1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობის ბლანკის სახელმწიფო შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობის ბლანკი - 170 000 ცალი; ტექნიკური მახასიათებლები: სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ბლანკი უნდა იყოს: 110-120 გრ (დასაშვები ცდომილება ±4%) მსუბუქად ცარცირებული ოფსეტური ქაღალდი; იმიტირებული ექსკლუზიური წყლის ნიშნებით (საქართველოს ეროვნული დროშის გამოსახულებით); ფერი - 10%-იანი ყვითელი; მოწმობა ერთგვერდიანია და მზადდება A4 ფორმატის ქაღალდზე.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №67ა. 2. შესყიდვის ობიექტი შეფუთული უნდა იყოს 100 ცალიან შეკვრებად. 100 ცალიანი შეკვრები თავის მხრივ შეფუთული უნდა იყოს 1000 ცალიან შეკვრებად. შეფუთული საქონელი დამოწმებული უნდა იყოს მიმწოდებლის მიერ პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით ან/და ბეჭდით და მინიშნებული უნდა იყოს საქონლის დასახელება და რაოდენობა. მოსაწოდებელი საქონელი შეფუთული უნდა იყოს მიმწოდებლის შეხედულებისამებრ ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული ტრანსპორტირებისას მოსალოდნელი დაზიანებები.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტმა, ფასების ცხრილის შესაბამის გრაფაში ჩაწერის გზით, უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია საქონლის მწარმოებლის შესახებ. შენიშვნა: „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის შესახებ, გარდა ამავე მუხლის მე-3 პრიმა პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1. პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს წინამდებარე კითხვარის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი; 2. შემოთავაზებული შესყდვის ობიექტი უნდა იყოს ახალი, დეფექტის გარეშე და ტრანსპორტირებისთვის უსაფრთხო ქარხნული შეფუთვით; 3. დაუშვებელია პრეტენდენტის მიერ ტენდერში ქვეკონტრაქტორით მონაწილეობა.
3.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ
საუკეთესო ფასის მქონე პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შემოთავზებული შესყიდვის ობიექტის ნიმუში არანაკლებ 20 ცალი, ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული ყველა პარამეტრის დაცვით. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებას იტოვებს, მის მიერ შერჩეული მეთოდით, შეამოწმოს წარმოდგენილი ნიმუშის შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
3.1.2 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
3.1.3 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ადგილი
შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარმოდგენის ადგილია ზვიად გამსახურდიას სანაპიროს ქუჩა N1 (თბილისის იუსტიციის სახლი)
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
1. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტ(ებ)ი უნდა ადასტურებდეს პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებაში. 2. პრეტენდენტის მიერ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების მიზნით, პირველი პუნქტით განსაზღვრული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის შეფასება გაკეთებული უნდა იყოს შეფასების მომენტისთვის არსებული მდგომარეობის განხილვის შედეგად მიღებული მონაცემების გათვალისწინებით და არა სამომავლოდ განსახორციელებელ მანიპულაციაზე ან მომავალში ჩასატარებელ რაიმე ღონისძიებაზე ან მოვლენაზე დაყრდნობით.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენის (დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში) შემდგომ
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენიდან (დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში) არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
სოფიკო მჭედლიშვილი, 511564600, so.mchedlishvili@sda.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და გადასახდელები) გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით; 10.1.2 2019 წლის 1 იანვრიდან შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ყველა ელექტრონულ დოკუმენტზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. აღნიშნული წესით შესრულებული დოკუმენტი იურიდიული ძალის მქონეა. დოკუმენტების ელექტრონულად დამოწმება შესაძლებელია: 1) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტების (მათ შორის: ფასების ცხრილი, გეგმა-გრაფიკი და სხვა) დამოწმება ცალ-ცალკე, ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. 2) სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის ელექტრონულად წარსადგენად შესაძლებელია თავფურცელის (წერილის სახით) უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონულად ხელმოწერილი ან ორგანიზაციის ელექტრონული შტამპით დამოწმებული სახით მომზადება, რომელშიც მითითებული იქნება, რა მიზნით წარადგენთ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას და აქვე ჩამოთვლით იმ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას, რომლის წარმოდგენასაც გეგმავთ სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის სახით. ასეთ შემთხვევაში წერილის დანართ(ებ)ი არ საჭიროებენ ელექტრონულად დამოწმებას. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასეთი სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია ჩაითვლება ელექტრონულად დამოწმებულად. აღნიშნული წესი არ ეხება: 1) არარეზიდენტი პირებს. შესაბამისად, მათ მიერ შექმნილი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ. 2) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე (https://t.ly/74T1s) განთავსებული რეკომენდაციით გათვალისწინებულ დოკუმენტებს (მათ შორის, ექსელის სახით წარმოდგენილი "ფასების ცხრილი"). შესაბამისად, აღნიშნულ დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/შტამპით დამოწმება არაა სავალდებულო და არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 10.1.3 სატენდერო წინადადება და თანმხლები დოკუმენტები შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე, კერძოდ, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ნოტარიუსთა ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულ ნოტარიუსთა მიერ დამოწმებული თარგმანი; 10.1.4 ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება; 10.1.5 ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია 8.1 პუნქტში, რომელიც დაზუსტდება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. 10.1.6 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. 10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის (მათ შორის, "ფასების ცხრილთან "დაკავშირებით) საშუალება და პროცედურა განისაზღვრება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ"სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის შესაბამისად; 10.1.8 სატენდერო წინადადებასთან ერთად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი ორგანიზაციის შესახებ ის ინფორმაცია (მათ შორის საბანკო), რომელიც არ არის შევსებული ელექტრონულ სისტემაში არსებულ მიმწოდებლის პროფილში.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი