1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ა(ა)იპ ,,საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი“-ს ,,სოფლის ექიმი’’-ს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ: ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაპალაში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში და კახეთის რეგიონში, კერძოდ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში ახალი ამბულატორიების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
ტექნიკური დავალება განსაზღვრავს ძირითად მითითებებსა და მოთხოვნებს, რომელიც შეეხება სამშენებლო ობიექტისათვის შესაბამისი სამუშაოების შესრულებას. მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს წინამდებარე ტექნიკური დავალების შესაბამისად. სამშენებლო სამუშაოები უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი და მიღებული საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს კვალიფიცირებული და გამოცდილი თანამშრომლების ჩართულობა პროცესებში რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილი და დაცული იქნას უსაფრთხოების ნორმები როგორც შიდა სამუშაო, ისე გარე ტერიტორიაზე. პრეტენდენტმა სამუშაოები უნდა შეასრულოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და საქართველოში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად და დაცული უნდა იყოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 18 ნოემბრის N100 ბრძანების "უსაფრთხოების ტექნიკის წესები ელექტროდანადგარების ექსპლოატაციისას" ნორმები. სამუშაოების შესრულებისას გათვალისწინებული უნდა იყოს სამშენებლო სამუშაოების სპეციფიკა, ობიექტის გეოგრაფიული და ბუნებრივი პირობები. მიმწოდებელს დეტალურად უნდა ჰქონდეს შესწავლილი ადგილობრივი ბაზარი, ობიექტის მასალების შეუფერხებელი მომარაგების თვალსაზრისით, უნდა იცნობდეს ადგილობრივ სპეციფიკას, ითვალისწინებდეს როგორც გლობალურ, ასევე ლოკალურ საბაზრო კონიუნქტურას, ობიექტის გეოგრაფიულ მდებარეობას, ობიექტზე მისასვლელ გზებს, ბუნებრივ პირობებს. შესასრულებელი სამუშაოთა დეტალური ჩამონათვალი განსაზღვრულია ტექნიკური დავალების დანართებით და სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის დანართების მიხედვით (ხარჯთაღრიცხვა). შესასრულებელი სამშენებლო პროექტის შემადგენელი ნაწილები, სპეციფიკაციები და სხვა აუცილებელი ინფორმაცია, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან, მოცემულია ამ ტექნიკური დავალების დანართებში, რომლებიც ცალკე დოკუმენტის სახით ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველთან შეთანხმებით, საჭიროებისამებრ განახორციელოს საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა. ტექნიკური დავალების დანართები: • ტექნიკური დავალების დანართები (არქიტექტურული ნაწილი და კონსტრუქცია) • ტექნიკური დავალების დანართი N2.2. - დეტალური სპეციფიკაციები • ტექნიკური დავალების დანართი N2.3. - ზოგადი სპეციფიკაციები შენიშვნა: ტექნიკური დავალების დანართები წარმოადგენს წინამდებარე ტექნიკური დავალებისა და შესაბამისად სატენდერო დოკუმენტაციის განუყოფელ ნაწილს, რომელიც შემდგომში განისაზღვრება ხელშეკრულების დანართის სახით. პრეტენდენტმა უნდა დაადასტუროს, რომ გაცნობილი აქვს ტექნიკური დავალებითა და მისი ყველა დანართით გათვალისწინებული მოთხოვნები, ასევე სატენდერო დოკუმენტაციით და მისი დანართებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა და სამუშაოთა მიწოდებას უზრუნველყოფს მათი განუხრელი დაცვით. ტექნიკური დავალების დანართი N2 (თანხმობა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ტექნიკურ დავალებაზე) წარმოდგენილი უნდა იყოს მოცემული შინაარსის დაცვით. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის რეზიდენტი პირი, დანართი N2 (თანხმობა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ტექნიკურ დავალებაზე) სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, დანართი N2 (თანხმობა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ტექნიკურ დავალებაზე) სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით. სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2 ატვირთული არის წინამდებარე პუნქტში 1.2. სამუშაოების დასრულების შემდგომ, (სამუშაოების დასრულებულად ჩაითვლება ექსპერტიზის დადებითი დასკვნის შემდგომ) მიმწოდებელი წერილობით აცნობებს შემსყიდველს, რომ ობიექტი დასრულებულია და მზადაა ჩასაბარებლად. წარმოდგენილი წერილი და ობიექტის საბოლოო ანგარიში უნდა მოიცავდეს დასრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარებისათვის განსაზღვრულ, მიმწოდებლის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენ დოკუმენტაციას: ა) ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად საჭირო, საკადასტრო აზომვით ნახაზს, შენობა-ნაგებობ(ებ)ის დატანით; ბ) მშენებლობის ნებართვები რომელიც თავის მხრივ მოიცავს: პირველი ეტაპი-მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა. 1. მიწის ნაკვეთზე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები; 2. საინფორმაციული დაფა (ბანერი)-მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენისათვის; (ბანერი უნდა გამოიფინოს საპროექტო ნაკვეთზე და გადაიღოს ფოტოსურათები ახლო და შორი მანძილიდან (დათარიღებული)); 3. ა) ექსპერტის დასკვნა მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ და ტოპოგრაფიული გეგმა რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით; დენდროლოგიური კვლევა (შეთანხმებული გარემოს დაცვის სააგანტოში) ბ) ინფორმაცია დაგეგმილი გამწვენების შესახებ, რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი; 4. საჭიროების შემთხვევაში საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემები (შეთანხმებული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში); 5. საჭიროების შემთხვევაში თანხმობები მიწისქვეშა კომუნიკაციების და ხაზობრივი ნაგებობების მფლობელებისგან; მეორე და მესამე ეტაპი - პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის მიღება 1. კონსტრუქციული ნაწილის ექსპერტიზა 2. საჭიროების შემთხვევაში მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი. 3. საინფორმაციული დაფა (ბანერი)-მშენებლობის ნებართვის მისაღებად; (ბანერი უნდა გამოიფინოს საპროექტო ნაკვეთზე და გადაიღოს ფოტოსურათები ახლო და შორი მანძილიდან (დათარიღებული)); 4. საინფორმაციული დაფა (ბანერი)-მშენებლობის ნებართვის ბრძანების ნომრის და სათანადო ინფორმაციის მითითებით 5. დენდროლოგიური პროექტის საინფორმაციო დაფა (ბანერი). ბანერები გამოფენილი უნდა იყოს მშენებლობის დამთავრებამდე. გ) ფარული სამუშაოების აქტებს; დ) გამოყენებული სამშენებლო მასალების ლაბორატორიული გამოცდის დასკვნებს; ე) სერტიფიკატებს (პასპორტებს) ქარხნული წესით დამზადებულ კონსტრუქციებზე; ვ) სერტიფიკატებს (წარმოშობისა და ხარისხის) გამოყენებულ მასალებზე; ზ) შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტს (ფორმა N2), სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის (ორგანიზაციის) მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე; თ) შესრულებული სამუშაოების საბოლოო ტოპო-გეოდეზიურ ანაზომს; ი) საშემსრულებლო ნახაზებს; კ) დანადგარების და მოწყობილობების გამოცდის ოქმებს
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
სამუშაოების შესრულების სრული ვადა მოიცავს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს. სამუშაოების მიმდინარეობის შემოწმების მიზნით, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელს გააჩნია ვალდებულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღეში, წარუდგინოს შემსყიდველს, მასთან შეთანხმებული შინაარსისა და ფორმატის სამშენებლო სამუშაოების ხაზობრივ- გრაფიკი (შემდგომში კალენდარული გრაფიკი), რომელშიც თვალნათლივ უნდა იყოს ნაჩვენები სამუშაოს წარმოების პროცესი და თუ რა თანმიმდევრობით განხორციელდება სამუშაოების მიწოდება. (სამუშაოების შესრულების სრული ვადა მოიცავს მშენებლობის ნებართვების აღებისთვის საჭირო პერიოდს და საბოლოო ექსპერტიზისათვის საჭირო ვადას).
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.სამუშაოების შესრულების ფორმა: მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართებით, სამუშაოების მიწოდების კალენდარული გრაფიკის, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების მიხედვით. 2. სამუშაოების შესრულების მისამართი: ქვემო ქართლის რეგიონი, კერძოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭაპალა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი კოდა, ასევე, კახეთის რეგიონი, კერძოდ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი ბადიაური
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
1.6.1 შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართს და შესაბამისად მის განუყოფელ ნაწილს. 1.6.2. შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადა შეადგენს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 365 (სამას სამოცდახუთი) კალენდარულ დღეს; 1.6.3. შესრულებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველსაყოფად, წინამდებარე ტენდერის ხელშეკრულების ფარგლებში გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან) მიერ გაცემული ხარისხის უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტია, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულების 5%–ის ოდენობით. გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესრულებული სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადის ამოწურვის თარიღს (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 365 (სამას სამოცდახუთი) კალენდარულ დღე). გარანტია გაცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტა - ლარში. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. 1.6.4 შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან (ჩამოთვლილი კომპონენტების არსებობის შემთხვევაში): 1.1. კარ-ფანჯრები - არანაკლებ 5 წელი, საკეტები - არანაკლებ 1 წელი; 1.2. შენობის შიდა მოპირკეთება - არანაკლებ 1 წელი; 1.3. ფასადის და სარინელის სამუშოები - არანაკლებ 5 წელი; 1.4. შიდა სამღებრო სამუშაოები - არანაკლებ 1 წელი; 1.5. გარე სამღებრო სამუშაოები - არანაკლებ 3 წელი; 1.6. სანტექნიკა და ელექტროობა - არანაკლებ 5 წელი; 1.7. გათბობის სისტემა, საქვაბე, სავენტილაციო და გათბობა-გაგრილების აგრეგატები - არანაკლებ 3 წელი; 1.8. იატაკი - არანაკლებ 2 წელი; 1.9. წყალსადენისა და კანალიზაციის გარე ქსელი - არანაკლებ 2 წელი; 1.10. შენობის გადახურვა - არანაკლებ 10 წელი, გარე (ფასადის) კედლების მოსაპირკეთებელი სამუშაოები (არანაკლებ 10 წელი), ელ. გაყვანილობის მოწყობაში გამოყენებულ სადენებზე არანაკლებ 25 წელი; 1.11. სხვა დანარჩენი - არანაკლებ 1 წელი.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 3 000 000 ლარი დღგ-ის გათვალისწინებით. 1.1 გამოცდილების არეალი: საქართველოს ტერიტორია ან/და პირის, ვისი გამოცდილებაც წარმოდგენილია ტენდერში, რეგისტრაციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვა ქვეყნის ტერიტორია. არარეზიდენტი პირის მიერ დაფუძნებული სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) მიერ, ამავე პირის დაფუძნებული სხვა სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) გამოცდილების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ სათაო კომპანიის წერილობითი წარდგინებით (რაც ჩაითვლება სათაო კომპანიის გამოცდილებად), საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს გამოცდილების შინაარსი, მისი შესრულების ადგილი და შემსრულებელი. 2. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 01.01.2020-დან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე პერიოდს; 3. ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება შენობ(ებ) ის სამშენებლო სამუშაოები. 4. პრეტენდენტის მიერ, საანგარიშო პერიოდში, ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების გამოცდილების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ის შესაბამისად. 4.1 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართში N4-ში მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია. 4.2 დანართი N4-ში მითითებულ ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებზე, რომლებშიც დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შემსყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია: 4.2.1 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ში მითითებულ ანალოგიურ სამუშაოებზე, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ორმხრივად (როგორც დამკვეთის ასევე შემსრულებლის მხრიდან) შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული დოკუმენტი, საიდანაც უნდა იდენტიფიცირდებოდეს როგორც სამუშაოების შინაარსი და ღირებულება, ასევე საანგარიშგებო პერიოდში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება და სამუშაოს მიმდინარეობის პროცესი (მიმდინარე/დასრულებული) დაწყებისა და დასრულების ვადების მითითებით. ამასთან: ა) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ში მითითებულ სამუშაოებზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების სამუშაოები შეასრულეს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეებმა ცალ-ცალკე, აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში. 5. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში: 5.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ (წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი). 5.2 საზღვარგარეთ შესრულებული სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით: ლეგალიზებული ან აპოსტილით ან ნოტარიულად დამოწმებული. 6. პრეტენდენტი ვალდებულია, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება მიუთითოს ლარებში. ამასთან, უცხოურ ვალუტაში შესრულებული სამუშაოების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს ლარებში, სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით. 7. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა 7.1 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. 7.2 ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 7.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
ტენდერში გამარჯვებულ მიმწოდებელს გააჩნია ვალდებულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს შემსყიდველს, მასთან შეთანხმებული შინაარსისა და ფორმატის კალენდარული გეგმა-გრაფიკი.
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
სატენდერო პროცედურების განხორციელების ეტაპზე ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნას ქვეკონტრაქტორის შესახებ ყველა ის ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც მოეთხოვება პრეტენდენტს. შენიშვნა: ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი: 1) სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის დანართები (ხარჯთაღრიცხვა-ბადიაური, ჭაპალა, კოდა). სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები: 1. გაუთვალისწინებელი ხარჯები წარმოდგენილი უნდა იყოს ფიქსირებული პროცენტული მაჩვენებლის (5%-ის) შეუცვლელად. გაუთვალისწინებელი ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება მხოლოდ ასეთი ხარჯების არსებობის შემთხვევაში. გაუთვალისწინებელი ხარჯების არსებობისას, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ასეთი ხარჯების დეტალური გაშიფვრა და დასაბუთება. გაუთვალისწინებელი სამუშაოების გაწევის უფლება მიმწოდებელს ეძლევა შემსყიდველის, ან მის მიერ უფლებამოსილი პირის თანხმობის შემთხვევაში. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დაზუსტებული სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის დანართების (ხარჯთაღრიცხვა) წარმოდგენის შემთხვევაში, დაუშვებელია შეიცვალოს გაუთვალისწინებელი ხარჯების პროცენტული მაჩვენებელი (5%). 2. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის დანართების (ხარჯთაღრიცხვა) საერთო და ერთეულის ფასებში გათვალისწინებული უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, რომელიც პირდაპირ არ არის მითითებული დანართების (ხარჯთაღრიცხვების) ჩამონათვალში და რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია შესყიდვის ობიექტის სრულფასოვანი მიწოდებისათვის. 3. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის დანართების (ხარჯთაღრიცხვები) შემოწმების დროს, ერთეულის ღირებულების მოცულობაზე გამრავლებით მიღებულ რიცხვსა და საერთო ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ღირებულებას. 4. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის დანართების (ხარჯთაღრიცხვები) წარმოდგენილი უნდა იყოს Microsoft Excel Worksheet-ისა და PDF ფაილების ფორმატით. რეზიდენტი პრეტენდენტის ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში, PDF ფაილის ფორმატით წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ან ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, PDF ფაილის ფორმატით წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით. 2) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2 (თანხმობა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ ტექნიკურ დავალებაზე). 3) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით (ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების შესახებ მოთხოვნები) განსაზღვრული, წარმოსადგენი დოკუმენტაცია - დანართი N4. 4) ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტსა და ქვეკონტრაქტორს შორის გაფორმებული სამართლებრივი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი და 2.8.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტ(ებ)ი; შენიშვნა: 1. წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, რაც უნდა მოიცავდეს დამატებითი ღირებულების გადასახადს (დღგ). 2. გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენისას გასათვალისწინებელი მოთხოვნები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 (მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ) პუნქტში. 3. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 4. წინამდებარე ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების, ან/და ინფორმაციის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაცის დამადასტურებელი დოკუმენტი) რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა. 2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადგენილებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის" მოთხოვნების შესაბამისად. 3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულ ფასებთან მიმართებით.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
6.4.1 ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან ,,ს.ს.ი.პ. „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. 6.4.2. უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის'' მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია“ (ლარში). საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
1. შესაძლებელია საავანსო ანგარიშსწორება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამშენებლო სამუშაოების შესრულების პერიოდში, საქართველოში მოქმედი საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული, „შემსყიდველთან“ შეთანხმებული შინაარსის, უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 25%-ის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების საბოლოო ვადას. 2. ავანსის ოდენობასა და პერიოდულობას განსაზღვრავს „შემსყიდველი“, „მიმწოდებლის“ მიერ წარმოდგენილი არგუმენტირებული მოთხოვნის საფუძველზე. 3. თეთრ სიაში რეგისტრირებული „მიმწოდებელი“ უფლებამოსილია წარმოადგინოს წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო გადახდა) საბანკო გარანტია, საავანსო თანხის 50%-ის ოდენობით. 4. წინასწარ ავანსის სახით გადარიცხული თანხის დაქვითვა განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტებისა და „მიმწოდებლის“ მიერ წარმოდგენილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს ინსპექტირების განმახორციელებელი პირ(ებ)ის მიერ. 5. მე-3 პუნქტში აღნიშნული შემთხვევისას, თავდაპირველად განხორციელდება არაუზრუნველყოფილი საავანსო თანხის დაქვითვა სრულად, არაუზრუნველყოფილი საავანსო თანხის სრულად დაქვითვის შემდეგ, წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხიდან, პარალელურად განხორციელდება არაუზრუნველყოფილი ავანსიდან დაქვითული თანხის პროპორციული ღირებულების დასაქვითი თანხის 5%-ის დაკავება. 6. ყოველი მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან განხორციელდება საავანსო თანხის დაქვითვა, „შემსყიდველის“ მიერ ყოველ ეტაპზე განსაზღვრული პროპორციით. შენიშვნა: საავანსო ანგარიშსწორებით სარგებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 (ოცი) სამუშაო დღეში წარმოადგინოს წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) საბანკო გარანტია.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება, ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე. 2. შუალედური ანგარიშსწორების მიზნით, არაუმეტეს ოთხჯერ და არანაკლებ სახელშეკრულებო თანხის 25%-ის ოდენობით, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს შესაბამისი სამუშაოს შესრულების ფორმა N2, ფორმა N3 და ფარული სამუშაოების აქტები დადასტურებული სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ მომზადებულ საექსპერტო დასკვნისა და ინსპექტირების განმახორციელებელი პირის/პირების მიერ. 3. შუალედური ანგარიშსწორებისას, მიმწოდებელს დაექვითება შემსყიდველის წარმომადგენლის მიერ დადასტურებული ფორმა N2-ით განსაზღვრული ღირებულების 5% პროცენტი, რომელიც ანაზღაურდება საბოლოო მიღება-ჩაბარების დროს წარმოდგენილი დაექსპერტებული შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისად. 4. საბოლოო ანგარიშსწორებისთვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ მომზადებულ საექსპერტო დასკვნას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების თაობაზე. 5. ამასთან, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს საბოლოოდ დასრულების თაობაზე მიმართოს შემსყიდველ ორგანიზაციას სამუშაოს შესრულებისთვის განსაზღვრულ ვადაში და მომართვიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში წარმოადგინოს საბოლოო ფორმა №2 და სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების თაობაზე. 6. საბოლოო ანგარიშსწორებისათვის მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს, სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის მიერ მომზადებული, საექსპერტო დასკვნა ჩატარებული ელექტრო სამუშაოების გამართულობაზე და მისი გამოყენების უსაფრთხოებაზე. 6.1 საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისათვის მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს დაკვამლიანების ავტომატური სამისამართო დეტექციის სისტემისთვის შსს-საგანგებო სიტვაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებული პროექტი და შესაბამისობის აქტი. 7. ყოველი მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან განხორციელდება შესრულებული სამუშაოს ღირებულების 5%-ის დაკავება, აღნიშნული თანხიდან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფაქტიურად შესრულებული სამუშაობის მთლიანი ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა დაუკავდება მიმწოდებელს სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად, დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებულ სამუშაოთა დასრულების თარიღიდან 365 დღე) დასრულებისა და დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდში დეფექტების არარსებობის შესახებ ინსპექტირების განმახორციელებელი პირის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე. ხოლო თანხის დანარჩენი ნაწილი დაუბრუნდება მიმწოდებელს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) დღის ვადაში. 8. მიწოდებული სამუშაოების ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად სამუშაოების ღირებულების 5%- ის ანგარიშსწორების მიზნით, „შემსყიდველის“ მიერ შედგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) დღის ვადაში, „მიმწოდებელი“ ვალდებულია წარუდგინოს „შემსყიდველს“, მასთან შეთანხმებული შინაარსის, საქართველოში მოქმედი საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული, გამოუთხოვადი, უპირობო, შესრულებული სამუშაოების ხარისხის დაცვის უზრუნველყოფის 5%-იანი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) დღით უნდა აღემატებოდეს დეფექტებზე პასუხისმგებლობის (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამუშაოთა დასრულების თარიღიდან 365 დღე) პერიოდს. 9. საექსპერტო დასკვნის ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ, საკუთარი ხარჯით. 10. ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით. 11. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ არ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მხოლოდ მის მიერ ფაქტობრივი მოცულობებით შესრულებული სამუშაოს ღირებულებას, ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია სამუშაოთა აუთვისებელი მოცულობებისა და სამუშაოთა სახეობების შესრულებაზე და მის გადახდაზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ლევანი, 595997377, ltabidze@moh.gov.ge . ეთერ ტეტუნაშვილი, 577039363, etetunashvili@moh.gov.ge ხარჯთაღრიცხვასთან და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით: ნოდარ ჩიქოვანი - 595 800 875 დავით ალაშვილი - 598 884 211 არქიტექტურულ და კონსტრუქციულ საკითხებთან დაკავშირებით - ნინო ბერიძე - 599 274 836
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და ხარჯის გათვალისწინებით. მათ შორის წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტით (მიუთითეთ საქონლის/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება)) განსაზღვრული მიმწოდებლის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტაციის ხარჯების გათვალისწინებით. შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარებში. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის ფასი არ უნდა აღემატებოდეს ტენდერის სავარაუდო ღირებულებას. 10.1.2. დეფექტურ აქტში გაუთვალიწინებელი ხარჯებისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შეცვლა დაუშვებელია. შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაქვემდებარება და გამოიწვვს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას; ხარჯთაღრიცხვა განუფასებლად ჩაითვლება თუ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს. საექსპერტო მომსახურების ღირებულება გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის N14 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფის შესაბამისად. 10.1.3. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში დაუშვებელია დეფექტური აქტით განსაზღვრული სამუშაოების დასახელების, განზომილებისა და რაოდენობების ცვლილება. 10.1.4. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.5. სატენდერო დოკუმენტაციის დანართი: №1 (ხარჯთაღრიცხვა), დანართი №2 და დანართი №4 დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ან ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, თუ კი პრეტენდენტი არის რეზიდენტი პირი (თუ კი პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით). 10.1.6. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 10.1.7. პრედენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.8. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი უნდა დააფიქსიროს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით და წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის დანართების (ხარჯთაღრიცხვა) მიხედვით. 10.1.9. ელექტრონული ტენდერისათვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სატენდერო კომისიას, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოსთხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, განხორციელდება შესაბამისი განმარტება, რითაც შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა. 10.1.10. სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მიღების საკითხი რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს მე-8 მუხლის შესაბამისად.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი