1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
„STEAM GIRLS- ტექნოლოგიური კვირეული კასპის ტექნოპარკში“ - ღონისძიების ორგანიზების მომსახურება
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
მიბმული ფაილების სახის იხილეთ „ტექნიკური დავალება“ და „კვება ბრენდირების“ შესახებ დანართი
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მომსახურების გაწევის პერიოდია: აპრილი-მაისი, 2025 წელი შ ე ნ ი შ ვ ნ ა: დამატებთი ინფორმაცია რეკომენდებული თარიღების შესახებ ღონისძიების განხორციელებამდე დაზუსტდება შემსყიდველთან.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
- კასპის ტექნოპარკი, აღმაშენებლის ქუჩა;
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
- პრეტენდენტ კომპანიას ბოლო 3 წლის განმავლობაში (2022 ან/და 2023 ან/და 2024 წლებში) უნდა გააჩნდეს მსგავის ტიპისა და ხასიათის ღონისძიების ჩატარების გამოცდილება. აღნიშნულის დამადასტურებლად, წარმოდგენილი (ატვირთული) უნდა იქნეს გაწეული მომსახურების შესახებ მინიმუმ ერთი ხელშეკრულება/ხელშეკრულებები, რომელთაგან ერთ-ერთის ჯამური ღირებულება უნდა შეადგენს არანაკლებ 20,000 ლარს. ამასთან, წარმოდგენილი ხელშეკრულებებიდან მინიმუმე ერთი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მის მიერ რეგიონებში ჩატარებული ტრენინგების შესახებ, ან მსგავის ტიპის აქტივობის შესახებ. ხელშეკრულბებეთან ერთად წაროდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული ხელშეკრულებ(ებ)ის მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტი და/ან საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელი უნდა იყოს იდენტიფიცირება ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის საგნის, თანხის და სხვა სახის ხელშეკრულების ძირითადი რეკვიზიტების; - თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებთან, საკმარისია ატვირთულ იქნას დოკუმენტი სადაც მითითებული იქნება შესაბამისი SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები. აღნიშნულ დოკუმენტის ატვირთვის შემთხვევაში, სავალდებულოა დამოწმებული იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. - პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ის ხელშეკრულებები, რომელთა შესრულებისა და თანხის ჩარიცხვის დოკუმენტაციაც თარიღდება არაუგვიანეს ტენდერის გამოცხადების წინა დღისა.
2.4.1 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები (საერთო ყველა ტექნოპარკისთვის): 1. პროექტის კოორდინატორი (აქტივობის მმართველი). ტექნოლოგიური კვირეულის განმავლობაში კოორდინატორი სრულად უნდა ესწრებოდეს ყველა სესიას ადგილზე. 1.1 პროექტების მართვის / კოორდინირების არანაკლებ 3 - წლიანი გამოცდილება; 1.2 არანაკლებ 3 მსგავსი ტიპის ღონისძიებაში (ინკუბატორი, პრე-აქსელერატორი, ინოვაციურ მეწარმეობასთან დაკავშირებულ ახალგაზრდულ ბანაკში, ტექნოლოგიურ კვირეულში, ა.შ.) ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. 2. ტრენერი/მენტორი ინოვაციური მეწარმეობის მიმართულებით: 2.1 ინოვაციური მეწარმეობის ან/და სტარტაპ ბიზნესის/პროდუქტის განვითარების მიმართულებით არანაკლებ 2 პროექტში ტრენერობის/მენტორობის გამოცდილება. 2.2 მაღალი რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ინოვაციურ/ტექნოლოგიურ სტარტაპში, რომელსაც აღებული აქვს მინიმუმ 50 000 ლარის ოდენობის გრანტი ან ინვესტიცია (რის დამადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გრანტის გამცემ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულება ან/და შესაბამისი ცნობა/წერილი). 3. ორი ტრენერი STEAM მიმართულებებით (ტექნოლოგია და ინჟინერია): 3.1 ჩამოთვლილ STEAM დისციპლინებიდან მინიმუმ ერთი მიმართულებით არანაკლებ 2 წლიანი პროფესიული გამოცდილება: რობოტიკაავტომატიზაცია/მიკროელექტრონიკა/ხელოვნური ინტელექტი/ მათემატიკა/მანქანური სწავლება/ IoT საგნების ინტერნეტი; 3.2 STEAM მიმართულებით ტრენინგების ჩატარების, სასწავლო კურსების ჩატარების მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; შენიშვნა: აღნიშნულის დამადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ტრენერების/მენტორების რეზიუმე - ე. წ. СV, ტენდერზე თანდართული ფორმის შესაბამისად, სადაც სრულყოფილად იქნება მოცემული ინფორმაცია მათ გამოცდილებაზე. პრეტენდენტის მიერ არ არის სავალდებულო CV-ის ფორმაში მოცემული ყველა ველის შევსება, იმ შემთხვევაში თუ მის მიერ CV-ში მითითებული ინფორმაციით დასტურდება შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. შემსყიდველი იტოვებს უფლებას რეზიუმეში წარმოდგენილი ინფორმაციისა და გამოცდილების დადასტურების მიზნით მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
პრეტენდენტმა ერთიანი ელექტორნული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს: ა) ფასების ცხრილი დანართის N1-ის შესაბამისად; ბ) 2.2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ; ბ) რეზიუმეები ე.წ CV ფორმა 2.4.1 პუნქტთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად; - ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე; - დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია; - სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით. - თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულება შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც. - გასაწევი მომსახურების საერთო და ერთეულის ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში. შენიშვნა 1: „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ელექტრონულ დოკუმენტებზე შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. შენიშვნა 2: 1.ვერბალური კომუნიკაციის ნაწილში აუცილებელია წინასწარ შეთანხმებული ფორმულირების შესაბამისად სააგენტოს/ტექნოპარკის მოხსენიება; 2. ვიზუალურ კომუნიკაციაში აუცილებელია სააგენტოს/ტექნოპარკის ლოგოს დატანა, ვიზუალიზაცია კომუნიკაციაში, როგორც დიზაინში, ასევე მონიშვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
• იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტი ვალდებული იქნება წარმოადგინოს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტის შესაბამისი დასკვნა, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნა (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. • ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით. ამასთან, ფასწარმოქნის ადეკვატურობის დასაბუთების (ექსპერტიზის დასკვნის) წარმოუდგენლობა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის შესაბამისად.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
- ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი. - გადახდის ფორმა იქნება უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე. - სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი უნდა შეიცავდეს როგორც მომსახურების ღირებულების, ისე აღნიშნული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს; - ანგარიშსწორება მოხდება ფაქტიურად გაწეული მომსახაურების შესახებ გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენის შემდეგ; - ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტისათვის ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამოუმუშავებელი თანხა რჩება"შემსყიდველთან" და იგი არ წარმოშობს მხარეებს შორის რაიმე დამატებით ვალდებულებებს.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
- ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიმწოდებლის მირ საგადასახადო დოკუმენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მიღება-ჩაბარების აქტზე ორმხრივი ხელმოწერიდან არაუგვიანეს 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
მარი აბაშიძე, 577779050, mabashidze@gita.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 2. სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა). 3 პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისად. 4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 5. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე. 6. შესყიდვის ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულ მომსახურების გაწევასთან და საქართცელოს კანონდმებლობით ყველა გადასახადის გათვალისწინებით. 7. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის ველებში მოცემული პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნა შესაძლებელია სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრისგან, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 9.1 პუნქტის ველში; 8. შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან; 9. ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის პირობების ველებსა და ატვირთულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის ველებს; 10. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი