1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ქვეყნის მასშტაბით 11 მეწყრულ ლოკაციაზე მონიტორინგის სისტემების აღჭურვილობის სახელმწიფო შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
ტექნიკური დავალება სატენდერო დოკუმენტაცია არის დიდი მოცულობის და მისი სრულად გადმოტანა ამ ფორმატში შეუძლებელია მეწყრის მონიტორინგის სისტემების დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ტექნიკურ დავალება დანართი №1-ში. 1 პროექტის მიზნები შესასრულებელი სამუშაოები თითოეული მეწყრული უბნისთვის უნდა მოიცავდეს: ეტაპი 1: • პირველადი საინჟინრო-გეოლოგიური შეფასება; • საველე საინჟინრო-გეოლოგიური და ორთო-ტოპოგრაფიული კვლევები; • საინჟინრო-გეოლოგიური შეფასებისა და საველე კვლევების შედეგების ანალიზი და მეწყრის გავრცელების პირველადი 3D სიმულაცია; • გეოტექნიკური კვლევების პროგრამის შემუშავება და განხორციელება; • მონიტორინგის სიტემების ინსტალაციის გეგმა-გრაფიკის წარმოდგენა; • დეტალური ბაზისური ინსტრუმენტული მონიტორინგის გეგმისა და პროექტის შემუშავება, მათი დანერგვა და პირველადი მონიტორინგის სამუშაოების (მათ შორის მონიტორინგის სისტემების აღჭურვილობის ინსტალაცია) განხორციელება, შედეგების დამუშავება და ანალიზი; • ბაზისური გეოტექნიკური 3D მოდელის განახლება/დაზუსტება და შუალედური ანგარიშის მომზადება. ეტაპი 2: • სისტემების ერთიან სერვერულ პლატფორმაზე ინტეგრაცია და შემდგომი ტექნიკური მომსახურება; • სასერვერო-პროგრამული პლატფორმის კონფიგურაცია და მონაცემთა ავტომატური ვიზუალიზაციისა და ანგარიშების გენერირების გამართვა; • მონიტორინგის სისტემების დისტანციური ტექნიკური მომსახურება, მონაცემთა შეგროვება და ანალიზი, დამკვეთის პერსონალის ტექნიკური მხარდაჭერა; • შეგროვებული მონაცემების დამუშავება-ანალიზი; • შემსყიდველი პერსონალის ტრეინინგი. • საბოლოო საინჟინრო-ტექნიკური ანგარიშის მომზადება, რომელიც უნდა მოიცავდეს შედეგ ინფორმაციას: ინსტრუმენტული სისტემის საშემსრულებლო დოკუმენტაციის მომზადება; სადამკვირვებლო პარამეტრების პირველადი ზღვრული კრიტერიუმების განსაზღვრა; შემარბილებელი (პრევენციული) ღონისძიებების შესახებ დასკვნებისა და რეკომენდაციების გაცემა. 2 ძირითადი ტექნიკური მოთხოვნები და მახასიათებლები 2.1 წინასწარი შეფასება და საველე კვლევების დეტალური პროგრამის შემუშავება 2.2 საველე კვლევები 2.2.1 გეოტექნიკური ბურღვა 2.2.2 ორთო-ტოპოგრაფია (ტოპოგრაფიული კვლევა) - Drone/UAV LiDAR (არანაკლებ 1100 ჰექტარი) 2.2.3 ორთოგრაფიული კვლევა 2.2.4 მოსაწოდებელი საბოლოო შედეგები და დოკუმენტაცია 2.3 საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა 2.4 ინსტრუმენტული მონიტორინგის სისტემები 2.4.1 სიღრმული დეფორმაცია და პროფილირება 2.4.1.1 ინკლინომეტრული მილი 2.4.1.2 სტაციონარული ინკლინომეტრული (IPI) სისტემა 2.4.1.3 მანუალური ინკლინომეტრული სისტემა 2.4.1.4 ინკლინომეტრის მონაცემთა დამუშავების პროგრამული უზრუნველყოფა 2.4.2 გადახრითი დეფორმაცია (ტილტმეტრი) 2.4.3 ბზარის/ნაპრალის დეფორმაცია 2.4.4 აბსოლუტური დეფორმაციის გამზომი ქსელი (რობოტიზებული ტაქომეტრი) 2.4.5 გრუნტის წყალი და ფორული წნევა - პიეზომეტრული ქსელი 2.4.6 მანუალური წყლის დონის მზომი ინდიკატორი 2.4.7 მეტეოროლოგიური პარამეტრები - All-in-One მეტეოსადგური 2.4.8 ავტონომიური ვიდეო კამერის სისტემა 2.4.9 მონაცემთა ცენტრალური შემკრები სისტემა (ტელემეტრიით) 2.4.10 სისტემების კალიბრაცია და ვალიდაცია, გაზომვების ორი ციკლი 2.4.11 სასერვერო-პროგრამული უზრუნველყოფა 2.4.12 ტრენინგები 2.4.12.1 ზოგადი მოთხოვნები 2.4.12.2 ტრენინგი სისტემის ფუნქციონირებისათვის 2.4.12.2.1 ტექნიკური მომსახურების ტრენინგი 2.4.12.2.1.1 სისტემების გაცნობა 2.4.12.2.1.2 სისტემების ინსტალაცია 2.4.12.2.1.3 კონფიგურაცია და სისტემის დაყენება 2.4.12.2.1.4 DCU პროგრამული უზრუნველყოფა 2.4.12.2.1.5 პრევენციული ტექნიკური მომსახურება 2.4.12.2.1.6 დაკალიბრება 2.4.12.2.1.7 მაკორექტირებელი ტექნიკური მომსახურება 3 პროექტის განხორციელების ვადები 4 საგარანტიო პირობები 5 მონიტორინგის სისტემების მოწყობისთვის წინასწარ შერჩეული მეწყრული უბნები 6 პროექტის აღმასრულებელი პერსონალი შენიშვნა: • სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, სადაც მითითებული არის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იგულისხმება „მსგავსი“, „ეკვივალენტური“. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადება.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1. პროექტის განხორციელების ვადები • ეტაპი 1: 6 თვე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის საწყისი თარიღიდან • ეტაპი 2: 12 თვე ეტაპი 1-ის დასრულების შემდეგ სულ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 18 (თვრამეტი) თვისა, ამავე ვადაში ნებადართულია ეტაპობრივი მიწოდება. მიმოწოდებელმა უნდა წარმოდგინოს მიწოდების სავარაუდო პროგრამა, მიწოდების და მონტაჟის დღეების მითითებით (თითოეული კომპლექტისთვის), კალენდარული წესით. მიმწოდებელმა უნდა აცნობოს მყიდველს მიწოდება-მონტაჟამდე სულ ცოტა 2 (ორი) კვირით ადრე. 1.4.2. მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტის ტრენინგი ჩაატაროს და დოკუმენტაცია წარმოადგინოს ტექნიკურ დავალების დანართი №1-ის 2.4 თავის 2.4.12 პუნქტის შესაბამისად. 1.4.3. მოწოდებული საქონელი უნდა იყოს ახალი, ქარხნული და არა მეორადი. 1.4.4. მიმწოდებელი ვალდებულია სისტემების პირველ მიწოდებამდე, უზრუნველყოს ყველა საჭირო დოკუმენტი სისტემების მონტაჟის, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების (სამონტაჟო სახელმძღვანელო მითითებები/სახელმძღვანელო, მომხმარებლის სახელმძღვანელო მითითებები/სახელმძღვანელო, ექსპლუატაციისა და ტექნიკური სახელმძღვანელო მითითებები/სახელმძღვანელო და ა.შ.) შესახებ ელექტრონული ფორმატით ინგლისურ ენაზე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1. მონიტორინგის სისტემების მოწყობისთვის წინასწარ შერჩეული მეწყრული უბნები 1.5.1.1. ლოკაციების ჩამონათვალი მეწყრის მონიტორინგის სისტემების ინსტალაციისთვის 1. კახეთი, გომბორი (კოორდინატები X - 520980, Y - 4635009); 2. ქ. თბილისი, (მუხათგვერდი) (კოორდინატები X - 479034, Y - 4627695); 3. სამცხე-ჯავახეთი, აწყური (კოორდინატები X - 347623, Y - 4620994); 4. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი, კომანდელი (კოორდინატები X - 370759, Y - 4714389); 5. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი, ჩხუტელი (კოორდინატები X - 318870, Y - 4724411); 6. იმერეთი, დერჩი (კოორდინატები X - 316833, Y - 4704205); 7. იმერეთი, ტობანიერი (კოორდინატები X - 287820, Y - 4660897); 8. სამეგრელო-ზემო სვანეთი, ჯიხაშკარი (კოორდინატები X - 254476, Y - 4711401); 9. სამეგრელო-ზემო სვანეთი, ზანა (კოორდინატები X - 260643, Y - 4698282); 10. გურია, ხორეთი (კოორდინატები X - 738875, Y - 4655547); 11. აჭარა, ჯაბნიძეები (კოორდინატები X - 264231, Y - 4609472). 1.5.1.2. ზემოთ ჩამოთვლილ მეწყრულ ლოკაციებზე მონიტორინგის სიტემების ინსტალაციის გეგმა-გრაფიკი შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) თვის ვადაში. 1.5.1.3. იმ შემთხვევაში თუ ზემოთ ჩამოთვლილ რომელიმე მეწყრულ ლოკაციაზე, მიმწოდებლის მიერ განხორციელებული კვლევების საფუძველზე, დადგინდება, რომ ვერ ხერხდება მონიტორინგის სისტემის მოწყობა, სააგენტოს მიერ უზრუნველყოფილი იქნება ალტერნატიული ლოკაციების შეთავაზება გონივრულ ვადაში. შენიშვნა: აღნიშნულის შესახებ მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა აცნობოს ოფიციალური წერილის სახით.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1. მიწოდებულ სისტემებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებიდან არანაკლებ 24 (ოცდაოთხი) თვე. 1.7.1.2. საგარანტიო ვადის გასვლამდე მწყობრიდან გამოსვლის ან გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში, მიმწოდებელმა საკუთარი სახსრებით უნდა განახორციელოს საქონლის შეკეთება/ხარვეზის აღმოფხვრა შემსყიდველის შეტყობინებიდან ქ. თბილისის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში - არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა, ხოლო სხვა ადგილას არაუგვიანეს - 4 სამუშაო დღისა, ხოლო პრობლემის გადაუჭრელობის შემთხვევაში მიზეზისა და აღმოფხვრის საჭირო დამატებითი გონივრული ვადების შესახებ დასაბუთება წერილობითი სახით აცნობოს შემსყიდველს, რა შემთხვევაშიც შეკეთების ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს შემსყიდველის წერილობითი თანხმობით სირთულის მიხედვით არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის. საქონლის ან მისი ნაწილის ახლით შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი გონივრული ვადები განისაზღვრება შემსყიდველთან შეთანხმებით. 1.7.1.3. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველთან ერთად, მონაწილეობა მიიღოს სისტემების რეგულარულ ტექნიკურ მომსახურებაში, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1. ფასების ცხრილის (დანართი №2) წარმოუდგენლობა, ან მასში შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის და მოდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიუთითებლობა, ასევე განუფასებლად წარმოდგენილი ფასების ცხრილი, დაზუსტებას არ ექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, ასევ დაზუსტების ეტაპზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პრეტენდენტის მიერ თავდაპირველად შემოთავაზებული მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის და მოდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. გარდა იმ შემთხვევისა, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია. 2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ წარმოებულ პროდუქციას არ გააჩნია მოდელი, ფასების ცხრილის (დანართი №2) შესაბამის გრაფაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი, მაგალითად - "მოდელი არ გააჩნია" ან მსგავსი აღმნიშვნელი ჩანაწერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას წინამდებარე ელექტრონული ტენდერიდან.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 3 (სამი) პროექტი განხორციელებული გეოტექნიკური ინსტრუმენტული მონიტორინგის სისტემების დანერგვა-იმპლემენტაციის, მათი შემდგომი ტექნიკური მომსახურებისა და ოპერირების გათვალისწინებით ბოლო 5 წლის განმავლობაში; 2.2.1.2. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2 პროექტი განხორციელებული ორთო-ტოპოგრაფიული კვლევების, მათ შორის LiDAR ტექნოლოგიის გამოყენებით ბოლო 5 წლის განმავლობაში; 2.2.1.3. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2 პროექტი განხორციელებული მეწყრული უბნის ან/და ფერდობების გეოტექნიკური შესწავლა-შეფასების და შესაბამისი საინჟინრო-ტექნიკური გადაწყვეტილების შემუშავებაში ბოლო 5 წლის განმავლობაში; პრეტენდენტმა გამოცდილების დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოს ზემო აღნიშნული შესრულებული პროექტების ნუსხა და შესაბამისი პროექტი ან/და ,,ლინკი”, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს ექნება საშუალება მოიძიოს შესაბამისი პროექტი.
2.4.1 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
2.4.1.1. პროექტის აღმასრულებელი პერსონალი ქვემოთ მითითებული ცხრილის შესაბამისად პროექტის შესრულებისთვის პრეტენდენტმა ტენდერის პერიოდში უნდა წარმოადგინოს ხელმოწერილი CV - შესაბამისი პერსონალის გამოცდილების შესახებ. 1) პოზიცია პროექტში • ტექნიკური ხელმძღვანელი სპეციალობა • საინჟინრო შესწავლა და გეოტექნიკური ინსტრუმენტული სისტემები გამოცდილება • 15 წელი 2) პოზიცია პროექტში • ინჟინერ-გეოლოგი სპეციალობა • საინჟინრო შესწავლა და გეოლოგიური საფრთხეების შეფასება გამოცდილება • 15 წელი 3) პოზიცია პროექტში • ინჟინერ-გეოტექნიკოსი სპეციალობა • საინჟინრო შესწავლა და გეოტექნიკური გადაწყვეტილებები გამოცდილება • 15 წელი 4) პოზიცია პროექტში • სისტემების ინჟინერი სპეციალობა • ინსტრუმენტული სისტემები და პროგრამული უზრუნველყოფა გამოცდილება • 5 წელი 5) პოზიცია პროექტში • გეოსაინფორმაციო და გეომატიკის სპეციალისტი სპეციალობა • გეოსაინფორმაციო სისტემები, დისტანციური ზონდირება და გეოდეზიური აგეგმვა მონიტორინგი გამოცდილება • 5 წელი
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1.1. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისობა შემოთავაზებულ პროდუქციასთან (მაგ: data sheet); ან/და პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს ელექტრონული მისამართი - მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული ,,ლინკი”, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს ექნება საშუალება მოიძიოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ან/და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს საშუალება ექნება შემოთავაზებული საქონლის სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; 2.7.1.2. შემოთავაზებული სადამკვირვებლო სისტემებისა და სენსორების მწარმოებელ(ებ)ს უნდა ჰქონდეს ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემის მოქმედი სერტიფიკატი და ეს სერთიფიკატები წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო წინადადებასთან ერთად. ერთიფიკატების ვადის გასვლის თარიღი უნდა აღემატებოდეს წინადადების წარდგენის ვადას; 2.7.1.3. თითოეული სისტემის კომპონენტის მწარმოებელს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ამ სისტემების წარმოებაში მიმდინარე საწარმოო საქმიანობით (ბოლო 5 წლის განმავლობაში). აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იყოს კომპანიის პროფილი, რომელიც აღწერს საოპერაციო ბაზრებს და საცნობარო ნუსხას თითოეული შესაბამისი წლისთვის; 2.7.1.4. წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობასთან დაკავშირებით, როგორიცაა CE, FCC ან სხვა, სისტემის ყველა აღჭურვილობისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2.7.1.5. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს მოქმედი ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემის მოქმედი სერტიფიკატი და ეს სერთიფიკატები წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო წინადადებასთან ერთად. 2.7.1.6. სატენდერო წინადადებას თან უნდა ერთვოდეს სარეკომენდაციო წერილი შემოთავაზებული სისტემების სულ მცირე 3 (სამი) მომხმარებლისგან. სარეკომენდაციო წერილები უნდა გაიცეს 2016 წლის შემდეგ მიწოდებული სისტემებისთვის და ნათლად უნდა მიუთითებდეს მყიდველის კმაყოფილებას მიწოდებული სისტემით, (აღნიშნული დოკუმენტი დადასტურებულიუნდა იყოს, კმაყოფილი მომხმარებლის შესაბამისი უფლება მოსილი პირის ხელმოწერით).
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის ან დამოუკიდებელი სერთიფიცირებული აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს დასკვნის გამცემი ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 4 სამუშაო დღის ვადაში
5.1.2 იურიდიული პირისთვის
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: 1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, რომელიც გაფორმებულია სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული. 2. ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი). 3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის 1-ლ და მე-2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების შემდეგ.
5.1.3 ინდივიდუალური მეწარმისთვის
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: 1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, რომელიც გაფორმებულია სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული. 2. ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი). 3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.3 პუნქტის 1-ლ და მე-2 ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების შემდეგ.
5.1.4 ფიზიკური პირისთვის
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: 1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2. ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ. 3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტში რეგისტრირებულია 5.1.4 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში მითითებული უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების შემდეგ.
5.1.5 ამხანაგობისთვის
1. სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.5 პუნქტით გათვალისწინებული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი თითოეული წევრის შესახებ, კერძოდ: უშუალოდ ამხანაგობისთვის: ა) შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან გაცემული დოკუმენტ(ებ)ი რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, რომელიც გაფორმებულია სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული. ბ) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი). ამხანაგობის წევრებისთვის: ა) ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის წევრების მიმართ არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და აღნიშნული პირები არ არიან რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, რომელიც გაფორმებულია სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული. ბ) ცნობები ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის მონაწილეებს არ გააჩნიათ აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, რაზედაც წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი). გ) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის მონაწილე წარმოადგენს არარეზიდენტ პირს, მისი სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6 პუნქტისა და მისი ქვეპუნქტების მოთხოვნათა მიხედვით, ხოლო, წარმომადგენლობის/ფილიალის შემთხვევაში - სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.7 პუნქტის მიხედვით. 2. იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის, ან/და მისი რომელიმე წევრ(ებ)ის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია 5.1.5 პუნქტის შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.6 არარეზიდენტი პირისთვის
1. არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) პრეტენდენტის, როგორც მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.:ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან) რომელიც უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას: - საფირმო სახელწოდება; - სამართლებრივი ფორმა; - საიდენტიფიკაციო ნომერი; - რეგისტრაციის ნომერი/თარიღი; - მარეგისტრირებელი ორგანო; - იურიდიული მისამართი; - ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები. ბ) დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა ან/და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ან/და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. გ) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის მიმართ. დ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანაში არ ხდება ზემოაღნიშნული რომელიმე მონაცემის/ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის გაცემა, აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 2. არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ. გ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანაში არ ხდება ზემოაღნიშნული რომელიმე მონაცემის/ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის გაცემა, აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი, ადმინისტრაციული ორგანოდან წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 3. თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ში რეგისტრირებულია 5.1.6 პუნქტის შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე.
5.1.7 წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის
იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი/ფილიალი საქართველოში, იგი ვალდებულია წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის 1-ლ და მე-2 ქვეპუნქტებისა და სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6 პუნქტის 1-ლი ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან, თუ წარმომადგენლობის/ფილიალის ან/და სათაო კომპანიის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია 5.1.2 ან/და 5.1.6 პუნქტების შესაბამის ქვეპუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას. შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების შემდეგ.
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
6.4.1. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს უპირობო/გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია (ლარში), რომლის თანახმადაც გარანტიის გამცემი თანახმაა პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე არაუგვიანეს 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში აანაზღაუროს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი თანხა. გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - გარანტია (გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან) ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული). 6.4.2. მიმწოდებელს, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაცემული გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, დაუბრუნდება მხარეთა შორის შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. 6.4.3. მიმწოდებლის ბრალეულობით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველის მიერ ამოქმედდება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია. 6.4.4. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს ხელშეკრულების გაფორმების მომენტში. შენიშვნა: თეთრ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებელზე ვრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პირობები.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
7.1.1.1. იმ შემთხვევაში თუ შესყიდვის ობიექტის მიწოდებს ვადა გადავიდა მომდევნო 2025 წელში, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს 2024 წლის 10 დეკემბრისა წარუდგინოს სახელშეკრულებო ღირებულების ფარგლებში აუთვისებელი თანხის (საავანსო ანაზღაურების გათვალისწინებით) 100%-ის ოდენობის უპირობო/გამოუთხოვადი საავანსო ანგარიშსწორების გარანტია მის მიერ მოთხოვნილ თანხაზე (ლარში), რომლის თანახმადაც გარანტიის გამცემი თანახმაა პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე არაუგვიანეს 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში აანაზღაუროს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი თანხა, გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. 7.1.1.2. ამავე მუხლის 7.1.1.1. პუნქტით წარმოდგენილი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული).გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული). 7.1.1.3. მიმწოდებელი ვალდებულია, წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხა გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად. 7.1.1.4. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი შემსყიდველის მოთხოვნის მიუხედავად არ წარმოადგენს აუთვისებელი თანხის 100%-ის ოდენობის გარანტიას 2024 წლის 10 დეკემბრის ვადაში, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად მიწოდებულ საქონელზე მხარეებს შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტ(ებ)ისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე. 7.2.2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში: ანგარიშსწორება მოხდება, საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტიის საფუძველზე. 7.2.3. ანგარიშსწორება არარეზიდენტი კომპანიის გამარჯვების შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდება უცხოურ ვალუტაში (EUR, USD დოლარი), შემდეგი პრინციპით: გადარიცხვის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ლარისა, ხოლო რეზიდენტ კომპანიის შემთხვევაში ანგარიშსწორება განხორციელდება საქართველოს ეროვნულ ვალუტა ლარში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
7.3.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად შესყიდვის ობიექტის მიწოდების შედეგად მხარეებს შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტის და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. 7.3.2. გარანტიის შემთხვევაში: ანგარიშსწორება მოხდება, საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ილონა არღვლიანი, 577251015, Ilona.Argvliani@nea.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.2. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. 10.1.4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება. 10.1.5. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. 10.1.6. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში. 10.1.7. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში. 10.1.8. სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყარო: 2024 წლის - სახელმწიფო მიზნობრივი ქვეპროგრამა "გეოლოგიური მონიტორინგი". 10.1.9. სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, სადაც მითითებული არის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იგულისხმება „მსგავსი“, „ეკვივალენტური“. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადება. 10.1.10. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: ა) თანხმობა ტექნიკურ დავალებაზე დანართი №1-ის მიხედვით; ბ) ფასების ცხრილი დანართი №2-ის მიხედვით; გ) ტექნიკური დოკუმენტაციის 2.2.1. მუხლის 2.2.1.1. პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი; დ) ტექნიკური დოკუმენტაციის 2.2.1. მუხლის 2.2.1.2. პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი; ე) ტექნიკური დოკუმენტაციის 2.2.1. მუხლის 2.2.1.3. პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი; ვ) ტექნიკური დოკუმენტაციის 2.4.1 მუხლის 2.4.1.1. პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი; ზ) ტექნიკური დოკუმენტაციის 2.7.1. მუხლის 2.7.1.1. პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი; თ) ტექნიკური დოკუმენტაციის 2.7.1. მუხლის 2.7.1.2. პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი; ი) ტექნიკური დოკუმენტაციის 2.7.1. მუხლის 2.7.1.3. პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი; კ) ტექნიკური დოკუმენტაციის 2.7.1. მუხლის 2.7.1.4. პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი; ლ) ტექნიკური დოკუმენტაციის 2.7.1. მუხლის 2.7.1.5. პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი; მ) ტექნიკური დოკუმენტაციის 2.7.1. მუხლის 2.7.1.6. პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი;
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი