხორციელებულ მომსახურებაზე და შესაბამის შეცვლილ სათადარიგო ნაწილებზე (სათადარიგო ნაწილებზე ქარხნული გარანტია) გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, გარდა სწრაფცვეთადი დეტალებისა (კერძოდ, გახურების ნათურები, ანთების სანთლები, გახურების სანთლები, დამცველები, სამუხრუჭე ხუნდები, ზეთის, კონდიციონერის, ჰაერისა და საწვავის ფილტრები, მინის მრეცხავები, ანთების საკონტაქტო ერთეულები და მტვერდამცავები (პილნიკები)) და იმ შემთხვევისა, როდესაც დაზიანება გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციით, მ.შ. გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეულ დაზიანებებზე. - იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდა, რომ მიმწოდებლის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული მომსახურება ან/და შეცვლილი ნაწილები აღმოჩნდა წუნდებული ან/და დაზიანებული (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზიანება გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციით, მ.შ. გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით გამოწვეულ დაზიანებებზე), მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ხოლო ხანგრძლივი მომსახურების საჭიროების ან/და დეფიციტური ნაწილის მიწოდების შემთხვევაში შემსყიდველთან შეთანხმებით განისაზღვრულ ვადაში, განახორციელოს წუნდებული საქონლის შეცვლა, ხოლო არაჯეროვნად გაწეული მომსახურების შემთხვევაში მისი აღმოფხვრა, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
ა) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ელეტრონული ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების (ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება) გაწევის გამოცდილება არანაკლებ შესყიდვის ობიქტის სავარაუდო ღირებულების 100%-ის ოდენობით; ბ) ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს დანართი N2-ის შესაბამისად; გ) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური ხასიათის და შინაარსის მომსახურების გაწევაზე გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ის ასლები და მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ასლები. დ) თუ პრეტენდენტი წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის საშუალებით გაფორმებულ ხელშეკრულებებს ან/და გაწეული აქვს მომსახურება როგორც ქვეკონტრაქტორს, ასეთ შემთხვევაში შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტებთან (ხელშეკრულების ასლ(ებ)ი, შესრულების მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ასლები) ერთად დამატებით აუცილებელია წარმოდგენილი იქნას დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურ(ები)ა. ე) იმ პრეტენდენტებს, რომლებსაც ზემოაღნიშნული მომსახურება შესრულებული აქვთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ანალოგიური მომსახურების შესრულების გამოცდილების შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ მხოლოდ დანართი N2-ის სახით. შენიშვნა: თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დანართი N2-ში მითითებული იქნება NAT/SPA/CMR ნომრები და წარმოდგენილი ნომრის ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშში ატვირთული იქნება ყველა ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც მოთხოვნილია სატენდერო დოკუმენტაციით, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია დამატებით წარმოდგენას არ საჭიროებს (ხელშეკრულების ასლები, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ასლები). (2.2.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა).
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
ა) პრეტენდენტს ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად სარგებლობის/საკუთრების უფლებით ქ. ბათუმის ტერიტორიაზე უნდა გააჩნდეს მოქმედი სერვისცენტრი, სადაც განთავსებული იქნება არანაკლებ 3 (სამი) სარემონტო სექცია (ე.წ. „ბოქსი“) ავტოამწით, თვლის ნახარის (რაზვალი) გასასწორებელი აპარატურა, საბურავების დაშლა/აწყობის დანადგარი, ბალანსირების დანადგარი, ძრავის ზეთის ამოსაქაჩი ტუმბო, ჰიდრავლიკური წნეხი, კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატურა, ფარების გასასწორებელი სტენდი, ზეთის შემცვლელი ვაკუუმური ბალონი, ძრავის ამოსაღები ამწე, კონდინციონერის დასატუმბი აპარატი, საყრდენი დისკების საპრიალებელი აპარატი, პნევმატური იარაღი (პისტოლეტი), შესადუღებელი აპარატი (კემპი), ტისკი, დისკის გასასწორებელი დანადგარი; ბ) პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: 1) ინფორმაცია სარგებლობაში/საკუთრებაში არსებული სერვისცენტრისა და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ქ. ბათუმში ადგილმდებარეობის (სერვის-ცენტრის მისამართი) და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღწერის შესახებ; 2) პრეტენდენტის სერვისცენტრის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები; გ) სარგებლობის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ უნდა იყოს ტენდერით გათვალისწინებულ მომსახურების ვადაზე ნაკლები. შენიშვნა: - ზემოაღნიშნული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა განთავსებული უნდა იყოს ერთ სერვისცენტრში. (2.3.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა).
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
ა) იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს საექსპერტო, აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. აღნიშნული დასაბუთების წარმოუდგენლობა გამოიწვევს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის საქმიანობის კანონმდებლობის ფორმით გაცემული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი). ბ) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით. წარმოდგენილ დასკვნას თან უნდა ერთვოდეს ფასების ცხრილი, რომლის საფუძველზეც მოხდა დასკვნის შედგენა.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
- ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე გადარიცხვით, ანგარიშსწორების ვალუტა – ლარი. - ანგარიშსწორება მიმწოდებელთან მოხდება ეტაპობრივად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადები ან/და ანგარიშფაქტურა) წარმოდგენის შემდგომ.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღე.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ანრი გაბიტაძე, 595701678, KHELVACHAURI@procurement.gov.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატში, მის. ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქ. N23;
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების შესაბამისად. 10.2 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებულიასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.3 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.4 პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, სატენდერო წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციურ ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). 10.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია ელექტრონულ სისტემაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 10.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. შენიშვნა: პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, გეგმა-გრაფიკი და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი