1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
საგამოცდო ლაბორატორიისთვის სხვადასხვა სახის ინერტული მასალების გამოსაცდელი დანადგარი
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
შესყიდვის ობიექტის ტექ. მონაცემები წარმოდგენილია მიმაგრებული ფაილის სახით. იხ. ,,ტექნიკური - დანართი N3''. შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ახალი, ქარხნულ მდგომარეობაში და არ უნდა იყოს ექსპლუატაციაში ნამყოფი.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღე
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
შესყიდვის ობიექტის ტრანსპორტირება, მიწოდება/დასაწყობება/გამართვა/ინსტალაცია/საცდელი ტესტირება უნდა განხორციელდეს საგამოცდო ლაბორატორიაში. მის: ქ. თბილისი, მრევლიშვილის ქ. N19 - საგამოცდო ლაბორატორიის შენობა
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1. შესყიდვის ობიექტზე უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 1 (ერთი) წლიანი საგარანტიო ვადა. 1.7.1.2. საგარანტიო პერიოდში შესყიდვის ობიექტის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში შემსყიდველის შეტყობინების სახით აცნობებს ამის შესახებ მიმწოდებელს, რის შემდეგაც მიმწოდებლის მხრიდან წუნდებული ნაწილის შეცვლა/შეკეთება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 15 დღის განმავლობაში; თუ ამ ხნის მანძილზე არ ხერხდება დანადგარის/ნაწილის შეკეთება, მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში არსებული დანადგარი/ნაწილი ჩაანაცვლოს ახლით - სრულიად უსასყიდლოდ.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1 ფასების ცხრილში მითითებული უნდა იქნას შესაბამის გრაფაში მწარმოებელი კომპანიის, მწარმოებელი ქვეყნის და მარკისა ან მოდელის დასახელება. ფასების ცხრილის (დანართი N1) წარმოუდგენლობა, ან მასში შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებელი კომპანიის, მარკის ან მოდელის მიუთითებლობა, ასევე განუფასებლად წარმოდგენილი ფასების ცხრილი, დაზუსტებას არ ექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1.1 შესყიდვის ობიექტი უნდა შეესაბამებოდეს და აკმაყოფილებდეს EN/ISO 3310-1; 3310-2 სტანდარტებს, რაზეც წარმოდგენილ უნდა იქნას დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. უცხოენოვანი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაერთოს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტაცია.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
პრეტენდენტმა ელ. სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს: 2.9.1 სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 პუნქტის – ფასების ცხრილი, დანართი N1–ის შესაბამისად, მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებელი ფირმისა და მარკა ან მოდელის მითითებით. 2.9.2 ინფორმაცია საგარანტიო ვადების შესახებ - დანართი N2 -სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.7.1 პუნქტის შესაბამისად; 2.9.3 შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის (ქარხნის) მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი ან წარმოდგენილი უნდა იქნას მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართი შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ქარხნული ტექნიკურ-მატერიალური მახასიათებლების შესახებ, საიდანაც უნდა დასტურდებოდეს სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.2 პუნქტში წარმოდგენილ ტექნიკურ მოთხოვნებთან (დანართი N3) შესაბამისობა. დოკუმენტი (ასეთის წარმოდგენის შემთხევაში) ხელმოწერილი უნდა იყოს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ - უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული; 2.9.4 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით მოთხოვნილი სტანდარტებთან შესაბამისობის დოკუმენტ(ებ)ი - უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული - კითხვარის 2.7.1.1 პუნქტის შესაბამისად.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტი ვალდებული იქნება წარმოადგინოს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტის შესაბამისი დასკვნა, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნა (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება მიწოდებულ საქონელზე მხარეებს შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება შესყიდვის ობიექტის მიწოდების შედეგად მხარეებს შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტის და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
მიხეილი გიგაური, 577953310, m.gigauri@tmlaboratory.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები 10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით/ხელმოწერით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). 10.1.2 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის და გადასახადის გათვალისწინებით. 10.1.3 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.4 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.5 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი. შენიშვნა: - სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი - დანართი N1 ამავე კითხვარის 2.1.1.1 პუნქტის გათვალისწინებით. - პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: • ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით; • გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი