1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
მაისურების შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
მაისური - 1325 ცალი *მიდგმული საყელო; *მასალა: 100% ბამბა; *მოკლემკლავიანი; *მკერდზე მარცხენა მხარეს ლოგოს ბრენდირება, ზურგზე წარწერა - ,,ბათუმის წყალი’’ და WWW.BATS.GE; *წინა და უკანა მხარეს ამრეკლი, ზომით 3-5 სმ; *ბეჭდვის მეთოდი, ფერი ლურჯი; მაისურის ზომები და საბოლოო დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით. პოლოს ტიპის მაისური - 428 ცალი. *უნისექსი; *საკინძე: 3 ღილით, გადმოსაკეცი საყელო; *მოკლემკლავიანი; *მასალა: 100 % ბამბა; *მკერდზე მარცხენა მხარეს ლოგოს ბრენდირება, ზურგზე წარწერა - ,,ბათუმის წყალი’’ და WWW.BATS.GE; *ბეჭდვის მეთოდი, მაისურის ზომები და საბოლოო დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით; * ფერი: ლურჯი და თეთრი შემსყიდველთან შეთანხმებით. ქსოვილი უნდა იყოს მდგრადი ფერის ცვლილების მიმართ. მოსაწოდებული საქონლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, რაოდენობა და ტექნიკური მახასიათებლები, იხილეთ მიმაგრებულ ფაილში - ტექნიკური დავალება (დანართი №1). *ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქონლის მიწოდებისას, თუ კონტროლის განმახორციელებელი პირი ვიზუალური დათვალიერების შედეგად ჩათვლის, რომ შესყიდვის ობიექტი განსხვავდება ტექნიკური აღწერილობისგან ან/და ელექტრონულ ტენდერში წარმოდგენილი ნიმუშებისგან, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს მოსთხოვოს, მოთხოვნიდან (მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს ელ.ფოსტის ან ოფიციალური წერილის მეშვეობით) 20 (ოცი) სამუშაო დღის განმავლობაში წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნა საქონლის ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯით უნდა წარმოადგინოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“, SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული დასკვნა.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა უზრუნველყოს ეტაპობრივად 2025 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან 40 (ორმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1.ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია მიმწოდებელს მიაწოდებს ინფორმაციას საქონლის ზომებისა (მაგალითად: S, M, L, XL, 2XL, 3XL, 4XL) და მათი შესაბამისი რაოდენობების შესახებ, რის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი საქონლის მიწოდება. 1.5.2. საქონლის მიწოდების ადგილია - ქ. ბათუმი, რ. თაბუკაშვილის ქ. №19, შპს ,,ბათუმის წყალი’’; 1.5.3. საქონელი უნდა იყოს ახალი, ექსპლოატაციაში არმყოფი, შესაბამისი შეფუთვით, ზომების მითითებით; 1.5.4. მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიწოდებული საქონლის გადმოტვირთვას და შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე დასაწყობებას.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრედენდენტი ვალდებულია, მიუთითოს ფასების ცხრილის შესაბამის ველში (დანართი №1) საქონლის წარმოშობის ქვეყანა და მწარმოებელი ან/და სასაქონლო ნიშანი. აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ ექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
3.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ
3.1.1.1 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შემოთავაზებული საქონლის ნიმუშები(მაისური,პოლოს ტიპის მაისური) და ლაბორატორიული კვლევის/ექსპერტიზის ორიგინალი/დედანი დასკვნ(ებ)ი (დასკვნ(ებ)ი უნდა აიტვირთოს სისტემაშიც). 3.1.1.2 ლაბორატორიული კვლევები/ექსპერტიზის დასკვნა ჩატარებულ უნდა იქნეს 1.2 პუნქტში ატვირთულ "ტექნიკურ დავალებაში" მითითებული მოთხოვნების შესაბამისად. 3.1.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუშებთან ერთად სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ SGS, INTERTEK, EKOTEKS ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის ორიგინალი/დედანი და ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი ან/და საქონელი(მაისური და პოლოს ტიპის მაისური). 3.1.1.4. ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი, ექსპერტიზაგავლილ ქსოვილთან ან/და საქონელთან ერთად, წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ მდგომარეობაში (ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა შესაძლებელია წარმოადგინოს ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი ან/და საქონელი დალუქულ, ხოლო ექსპერტიზის დასკვნის ორიგინალი/დედანი დაულუქავ მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს დალუქული ქსოვილის ან/და საქონლის, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნასთან იდენტიფიცირება. მაგალითად, ექსპერტიზის დასკვნის ინდივიდუალური ნომერი უნდა ემთხვეოდეს დალუქული საქონლის შეფუთვაზე (შეფუთვაში) არსებულ ნომერს) (ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს პრეტენდენტი). წარმოდგენილი ნიმუშები, ექსპერტიზაგავლილი ქსოვილი ან/და საქონელი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ მოთხოვნებს. 3.1.1.5. უცხოენოვანი დასკვნების შემთხვევაში, ასევე წარმოდგენილ უნდა იქნეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. 3.1.1.6 ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის უნიკალური ნომერი 3.1.1.7 დასკვნა გაცემულ უნდა იქნას არაუადრეს შესყიდვის გამოცხადების თარიღისა.
3.1.2 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 12 სამუშაო დღის ვადაში
3.1.3 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ადგილი
შემოთავაზებული საქონლის ნიმუშები და ლაბორატორიული (ექსპერტიზის) დასკვნები წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე ქ. ბათუმი, რ. თაბუკაშვილის ქ. №19, შპს ,,ბათუმის წყალის” ადმინისტრაციული შენობა, მე-2 სართული, შესყიდვების განყოფილება. სამუშაო საათები 09:00 დან 18:00 მდე
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარმოადგინოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს: სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამის სფეროში უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტში გარკვევით უნდა იკითხებოდეს თუ რომელ სფეროშია აკრედიტირებული დასკვნის გამცემი პირი) ან/და სხვა იმ პირის მიერ, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ შესაბამის სფეროში სერტიფიცირებული შემფასებელი. სხვა პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნა განხორციელებული უნდა იყოს და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელი მოწერილი უნდა ჰქონდეს აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს; პრეტენდენტის მიერ შეფასების ანგარიშთან/დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ შემფასებელზე გაცემული სერტიფიკატის ასლი (სერთიფიკატის გამცემი შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანო აუცილებლად უნდა იყოს აკრედიტებული სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ). აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 4.1.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით უნდა დასტურდებოდეს სატენდერო პირობებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული სატენდერო წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის (განფასების) ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის (განფასების) ერთეულ ღირებულებასთან მიმართებით. 4.1.1.4 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დაუსაბუთებლობა მითითებულ ვადაში ან ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტების შეუსაბამობა სატენდერო პირობებთან ან/და სატენდერო წინადადებასთან, გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანების 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში. ანგარიშსწორება იწარმოებს მიწოდებული საქონლის შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადებისა და შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ ანგარიშსწოებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
თამარ თურმანიძე, 555988668, tamar.turmanidze1995@gmail.com 577511033
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადების გათვალისწინებით. 2. სატენდერო დოკუმენტაციის იმ ნაწილში (ტექნიკური პირობები, ხარჯთაღრიცხვა, დანართი და სხვა), სადაც მითითებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, იგულისხმება "მსგავსი" ან "ეკვივალენტური". 3. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხო ენებზე. დოკუმენტის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 4. სატენდერო პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღების საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 5. წინამდებარე შესყიდვა ხორციელდება "სახელმწიფო შესყიდვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ წესის" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების შესაბამისად.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი