NAT250002751
10.02.2025
terminated
same category · 31% title match · same buyer
სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის (ქ. თბილისში, გ. ჭანტურიას ქუჩა №8-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე სსიპ – გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი) რეაბილიტაციის (I ეტაპი) სამუშაოების შესყიდვა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
150 tenders
1.4 avg bidders
35 failed
395 CMR deals
5%
outside our line
Can we win this?
5% — outside our line: this does not look like something we sell.
- Our line of business only 12% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
- Deal size over ₾200k: we have won 0 of 6 bids in this range.
- Expected competition this category averages 2.4 bidders, 29% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
- Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
- Category fit 45400000: we have never bid in this category.
- Buyer relationship we have never bid with this buyer.
Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.
Main details — as published
| განცხადების ნომერი | NAT260017763 |
|---|---|
| შესყიდვის სტატუსი | გამოცხადებულია |
| შემსყიდველი | საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო |
| შესყიდვის ტიპი | ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) |
| შესყიდვის კატეგორია | 45400000-შენობის დასრულების სამუშაოები |
| კლასიფიკატორის კოდები | — |
| შესყიდვის სავარაუდო ღირებულება | 4`376`203.00 GEL |
| შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობა | იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში |
| შესყიდვის გამოცხადების თარიღი | 21.08.2026 21:07 |
| წინადადებების მიღება იწყება | 09.09.2026 00:00 |
| წინადადებების მიღება მთავრდება | 14.09.2026 12:00 |
| შეთავაზების ფასის კლების ბიჯი | 45`000.00 GEL |
| გარანტიის ოდენობა | 43`762 GEL |
| გარანტიის მოქმედების ვადა | 160 დღე |
| მოწოდების ვადა | იხ. სატენდერო დოკუმენტაციაში |
| წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს | დღგ-ს გათვალისწინებით |
| დამატებითი ინფორმაცია | — |
Buyer documents & protocols (0)
No buyer documents recorded.
Bidders — everyone, including who lost
| Company | First offer | Final offer | Result |
|---|---|---|---|
| No bids recorded — nobody entered this tender. | |||
History
- 21.08.2026 21:07 Announced
- 23.08.2026 22:52 Current status: announced
- 09.09.2026 00:00 Bidding opens
- 14.09.2026 12:00 Bidding closes
Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.
Tender documentation — all 22 sections
1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობის (ქ. თბილისში, გ. ჭანტურიას ქუჩა №8-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე სსიპ – გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი) რეაბილიტაციის (I ეტაპი) სამუშაოების შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
პრეამბულა XIX საუკუნის 50-იან წლებში აგებული შენობა, მეფისნაცვლის სასახლე, ნეოკლასიცისტურ სტილშია გადაწყვეტილი, მწყობრი პროპორციებითა და თავშეკავებული დეკორატიული გაფორმებით. შენობა ჩრდილოეთით დაქანებულ რელიეფზე დგას, რის გამოც მისი სარდაფის სართული საგრძნობლად მატულობს სიმაღლეში, სწორედ სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით. გეგმარებით ხაზოვანი ნაგებობა დასავლეთით მოქცეული ეზოს მხარეს საკმაოდ განვითარებული, ქუჩის ფასადის პერპენდიკულარული სამხრეთ ფლიგელით არის წარმოდგენილი. ამჟამად, მაღალ ცოკოლზე, დასმული შენობა ორსართულიან მოცულობას ქმნის. შენობის ცენტრალური მონაკვეთი, ერთსართულიანი იყო და შენობის საფასადე კომპოზიციაც რიკულებიანი პარაპეტით დაგვირგვინებული მაღალი, განაპირა ფრთებით იქცევდა ყურადღებას. სიმეტრიის ღერძზე სართულის დამატება მოგვიანებით განხორციელდა. თავისი დროისთვის საკმაოდ მასშტაბური შენობის ცენტრალური ფასადი დღევანდელ გ. ჭანტურიას ქუჩაზე გამოდის და ცხრა აპრილის ბაღს გადაჰყურებს. რ. თაბუკაშვილის ქუჩის მხარეს მოქცეული მუზეუმის ჩრდილოეთი ფასადს ნაკლებ მხატვრული გამომსახველობა აქვს, ღიობთა თითქმის სრული ამოშენება-გაუქმების გამო. შენობის სამხრეთი ფასადი გ. ჭანტურიას ქუჩაზე გამომავალ მოკლე ჩიხს ესაზღვრება, ხოლო დასავლეთის ფასადი შიდა ეზოს ტერიტორიაზე გამოდის. აღსანიშნავია შენობის ცენტრალური შესასვლელი, აღმოსავლეთ ფასადის სიმეტრიის ღერძზე დატანილი აივან-პორტიკი, რომელიც ვიტრაჟებით შემკული სამი სწორკუთხა კარით გამოდის ქუჩაზე. აივანი ტროტუარაზე წინ წამოწეულ სარდაფის სართულზეა შესმული, რომელიც მოგვიანებით მის სამხრეთ მხარეს ღია კიბითა და პანდუსით გაიხსნა და ამჟამად აივანზე ასვლა ქუჩის მხრიდანაც არის შესაძლებელი. ყურადღებას იქცევს აივნის ლითონის ჭვირული კიბე და სვეტები, რომლებზეც არქიტრავულ გადახურვაა მოწყობილი. ნაგებობის საფასადე კომპოზიცია ჰორიზონტალური და ვერტიკალური ღერძების კლასიკურ კვეთაზეა დაფუძნებული. სართულების მიხედვით, განსხვავებულია პილასტრების დამუშავება და განთავსების სიხშირე. მოვლილი და რესტავრირებული გარე ფასადებისგან განსხვავებით, ეზოს ფასადი მცირედ შელახულია, უმთავრესად ნალესობის დაზიანებისა და ჩამოცვენის გამო. 1938 წლიდან შენობაში გ. ლეონიძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურის მუზეუმია განთავსებული. მუზეუმში წარმოდეგენილია ძველი და თანამედროვე ქართული ლიტერატურის, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები, მათ შორის, ხელნაწერები, ცნობილ ქართველ და უცხოელ მწერალთა და მხატვართა ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. შენობის ავთენტური სახე არაერთხელ არის შეცვლილი. დროთა განმავლობაში მას დაემატა აღმოსავლეთ ფასადის შუა, მეორე სართული, მნიშვნელოვნად შეეცვალა ეზოსკენ მიმართული დასავლეთ ფასადის გაფორმებაც - ის უსახურად შელესილ კედლებს და გამომსახველობას მოკლებულ სარკმლის ღიობთა ნაზავს წარმოადგენს. ფასადების ავთენტურობა უმეტესად დაცულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადზე. მთლიანობაში, შენობა ინარჩუნებს ავთენტურობის ძირითად ხაზს. რთული კონფიგურაციის გამო ანტისეისმური მოთხოვნების თვალსაზრისით, შენობა არადამაკმაყოფილებელი გეგმარებითი გადაწყვეტით გამოირჩევა. ხანდაზმულობიდან გამომდინარე შენობის კონსტრუქციებს განცდილი აქვთ ასაკობრივი ფიზიკური ცვეთა, შენობას მიღებული აქვს ჯდენითი დეფორმაციები. ცალკეული დაზიანებული უბნების არსებული სახით ექსპლოატაცია არასაიმედოა და ესაჭიროება გამაგრება-გაძლიერება. ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოები: შენობის გამაგრება; ფასადების გაწმენდა, ლესვა და შეღებვა; სახურავის რეკონსტრუქცია; სანკვანძებისა და საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაცია. ძირითადი პირობები სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, სტანდარტული, მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული. სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა შესრულების ხარისხს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად. სამუშაოების მიმდინარეობისას ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ის გამოვლენისა და მისი დასაბუთების შემთხვევაში, პროექტიდან რაიმე გადახვევა, ან მასში ცვლილება, შეთანხმებული უნდა იქნეს შემსყიდველთან. შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში მიმწოდებელმა საბოლოო პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს შესრულებული სამუშაოები, შესრულებული სამუშაოების ანგარიში (საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” მოთხოვნათა შესაბამისად) შესრულებული სამუშაოების აქტები (ფორმა 2) და ფარული სამუშაოების აქტები. მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე წარუდგენს მას ინფორმაციას წერილობითი ანგარიშის სახით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი ვალდებულია გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას. ექსპერტიზა ჩაუტარდება შესრულებულ სამუშაოებს მოცულობებისა და ხარისხის დადგენის მიზნით, ხოლო გაუთვალისწინებელ ახალ (არსებობის შემთხვევაში) სამუშაოებს - მოცულობების, ხარისხისა და ღირებულებების (ფაქტობრივი დანახარჯებით) დადგენის მიზნით. შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზას უზრუნველყოფს შემსყიდველი. ეტაპობრივი და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გასაფორმებლად აუცილებელია მიმწოდებელმა წარმოადგინოს შესრულებული სამუშაოების ფორმა №2-ის, ფარული სამუშაოს აქტები (არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი წერილობითი ანგარიში. შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ელექტრონული სახით. ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს ტექსტური და გრაფიკული (PDF, EXCEL ფაილი) ფორმით და დათარიღებული მაღალი ხარისხისა და რეზოლუციის (TIFF ან JPG გაფართოების ფაილი) ფოტომასალით, რომელშიც სრულად იქნება ასახული ჩატარებული სამუშაოები. შენიშვნა: ფოტოსაფიქსაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. საექსპერტო დასკვნის საფუძველზე შესრულებულ სამუშაოებს ჩაიბარებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახური. მიმწოდებელი ვალდებულია რეაბილიტაციის დაწყებამდე ძეგლზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: • მესაკუთრე; • შემსყიდველი; • მიმწოდებელი; • ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა. შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულება უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 კალენდარული თვის (720 კალენდარული დღე) ვადაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
სამუშაოების შესრულების ადგილია: ქ. თბილისში, გ. ჭანტურიას ქუჩა №8-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე სსიპ – გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი.
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
1.6.1. შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადა შეადგენს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან სამ წელს; სამუშაოების დასრულების შემდეგ (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ) 3 (სამი) წლის განმავლობაში რაიმე წუნის (დეფექტი ნაკლოვანებები) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული წუნი გამოწვეულია მიმწოდებლის მიზეზით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით. საგარანტიო ვადის პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების/შეუსაბამობების გამოსწორებისათვის მიმწოდებელს განესაზღვრება გონივრული ვადა - თითოეული ასეთი შემთხვევისათვის, მაგრამ არაუმეტეს - 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა. 1.6.2. შესრულებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველსაყოფად, წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გამოყენებული იქნება უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტია, რომელიც სავალდებულოდ გაცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების მიერ), შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი, გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი, უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული. 1.6.3. პრეტენდენტი ტენდერში მონაწილეობით ავტომატურად აცხადებს თანხმობას სამუშაოს საგარანტიო ვადებთან და პირობებთან დაკავშირებით, რომელიც შემდგომში წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი. 1.6.4. სამუშაოების ხარისხის გარანტიათან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1. პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში უნდა გააჩნდეს სამოქალაქო დანიშნულების შენობ(ებ)ის (არ იგულისხმება გზა, ხიდი, გვირაბი, საკულტო და საფორთიფიკაციო ნაგებობები) სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება, ჯამური ღირებულებით არანაკლებ 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით, მათ შორის სამოქალაქო დანიშნულების კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე შენობ(ებ)აზე შესრულებული უნდა იყოს არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის სამუშაოები; 2.2.1.2. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით გამოცდილებაში ჩაითვლება სრულად დასრულებული ხელშეკრულება/ობიექტი. მიმდინარე ხელშეკრულება/ობიექტი გამოცდილებაში არ ჩაითვლება; 2.2.1.3. პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია: ა) იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1. პუნქტით მოთხოვნილი სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სამუშაოების შესყიდვისა და მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია სატენდერო განცხადების ან CMR ნომრების შესახებ; ბ) იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1. პუნქტით მოთხოვნილი სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელშეკრულებ(ები)ა, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (არსებობის შემთხვევაში - ვრცელდება ანგარიშფაქტურაზე) ან ანგარიშსწორების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (საგადახდო დავალება). 2.2.1.4. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდნეტს სამუშაოები შესრულებული აქვს, როგორც ქვეკონტრაქტორს სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, მაშინ ეს მომსახურება, სამუშაოები გამოცდილებად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეკონტრაქტორის მიერ სამუშაოების შესრულება წინასწარ იყო შეთანხმებული ძირითად შემსყიდველთან (თუ საჭირო იყო შეთანხმება) და მომსახურება, სამუშაოები სრულად არის დასრულებული და მიღებული ძირითადი შემსყიდველის მიერ (მხოლოდ ქვეკონტრაქტის ფარგლებში მომსახურების გაწევა, სამუშაოების სრულად მიწოდება არ არის საკმარისი). 2.2.1.5 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდნეტს გამოცდილება მიღებული აქვს სახელმწიფო საიდუმლეობასთან დაკავშირებული მომსახურების, სამუშაოების შესრულებით (,,გრიფით საიდუმლო''), საკმარისია გაწეული მომსახურების, შესრულებული სამუშაოების შესახებ დამკვეთის მიერ გაცემული ცნობის (წერილის) წარმოდგენა. ამ დოკუმენტის მეშვეობით უნდა დგინდებოდეს სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისობა. სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები: 1. საზღვარგარეთ შესრულებული სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით: ლეგალიზებული, ან აპოსტილით დამოწმებული. 2. ამხანაგობის შემთხვევაში, გამოცდილების შეკრება არ დაიშვება. 3. ამხანაგობის სახელით ტენდერში მონაწილეობის პირობები გათვალისწინებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი"-ს 24-ე მუხლის თანახმად. 4. ამხანაგობის მონაწილეებმა მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ამხანაგობამ, აღნიშნული ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად; წარმოდგენილი ინფორმაცია სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს ამხანაგობის ყველა (თითოეული) მონაწილის ხელმოწერით. 5. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე ნაკლები, რომელიც მოცემულ შემთხვევაში განისაზღვრება 2029 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
2.5.1.1. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს და შეუთანხმოს შემსყიდველს კალენდარულ დღეებზე გაწერილი ხაზობრივ-ფინანსური გეგმა-გრაფიკი.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასტურდებოდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან შესაბამისს სფეროში სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე. პრეტენდენტმა აღნიშნული დასკვნის ღირებულება უნდა დაფაროს საკუთარი ხარჯებით და უნდა უზრუნველყოს მისი წარმოდგენა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით. 4.1.1.3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი შედგენილი და გაცემული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის N439 დადენილებით დამტკიცებული "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის" მოთხოვნების შესაბამისად.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
6.3.1. ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა მინიმუმ 3 (სამი) თვით უნდა აღემატებოდეს სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადას).
6.4 გარანტიის პირობები
6.4.1. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, დანართი N1-ში მოცემული პირობების შესაბამისად. 6.4.2. ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
7.1.1.1. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი თხოვნა წინასწარი ანგარიშსწორების თანხის (შემდგომში - ავანსი) გადახდის თაობაზე. 7.1.1.2. საავანსო ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე, ასათვისებელი თანხის არაუმეტეს 30%-ის ოდენობით. თუ მიმწოდებლის მიერ ავანსის სახით გათვალისწინებული თანხა ათვისებული იქნება (ერთჯერადად ან ეტაპობრივად) სრული მოცულობით, მომდევნო საავანსო ანგარიშსწორება ხელშეკრულების ფარგლებში დარჩენილი თანხის არაუმეტეს 30%-ის ოდენობით შესაძლებელია განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ ავანსის სახით მიცემული თანხა სრულად არის დაქვითული. 7.1.1.3. საავანსო ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების მიერ) გაცემული საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. საავანსო უზრუნველყოფის საბანკო გარანტია შესაძლებლობას უნდა აძლევდეს შემსყიდველს პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს შესაბამისი თანხა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში - ლარში; საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის შინაარსი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან და წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი, გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი, უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული. საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. 7.1.1.4. საავანსო ანგარიშსწორების გარანტიის გამოყენების/დაკავების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე. 7.2.2. შესრულებული სამუშაოს ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე, მხარეთა მიერ შედგენილი ინსპექტირების ჯგუფის დადებითი დასკვნის, ფორმა N2, ფორმა N3-ის, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის და საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე. 7.2.3. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ არ შეადგინა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს ღირებულება, შემსყიდველი მიმწოდებელს აუნაზღაურებს მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებას ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასების შესაბამისად. ამ შემთხვევაში მიმწოდებელს არ გააჩნია პრეტენზია სამუშაოს აუთვისებელი მოცულობების შესრულებაზე და მის გადახდაზე. 7.2.4. გაუთვალისწინებელი სამუშაოების თანხების ხარჯვა მიმწოდებლის მიერ მოხდება აუცილებლობიდან გამომდინარე, შემსყიდველთან შეთანხმებით. 7.2.5. შესრულებულ სამუშაოების ექსპერტიზაზე დოკუმენტაციას წარადგენს და ანაზღაურებას ახორციელებს შემსყიდველი. 7.2.6. ხარჯთაღირცხვაში სამუშაოს არარსებობისას აღნიშნული ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის შესაბამისად (რომელიც, თავის მხრივ, მომზადებულია „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 1 დეკემბრის №2006 განკარგულებით გათვალისწინებული წესითა და შესაბამისი საბაზრო ღირებულებით) და შემცირდება, მიმწოდებლის მიერ, ზემოაღნიშნულ ელექტრონულ ტენდერში დაფიქსირებული ფასკლების პროცენტულობის შესაბამისად. საექსპერტო დასკვნა უნდა შეიცავდეს მსჯელობას ერთეულის ფასების ადეკვატურობის შესახებ. საექსპერტო მომსახურების ხარჯ(ებ)ს აანაზღაურებს მიმწოდებელი. 7.2.7. ანგარიშსწორებასა და მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
7.3.1. ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. 7.3.2. შესყიდვის სავარაუდო ჯამური ღირებულება წლების მიხედვით განაწილებულია შემდეგი სახით: 2026 წელს 1 531 671 (ერთი მილიონ ხუთას ოცდათერთმეტი ათას ექვსას სამოცდათერთმეტი) ლარი; 2027 წელს - 1 969 291 (ერთი მილიონ ცხრაას სამოცდაცხრა ათას ორასოთხმოცდათერთმეტი) ლარი; 2028 წელს 875 241 (რვაას სამოცდათხუთმეტი ათას ორასორმოცდაერთი) ლარი.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ნინო მეზურნიშვილი, 558159636, n.mezurnishvili@memkvidreoba.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად; 10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით; 10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა; სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტით გათვალისწინებული დანართ(ებ)ი შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რაც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს), ხოლო პრეტენდენტის მიერ ტენდერის ფარგლებში შედგენილ დოკუმენტაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა. 10.1.4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად; 10.1.5. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება; 10.1.6. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით; 10.1.7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს). 10.1.8. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს ხარჯთაღირცხვით განსაზღვრულ ზღვრულ ღირებულებებს. 10.1.9. ხარჯთაღირცხვაში სამუშაოს არარსებობისას აღნიშნული ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება, სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნის შესაბამისად (რომელიც, თავის მხრივ, მომზადებულია „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 1 დეკემბრის №2006 განკარგულებით გათვალისწინებული წესითა და შესაბამისი საბაზრო ღირებულებით) და შემცირდება, მიმწოდებლის მიერ, ზემოაღნიშნულ ელექტრონულ ტენდერში დაფიქსირებული ფასკლების პროცენტულობის შესაბამისად. საექსპერტო დასკვნა უნდა შეიცავდეს მსჯელობას ერთეულის ფასების ადეკვატურობის შესახებ. საექსპერტო მომსახურების ხარჯ(ებ)ს აანაზღაურებს მიმწოდებელი. 10.1.10. ხარჯთაღრიცხვის გაფასებისას პრეტენდენტი არ არის ვალდებული, ხარჯთაღრიცხვაში გამიჯნულად წარადგინოს სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გეგმური მოგების, ზედნადები ხარჯების და სხვა დანარიცხების (გარდა გაუთვალისწინებელი ხარჯებისა) ზღვრული ნორმები. ასეთ შემთხვევაში, გეგმური მოგება, ზედნადები ხარჯები და სხვა დანარიცხები (გარდა გაუთვალისწინებელი ხარჯებისა) გაითვალისწინება უნდა მოხდეს ერთეულის ღირებულებაში. 10.1.11. ხარჯთაღრიცხვის ფორმაში დაუშვებელია სამუშაოების დასახელების, განზომილების, რაოდენობების და გაუთვლისწინებელი ხარჯების %-ის ცვლილება. ერთნაირი დასახელების სამუშაოზე გათვალისწინებული უნდა იყოს ერთნაირი ფასი. 10.1.12. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები: ა) სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 მუხლით განსაზღვრული განფასებული ხარჯთაღრიცხვა (Excel ფორმატში). ბ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი
The same thing, bought before
NAT250002952
12.02.2025
contract signed
same category · 31% title match · same buyer
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში მდებარე, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტ…
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დ…
45400000შენობის დასრულების სამუშაოები
→ შპს მშენებელი
3 bidders
1,623,587 ₾
NAT260011229
29.05.2026
no result
same category · 42% title match
შენობის დასრულების სამუშაოების (ქ.თბილისში, ლადო გუდიაშვილის ქ. N7-ში მდებარე სსიპ - ილ…
NAT250005969
24.03.2025
contract signed
same category · 32% title match
სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. N49ა-ში მ…
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
45400000შენობის დასრულების სამუშაოები
→ შპს ლემი
3 bidders
86,895 ₾
NAT260015071
21.07.2026
no result
same category
ქ. თბილისში, ბ. ჭიჭინაძის ქ. N10-ში მდებარე სსიპ კოლეჯი ,,სპექტრი’’-ს მთავარი კორპუსის …
NAT260017090
14.08.2026
announced
same category
ა(ა)იპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების“ სტრუქ…
Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.
Same buyer, same category — have they bought this before?
NAT260011489
02.06.2026
not held
მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აბედათის ციხის სარეაბი…
0 bidders
548,543 ₾
NAT250018587
17.10.2025
contract signed
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლ…
→ შ.პ.ს. "თაუერს+"
2 bidders
1,427,823 ₾
NAT250018163
09.10.2025
no result
გორის მუნიციპალიტეტში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნამოსახლარი გუდაბერტყას რეაბილიტა…
2 bidders
167,170 ₾
NAT250018161
09.10.2025
no result
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურ…
1 bidder
1,172,932 ₾
NAT250017212
19.09.2025
contract signed
დაბა მესტიაში მდებარე დარეჯან მუშკუდიანის, მაყვალა თამლიანისა და სვეტლანა ნავერიანის სა…
→ შ.პ.ს. "თაუერს+"
1 bidder
982,468 ₾
This buyer usually awards to
across all categories
| საქართველოს ეროვნული მუზეუმი | 7× |
| შპს ხაზი | 7× |
| შპს არქ-ლაითი | 6× |
| არქეოლოგიის განვითარების ფონდი | 5× |
| შპს არქიტექსი | 5× |