NAT260017291
17.08.2026
terminated
same category · 100% title match · same buyer · similar size
საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონის კედლის (გალავნის) და ცენტრალური საფეხმავლო ბილიკის რესტავრაცია-რეაბილიტაცია
5%
outside our line
Can we win this?
5% — outside our line: this does not look like something we sell.
- Our line of business only 13% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
- Deal size over ₾200k: we have won 0 of 6 bids in this range.
- Expected competition this category averages 2.4 bidders, 29% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
- Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
- Category fit 45400000: we have never bid in this category.
- Buyer relationship we have never bid with this buyer.
Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.
Main details — as published
| განცხადების ნომერი | NAT260017492 |
|---|---|
| შესყიდვის სტატუსი | გამოცხადებულია |
| შემსყიდველი | საზოგადო მოღვაწეთა თბილისის პანთეონი |
| შესყიდვის ტიპი | ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) |
| შესყიდვის კატეგორია | 45400000-შენობის დასრულების სამუშაოები |
| კლასიფიკატორის კოდები | — |
| შესყიდვის სავარაუდო ღირებულება | 607`085.00 GEL |
| შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა | მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში |
| შესყიდვის გამოცხადების თარიღი | 19.08.2026 17:12 |
| წინადადებების მიღება იწყება | 04.09.2026 00:00 |
| წინადადებების მიღება მთავრდება | 09.09.2026 12:00 |
| შეთავაზების ფასის კლების ბიჯი | 6`070.00 GEL |
| გარანტიის ოდენობა | 6`071 GEL |
| გარანტიის მოქმედების ვადა | 160 დღე |
| მოწოდების ვადა | ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 3 (სამი) კალენდარული თვე |
| წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს | დღგ-ს გათვალისწინებით |
| დამატებითი ინფორმაცია | — |
Buyer documents & protocols (0)
No buyer documents recorded.
Bidders — everyone, including who lost
| Company | First offer | Final offer | Result |
|---|---|---|---|
| No bids recorded — nobody entered this tender. | |||
History
- 19.08.2026 17:12 Announced
- 21.08.2026 16:33 Current status: announced
- 04.09.2026 00:00 Bidding opens
- 09.09.2026 12:00 Bidding closes
Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.
Tender documentation — all 23 sections
1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონის კედლის (გალავნის) და ცენტრალური საფეხმავლო ბილიკის რესტავრაცია-რეაბილიტაცია
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
ტექნიკური დავალება სადემონტაჟო სამუშაოები: #1 მოიხსნას ბოლნისის ტუფის ქვით მოპირკეთება ცემენტის ხსნართან ერთად. გასუფთავებული კედელი მოპირკეთდეს ტრავენტინის ფილებით, გამაგრდეს არმატურის ბადისა და კლამერების გამოყენებით (ცენტრალური შემოსასვლელის სვეტების ანალოგიურდ). მოიხსნას არსებული ტრავენტინისა და ბაზალტის ქუდის ქვები. #2 მოიხსნას ბოლნისის ქვის ფილები და ცემენტის ნალესი. გაიწმინდოს ხსნარის ნარჩენებისგან და შეივსოს ცემენტის ახალი ხსნარით და გაძლიერდეს არმატურის ბადეებით კედლის ორივე მხრიდან. მოიხსნას ბაზალტის ქუდი. #3 ნაწილობრივ მოიხსნას გამოქარული ცემენტის ხსნარი, რომელსაც უჭირავს არსებულ რიყის ქვას, საჭიროების შემთხვევაში შეკეთდეს ქუდი (ასევე შეკეთდეს დაზიანებული წყალსადენი მილი). #4, #5 #6 #7 #8 #9 #10 არსებული კედლებიდან მოხდეს დაზიანებული კედლის ზედაპირიდან ნალესის მოხსნა. აღდგენითი სამუშაოები ითვალისწინებს არსებული კედლების გამაგრებას. #1 არსებული კედელი გამაგრდეს არმატურის ბადისა და კლამერების გამოყენებით. არსებული კედელის ზედაპირი მოპირკეთდეს ტრავენტინის ფილით და მოეწყოს ტრქვენტინის ქუდის ქვები (ცენტრალური შემოსასვლელის სვეტების ანალოგიურდ). #2 არსებული კედელი გაძლიერდეს არმატურის ბადეებით ორივე მხრიდან ამის შემდეგ მოხდეს არსებული კედლის ზედაპირის ტრავენტინის ფილით მოპირკეთება ასევე მოეწყოს ტრავენტინის ქუდი. #3 არსებული კედელი რომელიც მოპირკეთებულია რიყის ქვით მოხდეს გამოსუფთავებული ადგილის ამოვსება ცემენტის ხსნარით, ისე რომ რიყის ქვა სრულად არ დაფაროს ხსნარმა მოეწყოს ბაზალტის ქუდი. #4, #5 #6 #7 #8 #9 #10 არსებულ კედლებზე განხორციელდება გამაგრებითი სამუშაოები. მოხდება არსებული კედლის ზედაპირი შეილესება, დამუშავდება. მოეწყობა ბაზალტის ქუდი. სამუშაოები უნდა ჩატარდეს დანართში მოცემული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე. ძირითადი პირობები: სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, სტანდარტული, მაღალი ხარისხის. უხარისხო, ან დაბალი ხარისხის მასალები არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული. სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა შესრულების ხარისხს. სამუშაოების მიმდინარეობისას ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ის გამოვლენისა და მისი დასაბუთების შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვიდან რაიმე გადახვევა, ან მასში ცვლილება, შეთანხმებული უნდა იქნეს შემსყიდველთან. მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას. ნორმატიული დოკუმენტები: მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მიხედვით. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოთა უსაფრთხოებისათვის საჭირო ყველა წესისა და ინსტრუქციის შესრულება, რათა აიცილოს უბედური შემთხვევები და მინიმუმამდე დაიყვანოს თავისი მუშაკების და სხვა ადამიანთა ზარალი. უსაფრთხოება და გარემოს დაცვა: მიმწოდებელმა სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების დაცვით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის და არსებული ნორმების შესაბამისად; მიიღოს შესაბამისი ზომები, რაც უზრუნველყოფს გარემოს, ობიექტის ქონების და სამუშაოებში მონაწილე ყველა პირის უსაფრთხოებას. სამუშაოების წარმოებისას, სამშენებლო მოედანი პერიოდულად უნდა გაიწმინდოს სამშენებლო ნარჩენებისა და ნაგვისგან, რათა არ მოხდეს გარემოს დაბინძურება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი უნდა მოხდეს ტერიტორიის სრული დასუფთავება. იკრძალება ხეებისა და მრავალწლიანი ნარგავების მოჭრა და განადგურება. სამუშაოები განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2007 წლის 28 მარტის №62 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების წესების“ მოთხოვნათა გათვალისწინებით. მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მიიღოს ყველა საჭირო და პროპორციული ზომა, რათა უზრუნველყოს მისი დასაქმებულების შრომის უსაფრთხოება შემსყიდველის სამუშაო სივრცეში. მიმწოდებლის დასაქმებული ვალდებულებია შემსყიდველის სამუშაო სივრცეში დაიცვას შემსყიდველის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტებით დადგენილი მოთხოვნები და მისი მითითებები/ინსტრუქციები, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი თავისუფლდება ყველანაირი პასუხისმგებლობისგან. შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია: წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში მიმწოდებელმა საბოლოო პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს შესრულებული სამუშაოები, შესრულებული სამუშაოების ანგარიში შესრულებული სამუშაოების აქტები (ფორმა N2). ეტაპობრივი და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად აუცილებელია მიმწოდებელმა წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების ფორმა №2-ის, ფარული სამუშაოს აქტები (არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი წერილობითი ანგარიში ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად. სამუშაოთა მიღება: მიმწოდებელი ატყობინებს შემსყიდველს სამუშაოს დასრულების შესახებ. შემსყიდველი ამოწმებს შესრულებულ სამუშაოებს. თუ შემსყიდველმა სამუშაოები შეაფასა წუნით, დასრულებულად ჩაითვლება სამუშაოები, დეფექტების აღმოფხვრის შემდეგ. ეტაპობრივი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება მოხდება ფაქტიური დანახარჯების მიხედვით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე, რომლითაც დგინდება შესრულებული სამუშაოების შესაბამისობა წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციასთან (ექსპერტიზის ღირებულების გადახდას უზრუნველყოფს მიმწოდებელი), ტექნიკური პირობების, მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესებით განსაზღვრული აქტების საფუძველზე. შესრულებულ სამუშაოთა ანგარიშის ჩაბარების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული თვე. შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა: შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა განსაზღვრულია სამუშაოს მიღება-ჩაბარების თარიღიდან, 3 (სამი) წლის ვადით..
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული თვე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ქ.თბილისი, აკ.წერეთლის N42, დიდუბის პანთეონის ტერიტორია
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
სამუშაოების დასრულების შემდეგ (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან) 3 (სამი) წლის განმავლობაში რაიმე წუნის (დეფექტი ნაკლოვანებები) აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას დეფექტები საკუთარი ხარჯებით. პრეტენდენტი ტენდერში მონაწილეობით ავტომატურად აცხადებს თანხმობას სამუშაოს საგარანტიო ვადებთან და პირობებთან დაკავშირებით, რომელიც შემდგომში წარმოადგენს ხელშეკრულების პირობას.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს 2022 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოცდილება (გარდა გვირაბებისა და გზებისა), არანაკლებ 600,000.00 (ექვსასი ათასი) ლარისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი ხელშეკრულებები და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2 ან/და ექსპერტიზის დასკვნები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული სამუშაოების შესრულების ფაქტს. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით) დანართის მიხედვით (იხ. დანართი), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები. გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში, დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაოების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები (არსებობის შემთხვევაში) და/ან გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს წინამდებარე ტენდერში ატვირთული გეგმა-გრაფიკის მიხედვით. ცვლილების შემთხვევაში შეათანხმოს შემსყიდველთან.
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
მიმწოდებელს არ აქვს უფლება ქვეკონტრაქტორს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შემსყიდველის თანხმობის გარეშე. ქვეკონტრაქტორი კომპანია არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველის თანხმობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების არაუმეტეს 40%-ისა. შემსყიდველის თანხმობის გარეშე ქვეკონტრაქტორის აყვანის შემთხვევაში, უფლება აქვს შეუწყვიტოს ხელშეკრულება.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ან შესაბამის სფეროში აკრედიტებული ნებისმიერი პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით, ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა მინიმუმ 2 (ორი) თვით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადას).
6.4 გარანტიის პირობები
ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის'' მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე). გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველი მოთხოვნისთანავე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მიიღოს შესაბამისი თანხა. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების გამო, აგრეთვე შემსყიდველის მიერ პირგასამტეხლოს გამოყენებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია სრული ოდენობით. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო საბანკო გარანტია სრული ოდენობით. ამ შემთხვევაში საბანკო გარანტიის ამოქმედება მიმწოდებელს არ ათავისუფლებს შემსყიდველისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისგან.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა წინასწარი ანგარიშსწორების თანხის (შემდგომში - ავანსი) გადახდის თაობაზე. 2. საავანსო ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე, ასათვისებელი თანხის არაუმეტეს 20%-ის ოდენობით. თუ მიმწოდებლის მიერ ავანსის სახით გათვალისწინებული თანხა ათვისებული იქნება (ერთჯერადად ან ეტაპობრივად) სრული მოცულობით, მომდევნო საავანსო ანგარიშსწორება ხელშეკრულების ფარგლებში დარჩენილი თანხის არაუმეტეს 20%-ის ოდენობით შესაძლებელია განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ ავანსის სახით მიცემული თანხა სრულად არის დაქვითული. 3. საავანსო ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების მიერ) გაცემული საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. საავანსო უზრუნველყოფის საბანკო გარანტია შესაძლებლობას უნდა აძლევდეს შემსყიდველს პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს შესაბამისი თანხა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში - ლარში; საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის შინაარსი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან და წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი, გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი, უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული. საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. 4. საავანსო ანგარიშსწორების გარანტიის გამოყენების/დაკავების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე. 2. შესრულებული სამუშაოს ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა შეთანხმებით ეტაპობრივად, ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე, მხარეთა მიერ შედგენილი ინსპექტირების ჯგუფის დადებითი დასკვნის, ფორმა N2, ფორმა N3-ის, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის და საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე. 3. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ არ შეადგინა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს ღირებულება, შემსყიდველი მიმწოდებელს აუნაზღაურებს მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებას ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასების შესაბამისად. ამ შემთხვევაში მიმწოდებელს არ გააჩნია პრეტენზია სამუშაოს აუთვისებელი მოცულობების შესრულებაზე და მის გადახდაზე. 4. გაუთვალისწინებელი სამუშაოების თანხების ხარჯვა მიმწოდებლის მიერ მოხდება აუცილებლობიდან გამომდინარე, შემსყიდველთან შეთანხმებით. 5. შესრულებულ სამუშაოების ექსპერტიზაზე დოკუმენტაციას წარადგენს და ანაზღაურებას ახორციელებს მიმწოდებელი. 6. ხარჯთაღირცხვაში სამუშაოს არარსებობისას აღნიშნული ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის შესაბამისად (რომელიც, თავის მხრივ, მომზადებულია „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 1 დეკემბრის №2006 განკარგულებით გათვალისწინებული წესითა და შესაბამისი საბაზრო ღირებულებით) და შემცირდება, მიმწოდებლის მიერ, ზემოაღნიშნულ ელექტრონულ ტენდერში დაფიქსირებული ფასკლების პროცენტულობის შესაბამისად. საექსპერტო დასკვნა უნდა შეიცავდეს მსჯელობას ერთეულის ფასების ადეკვატურობის შესახებ. საექსპერტო მომსახურების ხარჯ(ებ)ს აანაზღაურებს მიმწოდებელი. 7. ანგარიშსწორებასა და მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ოთარი ჩაჩანიძე, 571272227, tbilisipantheon@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე. 2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. 3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი. 4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). 6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებზე ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. 7. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 8. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯის ჩათვლით. 9. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს ჩათვლით. 10. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა, ან წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში 5%-ზე მეტი განუფასებელი პოზიცი(ებ)ის შემთხვევაში მოხდება მისი დისკვალიფიკაცია დაზუსტების გარეშე. 11. ხარჯთაღრიცხვის ფორმაში დაუშვებელია სამუშაოების დასახელების, განზომილების, რაოდენობების და გაუთვლისწინებელი ხარჯების %-ის ცვლილება. ერთნაირი დასახელების სამუშაოზე გათვალისწინებული უნდა იყოს ერთნაირი ფასი. 12. ხარჯთაღრიცხვის გაფასებისას პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობის 2026 წლის 01 ივნისის №241 დადგენილების (ტექნიკური რეგლამენტის − სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების, გეგმური მოგებისა და სხვა დანარიცხების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ) მოთხოვნები. 13. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტებია: სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად - ერთეულის ხარჯთაღრიცხვა (Excel -ის ფორმატში); სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ (დანართი N1).
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი
The same thing, bought before
NAT260017491
19.08.2026
announced
same category · 53% title match · same buyer
საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის კედლის (გალავნის) რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამ…
NAT260016619
07.08.2026
not held
same category · 53% title match · same buyer
საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის კედლის (გალავნის) რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამ…
NAT260016489
06.08.2026
announced
same category · similar size
სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო=კვლევითი ცენტრის" ბალანსზე არსებული დმანისის კვლევით…
SPA260000671
17.07.2026
evaluation
same category · similar size
სამინისტროს N1 და N2 ადმინისტრაციული შენობების კაპიტალური სარემონტო სამუშაოების შესყიდვა
NAT260016554
07.08.2026
announced
same category · similar size
სადგურ ლანჩხუთი-სამგზავროს შენობის და ბაქნის გადახურვის ნაგებობის კაპიტალური შეკეთება
Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.
Same buyer, same category — have they bought this before?
NAT260017491
19.08.2026
announced
საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის კედლის (გალავნის) რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამ…
0 bidders
29,400 ₾
NAT260017291
17.08.2026
terminated
საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონის კედლის (გალავნის) და ცენტრალური საფეხმავლო ბილიკის…
0 bidders
607,085 ₾
NAT260016619
07.08.2026
not held
საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის კედლის (გალავნის) რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამ…
0 bidders
29,400 ₾
This buyer usually awards to
across all categories
| შპს დეკორაციების და ქანდაკებების სახლი | 4× |
| ნანა ახვლედიანი | 2× |
| შპს ჯი-ემ ინვესტ ჯორჯია | 1× |
| შპს არტიტექტურა | 1× |