1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარე, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის წყალსადენის რეაბილიტაცია
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
ტექნიკური დავალება პრეამბულა XII-XIII საუკუნეებში აგებული, ვარძიის კლდეში ნაკვეთი ხუროთმოძღვრული კომპლექსი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. ვარძიის ხუროთმოძღვრება დაფუძნებულია წინასწარ შემუშავებულ კომპოზიციურ იდეაზე - მრავალსართულად გამოკვეთილი ანსამბლი განლაგებულია კლდის უბის სიღრმეში ჩასმული ცენტრის - ტაძრის გარშემო. ვარძიის ქვაბულები გრძივად დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, 500 მ-იანი ფრონტითაა გადაშლილი. ქვაბულები განთავსებულია იარუსებად. ცალკეულ მონაკვეთებში გვხვდება ხუთი, ექვსი და შვიდი იარუსი, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში ქვაბულთა 13 იარუსი დასტურდება. კომპლექსში დღეისათვის დადასტურებულია კლდეში ნაკვეთი ექვსასზე მეტი სათავსო. XX-XXI ს.ს კომპლექსის ტერიტორიაზე მოქმედი მონასტერი დაარსდა. ასევე, გაიმართა კომპლექსის ინფრასტრუქტურა (მისასვლელი გზა, ბილიკები, ტურისტული ცენტრი, ადმინისტრაციული შენობა, გარე განათება, საინჟინრო კომუნიკაციები, კეთილმოწყობის სხვა ელემენტები). თუმცა, ბოლო პერიოდში სასმელი წყალმომარაგების მაგისტრალი ნაწილობრივ მწყობრიდან გამოვიდა, რაც კომპლექსის სასმელი და ტექნიკური წყლის გარეშე დარჩენის საშიშროებას ქმნის. ამდენად, უმოკლეს დროში ჩასატარებელია სათავე ნაგებობისა და მთლიანი წყალსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოები: • N1 და N2 კაპტაჟის მოწყობა; • N2 კაპტაჟიდან გამომავალი მილისთვის საყრდენი კედლის მოწყობა; • მონოლითური რკინა-ბეტონის სათვალთვალო ჭის მოწყობა; • არსებული წყალსადენი მილების რეაბილიტაცია; • საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია; • გზის საფარის აღდგენა. მიზანი და ძირითადი პირობები სარეაბილიტაციო სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს ძეგლის არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ ხელმძღვანელობას. სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, სტანდარტული, მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული. ხარისხიან პროდუქტში მოიაზრება, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული მასალა, რომელიც წარმოებულია პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში. სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა შესრულების ხარისხს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად. სამუშაოების მიმდინარეობისას ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ის გამოვლენისა და მისი დასაბუთების შემთხვევაში, რაიმე გადახვევა შეთანხმებული უნდა იქნეს შემსყიდველთან. სამუშაოები განხორციელდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინჟინერ-მშენებლის ზედამხედველობით. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პერსონალი (ინჟინერ-მშენებელი) ვალდებულია, ხელშეკრულების დადებიდან სამუშაოების სრულად დასრულებამდე, ყოველთვიურად (არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვამდე) წარმოადგინოს ძეგლზე მიმდინარე სამუშაოებზე შესაბამისი წერილობითი ინფორმაცია. მიწის და მიწასთან დაკავშირებული ფიზიკური სამუშაოები განხორციელდეს არქეოლოგის ზედამხედველობით. მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისგან და დაკარგვისგან, ასევე, გარემო პირობებისა და არასასურველი ზემოქმედებისგან. მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე შემსყიდველს წარუდგენს ინფორმაციას წერილობით, ანგარიშის სახით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას. შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ტექსტური და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით. მიმწოდებელი ვალდებულია რეაბილიტაციის დაწყებამდე ძეგლზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: • მესაკუთრე; • შემსყიდველი; • მიმწოდებელი; • ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა. რეაბილიტაციის წარმოების ძირითადი მოთხოვნები სარეაბილიტაციო სამუშაოები, აგრეთვე მეთოდოლოგია უნდა დაისახოს საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ მოთხოვნებისა და ძეგლთა დაცვითი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა წარიმართოს საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ობიექტზე განსახორციელებელი ყველა ტიპის სამუშაოების პროცესში თავიდან უნდა იქნას აცილებული ნებისმიერი სახის უხეში ჩარევა და რომელიმე კულტურული ღირებული ნაწილის უნებლიე ან/და მიზანმიმართული დაზიანება და განადგურება. ნებისმიერი ჩარევა უნდა იყოს: - შეძლებისდაგვარად მინიმალური; - შეძლებისდაგვარად ადვილად უკუქცევადი; - ყველა ჩარევა უნდა იყოს მკაცრად და დეტალურად დოკუმენტირებული; - გამოყენებული უნდა იქნას ეკოლოგიურად უსაფრთხო და ორიგინალთან თავსებადი მასალები და ნივთიერებები. კრიტიკულად არასტაბილური მონაკვეთების გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია, გადაუდებელი პრევენციული ზომების მიღება (დროებითი, შექცევადი გამაგრებების გაკეთება), რათა ნაგებობის და მისი შემადგენელი კომპონენტების სამუშაო პროცესში არ მოხდეს კრიტიკულად არასტაბილური ნაწილების მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება და საბოლოოდ განადგურება. შემსყიდველი იტოვებს უფლებას ფიზიკური სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დააზუსტოს ისეთი ტექნიკური პირობები, რომლებიც არ გამოიწვევენ სამუშაოების მოცულობათა და შინაარსის მნიშვნელოვან ცვლილებებს. აგრეთვე, შემსყიდველი იტოვებს უფლებას სატენდერო დავალებისა და სატენდერო წინადადების საფუძველზე დააზუსტოს მოთხოვნები შესასრულებელი სამუშაოების მიმართ. შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
შესრულებულ სამუშაოთა საბოლოო ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 (ორმოცდაათი) კალენდარული დღე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ასპინძის მუნიციპალიტეტი, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
სამუშაოების დასრულების შემდეგ (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან) 5 (ხუთი) წლის განმავლობაში რაიმე წუნის (დეფექტი ნაკლოვანებები) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული წუნი გამოწვეულია მიმწოდებლის მიზეზით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით. პრეტენდენტი ტენდერში მონაწილეობით ავტომატურად აცხადებს თანხმობას სამუშაოს საგარანტიო ვადებთან და პირობებთან დაკავშირებით, რომელიც შემდგომში წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს 2017 წლიდან დღემდე უნდა გააჩნდეს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოცდილება (გარდა გვირაბებისა და გზებისა), არაუმეტეს ორი ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამური ღირებულებით არანაკლებ 15,000.00 ლარისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი ხელშეკრულებები და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2 ან/და ექსპერტიზის დასკვნები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული სამუშაოების შესრულების ფაქტს. ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით) დანართის მიხედვით (იხ. დანართი), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაოების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები (არსებობის შემთხვევაში) და/ან გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან. გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის. პრეტენდენტს 2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, არ უნდა ჰქონდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების მიზეზით შეწყვეტილი ხელშეკრულება.
2.4.1 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს დასაქმებული უნდა ჰყავდეს ინჟინერ-მშენებელი და სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. დასაქმებულ პერსონალზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:ინჟინერ-მშენებელზე – 2017 წლიდან დღემდე არანაკლებ 3 (სამი) საზოგადოებრივი შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციის სამუშაოებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია (სამუშაოს დასახელება, განხორციელების ვადა თარიღების მითითებით, დამკვეთი/ორგანიზაციის დასახელება, ს/კ, პერსონალის პოზიცია), დანართის შესაბამისად. წარმოდგენილი უნდა იყოს ინჟინერ-მშენებლის დიპლომის ასლი. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თაობაზე ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ სერთიფიკატის სახით. დოკუმენტი (CV) ხელმოწერილი უნდა იყოს დასაქმებული პერსონალის მიერ და დათარიღებული არაუადრეს ტენდერის გამოცხადების დღისა. ასევე, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული პრეტენდენტის მიერ. შენიშვნა: წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სააგენტო იტოვებს უფლებას მოითხოვოს პრეტენდენტის მიერ მითითებული, პერსონალის შესრულებულ სამუშაოთა შესახებ ანგარიშები, მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, პროექტები.
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
შესასრულებელი სამუშაოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღეში.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
მიმწოდებელი ვალდებულია: ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და აიღოს შესაბამისი ნებართვა სამუშაოების წარმოებაზე.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ან შესაბამის სფეროში აკრედიტებული ნებისმიერი პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით, ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს ავანსის სახით გადასახდელ თანხაზე (ხელშეკრულებით შესაბამისი წლისთვის გათვალისწინებული ღირებულების არაუმეტეს 30%) საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. მიმდინარე წლის 10 დეკემბრამდე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება წარმოადგინოს მიმდინარე წლის ღირებულებიდან აუთვისებელი თანხის 100% საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. საავანსო თანხის გადახდა მოხდება შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენის დღიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
შესრულებული სამუშაოს ანგარიშსწორება განხორციელდება ერთ ეტაპად, ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე მხარეთა მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო, მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულებას წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასების შესაბამისად. ექსპერტიზა ჩაუტარდება შესრულებულ სამუშაოებს შესაბამისობისა და მოცულობების დადგენის მიზნით. გაუთვალისწინებელ ახალ სამუშაოებზე (სამუშაოები რომლებიც არ იყო გათვალისწინებული თავდაპირველი ხარჯთაღრიცხვით) ღირებულების დადგენის მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შენიშვნა: შესრულებულ სამუშაოების ექსპერტიზაზე დოკუმენტაციას წარადგენს და ანაზღაურებას ახორციელებს შემსყიდველი.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება მოხდება ერთ ეტაპად, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ქრისტინე ჩილინგარაშვილი, 577318148, KRISTICHILINGARASHVILI1@GMAIL.COM
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე. 2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. 3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი. 4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). 6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებზე ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. 7. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 8. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯის ჩათვლით. 9. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე, სამუშაოები „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 170-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად აღნიშნული სამუშაო დღგ-ისგან გათავისუფლებულია. 10. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა, ან წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში 1%-ზე მეტი განუფასებელი პოზიცი(ებ)ის შემთხვევაში მოხდება მისი დისკვალიფიკაცია დაზუსტების გარეშე. 11. ხარჯთაღრიცხვის ფორმაში დაუშვებელია სამუშაოების დასახელების, განზომილების, რაოდენობების და გაუთვლისწინებელი ხარჯების %-ის ცვლილება. ერთნაირი დასახელების სამუშაოზე გათვალისწინებული უნდა იყოს ერთნაირი ფასი. 12. ხარჯთაღრიცხვის გაფასებისას პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის #55 დადგენილების (ტექნიკური რეგლამენტის - ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ) მოთხოვნები. 13. სატენდერო დოკუმენტაციაში, შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, თუ იკითხება სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, იგულისხმება „მსგავსი”, „ეკვივალენტური”. 14. პრეტენდენტის მიერ ტენდერში სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტებია: სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად - ხარჯთაღრიცხვა (Excel -ის ფორმატში); სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ; სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი