ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › CON260000469
CON260000469 CON · კონსოლიდირებული announced On procurement.gov.ge ↗

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელური ინფრასტრუქტურის გაფართოების მიზნით, SD-WAN ქსელური მოწყობილობებისა და ცენტრალიზებული მართვის სისტემის (შესაბამისი ლიცენზიებითა და თანმდევი მომსახურებით - კონფიგურაცია და ან არსებულ ქსელურ გარემოში ინტეგრაცია ან ახალი SD-WAN ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ქსელური გარემოს შექმნა) - შემდგომში - "საქონელი"; „ქსელური მოწყობილობები“; „ქსელური ინფრასტრუქტურა“ - შესყიდვა

10% long shot

Can we win this?

10% — long shot, held back by deal size and held back by our line of business.

  • Deal size over ₾200k: we have won 0 of 6 bids in this range.
  • Our line of business 34% like our past bids — adjacent to what we sell, not core to it. Nearest of our bids: "წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობ".
  • Expected competition this category averages 1.4 bidders, 40% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Buyer relationship we have bid 1× with this buyer and won 0.
  • Procedure CON: 0 wins from 1 bids.
  • Category fit 32400000: 1 wins from 3 bids.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Main details — as published

განცხადების ნომერიCON260000469
შესყიდვის სტატუსიგამოცხადებულია
შემსყიდველიცენტრალური შემსყიდველი ორგანო
შესყიდვის ტიპიკონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
შესყიდვის კატეგორია32400000-ქსელები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება1`400`000.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
შესყიდვის გამოცხადების თარიღი21.08.2026 19:57
წინადადებების მიღება იწყება26.08.2026 00:00
წინადადებების მიღება მთავრდება27.08.2026 17:00
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი1.00 GEL
გარანტიის ოდენობა14`000 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა200 დღე
მოწოდების ვადაიხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (0)

No buyer documents recorded.

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
No bids recorded — nobody entered this tender.

History

  • 21.08.2026 19:57 Announced
  • 23.08.2026 22:52 Current status: announced
  • 26.08.2026 00:00 Bidding opens
  • 27.08.2026 17:00 Bidding closes

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 30 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელური ინფრასტრუქტურის გაფართოების მიზნით, SD-WAN ქსელური მოწყობილობებისა და ცენტრალიზებული მართვის სისტემის (შესაბამისი ლიცენზიებითა და თანმდევი მომსახურებით - კონფიგურაცია და ან არსებულ ქსელურ გარემოში ინტეგრაცია ან ახალი SD-WAN ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ქსელური გარემოს შექმნა) - შემდგომში - "საქონელი"; „ქსელური მოწყობილობები“; „ქსელური ინფრასტრუქტურა“ - შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური აღწერილობა (ტექნიკური დავალება) მოცემულია თანდართულ ფაილში დანართი N1-ის (ტექნიკური დავალება) შესაბამისად. შენიშვნა: თანმდევი მომსახურება გულისხმობს საქონლის მიწოდებასა და მათ სრულ სისტემურ გამართვას. პრეტენდენტმა, საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს თანმდევი მომსახურების (კონფიგურაცია, ინსტალაცია, ინტეგრაცია და ექსპლუატაციაში გაშვება) განხორციელება, ამისათვის საჭირო ყველა დამატებითი მასალისა და კომპონენტების ჩათვლით, შემსყიდველის მხრიდან ყველანაირი დამატებითი ხარჯის გაწევის გარეშე. 1.2.2. მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრული საქონლის რაოდენობა საორიენტაციო ხასიათისაა და შესაძლებელია გაიზარდოს ჯამურად არაუმეტეს 20%-ის ოდენობით, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 10.1.4. ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 1.2.3. მოწოდებული საქონელი და მისი ყველა კომპონენტი უნდა იყოს ახალი, არ უნდა იყოს მეორადი გამოყენების, უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო, ქარხნული წარმოების და მისი მახასიათებლები სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ მაჩვენებლებთან. 1.2.4. პრეტენდენტმა ფასების ცხრილი უნდა წარმოადგინოს დანართი N2-ის (ფასების ცხრილი) შესაბამისად (დანართი №2 - ფასების ცხრილის PDF ფორმატში წარმოდგენის შემთხვევაში იგი დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით).
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მიმწოდებელი ვალდებულია, საქონლის მიწოდება თანმდევი მომსახურებით (კონფიგურაცია, ინსტალაცია, ინტეგრაცია და ექსპლუატაციაში გაშვება) განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 120 (ას ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საქონლის მიწოდება თანმდევი მომსახურებით (კონფიგურაცია, ინსტალაცია, ინტეგრაცია და ექსპლუატაციაში გაშვება) და საგარანტიო პერიოდის განმავლობაში შესაბამისი მომსახურების გაწევა. 1.5.2. მიმწოდებელი ვალდებულია საქონლის მიწოდება თანმდევი მომსახურებით (კონფიგურაცია, ინსტალაცია, ინტეგრაცია და ექსპლუატაციაში გაშვება) განახორციელოს შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შესაბამისად განსაზღვრულ მისამართზე: ქ. თბილისი, ფანჯიკიძის ქუჩა N1ა, ხოლო სატენდერო დოკუმენტაციის 10.1.4 ქვეპუნქტის დადგომის შემთხვევაში, მიწოდების ადგილი განისაზღვრება მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1. შემოთავაზებულ საქონელზე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან უნდა ვრცელდებოდეს მწარმოებლის არანაკლებ 3 (სამი) წლიანი გარანტია, მწარმოებლის ვებ გვერდიდან განახლებებისა და უსაფრთხოების შესწორებების გადმოწერის უფლებით. მოწყობილობის დაზიანების შემთხვევაში მწარმოებლის მიერ ახალი მოწყობილობის გამოგზავნა უნდა მოხდეს წუნის დაზუსტების შემდგომ 1 (ერთი) სამუშაო დღეში. 1.7.1.2. შემოთავაზებულ საქონელზე, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან უნდა ვრცელდებოდეს მწარმოებლის არანაკლებ 3 (სამი) წლიანი 24x7-ზე მხარდაჭერის სერვისი. სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1.1. და 1.7.1.2. ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დასტურად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული წერილობითი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება ზემოაღნიშნული ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია. ამასთან, გარანტიის პირობების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს. ასევე, პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ წარმოსადგენი წერილობითი დოკუმენტიდან/ინფორმაციიდან ნათლად უნდა ირკვეოდეს, რომ იგი გაცემულია უშუალოდ წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში. მითითებული უნდა იყოს კონსოლიდირებული ტენდერის ნომერი, პრეტენდენტის დასახელება, პრეტენდენტის საიდენტიფიკაციო ნომერი, პროდუქტის დასახელება (ბრენდი/მოდელი) და რაოდენობა.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1. პრეტენდენტმა ფასების ცხრილში (დანართი N2) უნდა მიუთითოს შემოთავაზებული საქონლის წარმოების ქვეყნის, მწარმოებლის, ბრენდისა და მოდელის დასახელება. 2.1.1.2. შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყნის, მწარმოებლის, ბრენდისა და მოდელის დასახელების შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა (ცარიელი გრაფა/ველის დატოვება), ასევე „არ გააჩნიას“ მითითება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე. ამასთან, ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და ასევე გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის, ბრენდის, მოდელის ან/და წარმოების ქვეყნის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის, ბრენდის, მოდელის ან/და წარმოების ქვეყნის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, 2023 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადების თარიღამდე, უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2 (ორი) მსგავსი პროექტის განხორციელების გამოცდილება, რომელიც დაკავშირებულია ქსელურ ინფრასტრუქტურასთან, SD-WAN ტექნოლოგიასთან ან საწარმოს დონის (Enterprise) ქსელურ გადაწყვეტილებებთან. აღნიშნული გამოცდილების დასტურად, პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს: ა) ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები (SPA/NAT/CON/CMR… ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები ან ბ) აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი ან წარმოდგენილი უნდა იყოს "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამზედველობის სამსახურის ბრძანება აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე". ამასთან, დასკვნის გამცემი პირი უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში), რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი ღირებულების საქონლის მიწოდების გამოცდილება.
2.4.1 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შემოთავაზებული საქონლის თანმდევი მომსახურება (კონფიგურაცია, ინსტალაცია, ინტეგრაცია და ექსპლუატაციაში გაშვება) უნდა განხორციელდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი კომპანიის მიერ სერტიფიცირებული სპეციალისტის (ინჟინერის) მიერ, რის დასადასტურებლადაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულ სპეციალისტზე (ინჟინერზე) გაცემული მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული ინჟინერის შესაბამისი სერტიფიკატ(ებ)ი (დოკუმენტ(ებ)ი).
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1.1. პრეტენდენტმა შემოთავაზებულ საქონელზე უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული წერილობითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (ტექნიკური შესაბამისობის დოკუმენტი) წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით განსაზღვრული ტექნიკური პარამეტრების შესახებ სრულად, მათ შორის არქიტექტურული აღწერაც, რათა დადგინდეს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტების შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1-ით (ტექნიკური დავალება) დადგენილ მოთხოვნებთან. 2.7.1.2. პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული წერილობითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება, რომ პრეტენდენტი წარმოადგენს შემოთავაზებული პროდუქციის მწარმოებლის ავტორიზებულ პარტნიორს (მაგ.: Authorized Partner, Authorized Reseller, Authorized Distributor ან მწარმოებლის პარტნიორული პროგრამით განსაზღვრული ეკვივალენტური სტატუსის მქონე პირს). პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.1. და 2.7.1.2. ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დასტურად, მწარმოებლის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემულ წერილ(ებ)ში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ნომერი, პრეტენდენტის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი, საქონლის ბრენდი და მოდელი. ასევე, არსებობის შემთხვევაში წერილში მითითებული უნდა იყოს შემოთავაზებული საქონლის შესაბამისი ვებ-ბმულ(ებ)ი მწარმოებლ(ებ)ის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, სადაც განთავსებული იქნება შემოთავაზებული საქონლის შესახებ ინფორმაცია data-sheet ან/და კატალოგის ან/და მანუალის სახით.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ ასატვირთი დოკუმენტებია: ა) დანართი N2 - ფასების ცხრილი; ბ) გარანტიის შესახებ წერილობითი დოკუმენტი/ინფორმაცია, სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1. პუნქტის შესაბამისად; გ) ინფორმაცია/დოკუმენტაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის შესაბამისად; დ) შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი კომპანიის მიერ სერტიფიცირებული სპეციალისტის შესაბამისი სერტიფიკატ(ებ)ი (დოკუმენტ(ებ)ი), სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტის შესაბამისად; ე) სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1. პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული დოკუმენტაცია.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს (https://gac.gov.ge/ka) მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (http://expertiza.gov.ge/) დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს (https://saras.gov.ge/) მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი). ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფას(ებ)ითა და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
6.1.1 სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა
14000
6.2.1 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა - (2 %-დან 5 %-ის ჩათვლით)
5
6.2.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში გარანტიის ოდენობა - (2 %-დან 10 %-ის ჩათვლით)
10
6.2.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას.
6.2.4 გარანტიის პირობები
6.2.4.1. ტენდერში გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%–ის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით ნაკლები იქნება შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%-ის ოდენობით. 6.2.4.1.1. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს გარანტია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გასაფორმებელი თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში ინდივიდუალურად. მიმწოდებელი არ არის ვალდებული წარადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, თუ ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 200 000 (ორასი ათასი) ლარზე. 6.2.4.2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების დადებამდე; 6.2.4.3. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში; 6.2.4.4. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად. 6.2.4.5. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მატერიალური დოკუმენტის ფორმით ან ელექტრონული დოკუმენტის ფორმით (არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით).
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
7.1.1.1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია განახორციელოს წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი), გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ იდენტური ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, ურთიერთშეთანხმებული ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 50%-ისა. გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია. 7.1.1.2. წინასწარი ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში, ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის საფუძველზე (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე). გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში-ლარში. 7.1.1.3. წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას. 7.1.1.4. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ საავანსო გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად. 7.1.1.5. ანგარიშსწორება განხორციელდება საავანსოდ გადახდილი თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, ანგარიშსწორება ხორციელდება ეტაპობრივად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების შემდეგ, უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მოწოდებული საქონლის მიხედვით, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
თეონა დანელია, 577011244, TDanelia@cpb.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მე-3 პრიმა თავისა და საქართველოს მთავრობის 2026 წლის 29 მაისის №239 დადგენილებით დამტკიცებული "ცენტრალიზებული შესყიდვის განხორციელების წესისა და პირობების" საფუძველზე; 10.1.2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) „შემსყიდველად“ რეგისტრირებული მომხმარებელი, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, ვალდებულია, 2026 წლის განმავლობაში საჭირო წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში - კონსოლიდირებული ტენდერი) საშუალებით; 10.1.3. შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საქონლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებს გარეთ შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიას (შემდგომში - „სატენდერო კომისია“), გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვის განხორციელებისა. სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, შესყიდვა განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად; 10.1.4. იმ შემსყიდველ ორგანიზაციას, ვისაც ესაჭიროება წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით გათვალისწინებული საქონლის დამატებითი ოდენობით/რაოდენობით შესყიდვა ან იმ შემსყიდველ ორგანიზაციას, რომელზეც წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სავალდებულოდ არ ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, თუმცა, წარმოეშვა ზემოხსენებული საქონლის შესყიდვის საჭიროება, შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების მიზნით, შეუძლიათ მიმართონ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს. 10.1.4.1. გამარჯვებული პრეტენდენტის თანხმობის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს სატენდერო კომისიას, სატენდერო კომისიის აპარატის მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ დამატებით ოდენობაზე/რაოდენობაზე ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობის დადასტურების მიზნით. დადასტურების მიღების შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან გააფორმონ ხელშეკრულება, რაზეც სრულად გავრცელდება წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის პირობები. 10.1.4.2. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, დამატებით შესყიდული საქონლის ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს ამავე ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ღირებულების 20%-ს; 10.1.5. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებლებს; 10.1.6. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობისათვის „მიმწოდებელმა“ უნდა გადაიხადოს სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური 100 (ასი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდაც შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, სისტემის მეშვეობით, ელექტრონული გარანტიის წარდგენის შემდეგ, ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვამდე. 10.1.7. წინამდებარე კონსოლიდირებულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება ძირითად დროში, შესყიდვის სავარაუდო ჯამურ ღირებულებაზე; 10.1.7.1. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში; 10.1.7.2. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ჯამური ფასიდან გამომდინარე, შესყიდვის ობიექტის ერთეულის ღირებულება განისაზღვრება მრავალნიშნა ათწილადის სახით, პრეტენდენტი ვალდებულია იგი დაამრგვალოს ლარის მეასედის სიზუსტით შემცირების პრინციპით და შესაბამისად შეამციროს ჯამური ღირებულებაც; 10.1.8. პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენ მის მიერ შექმნილ დოკუმენტებზე ან/და ინფორმაციაზე (გარდა excel-ის ფორმატის ფაილისა) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტ(ებ)ი დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით; 10.1.9. პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულების პროექტით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას; 10.1.10. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარადგინოს მათი სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი (დიპლომირებული მთარგმნელის ხელმოწერის დამოწმება). დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. სატენდერო კომისია, უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს შესაბამისი დოკუმენტის ორიგინალის ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარმოდგენა, რომლითაც შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება; 10.1.10.1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს თარგმნა არ სჭირდება, თუ იგი შედგენილია ერთი დოკუმენტის სახით, რომელშიც ტექსტი პარალელურად ქართულ და უცხოურ ენებზეა. ასეთ შემთხვევაში შეუსაბამობის არსებობისას უპირატესობა ენიჭება ქართულ ენას; 10.1.11. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც ვაჭრობის შედეგად დააფიქსირებს ყველაზე დაბალ ჯამურ ღირებულებას და ამასთან, დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს; 10.1.12. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება; 10.1.13. სატენდერო კომისია სატენდერო წინადადებებს განიხილავს გონივრულ ვადაში და შედეგები გამოქვეყნდება სისტემის მეშვეობით; 10.1.14. გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ძალაშია 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით; 10.1.15. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე გამარჯვებულ პრეტენდენტს მიმართოს წერილობითი ფორმით. თავის მხრივ, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გააფორმოს მასთან ხელშეკრულება; 10.1.15.1. ის შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება ვალდებულია, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, აცნობოს სატენდერო კომისიას აღნიშნულის შესახებ, არაუგვიანეს უარის თქმიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. 10.1.16. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი ელექტრონული გარანტია აღარ დაუბრუნდება გამარჯვებულ მიმწოდებელს იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე შემსყიდველ ორგანიზაციასთან, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება; 10.1.17. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტიის ჩამორთმევის ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, სატენდერო კომისიას უფლება აქვს იმსჯელოს კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტისა და ახალი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების ან შესყიდვის ალტერნატიული საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობაზე. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაბარზომიერების პრინციპებით. 10.1.18. მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობითა და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაცია მიმართავს სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე საკითხის გადაწყვეტის მიზნით. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით; 10.1.19. მიმწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის უკან დაბრუნება, თუ იგი გააფორმებს ხელშეკრულებას, რომლის დადებაც ევალება წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად; 10.1.20. არსებული ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს შეცვლილ გარემოებებს; 10.1.21. ორგანიზაციული და ტექნიკური ტიპის ან/და ხელშეკრულების შესრულების პერიოდში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, სატენდერო კომისიასთან კორესპონდენციის წარმოება შეიძლება განხორციელდეს კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის ctd.cpb.gov.ge სისტემის ან servers2026-2027@cpb.gov.ge ელექტრონული ფოსტების მეშვეობით. აღნიშნული საშუალებებით გამოხატული პოზიცია ან/და მიღებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებს; 10.1.22. სატენდერო კომისია უფლებამოსილია, ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელს მოსთხოვოს ნებისმიერი ინფორმაციის წარმოდგენა ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი
12.1 გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა, დასადები ხელშეკრულებ(ებ)ის ღირებულებიდან გამომდინარე
1 პროცენტი
12.2 გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ თანხის გადახდის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
12.3 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ანგარიშზე გადაიხადოს დასადები ხელშეკრულებ(ებ)ის ღირებულების 1%. ხოლო, ამ თანხის კონკრეტული ოდენობის და საბანკო რეკვიზიტების შესახებ ინფორმაცია გამარჯვებულ მიმწოდებელს ეცნობება სატენდერო კომისიის სხდომის ოქმით
13 გამარჯვებულის წინადადების მოქმედების ვადა
გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ძალაშია სატენდერო კომისიის სხდომის ოქმით ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობის დადასტურებიდან 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
14 კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების ვადა
კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედების ვადა იწყება წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადებიდან და დასრულების თარიღია 2027 წლის 31 მაისი.

The same thing, bought before

CON260000432 22.07.2026 winner identified same category · 50% title match · same buyer

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საგანმანა…

ცენტრალური შემსყიდველი ორგანო 32400000ქსელები → ნეოტექი 2 bidders 600,000 ₾
SPA250000567 29.05.2025 contract signed same category · similar size

სკოლებსა და მონაცემთა დატაცენტრებს შორის „VPN“ კავშირის მოსაწყობი მოწყობილობების (მარშრ…

განათლების მართვის საინფორმაციო სისტე… 32400000ქსელები → შპს ჯი-თი ჯგუფი 1 bidder 2,076,900 ₾

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

თეგეტა მოტორსი
ჰიუნდაი ავტო საქართველო
იუჯითი
ელ
შ.პ.ს. "ალტა"