1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული შუახევის მუნიციპალიტეტზე გადმოსაცემი კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში განსახორციელებელი კაპიტალური პროექტი (მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიება) - დაბა შუახევში (ორთამელა) თენგო დავითაძის სახლთან რკ/ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული შუახევის მუნიციპალიტეტზე გადმოსაცემი კაპიტალური ტრანსფერის ფარგლებში განსახორციელებელი კაპიტალური პროექტი (მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიება) - დაბა შუახევში (ორთამელა) თენგო დავითაძის სახლთან რკ/ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა (იხ. ნახაზები და ფასების ცხრილი).
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მომწოდებელმა სამუშაოები დაიწყოს არაუგვიანეს 2025 წლის 15 აპრილიდან და დაასრულოს 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებელი სამუშაოებს ასრულებს ეტაპობრივად, სამუშაოები სრულდება - დაბა შუახევში
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
შესრულებული და გადმოცემული სამუშაოების საგარანტიო პერიოდი შეადგენს 3 (სამი) წელს სამუშაოების დასრულებიდან.
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებელი სამუშაოებს ასრულებს ეტაპობრივად, არაუგვიანეს 2025 წლის 15 აპრილიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში. ● „ეტაპი“ - იგულისხმება წინასწარ დადგენილი კალენდარული დღე. ეტაპის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა განისაზღვრება შემდეგნაირად: I ეტაპი - 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე სახელშეკრულებო ღირებულების 50 %-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა. II ეტაპი - 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე სახელშეკრულებო ღირებულების 50 %-ის სამუშაოების შესრულების წარმოდგენა. მიმწოდებელი ვალდებულია ეტაპის განმავლობაში მინიმუმ ერთხელ წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მიღება-ჩაბარების აქტი (ფორმა N2). ● ეტაპების მიხედვით შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებისათვის მიმწოდებელმა უნდა წარმოუდგინოს შემსყიდველს მიღება-ჩაბარების აქტი (ფორმა N2) და ფარული სამუშაოების აქტ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადასტურებული შემსყიდველის წარმომადგენლ(ებ)ის მიერ. ● საბოლოო მიღება-ჩაბარებისათვის (სამუშაოების საბოლოოდ დასრულებისთვის) მიმწოდებელმა უნდა წარმოუდგინოს შემსყიდველს მიღება-ჩაბარების აქტი (ფორმა N2), ფარული სამუშაოების აქტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების ზღვრული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
ა) თუ ელექტრონულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის დასკვნა (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი). აღნიშნული დასაბუთების და/ან ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა გამოიწვევს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ბ) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით. წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს ხარჯთაღრიცხვა, რომლის საფუძველზეც მოხდა დასკვნის შედგენა. გ) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდის" მოთხოვნების შესაბამისად.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 8 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო, ვალუტა - ლარი; ბ) შესრულებული სამუშოების ანაზღაურება (ანგარიშსწორება) მიმწოდებელთან განხორციელდება ეტაპობრივად შემდეგი წესით: ბ.ა. კონკრეტული ეტაპით სრულად გათვალისწინებულ სამუშაოებზე ხელშეკრულების შესაბამისად გაფორმებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის (ფორმა №2) და საგადასახადო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი) წარმოდგენის შემდეგ. ზემოთაღნიშნული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის ან/და ხარვეზით წარმოდგენის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს უარი თქვას ანგარიშსწორებაზე. შენიშვნა: მიღება-ჩაბარების აქტი (ფორმა №2) გაფორმდება მხოლოდ კონკრეტული ეტაპით გათვალისწინებული პროცენტული ოდენობით შესრულებულ სამუშაოებზე. კონკრეტულ ეტაპზე წინსწრებით შესრულებული სამუშაოები ჩაითვლება მომდევნო ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებში და შეიყვანება მომდევნო ეტაპის მიღება-ჩაბარების აქტში (ფორმა №2). გ) თუ შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებამ არ შეადგინა გამარჯვებულ ორგანიზაციასთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი გადაუხდის მიმწოდებელს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების ღირებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს აუთვისებელ სამუშაოთა მოცულობების ღირებულების ანაზღაურებაზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
მიმწოდებელთან ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
გიორგი ივანაძე, 577154386, giorgi.i1992@gmai.com სატენდერო კომისიის აპარატის წევრი - თეონა დავითაძე - 577 93 39 85.
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
პრეტენდენტმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით უნდა წარმოადგინოს ფასების ცხრილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის (დანართის) შესაბამისად.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი