1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
მაისურები
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
წინამდებარე ელ. ტენდერის ფარგლებში, გამარჯვებულმა პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი მახასიათებლების მქონე 938 ცალი მაისურის, გრძელსახელოიანი მაისურის (ინსიგნიით) და მაისურის კოკეტკით (ინსიგნიით) მოწოდება: 1.2.1. მაისური - 868 ცალი 1.2.1.1. სამუშაო მაისური, შესაფერისი ინტენსიური სამუშაოსთვის და მაღალი ტემპერატურის პირობებისთვის; 1.2.1.2. კლასიკური სწორი ჭრა, გამაგრებული მრგვალი ყელი, მოკლე სახელოთი; 1.2.1.3. მხრის გამაგრებული ნაკერი, ორმაგი ნაკერები სახელოებსა და ქვედა კიდეზე; 1.2.1.4. ქსოვილი - ბამბა 100% ან ბამბა 95 % + ელასტინი 5 %; 1.2.1.5. მაღალი ჰაერგამტარობა და ოფლის შთანმთქმელი თვისებები; 1.2.1.6. 1მ² საზედაპირე ქსოვილის წონა 180 ±20 გრ/მ²; 1.2.1.7. დატანილი იქნას შპს „საქართველოს მელიორაციის“ ლოგო, წარწერა და სხვა, ზომები შემსყიდველთან შეთანხმებით; 1.2.1.8. ზომა: M - 33 ცალი; L - 157 ცალი; XL - 283 ცალი; XXl – 236 ცალი; 3XL - 121 ცალი; 4Xl - 19 ცალი; 5Xl - 11 ცალი; 6Xl - 5 ცალი; 8XL - 3 ცალი. 1.2.2. გრძელსახელოიანი მაისური (ინსიგნიით) – 35 ცალი 1.2.2.1. ტრიკოტაჟული ქსოვილისგან გრძელი სახელოთი; 1.2.2.2. მხარის არეში კალთები დამუშავებულია რიბსტოპის ქსოვილის კოკეტით; 1.2.2.3. მაისურის წინა კალთა ჩაჭრილია და დამუშავებულია ფარულად რიბსტოპის ქობით, საყელო გადაფენილი დგარზე; 1.2.2.4. საყელო და დგარის გარეთა დეტალი ტრიკოტაჟული ქსოვილის (წებოვანით დამუშავებული); 1.2.2.5. დგარის შიდა დეტალი რიბსტოპის ქსოვილის; 1.2.2.6. მაისური იკვრება წინ სამი ღილით ღილკილოზე; 1.2.2.7. სახელოს და კალთის ბოლო დამუშავებულია ბრტყელი გვირისტის მანქანით; 1.2.2.8. ქსოვილის შემადგენლობა: არანაკლებ 80% ბამბა; 1.2.2.9. საზედაპირე ქსოვილის წონა 1მ² 160±10 გრ/მ²; 1.2.2.10. ზომები: S - 1 ცალი; M - 1 ცალი; L - 3 ცალი; XL - 12 ცალი; XXL - 9 ცალი; 3XL - 4 ცალი; 4XL – 3 ცალი; 5XL - 1 ცალი; 5XL big -1 ცალი. 1.2.3. მაისური კოკეტკით (ინსიგნიით) – 35 ცალი 1.2.3.1. ტრიკოტაჟული ქსოვილისგან მოკლე სახელოთი; 1.2.3.2. მხარის არეში კალთები დამუშავებულია რიბსტოპის ქსოვილის კოკეტით; 1.2.3.3. მაისურის წინა კალთა ჩაჭრილი და დამუშავებული ფარულად რიბსტოპის ქობით, საყელო გადაფენილი დგარზე; 1.2.3.4. საყელო და დგარის გარეთა დეტალი ტრიკოტაჟული ქსოვილის (წებოვანით დამუშავებული); 1.2.3.5. დგარის შიდა დეტალი რიბსტოპის ქსოვილის; 1.2.3.6. მაისური იკვრება წინ სამი ღილით ღილკილოზე; 1.2.3.7. სახელოს და კალთის ბოლო დამუშავებული ბრტყელი გვირისტის მანქანით; 1.2.3.8. ქსოვილის შემადგენლობა: არანაკლებ 80% ბამბა; 1.2.3.9. საზედაპირე ქსოვილის წონა 1მ² 160±10 გრ/მ²; 1.2.3.10. ზომები: S - 1 ცალი; M - 1 ცალი; L - 3 ცალი; XL - 12 ცალი; XXL - 9 ცალი; 3XL- 4 ცალი; 4XL - 3 ცალი; 5XL - 1 ცალი; 5XL big - 1 ცალი; საქონლის აღწერა: ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი. წინამდებარე სატენდერო პირობების 1.2 პუნქტით განსაზღვრული საქონლის ყველა პოზიცია დამზადებული უნდა იყოს შპს „საქართველოს მელიორაციის“ დამტკიცებული ბრენდბუქის შესაბამისი დიზაინით და ფერებით. წარმოებისას გამოყენებული უნდა იყოს შემდეგი ფერი: HEX: #191B4E, RGB: 25/27/78. ამასთან ფოტო ნიმუშების შესაბამისად ჩანართებში გამოყენებულ უნდა იქნას ფერი: HEX:#72B77F, RGB 114,183,127, რომელიც არ საჭიროებს ექსპერტიზის დასკვნების წარმოდგენას. ლოგო, წარწერა და სხვა: შემოთავაზებული საქონელზე ლოგოს, წარწერის და ,,სხვა" გადატანა უნდა მოხდეს DTF-ს მეთოდით. ინსიგნიები (გრძელსახელოიანი მაისურის და მაისური კოკეტკით შემთხვევაში): მარჯვენა მხარეზე დროშა (6სმX4სმ), მარცხენა მხარეზე შპს „საქართველოს მელიორაციის“ ლოგო წარწერასთან ერთად (4სმX7სმ), გულზე მარცხენა მხარეს წარწერა "ინსპექტორი" (11სმX2.5სმ). დასაშვები ცდომილება აღნიშნულ ზომებში +/-4მმ. შენიშვნა: საორიენტაციოდ ატვირთულია ფოტონიმუშები: დანართი N3 (ლოგო), დანართი N4 (ინსიგნიები) და დანართი N5 (მაისურები). დანართი N1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს სისტემაში) Excel ფორმატში.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
საქონლის მიწოდების ადგილი: ქ.თბილისი, ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი N26.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1. წინამდებარე სატენდერო პირობების 1.2 პუნქტით განსაზღვრულ საქონელზე საგარანტიო ვადა შეადგენს არანაკლებ 1 (ერთი) წელს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღიდან. 1.7.1.2. საგარანტიო ვადის განმავლობაში, საქონლის სწორი ექსპლუატაციის პირობებში, საქონელზე ტექნოლოგიური წუნის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს წუნდებული საქონლის ჩანაცვლება იდენტური და ახალი საქონლით. საგარანტიო ვადის განმავლობაში, საქონლის სწორი ექსპლუატაციის პირობებში ტანსაცმელი უნდა ინარჩუნებდეს თვისობრივ და ხარისხობრივ მახასიათებლებს, ფორმას და ფერს. 1.7.1.3. მიწოდებული შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადის მოქმედების პერიოდში ხარვეზის, არაშემსყიდველის ბრალეულობით დაზიანების და დეფექტის მქონე საქონლის, მათ შორის საექსპლუატაციო თვისებების ვადაზე ადრე გაუარესების დაფიქსირების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს გამოვლენილი ნაკლის ან ხარვეზის გამოსწორება (თუ ეს შესაძლებელია) ან საქონლის შეცვლა ახლით. აღნიშნულის შესახებ "შემსყიდველი" ატყობინებს "მიმწოდებელს" წერილობით ან/და კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით (ელექტრონული ფოსტის მეშვეობით), მომწოდებლის ელექტრონულ სისტემაში მითითებულ რეკვიზიტებში მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე. 1.7.1.4. შეტყობინების გაგზავნის მომდევნო დღიდან აითვლება წუნდებული საქონლის ხარვეზის გამოსწორების ან შეცვლის, შემსყიდველთან შეთანხმებული გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა იყოს 10 კალენდარულ დღეზე მეტი. 1.7.1.5. ინფორმაცია საგარანტიო ვადის თაობაზე მიმწოდებელმა უნდა მიუთითოს დანართი N2 -ის შესაბამის ველში. 1.7.1.6. პრეტედენტს შეუძლია შემსყიდველს შესთავაზოს ზემოთ აღნიშნულ საგარანტიო ვადაზე მეტი მოქმედების ვადის მქონე, კონკრეტული საგარანტიო ვადა.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1 პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის საშუალებით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის შესახებ. 2.1.1.2 მწარმოებლის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, მოდელის ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1. შევსებული დანართი N1 Excel ფორმატში (წინამდებარე სატენდერო პირობების 1.3 პუნქტი); 2.9.2. შევსებული დანართი N2 (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.9 პუნქტი);
3.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ
ექსპერტიზის ან/და ლაბორატორიული დასკვნა/ანგარიში: 3.1.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ქსოვილის მასალის ექსპერტიზის ან/და ლაბორატორიული დასკვნა/ანგარიში შემდეგ მახასიათებლებზე: შემადგენლობა, გრამაჟი, ფერის მედეგობა სინათლის მიმართ (არანაკლებ 4) და ფერის მედეგობა რეცხვაზე (არანაკლებ 4). ექსპერტიზის ან/და ლაბორატორიული დასკვნის/ანგარიშის ორიგინალი/დედანი, ექსპერტიზა გავლილ ქსოვილთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ექსპერტიზის გამცემი პირის ან/და ლაბორატორიის მიერ დალუქულ მდგომარეობაში. 3.1.1.2. ექსპერტიზის ან/და ლაბორატორიის დასკვნა/ანგარიში წარმოდგენილი უნდა იქნეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ან SGS ან INTERTEK ან EKOTEKS ან სხვა აკრედიტირებული პირის (ასეთ შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ასევე აკრედიტაციის ორგანო უნდა იძებნებოდეს ვებ-გვერდზე -https://www.iaf.nu/) მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის ორიგინალი/დედანი (უცხოურ ენაზე წარმოდგენილი საექსპერტო ან/და ლაბორატორიული დასკვნა/ანგარიში უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიულად) დასკვნაში მითითებული მონაცემები სრულად უნდა ემთხვეოდეს და შეესაბამებოდეს გამოსაყენებელი ქსოვილის ტექნიკურ მონაცემებს (ექსპერტის ხარჯებს გაიღებს მიმწოდებელი). შენიშვნა: ექსპერტიზის ან/და ლაბორატორიული დასკვნის/ანგარიშის გაცემის თარიღი არ უნდა უსწრებდეს ტენდერის გამოცხადების თარიღს. 3.1.1.3. თუ მიმწოდებელი წინამდებარე ტენდერში არსებულ საბოლოო პროდუქტებს ქმნის ერთიდაიმავე (მ. შ. იდენტური ფერის) ქსოვილით, შესაძლებელია შესაბამის ქსოვილებზე წარმოდგენილი იქნას ერთი დასკვნა. ნიმუში: 3.1.1.4. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს წინამდებარე ელ.ტენდერის 1.2 პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტების ნიმუში თითოეულ პოზიციაზე, ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისი მახასიათებლებით. წარმოდგენილი ნიმუშები უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნილ პარამეტრებს.
3.1.2 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში
3.1.3 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ადგილი
შემოთავაზებული საქონლის ნიმუშები და ლაბორატორიული ან/და ექსპერტიზის დასკვნები წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვლადიმერ წითლანაძის I შესახვევი N1, 18:00 საათამდე.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს: ექსპერტიზის დასკვნით ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). 4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში - ლარში, მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება 10 სამუშაო დღის განმავლობაში, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ნათია დევნოზაშვილი, 597774455, Natia.Devnozashvili@ag.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს. ასეთ შემთხვევაში, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 10.1.2. ყველგან, თუკი სადმე მითითებულია სასაქონლო ნიშანი, მწარმოებელი, ბრენდი და მოდელი ან/და კოდი ან/და მწარმოებლის მიერ მითითებული მაიდენტიფიცირებელი მონაცემი იგულისხმება "მსგავსი" ან "ექვივალენტური". ასევე, თუ მოთხოვნილია სტანდარტთან შესაბამისობა, იგულისხმება მითითებული ან მისი ექვივალენტური სტანდარტი. 10.1.3. 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ, მის მიერ შექმნილ, ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (იხილეთ სახელმძღვანელო ინსტრუქცია). 10.1.4. სატენდერო წინადადება და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.5. თუ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის გამარჯვებული პრეტენდენტი იქნება დარეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად შესასყიდი საქონლის ღირებულებას (შემოთავაზებულ მთლიან თანხას) დაემატება დღგ (18 %).
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი