ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT260012399
NAT260012399 NAT · აუქციონის გარეშე not held On procurement.gov.ge ↗

ქ. თბილისში, პოტენციურად საფრთხის შემცველ ზონაში, მონიტორინგის სისტემის (თანმდევი მომსახურებით: მოწყობა და ექსპლუატაცია) სახელმწიფო შესყიდვა

ქ. თბილისის მერია 482 tenders 1.9 avg bidders 89 failed 321 CMR deals
5% outside our line

Can we win this?

5% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 15% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Deal size over ₾200k: we have won 0 of 6 bids in this range.
  • Expected competition this category averages 1.8 bidders, 39% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 38200000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT260012399
შესყიდვის სტატუსიარ შედგა
შემსყიდველიქ. თბილისის მერია
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია38200000-გეოლოგიური და გეოფიზიკური ხელსაწყოები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება5`648`559.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხ. სატენდერო დოკუმენტაცია.
შესყიდვის გამოცხადების თარიღი16.06.2026 19:05
წინადადებების მიღება იწყება15.07.2026 00:08
წინადადებების მიღება მთავრდება20.07.2026 12:00
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი22`595.00 GEL
გარანტიის ოდენობა56`486 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადახელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 1 575 (ერთი ათას ხუთას სამოცდათხუთმეტი) კალენდარული დღე.
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (0)

No buyer documents recorded.

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
No bids recorded — nobody entered this tender.

History

  • 16.06.2026 19:05 Announced
  • 15.07.2026 00:08 Bidding opens
  • 20.07.2026 12:00 Bidding closes
  • 23.08.2026 22:33 Current status: not held

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 23 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ქ. თბილისში, პოტენციურად საფრთხის შემცველ ზონაში, მონიტორინგის სისტემის (თანმდევი მომსახურებით: მოწყობა და ექსპლუატაცია) სახელმწიფო შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1 გეოლოგიურ კვლევას აუცილებელია დაესწროს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის თანამშრომელი (გეოლოგი), რა დროსაც შედგება შესაბამისი აქტი იმის დასადასტურებლად, რომ კვლევა განხორციელდა. 1.2.2 პროექტის I ეტაპის განხორციელების პერიოდში, საპროექტო დოკუმენტაციის ავტორი - შპს „კავკასუს საენს ინჟინიერინგ’’ (ს/კ 402184818) გაწევს საავტორო ზედამხედველობას. 1.2.3 შემსყიდველი საჭიროებისამებრ უზრუნველყოფს საინსტალაციო ობიექტებზე საჭირო სანებართვო/სარეგისტრაციო/სალიცენზიო ღონისძიებებს. 1.2.4 მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, ხელშეკრულების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი (ინსპექტირება) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადებსა და მოთხოვნილ პარამეტრებზე. 1.2.5 შემსყიდველი უფლებამოსილია, აწარმოოს მიწოდებული პროდუქციის ხარისხისა და რაოდენობის კონტროლი. 1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია სისტემების პირველ მიწოდებამდე, უზრუნველყოს ყველა საჭირო დოკუმენტის - სისტემების მონტაჟის, ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების (სამონტაჟო სახელმძღვანელო მითითებები/სახელმძღვანელო, მომხმარებლის სახელმძღვანელო მითითებები/სახელმძღვანელო, ექსპლუატაციისა და ტექნიკური სახელმძღვანელო მითითებები/სახელმძღვანელო და ა.შ.) შესახებ - ელექტრონული ფორმატით წარმოდგენა. 1.2.7 მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს ჩაუტაროს შესყიდვის ობიექტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ტრენინგი. 1.2.8 შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალებით მოთხოვნილ ტექნიკურ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ელექტრონული ტენდერის შერჩევა-შეფასების ეტაპზე, გადაამოწმოს, პრეტენდენტის მიერ, შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლები, მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (არსებობის შემთხვევაში). 1.2.9 იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ინფორმაცია შეუსაბამოა ან/და სრულად არ არის ასახული მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ან/და მწარმოებელს არ აქვს ოფიციალური ვებ-გვერდი, შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს პრეტენდენტს, მწარმოებლის მიერ გაცემული წერილი, შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების დასადასტურებლად. 1.2.10 შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება (დანართი N2), ანგარიში და ტექნიკური დოკუმენტაცია (დანართი N3), აგრეთვე, მონიტორინგის სისტემის რუკები ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში. 1.2.11 ფასების ცხრილი (დანართი N 1) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1 ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 1 575 (ერთი ათას ხუთას სამოცდათხუთმეტი) კალენდარული დღისა. 1.4.1.1 I ეტაპი: 480 (ოთხას ოთხმოცი) კალენდარული დღე (16 თვე), ამ ეტაპზე უნდა განხორციელდეს მოსამზადებელი ღონისძიებები, სისტემების შეძენა/ინსტალაცია და ექსპლუატაციაში გაშვება (დანართი N1-ის (ფასების ცხრილი), დანართი N2-ის (შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება) და დანართი N3-ის (ანგარიში და ტექნიკური დოკუმენტაცია) შესაბამისად). 1.4.1.2 II ეტაპი: 1 095 (ერთი ათას ოთხმოცდათხუთმეტი) კალენდარული დღე (36 თვე), ექსპლუატაცია/მომსახურების პერიოდი (3 წელი) პირველი ეტაპის დასრულებიდან.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მონიტორინგის სისტემების მოწყობისთვის შერჩეული მეწყრული უბანი (პროექტით გათვალისწინებული ზონის მდებარეობა) - სამხრეთ-დასავლეთით, თბილისის წყნეთი-ახალდაბის დერეფანი.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1 შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი (არამეორადი) და ქარხნული. 1.7.1.2 შესყიდვის ობიექტის მახასიათებლები და ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს დანართ N3-ში (ანგარიში და ტექნიკური დოკუმენტაცია) და დანართ N1-ში (ფასების ცხრილი) აღნიშნულ მაჩვენებლებს. 1.7.1.3 მიწოდებულ სისტემებზე საგარანტიო ვადა შეადგენს, პირველი ეტაპის დასრულებისას, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 36 (ოცდათექვსმეტი) თვეს. 1.7.1.4 საგარანტიო პერიოდში, მიმწოდებელი ვალდებულია, მწყობრიდან გამოსვლის ან გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში, სრულ ან ნაწილობრივ გაუმართაობასთან დაკავშირებული ფაქტის აღმოჩენის დღიდან, საკუთარი სახსრებით განახორციელოს საქონლის შეკეთება/ხარვეზის აღმოფხვრა, შემსყიდველის შეტყობინებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა, ხოლო პრობლემის გადაუჭრელობის შემთხვევაში, მიზეზისა და აღმოფხვრისათვის საჭირო დამატებითი გონივრული ვადების შესახებ დასაბუთება, წერილობითი სახით აცნობოს შემსყიდველს, რა შემთხვევაშიც, შეკეთების ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს შემსყიდველის წერილობითი თანხმობით, სირთულის მიხედვით, არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა. 1.7.1.5 საქონლის ან მისი ნაწილის ახლით შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი გონივრული ვადები განისაზღვრება შემსყიდველთან შეთანხმებით.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1), მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი ან/და სავაჭრო ნიშანი და მარკა ან/და მოდელი, გარდა იმ პოზიციებისა, რომელთა გასწვრივაც შესაბამის გრაფებში მითითებულია „________“; 2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1 პრეტენდენტს, 2020 წლის 1 იანვრიდან, უნდა გააჩნდეს: 2.2.1.1.1 არანაკლებ 1 (ერთი) განხორციელებული პროექტი გეოტექნიკური ინსტრუმენტული მონიტორინგის სისტემების დანერგვა-იმპლემენტაციის, მათი შემდგომი ტექნიკური მომსახურებისა და ოპერირების გათვალისწინებით; 2.2.1.1.2 არანაკლებ 1 (ერთი) განხორციელებული პროექტი მეწყრული უბნის ან/და ფერდობების გეოტექნიკური შესწავლა-შეფასების და შესაბამისი საინჟინრო-ტექნიკური გადაწყვეტილების შემუშავებაში; 2.2.1.1.3 არანაკლებ 1 (ერთი) განხორციელებული პროექტი ჰიდრო-მეტეოროლოგიური ინსტრუმენტული მონიტორინგის სისტემების დანერგვა-იმპლემენტაციის მიმართულებით; 2.2.1.1.4. არანაკლებ 1 (ერთი) განხორციელებული პროექტი მონაცემთა შეგროვების/გადაცემის/ვიზუალიზაციისა და მართვის პლატფორმების მიმართულებით; 2.2.1.1.5 არანაკლებ 1 (ერთი) განხორციელებული პროექტი მონიტორინგისა და გაფრთხილების სისტემების ტექნიკური მომსახურებისა და მონაცემთა დამუშავება-ანალიზის მიმართულებით. 2.2.1.2 პროექტები შეიძლება იყოს განხორციელებული ერთ ან რამდენიმე ხელშეკრულებაში, რომელიც ინფორმაციის სახით მოცემული უნდა იყოს დანართი №4-ით გათვალისწინებულ ცხრილში. 2.2.1.3 საანგარიშო პერიოდში განხორციელებული პროექტების თაობაზე პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 2.2.1.3.1 მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებ(ები)ა და შესაბამისი შესრულების დამადასტურებელი, დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გამოცდილების შესაბამისი, მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შინაარსი და ღირებულება (მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული, დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი). 2.2.1.3.2 თითოეული ტიპის პროექტისთვის არანაკლებ 1 (ერთი) სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი დამკვეთ(ებ)ისგან. 2.2.1.3.3 აღნიშნული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ატვირთული უნდა იქნას ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
2.5.1 მონიტორინგის სიტემების ინსტალაციის პროცესი უნდა წარიმართოს თანდართული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. 2.5.2 მიწოდების ვადის გაზრდის შემთხვევაში, შემსყიდველის წერილობითი შეტყობინებიდან 10 (ათი) კალენდარულ დღის ვადაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს კორექტირებული კალენდარული გეგმა-გრაფიკი.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1.1 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ISO 9001 ხარისხის მართვის სისტემის მოქმედი სერტიფიკატი, რომელიც უნდა ატვირთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში; 2.7.1.2 პროექტის განხორციელების ეტაპზე მიმწოდებელმა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატების, შესრულებული სამუშაოების და გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი ლაბორატორიული კვლევის (აკრედიტირებული ლაბორატორიების მიერ გაცემული) შედეგების/დასკვნების (ლაბორატორიული კვლევების ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი) წარმოდგენა და მათი მიკვლევადობა. სერტიფიკატების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა დაერთოს ქართული თარგმანი.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნა (საშემფასებლო), თანდართული შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციით. დასკვნაში უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა. დასკვნის წარმოუდგენლობა ან უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის 1-ელი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, სატენდერო დოკუმენტაციის 6.1 ან 6.2 პუნქტების შესაბამისად, დანართი N5–ის მიხედვით. 6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
7.1.1.1 შესაძლებელია წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში (რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას) ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით. მიმწოდებელმა ავანსის თანხები უნდა გამოიყენოს მხოლოდ ამ შესყიდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად. 7.1.1.2 უპირობო, გამოუთხოვადი წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2026 (20%), 2027 (35%), 2028 (15%), 2029 (15%) და 2030 (15%) წლების ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
7.3.1 ეტაპობრივად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. 7.3.1.1 პირველი ეტაპის მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი გაფორმდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული I ეტაპის მოთხოვნების შესრულების შესაბამისად. 7.3.1.1.1 I ეტაპზე მიღება ჩაბარების აქტ(ებ)ი გაფორმდება ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ განსაზღვრული პირ(ებ)ის მიერ შედგენილი დადებითი ინსპექტირების აქტის საფუძველზე. 7.3.1.2 მეორე ეტაპის მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი გაფორმდება ეტაპობრივად, მიმწოდებლის მიერ II ეტაპით გათვალისწინებული მომსახურების ანგარიშების წარმოდგენის შესაბამისად: 7.3.1.2.1 ქლაუდზე დაფუძნებული ჰიდრომეტეოროლოგიური და საზოგადოებრივი გაფრთხილების პროგრამული პლატფორმის წლიური სალიცენზიო მომსახურების გამოწერა განხორციელდება წლიური მომსახურების დაწყებიდან, მიმწოდებლის მიერ წერილობით წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე; 7.3.1.2.2 ქლაუდზე დაფუძნებული გეოლოგიური და გეოტექნიკური მონიტორინგის პროგრამული პლატფორმის წლიური სალიცენზიო მომსახურების გამოწერა განხორციელდება წლიური მომსახურების დაწყებიდან, მიმწოდებლის მიერ წერილობით წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე; 7.3.1.2.3 გაწეული სისტემის უწყვეტი ტექნიკური მომსახურების (სათადარიგო ნაწილების მიწოდების ჩათვლით) ანაზღაურება განხორციელდება მომსახურების თვის დასრულების მომდევნო თვის 10 რიცხვამდე, მიმწოდებლის მიერ წერილობით წარმოდგენილი მოთხოვნისა და შესაბამისი ანგარიშის საფუძველზე; 7.3.1.2.4 მონაცემთა უწყვეტი შეგროვების, სისტემური ანალიზისა და ინტერპრეტაციის მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება მომსახურების კვარტლის დასრულების მომდევნო თვის 10 რიცხვამდე, მიმწოდებლის მიერ წერილობით წარმოდგენილი მოთხოვნისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. 7.3.1.3 საბოლოო მიღება ჩაბარების აქტი გაფორმდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული I და II ეტაპების სრულად შესრულების შემდგომ.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ლელა ჭინჭარაძე, 598131119, l.chincharadze@yahoo.com , ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი - ლევან ლომინაძე; მობილური ტელეფონის ნომერი:577 44 44 72; ელექტრონული ფოსტა: levlom26@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ის (ფასების ცხრილი/მომსახურების ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტი) შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს), ხოლო პრეტენდენტის მიერ ტენდერის ფარგლებში შედგენილ სხვა დოკუმენტაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა. 10.1.4 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ეკვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ეკვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი. 10.1.5 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. 10.1.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.7 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: 10.1.7.1 ფასების ცხრილი (დანართი N1), MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის გათვალისწინებით; 10.1.7.2 დოკუმენტაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ (ხელშეკრულებები და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე, ინფორმაცია გამოცდილების შესახებ, დანართი N4-ის შესაბამისად და სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი), სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად; 10.1.7.3 ISO 9001 სერტიფიკატი, სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.1 პუნქტის შესაბამისად.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT260016940 12.08.2026 announced same category · 100% title match · same buyer · similar size

ქ. თბილისში, პოტენციურად საფრთხის შემცველ ზონაში, მონიტორინგის სისტემის (თანმდევი მომსა…

NAT240019898 07.10.2024 contract signed same category

ქვეყნის მასშტაბით 11 მეწყრულ ლოკაციაზე მონიტორინგის სისტემების აღჭურვილობის სახელმწიფო …

გარემოს ეროვნული სააგენტო 38200000გეოლოგიური და გეოფიზიკური ხელსაწყოები → შპს ჰიდროდიაგნოსტიკა 1 bidder 2,841,580 ₾
NAT260000153 09.01.2026 contract signed same category

ელექტრული ტაქეომეტრის შესყიდვა თანმდევი მომსახურებით (ტრენინგის ჩატარება შემსყიდველის პ…

სს ,,საქართველოს რკინიგზა" 38200000გეოლოგიური და გეოფიზიკური ხელსაწყოები → ტექნო S 1 bidder 37,450 ₾
NAT240013359 08.07.2024 contract signed same category

GPS მოწყობილობის (GNSS ანტენა თავისივე controller/პლანშეტით) სახელმწიფო შესყიდვა

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებ… 38200000გეოლოგიური და გეოფიზიკური ხელსაწყოები → შპს გეოინსტრუმენტი 1 bidder 27,007 ₾
NAT250010044 03.06.2025 contract signed same category

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 1 ერთეული გეოდეზიური ხელსაწყო ( ლაზერული სკანერი თანმდევი…

ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვ… 38200000გეოლოგიური და გეოფიზიკური ხელსაწყოები → ტექნო S 3 bidders 21,240 ₾

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

შპს ჯითი ჰოლდინგი 16×
პარმა 12×
შპს ჰაივეი 10×
ფრანი
ინფოზავრი ჯგუფი