ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT250017212
NAT250017212 NAT · აუქციონის გარეშე contract signed On procurement.gov.ge ↗

დაბა მესტიაში მდებარე დარეჯან მუშკუდიანის, მაყვალა თამლიანისა და სვეტლანა ნავერიანის საკუთრებაში არსებული ობიექტების (მაჩუბები კოშკი) სარეაბილიტაციო სამუშაოები (მრავალწლიანი 2025-2026 წწ.)

5% outside our line

Can we win this?

5% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 12% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Deal size over ₾200k: we have won 0 of 6 bids in this range.
  • Expected competition this category averages 2.4 bidders, 29% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 45400000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Contract N1-275-25 ტ running 215 days remaining 1 amendment Contract PDF ↗
972,641 ₾ contract amount 291,792 ₾ (30%) actually paid 12.11.2025 – 31.03.2027
PaymentSourceYear QuarterPaid on
291,792.38 ₾ advance სახელმწიფო ბიუჯეტი 2025 Q4 24.12.2025

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT250017212
შესყიდვის სტატუსიხელშეკრულება დადებულია
შემსყიდველისაქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია45400000-შენობის დასრულების სამუშაოები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება982`468.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობამოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
შესყიდვის გამოცხადების თარიღი19.09.2025 13:49
წინადადებების მიღება იწყება08.10.2025 00:06
წინადადებების მიღება მთავრდება13.10.2025 12:30
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი9`824.00 GEL
გარანტიის ოდენობა9`825 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადახელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (5)

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
შ.პ.ს. "თაუერს+" 982,468 972,644 won
NAT250017212_ხარჯთაღრიცხვა სატენდერო - დარეჯან მუშკუდიანის, მაყვალა თამლიანისა და სვეტლანა ნავერიანი.pdf.pdf · NAT250017212_ხარჯთაღრიცხვა სატენდერო - დარეჯან მუშკუდიანის, მაყვალა თამლიანისა და სვეტლანა ნავერიანი.xlsx.xlsx · NAT250017212_გამოცდილება_თაუერს +-signed.pdf.pdf · NAT250017212_დანართი_ინფორმაცია დასაქმებული პირების შესახებ თამლიანი ნავერიანი მუშკუდიანი-signed.pdf.pdf · NAT250017212_CV-ნოდარ მინდორაშვილი-signed-signed.pdf.pdf · NAT250017212_diplomi ნოდარი მინდორაშვილ-signed.pdf.pdf · NAT250017212_დანართი_CV-ის_ფორმა დავით რამიშვილი-signed.pdf.pdf · NAT250017212_diplomi დავით რამიშვილი-signed.pdf.pdf · NAT250017212_CV- მერაბ ხერგიანი-signed.pdf.pdf · NAT250017212_მიხეილ კვიჭიძის სერტიფიკატი +-signed.pdf.pdf · NAT250017212_cv -გუალ რატიანი-signed.pdf.pdf · NAT250017212_cv ვიტალი მარგიანი-signed.pdf.pdf

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 19.09.2025 13:49 Announced
  • 08.10.2025 00:06 Bidding opens
  • 13.10.2025 10:34 First bid placed (1 bidders in total)
  • 13.10.2025 10:35 Last bid activity
  • 13.10.2025 12:30 Bidding closes
  • 21.10.2025 21:00 Buyer published: NAT250017212_+ოქმი #2 მუშკუდიანი, თამლიანი, ნავერიან (კოშკები).pdf
  • 24.10.2025 19:56 Buyer published: NAT250017212_კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა სატენდერო - დარეჯან მუშკუდიანის მაყვალა თამლიანისა და სვეტლანა ნავერიანი.xlsx
  • 24.10.2025 20:37 Buyer published: NAT250017212_კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა 24,10,2025.pdf
  • 29.10.2025 17:36 Buyer published: NAT250017212_+ოქმი #3 - მუშკუდიანი, ნავერიანი, თამლიანი - გამარჯვებულად გამოვლენა.pdf
  • 06.11.2025 06:58 Buyer published: NAT250017212_ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია.pdf
  • 12.11.2025 00:00 Contract signed: N1-275-25 ტ — 972,641 ₾
  • 27.08.2026 05:59 Current status: contract signed

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 23 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
დაბა მესტიაში მდებარე დარეჯან მუშკუდიანის, მაყვალა თამლიანისა და სვეტლანა ნავერიანის საკუთრებაში არსებული ობიექტების (მაჩუბები კოშკი) სარეაბილიტაციო სამუშაოები (მრავალწლიანი 2025-2026 წწ.)
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
ტექნიკური დავალება  პრეამბულა დაბა მესტია, სვანეთის ადმინისტრაციული, კულტურული და ისტორიული ცენტრი, მრავალსაუკუნოვანი დასახლებაა ზემო სვანეთში და მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა აქვს კავკასიონის მთათა ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, მდინარეების მესტიაჭალისა და მულხრის ხეობაში. მისი ისტორია სათავეს იღებს ადრინდელი შუა საუკუნეებიდან, რაც დასტურდება როგორც წერილობით წყაროებში, ასევე უნიკალურ არქიტექტურულ მემკვიდრეობაში. დაბის ურბანული სტრუქტურა ჩამოყალიბდა ეტაპობრივად, ტრადიციული სვანური საცხოვრებელი კომპლექსების, კოშკებისა და ქვის საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების ბაზაზე. შუა საუკუნეების სვანური არქიტექტურა, წარმოადგენს მესტიის იდენტობის უმთავრეს სიმბოლოს. განაშენიანების სივრცითი სტრუქტურა ხასიათდება ბუნებრივ რელიეფთან მორგებული უბნებით, ვიწრო ქუჩების ქსელითა და მცირე ზომის ეზოებით. ტრადიციული არქიტექტურა წარმოდგენილია ადგილობრივი ქვისა და ხის გამოყენებით, მასიური კედლებით, ციცაბო ორფერდა სახურავებითა და ფუნქციურად ინტეგრირებული საცხოვრებელი და სამეურნეო სივრცეებით. თანამედროვე მესტიის განაშენიანებაში ინტეგრირებულია ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტი და ახალი არქიტექტურული ელემენტები. ადგილობრივი იდენტურობის შენარჩუნებისთვის კი აუცილებელია არსებული კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა. ისტორიული შენობა-ნაგებობების, განსაკუთრებით კი მაჩუბების ავარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ბოლო წლებში, საგანგებო ყურადღების საგნად იქცა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით, განხორციელდა ცალკეული ძეგლის რეაბილიტაცია, რომლის მიზანი იყო არა მხოლოდ მათი სტრუქტურული გამაგრება, არამედ ავთენტური იერსახისა და ტრადიციული სამშენებლო ხერხების შენარჩუნება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაბა მესტიაში, კულტურული მემკვიდროების სტატუსის მქონე უბან ლანჩვალში შეირჩა სამი სარეაბილიტაციო ობიექტი: დარეჯან მუშკუდიანის მაჩუბი (ს/კ 42.06.37.353), მაყვალა თამლიანის მაჩუბი (მესაკუთრე მაია ფეიქრიშვილი, ს/კ 42.06.42.169) და სვეტლანა ნავერიანის კომპლექსი (მაჩუბი და კოშკი (ს/კ 42.06.37.360)).  ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოები: თითოეულ ნაგებობაზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ჩასატარებელი ძირითადი ფიზიკური სამუშაოები: • ნაგებობის დაზიანებული ნაწილების მოხსნა, რომელიც ძირითადად შეეხება სახურავსა და სართულშუა გადახურვებს; • საძირკვლების გაძლიერება; • მორყეული/ჩამოშლილი ქვის კედლების გადაწყობა/გამაგრება/აღდგენა; • ფარული სარტყლის მოწყობა; • სართულშუა და სახურავის გადახურვების აღდგენა.  მიზანი და ძირითადი პირობები  სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად უნდა შენარჩუნდეს/აღდგეს ძეგლების ისტორიული იერსახე, ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს მათი არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი. ჩასატარებელი სამუშაოები მოითხოვს გამორჩეულად ფაქიზ მიდგომას, კარგად გამართულ მეთოდოლოგიურ და სწორ ხელმძღვანელობას.  სამუშაოების მიმდინარეობისას ყველა გამოყენებული მასალა უნდა იყოს მაღალხარისხიანი და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს. ყველა მასალა და სამარაგო საგანი, მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, სტანდარტული და მაღალი ხარისხის. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული. ხარისხიან პროდუქტში მოიაზრება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული მასალა, რომელიც წარმოებულია პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში.  სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა შესრულების ხარისხს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად.  სამუშაოების მიმდინარეობისას ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ის გამოვლენისა და მისი დასაბუთების შემთხვევაში, პროექტიდან რაიმე გადახვევა ან მასში ცვლილება შეთანხმებული უნდა იქნეს შემსყიდველთან.  სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდეს საავტორო ზედამხედველობით. პროექტის ავტორი ვალდებულია, საავტორო ზედამხედველობის ფარგლებში, ყოველთვიურად (არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვამდე) სააგენტოში წარმოადგინოს ძეგლებზე მიმდინარე სამუშაოებზე შესაბამისი ანგარიში. აღნიშნული ვალდებულება გათვალისწინებული უნდა იყოს მიმწოდებელსა და პროექტის ავტორს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.  სამუშაოები განხორციელდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი არქიტექტორ-რესტავრატორისა და ინჟინერ-მშენებლის ზედამხედველობით. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პერსონალი (არქიტექტორ-რესტავრატორი და ინჟინერ-მშენებელი) ვალდებულია, ხელშეკრულების დადებიდან სამუშაოების სრულად დასრულებამდე, ყოველთვიურად (არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვამდე) წარმოადგინოს ძეგლებზე მიმდინარე სამუშაოებზე შესაბამისი წერილობითი ინფორმაცია.  მიწის სამუშაოები შესრულდეს არქეოლოგიური ზედამხედველობით.  მიწის სამუშაოთა მიმდინარეობის დროს არქეოლოგიური ობიექტის აღმოჩენის შემთხვევაში, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამუშაოები უნდა შეწყდეს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი ახალი არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისა და დაკარგვისგან, ასევე, გარემო პირობებისა და არასასურველი ზემოქმედებისგან.  მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, სამუშაოების დამთავრებისთანავე შემსყიდველს წარუდგენს ინფორმაციას წერილობით, ანგარიშის სახით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას.  შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება ტექსტური და გრაფიკული მასალის დოკუმენტირებით.  მიმწოდებელი ვალდებულია რეაბილიტაციის დაწყებამდე ძეგლებზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: • მესაკუთრე; • შემსყიდველი; • მიმწოდებელი; • ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა. შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მომსახურების გაწევის ადგილია: დაბა მესტიაში მდებარე დარეჯან მუშკუდიანის, მაყვალა თამლიანისა და სვეტლანა ნავერიანის საკუთრებაში არსებული ობიექტები (მაჩუბები კოშკი) დოკუმენტაციის წარმოდგენის ადგილია : ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #79.
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
სამუშაოების დასრულების შემდეგ (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღიდან) 5 (ხუთი) წლის განმავლობაში რაიმე წუნის (დეფექტი ნაკლოვანებები) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული წუნი გამოწვეულია მიმწოდებლის მიზეზით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით. პრეტენდენტი ტენდერში მონაწილეობით ავტომატურად აცხადებს თანხმობას სამუშაოს საგარანტიო ვადებთან და პირობებთან დაკავშირებით, რომელიც შემდგომში წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
 პრეტენდენტს 2017 წლიდან დღემდე უნდა გააჩნდეს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოცდილება (გარდა გვირაბებისა და გზებისა), ჯამური ღირებულებით არანაკლებ 490,000.00 ლარისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი ხელშეკრულებები და შესრულებულ სამუშაოებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები ან/და ფორმა N2 ან/და ექსპერტიზის დასკვნები ან/და ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული სამუშაოების შესრულების ფაქტს.  ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით) დანართის მიხედვით (იხ. დანართი), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები.  გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში, დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.  პრეტენდენტს 2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, არ უნდა ჰქონდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების მიზეზით შეწყვეტილი ხელშეკრულება.
2.4.1 მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ
 პრეტენდენტს დასაქმებული უნდა ჰყავდეს არქიტექტორ-რესტავრატორი, ინჟინერ-მშენებელი, ქვითხურო, ხითხურო, კირითხურო და სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.  ინფორმაცია პერსონალის შესახებ უნდა წარმოადგინოს დანართის მიხედვით.  დასაქმებულ პერსონალზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია: • არქიტექტორ-რესტავრატორზე, ინჟინერ-მშენებელზე, ქვითხუროზე, ხითხუროზე, კირითხუროზე - 2017 წლიდან დღემდე არანაკლებ 3 (სამი) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე რეაბილიტაციის სამუშაოებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია (სამუშაოს დასახელება, განხორციელების ვადა თარიღების მითითებით, დამკვეთი/ორგანიზაციის დასახელება, ს/კ, პერსონალის პოზიცია), დანართის შესაბამისად. • წარმოდგენილი უნდა იყოს არქიტექტორ-რესტავრატორის და ინჟინერ-მშენებლის დიპლომის ასლი. • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის თაობაზე ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ სერთიფიკატის სახით.  დოკუმენტი (CV) ხელმოწერილი უნდა იყოს დასაქმებული პერსონალის მიერ და დათარიღებული არაუადრეს ტენდერის გამოცხადების დღისა. ასევე, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, დამოწმებული პრეტენდენტის მიერ. შენიშვნა: წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სააგენტო იტოვებს უფლებას მოითხოვოს პრეტენდენტის მიერ მითითებული, პერსონალის შესრულებულ სამუშაოთა შესახებ ანგარიშები, მიღება-ჩაბარების აქტები, ხელშეკრულებები, პროექტები.
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღეში წარმოადგინოს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩთვლით პერიოდზე გაწერილი, შესასრულებელი სამუშაოების წარმოების დეტალური კალენდარული გეგმა-გრაფიკი. ფაქტობრივი სამუშაოები, გეგმა-გრაფიკის მიხედვით, განსახორციელებელი იქნება საერთო ჯამში 7 (შვიდი) თვის განმავლობაში. აღნიშნული შვიდთვიანი პერიოდი გასანაწილებელია სამუშაო სეზონებზე, მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
მიმწოდებელი ვალდებულია: ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, მიმართოს სააგენტოს და აიღოს შესაბამისი ნებართვა არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ან შესაბამის სფეროში აკრედიტებული ნებისმიერი პირის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით, ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
2 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
5 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 90 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის'' მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე). გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველი მოთხოვნისთანავე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მიიღოს შესაბამისი თანხა. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების გამო, აგრეთვე შემსყიდველის მიერ პირგასამტეხლოს გამოყენებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია სრული ოდენობით. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო საბანკო გარანტია სრული ოდენობით. ამ შემთხვევაში საბანკო გარანტიის ამოქმედება მიმწოდებელს არ ათავისუფლებს შემსყიდველისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისგან.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს ავანსის სახით გადასახდელ თანხაზე (ხელშეკრულებით შესაბამისი წლისთვის გათვალისწინებული ღირებულების არაუმეტეს 30%) საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. ყოველი წლის 10 დეკემბრამდე ხელშეკრულების შესაბამისი წლის ღირებულების სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ყოველი მიმდინარე წლის ღირებულებიდან აუთვისებელი თანხის 100% საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. საავანსო თანხის გადახდა მოხდება შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენის დღიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
შესრულებული სამუშაოს ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე მხარეთა მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო, მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები, შემსყიდველი აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულებას წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასების შესაბამისად. ექსპერტიზა ჩაუტარდება შესრულებულ სამუშაოებს შესაბამისობისა და მოცულობების დადგენის მიზნით. გაუთვალისწინებელ ახალ სამუშაოებზე (სამუშაოები რომლებიც არ იყო გათვალისწინებული თავდაპირველი ხარჯთაღრიცხვით) ღირებულების დადგენის მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შენიშვნა: შესრულებულ სამუშაოების ექსპერტიზაზე დოკუმენტაციას წარადგენს და ანაზღაურებას ახორციელებს შემსყიდველი.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. წლების მიხედვით განაწილება მოხდება შემდეგი სახით (სახელმწიფო ბიუჯეტი ორივე წელი): 2025 წელი 294,700.00 ლარი, 2026 წელი - 687,768.00 ლარი. ღირებულებები დაკორექტირდება პროპორციულად ხელშეკრულების ღირებულების შესაბამისად.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ქრისტინე ჩილინგარაშვილი, 577318148, KRISTICHILINGARASHVILI1@GMAIL.COM
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე. 2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. 3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი. 4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). 6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებზე ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. 7. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 8. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯის ჩათვლით. 9. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს ჩათვლით. 10. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა (( Excel -ის ფორმატში)) ან წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაში 1%-ზე მეტი განუფასებელი პოზიცი(ებ)ის შემთხვევაში მოხდება მისი დისკვალიფიკაცია დაზუსტების გარეშე. 11. ხარჯთაღრიცხვის ფორმაში დაუშვებელია სამუშაოების დასახელების, განზომილების, რაოდენობების და გაუთვლისწინებელი ხარჯების %-ის ცვლილება. ერთნაირი დასახელების სამუშაოზე გათვალისწინებული უნდა იყოს ერთნაირი ფასი. 12. ხარჯთაღრიცხვის გაფასებისას პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის #55 დადგენილების (ტექნიკური რეგლამენტის - ,,სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ) მოთხოვნები. 13. სატენდერო დოკუმენტაციაში, შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, თუ იკითხება სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, იგულისხმება „მსგავსი”, „ეკვივალენტური”. 14. პრეტენდენტის მიერ ტენდერში სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტებია: სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად - ხარჯთაღრიცხვა ( Excel -ის ფორმატში); სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ; სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT250017132 18.09.2025 terminated same category · 100% title match · same buyer · similar size

დაბა მესტიაში მდებარე დარეჯან მუშკუდიანის, მაყვალა თამლიანისა და სვეტლანა ნავერიანის სა…

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დ… 45400000შენობის დასრულების სამუშაოები 0 bidders 982,468 ₾
NAT260016879 12.08.2026 announced same category · similar size

ქ. ნინოწმინდაში თავისუფლების ქუჩა #7-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის ფასადის სარეაბილიტ…

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია 45400000შენობის დასრულების სამუშაოები 0 bidders 744,753 ₾
NAT260016489 06.08.2026 announced same category

სსიპ "სოფლის მეურნეობის სამეცნიერო=კვლევითი ცენტრის" ბალანსზე არსებული დმანისის კვლევით…

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი… 45400000შენობის დასრულების სამუშაოები 0 bidders 508,000 ₾
NAT260017287 17.08.2026 announced same category

სამგორის რაიონის ტერიტორიაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო საკუთრებაში არსებული…

ქ. თბილისის სამგორის რაიონის გამგეობა 45400000შენობის დასრულების სამუშაოები 0 bidders 499,426 ₾
NAT260015126 22.07.2026 announced same category · similar size

სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ტერიტორიაზე არსებული საცურაო …

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზ… 45400000შენობის დასრულების სამუშაოები 0 bidders 715,746 ₾

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

საქართველოს ეროვნული მუზეუმი
შპს ხაზი
შპს არქ-ლაითი
არქეოლოგიის განვითარების ფონდი
შპს არქიტექსი