1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ნათურები, სანათები და პროჟექტორები
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1. პროჯექტორი N1- 22 ცალი გარე განათების. არანაკლებ IP-65, არანაკლებ 50W, არაუმეტეს 65 W, ლედ დიოდური, ნათება: 4000-6500 k დიაპაზონში, ძაბვა 0,22 კვ; სამუშაო რესურსი: არანაკლებ 10000 სთ კედელზე სამაგრი კრონშტეინით; (საორიენტაციოდ იხილეთ ფოტო-ნიმუში N1) 2. პროჟექტორი N2- 117 ცალი გარე განათების, არანაკლებ IP-65, არანაკლებ 100W, არაუმეტეს 125 W, ლედ დიოდური, ნათება: 4000-6500 k დიაპაზონში, ძაბვა 0,22 კვ; სამუშაო რესურსი: არანაკლებ 10000 სთ კედელზე სამაგრი კრონშტეინით (საორიენტაციოდ იხილეთ ფოტო-ნიმუში N1) 3. პროჟექტორი N3- 67 ცალი გარე განათების, არანაკლებ IP-65, არანაკლებ 150W, არაუმეტეს 165 W, ლედ დიოდური, ნათება: 4000-6500 k დიაპაზონში, ძაბვა 0,22 კვ; სამუშაო რესურსი: არანაკლებ 10000 სთ; კედელზე სამაგრი კრონშტეინით (საორიენტაციოდ იხილეთ ფოტო-ნიმუში N1) 4. პროჟექტორი N4- 94 ცალი გარე განათების, არანაკლებ IP-65, არანაკლებ 200W, არაუმეტეს 230 W, ლედ დიოდური, ნათება: 4000-6500 k დიაპაზონში, ძაბვა 0,22 კვ; სამუშაო რესურსი: არანაკლებ 10000 სთ; კედელზე სამაგრი კრონშტეინით (საორიენტაციოდ იხილეთ ფოტო-ნიმუში N1) 5. პროჟექტორი N5- 25 ცალი გარე განათების, არანაკლებ IP-65, არანაკლებ 50W, არაუმეტეს 65 W, ლედ დიოდური, ნათება: 4000-6500 k დიაპაზონში, ძაბვა 0,22 კვ; სამუშაო რესურსი: არანაკლებ 10000 სთ; ბოძზე სამაგრი კრონშტეინით (საორიენტაციოდ იხილეთ ფოტო-ნიმუში N2, N3) 6. პროჟექტორი N6- 64 ცალი გარე განათების, არანაკლებ IP-65, არანაკლებ 100W, არაუმეტეს 125 W, ლედ დიოდური, ნათება: 4000-6500 k დიაპაზონში, ძაბვა 0,22 კვ; სამუშაო რესურსი: არანაკლებ 10000 სთ; ბოძზე სამაგრი კრონშტეინით (საორიენტაციოდ იხილეთ ფოტო-ნიმუში N2, N3) 7. პროჟექტორი N7- 30 ცალი გარე განათების, არანაკლებ IP-65, არანაკლებ 150W, არაუმეტეს 165 W, ლედ დიოდური, ნათება: 4000-6500 k დიაპაზონში, ძაბვა 0,22 კვ; სამუშაო რესურსი: არანაკლებ 10000 სთ; ბოძზე სამაგრი კრონშტეინით (საორიენტაციოდ იხილეთ ფოტო-ნიმუში N2, N3) 8. პროჟექტორი N8- 42 ცალი გარე განათების, არანაკლებ IP-65, არანაკლებ 200W, არაუმეტეს 230 W, ლედ დიოდური, ნათება: 4000-6500 k დიაპაზონში, ძაბვა 0,22 კვ; სამუშაო რესურსი: არანაკლებ 10000 სთ; ბოძზე სამაგრი კრონშტეინით (საორიენტაციოდ იხილეთ ფოტო-ნიმუში N2, N3) 9. ლედ ნათურა N1- 350 ცალი ცოკოლის ტიპი E 27, სიმძლავრე არანაკლებ 11 და არაუმეტეს 12 ვატი (ექვივალენტური 100 W). ძაბვა: 0.22 კვ; 4000-4500 K. სამუშაო რესურსი: არანაკლებ 15000 სთ სინათლის ნაკადი არანაკლებ 1000 lm 10. ლედ ნათურა N2- 35 ცალი ცოკოლის ტიპი E 27, სიმძლავრე არანაკლებ 27 და არაუმეტეს 35 ვატი. ძაბვა: 0.22 კვ; ნათების ტემპერატურა 4000 - 4500 K. სამუშაო რესურსი: არანაკლებ 15000 სთ; სინათლის ნაკადი არანაკლებ 1000 lm. 11. ლედ ნათურა N3- 7 ცალი ცოკოლის ტიპი E 27, სიმძლავრე არანაკლებ 50 და არაუმეტეს 60 ვატი. ძაბვა: 0.22 კვ; ნათების ტემპერატურა 4500 K. სამუშაო რესურსი: არანაკლებ 15000 სთ; სინათლის ნაკადი არანაკლებ 1000 lm 12. ლედ ნათურა N4- 5 ცალი ლედ-დიოდური, ცოკოლი E-40 სიმძლავრე: 100 W (ექვივალენტური 500 W) ფერი: 6400-7000 K; ძაბვა: 0.22 კვ; სამუშაო რესურსი: არანაკლებ 15000 სთ 13. სანათი N1- 15 ცალი დიოდური სანათი (ოთკუთხა) გარე მიყენების, ზომა: სიგრძე/სიგანე არანაკლებ 24 სმ - არაუმეტეს 32 სმ, სიმძლავრე არანაკლებ 24 - არაუმეტეს 38 W; ძაბვა: 0.22 კვ, 50-60 hz 14. სანათი N2- 51 ცალი ჭერის დიოდური სანათი (მრგვალი) გარე მიყენების - დიოდური სანათი (მრგვალი) გარე მიყენების, დიამეტრი: არანაკლებ 24 სმ - არაუმეტეს 32 სმ, სიმძლავრე არანაკლებ 24 - არაუმეტეს 38 W; ძაბვა: 0.22 კვ, 50-60 hz 15. სანათი N3- 53 ცალი ოთხკუთხედი ფორმის ზომა 60X60სმ (ზომის დასაშვები ცდომილება ±5 მმ), ძაბვა: 0,22 კვ, 50-60 hz სიმძლავრე: არანაკლებ 48 w (ვატი), ფერი: 6500 K ჩარჩოს ფერი: თეთრი ან ვერცხლისფერი (ფოტონიმუში N4) სატენდერო წინადადების ფასი და ფასების ცხრილი (დანართი N1) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს სისტემაში) Excel ფორმატში.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი N26.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1. საქონლის საგარანტიო ვადა შეადგენს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 6 (ექვსი) თვეს. საგარანტიო მომსახურების ვადის ათვლა დაიწყება შესასყიდი საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან. 1.7.1.2. ,,მიმწოდებლის“ მიერ საქონელი მოწოდებული უნდა იქნეს იმ გარანტიით, რომ შესყიდვის ობიექტი საგარანტიო ვადის პერიოდში, სწორი მოხმარების პირობებში არ გახდება უვარგისი ექსპლუატაციისათვის და შეინარჩუნებს კარგ საექსპლუატაციო თვისებებს. შესყიდვის ობიექტს არ უნდა გააჩნდეს ნივთობრივი ნაკლი. ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, წუნდებული საქონლის ჩანაცვლება უნდა მოხდეს დამატებითი ხარჯების გარეშე. 1.7.1.3 მიწოდებული შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადის მოქმედების პერიოდში ხარვეზის, არაშემსყიდველის ბრალეულობით დაზიანების და დეფექტის მქონე საქონლის, მათ შორის საექსპლუატაციო თვისებების ვადაზე ადრე გაუარესების დაფიქსირების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს გამოვლენილი ნაკლის ან ხარვეზის გამოსწორება (თუ ეს ესაძლებელია) ან საქონლის შეცვლა ახლით. აღნიშნულის შესახებ ,,შემსყიდველი“ ატყობინებს ,,მიმწოდებელს” წერილობით ან/და კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით (ელექტრონული ფოსტის მეშვეობით), მომწოდებლის ელექტრონულ სისტემაში მითითებულ რეკვიზიტებში მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე. 1.7.1.4. შეტყობინების გაგზავნის მომდევნო დღიდან აითვლება წუნდებული საქონლის ხარვეზის გამოსწორების ან შეცვლის, შემსყიდველთან შეთანხმებული გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა იყოს 10 კალენდარულ დღეზე მეტი. 1.7.1.5 ინფორმაცია საგარანტიო ვადის თაობაზე მიმწოდებელმა უნდა მიუთითოს დანართი N2 -ის შესაბამის ველში.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1 პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის საშუალებით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ან/და ბრენდის შესახებ. 2.1.1.2 მწარმოებლის ან/და ბრენდის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნისა ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
პრეტენდენტმა წინამდებარე ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები: 1. შევსებული დანართი N1 excel ფორმატში (წინამდებარე სატენდერო პირობების 1.3 პუნქტი); 2. შევსებული დანართი N2 (წინამდებარე სატენდერო პირობების 2.9 პუნქტი).
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს: ექსპერტიზის დასკვნით ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). 4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტით უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკითხებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეული ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში - ლარში. ანგარიშსწორების საფუძველია მხარეების უფლებამოსილი პირების მიერ გაფორმებული „მიღება–ჩაბარების“აქტი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება 10 სამუშაო დღის განმავლობაში, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ქეთევან იასაღაშვილი, 599544507, iasaghashvilik@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
ყველგან, თუკი სადმე მითითებულია სასაქონლო ნიშანი, მოდელი ან მწარმოებელი იგულისხმება ,,მსგავსი“ ან ,,ექვივალენტური“. - სატენდერო წინადადება და მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. - 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ, მის მიერ შექმნილ, ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა (იხილეთ სახელმძღვანელო ინსტრუქცია). - ელ.ტენდერის დღგ-ს გარეშე გამოცხადების შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის გამარჯვებული პრეტენდენტი იქნება დარეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად, შესასყიდი საქონლის ღირებულებას (შემოთავაზებულ მთლიან თანხას) დაემატება დღგ (18 %).
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი