1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
მცირემოცულობიანი შემასხურებელი აგრეგატი
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1. შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ახალი, ქარხნული, უნაკლო, არ უნდა იყოს ნამყოფი ექსპლუატაციაში; 1.2.2. ტექნიკური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს დანართი N2- ში მითითებულ ზღვრულ ნორმებს; 1.2.3. საქონლის მოწოდებისას, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, უნდა მოხდეს აგრეგატების სამუშაო მდგომარეობაში მოყვანა (აწყობა ტესტირება), რისთვისაც თითოეული აგრეგატის უზრუნველყოფა საწვავითა და საცხებ-საპოხი მასალებით, წარმოადგენს მიმწოდებლის ვალდებულებას.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 კალენდარული დღის ვადაში
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1.საქონლის მიწოდების ადგილია: ქ. სენაკი, რუსთაველის ქუჩა N2 1.5.2. საქონელი უნდა იყოს შეფუთული და მოყვებოდეს ინსტრუმენტების ნაკრები და პასპორტი; 1.5.3. მიმწოდებელი ვალდებულია: 1.5.3.1 საქონლის დაცლა/დასაწყობება; 1.5.3.2 აგრეგატის ავტოსატრნასპორტო საშუალებებზე მონტაჟი ; 1.5.3.3 აგრეგატის სამუშაო მდგომარეობაში მოყვანა, მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი სპეციალისტის მიერ.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1. საქონლის საგარანტიო პერიოდი განისაზღვრება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით,მიუხედავად იმისა შემსყიდველი იქნება შესყიდვის ობიექტის მესაკუთრე თუ მესამე პირი. 1.7.1.2. საგარანტიო მომსახურება უნდა გავრცელდეს მთლიან მანქანა-დანადგარზე. 1.7.1.3. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ტექნიკის საგარანტიო მომსახურება ქარხანა-მწარმოებლის სტანდარტების შესაბამისად. 1.7.1.4. გარანტიის პერიოდში გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება ან ახლით შეცვლა უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის ხარჯებით.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1. ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მოდელთან, წარმოშობის ქვეყანასთან და მწარმოებელ კომპანიასთანთან დაკავშირებით მითითებული უნდა იყოს ფასების ცხრილში; 2.1.1.2. ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ შევსებული დანართი №2-ის შესაბამისად
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქარხანა მწარმოებლის მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ტექნიკური მონაცემები (დოკუმენტის ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი) ან მითითებული იქნას მწარმოებელი ქარხნის ოფიციალური ვებ-გვერდის ზუსტი ელექტრონული მისამართი (ლინკი) სადაც შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი ტექნიკური სპეციფიკაციების გადამოწმება. 2.7.1.2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქციის ევროკავშირის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის ან ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე რეალიზაციის დამადასტურებული დოკუმენტი (ხელშეკრულება/მიღება-ჩაბარების აქტი ან სხვა) და მიმღების მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი აგრეგატის წარმატებით გამოყენების შესახებ.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში, საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დამოუკიდებელი ექსპერტის/აუდიტორის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს, რომ შემოთავაზებულ ფასად, პრეტენდენტს სრულად და შეუფერხებლად შეუძლია ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და მოთხოვნების შესრულება.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
5.1.2 იურიდიული პირისთვის
იურიდიული პირისათვის-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში ;
5.1.3 ინდივიდუალური მეწარმისთვის
ინდივიდუალური მეწარმისათვის - ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში
5.1.4 ფიზიკური პირისთვის
ფიზიკური პირისათვის – ცნობა ნასამართლობის შესახებ შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოდან, რომლითაც დასტურდება, რომ პირი არ არის ნასამართლევი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXVI (დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ) და XXXIX (სამოხელეო დანაშაული) თავებით გათვალისწინებული ქმედებისათვის;
5.1.5 ამხანაგობისთვის
ამხანაგობისათვის – ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს რომ პრეტენდენტის ქონებაზე არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
5.1.6 არარეზიდენტი პირისთვის
არარეზიდენტმა პირმა უნდა წარმოადგინოს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტით მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაციის ექვივალენტური მონაცემები, რომლებიც სათანადო წესით იქნება ნათარგმნი, დამოწმებული ან ლეგალიზებული.
5.1.7 წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის
წარმომადგენლობამ /ფილიალმა, უნდა წარმოადგინოს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტით მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაციის ექვივალენტური მონაცემები, რომლებიც სათანადო წესით იქნება დამოწმებული ან ლეგალიზებული
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
წარმოდგენილი გარანტიის მოქმედების ვადა, სულმ ცირე 30 დღით უნდა აღემატებოდეს გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფომრებული ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
6.4.1. შემყიდველს უნდა წერედგინოს საქართველოში რეგისტრიებული და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე საფინანსო დაწესებულების საბანკო გარანტია. 6.4.2. უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის'' მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი)
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
7.1.1.1. შესყიდვა ითვალისწინებს წინასწარ საავანსო ანგარიშსწორებას სახელშეკრულებო ღირებულების 100% ფარგლებში. 7.1.1.2.საავანსო ანგარიშწორების მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს წინასწარ მოთხოვნილი საავანსო თანხის ოდენობის საბანკო დაწესებულების საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა ერთი თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.; 7.1.1.3. საავანსო საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოში სათანადოდ რეგისტრირებული და შესაბამისი უფლებამოსილენოს მქონე საბანკო დაწესებულების მიერ; 7.1.1.4. უცხოური ბანკიდან საავანსო საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი)
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1. მიწოდებულ საქონელზე, მხარეეებს შორის ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი ფაქტიურად მიწოდებული საქონლის ღირებულების ასახვით; 7.2.2. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება მხარეთა მიერ, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში 7.2.3. ანგარიშწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში - ლარში 7.2.4. თანხის ავანსად მიღების შემთვევაში, ანგაროშწორება მიმწოდებელთან მოხდება სრული გამოქვითვის პრინციპით (ავანსად მიღებული თანხა გამოიქვითება პირველივე მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, შესმყიდველის მიერ გადასახდელი თანხიდან). 7.2.5. ანგარიშწორების ფრომა იქნება უნაღდო ანგარიშსწორება, თანხა ჩაირიცხება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
7.3.1. ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე. 7.3.2. საავანსო ანგარიშწორების მოთხოვნის შემთხვევაში საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
თორნიკე ბანცაძე, 591509291, tornike.bantsadze@nfa.gov.ge ნატო თოთიაური, 591503827, Nato.Totiauri@nfa.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. სატენდერო წინადადების ფასში პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, ტექნიკური დავალების შესაბამისად, შემსყიდველისათვის საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (მათ შორის ტრანსპორტირება და დაცლა/დასაწყობება, ასევე აგრეგატის ტესტირებისათვის საჭირო საწვავი და საცხებ საპოხი მასალების ღირებულება) და ყველა შესაბამისი გადასახადი; 10.1.2. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი; 10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტის მიერ ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, საქართველოს კანონის - „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“- შესაბამისად;
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი