1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების სამუშაოების შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1. სოფელ სირაბიძეებში ლევან სირაბიძის სახლის მიმდებარედ სანიაღვრე არხის მოწყობა- 26336 ლარი. 2. სოფელ კანტაურში კონცელიძეების უბანში საყრდენი კედლის მოწყობა -31255 ლარი. 3.სოფელ დოლოგანში საფარიძეების უბანი, იუსუფ საფარიძის სახლის მიმდებარედ სანიაღვრე არხის მოწყობა- 39733 ლარი. 4. სოფელ ზუნდაგაში თამაზ ვარშანიძის სახლის მიმდებარედ მილხიდის მოწყობა - 101676 ლარი . შენიშვნა. თითოეული ობიექტის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ცალკეული ობიექტის სატენდერო სავარაუდო ღირებულებას. ელექტრონული ვაჭრობის შედეგად სატენდერო სავარაუდო ღირებულებაზე დაბალი ფასის დაფიქსირების შემთხვევაში თითოეული ობიექტის დაზუსტებული სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შემცირებული უნდა იქნას იმავე პროცენტული პროპორციით, რა პროპორციითაც არის პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი შემცირებული სატენდერო სავარაუდო ჯამური ღირებულების მიმარ .
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
სამუშაოს შესრულების ვადაა 90 კალენდარული დღე ხელშეკრულების დადების თარიღიდან. სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში. სამუშაოების დაწყების შესახებ წერილობით ეცნობოს შემსყიდველს.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ქედის მუიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლები: სირაბიძეები, კანტაური,დოლოგანი,ზუნდაგა.
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
სამუშაოს მიღება-ჩაბარებიდან 24 თვე.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1.პრეტენდენტ პირს 2023 წლის 1 იანვრიდან სატენდერო წინადადების მიღების დაწყების თარიღამდე პერიოდში შესრულებული უნდა ჰქონდეს ბეტონის საყრდენი კედლების ან/და გაბიონების მშენებლობის სამუშაოები არანაკლებ 300 000 ლარის ოდენობით. მათ შორის ერთი ხელშეკრულებით, შესრულებული უნდა ჰქონდეს ბეტონის საყრდენი კედლების ან/და გაბიონების მშენებლობის სამუშაოები არანაკლებ 50 000 ლარის ოდენობით. 2.2.1.2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები, მიღება-ჩაბარების აქტის ასლები, ფორმა №2 ან/და ანალოგიური ტიპის დოკუმენტები, საიდანაც შესაძლებელია სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება).ეს მოთხოვნა არ ვრცელდება ქედის მუნიციპალიტეტის დაკვეთით შესრულებულ სამუშაოებზე. ამ შემთხვევავაში წარმოდგენილი იქნას რეესტრი. 2.2.1.3. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას, გარდა პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ქსეროასლები.ამასთან, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ქვეკონტრაქტორობის შემთხვევაში, პრეტედენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს ამ ხელშეკრულებაში მითითებული ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისი დოკუმენტები (შეტყობინება, ან/და თანხმობა, ან/და % შეზღუდვა და სხვა) (ხელშეკრულებაში ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში); 2.2.1.4. სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ მითითებული იქნება NAT/SPA/CMR ან სხვა ნომრები და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშზე არსებული ინფორმაციებით და ატვირთული დოკუმენტაციებით შესაძლებელი იქნება სამუშაოების შინაარსისა და ღირებულებების იდენტიფიცირება, დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენას არ საჭიროებს. თუ ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ანგარიშზე ატვირთული არ არის სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ინფორმაცია, იგი წარმოდგენილი უნდა იქნას პრეტენდენტის მიერ. 2.2.1.5. ინფორმაცია ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას დანართი N2-ის შესაბამისად:
2.4.1 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტ პირს აუცილებლად უნდა გააჩნდეს საინჟინრო ან/და მშენებლის განათლების მქონე მინიმუმ ერთი სპეციალისტი. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იყოს ამ სპეციალისტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და საინჟინრო განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლები, ასევე წარმოდგენილი იქნას აღნიშნულ პირთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ან/და ბრძანების ასლი, რომელიც ადასტურებს მიმწოდებელთან მისი მუშაობის ფაქტს. გამარჯვების შემთხვევაში შესყიდვის ობიექტზე წარმოდგენილი სამუშაოს შესრულების აქტები- ფორმა #2 და მიღება-ჩაბარების აქტები დამოწმებული უნდა იყოს აღნიშნული სპეციალისტის მიერ, სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად.
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
სამუშაოები განხორციელდება 3 ეტაპად დაყოფილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, თითეული ეტაპი მოიცავს 30 კალენდარულ დღეს. მიმწოდებელი ვალდებულია I ეტაპზე შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 30%, II ეტაპზე არანკლებ 30%. ხოლო III ეტაპზე დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება. - მიმწოდებელმა წარმოადგინოს მოთხოვნის შესაბამისი გეგმა-გრაფიკი, სადაც დაფიქსირებული იქნება კონკრეტულ ეტაპში განსაზღვრული დღეების რაოდენობა და ყოველ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება. (გაუთვალისწინებელი ხარჯების შემთხვევაში გეგმა-გრაფიკის შედგენის დროს ფასების ცხრილში დაფიქსირებული გაუთვალისწინებელი ხარჯების შესაბამისი თანხა დღგ-ს ჩათვლით გამოირიცხება საერთო ღირებულებიდან).
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ. მიმწოდებელს არა აქვს უფლება გადასცეს ქვეკონტრაქტორს თავისი უფლებები და მოვალეობები, შემსყიდველის თანხმობის გარეშე. • ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“. • შემსყიდველის თანხმობის გარეშე ქვეკონტაქტორის აყვანის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია მიმწოდებელს შეუწყვიტოს ხელშეკრულება და დააკისროს ჯარიმის სახით პირგასამტეხლო სახელშეკრულებო თანხის 2%-ის ოდენობით. ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აღნიშნული საჯარიმო სანქცია გავრცელდება მთელი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
ხარჯთაღრიცხვაში როგორც ერთეულის ფასი ასევე ჯამი წარმოდგენილი უნდა იყოს დამრგვალებული მეასედებამედე სიზუსტით.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
თუ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ან/და ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი დადებითი დასკვნის წარმოდგენა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით. დასკვნა გაცემული უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ. სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“ - ს მიერ აღნიშნულ სფეროში აკრედიტებული საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს აღნიშნულ საექსპერტო დაწესებულებაზე სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი“ - ს მიერ გაცემული აკრედიტაციის მოწმობა. აღნიშნული დასაბუთების და/ან ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა გამოიწვევს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
მიმწოდებელი უფლებამოსილია შემსყიდველს წარუდგინოს წინასწარი წერილობითი თხოვნა ავანსის გაცემასთან დაკავშირებით, სადაც დასაბუთებული უნდა იყოს ავანსის სახით მიღებული თანხის გამოყენების მიზნობრიობა. - შემსყიდველის მიერ ავანსის გაცემასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან საქართველოში ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიების/ დაწესებულების მიერ გაცემული გასაცემი ავანსის ოდენობის უპირობო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. - მიმწოდებელი ვალდებულია, წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხა გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად. -შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს მიმწოდებლის მიერ წინასწარი ანგარიშსწორების საფუძველზე მიღებული თანხის ხარჯვის მიზნობრიობის შემოწმება - მიმწოდებელზე გასაცემი საავანსო თანხა განისაზღვრება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების არაუმეტეს 30% პროცენტის ოდენობით. - შემსყიდველის მიერ გაცემული ავანსის დაკავება მოხდება გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ყოველი ეტაპის შესრულების წარმოდგენის დროს, ეტაპის შესრულების მთლიანი თანხით, ვიდრე სრულად არ გამოიქვითება მიმწოდებელზე გაცემული ავანსის თანხა. -შემსყიდველი უფლებამოსილია აამოქმედოს ავანსის უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტია ხელშეკრულების პირობების დარღვევისა და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, თუკი შეწყვეტის მომენტისათვის მიმწოდებელს არა აქვს დაქვითული გაცემული ავანსი ან მისი ნაწილი. - ავანსის გათვალისწინებული თანხის გადარიცხვა იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მიმწოდებლის მიერ უპირობო საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.ფორმით მიმწოდებლის მიერ უპირობო საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება, როგორც შუალედური შესრულების (ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები), ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს აქტის - ფორმა #2, ანაზღაურების სერთიფიკატის - ფორმა #3, ფარული სამუშაოების აქტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადასტურებული შემსყიდველის წარმომადგენლის მიერ, მასალების სერთიფიკატის, სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის და ანგარიშფაქტურის წარმოდგენის შემდდეგ. - მიმწოდებელი ანგარიშსწორებისას ვალდებულია წარმოადგინოს, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების (დამატებული ღირებულების გათვალისწინებით) ღირებულება საანგარიშო პერიოდისა და ნაზარდი ჯამის ჩვენებით
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
როგორც ეტაპობრივი, ასევე საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
გივი დევაძე, 599851300, givi.devadse12@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულოს, მინიმუმ პროექტით განსაზღვრული დასახელებისა და რაოდენობის მანქანა-მექანიზმებით, კერძოდ: 1) ექსკავატორი - 1 ერთეული;.2) თვითმცლელი - 1 ერთეული;3) ბეტონმრევი- 1 ერთეულ; შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე მოახდინოს მიწოდებლის მიერ ვალდებულების შესრულების კონტროლი. 2. მიმწოდებელმა თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო დაფა (100სმ/80სმ), შემსყიდველის მიერ გადაცემული ესკიზის შესაბამისად, იხილეთ დანართი.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი