1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
დეპარტამენტის ტექნიკისათვის საცხებ-საპოხი მასალები.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
შესყიდვა მოიცავს შემდეგი საქონლის მოწოდებას: 1)ჰიდრავლიკის ზეთი HLP 68 - 1 640.00 ლიტრი; 2)ჰიდრავლიკის ზეთი HLP46 - 1 025.00 ლიტრი; 3)ტრანსმისიის ზეთი 80W90 LSD - 600.00 ლიტრი. 4)ტრანსმისიის ზეთი S4 CX 10W - 1400.00 ლიტრი; 5)სამუხრუჭე სითხე უნივერსალი - 30.00 ლიტრი საქონელი უნდა იყოს მოწოდებული ქარხნული წესით დალუქულ კასრებში/ქილებში. კასრების/ქილების ტევადობა მითითებულია ფასების ცხრილში. პრეტენდენტმა ფასების ცხრილში მიუთითოს კასრების/ქილების ზუსტი ტევადობა.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
საქონლის მიწოდების ვადაა - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
საქონლის მიწოდების ადგილია-ქ. ბათუმი, კოწია ერისთავის ქუჩა #4. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საქონლის ტრანსპორტირება და ჩამოცლა მიწოდების ადგილზე.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
მოწოდებული საქონელი სატრანსპორტო საშუალებების სწორი ექსპლუატაციის პირობებში არ უნდა ავლენდეს რაიმე დეფექტს, კერძოდ: ზეთმა უნდა უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ნორმალური მუშაობა და არ უნდა აღინიშნებოდეს ზეთის დანაკარგი. სატრანსპორო საშუალებების ტექნიკური მომსახურების შესახებ ინსტრუქციაში განსაზღვრული პერიოდის მანძილზე ზეთმა არ უნდა დაკარგოს აუცილებელი პარამეტრები (სიბლანტე, წებოვნობა, ძრავში არ დაიკლებს მისი მოცულობა დასაშვებზე მეტი ოდენობით და ა. შ.). ასეთი დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი უზრუნველყოფს წუნდებული (უხარისხო) საქონლის შეცვლას და განახორციელებს შეცვლასთან დაკავშირებულ ყველა მოქმედებას საკუთარი ძალებით და საშუალებებით, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში. - წუნდებული საქონელის მოწოდების დადასტურების შემთხვევაში ექსპერტიზის ხარჯები დაეკისრება მომწოდებელს. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია საგარანტიო პირობების შესახებ დანართი #2-ის შესაბამისად, დამოწმებული ელექტრონული ხელწერითან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. (1.7.1 პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა სავალდებულოა)
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
1) სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე წარმოდგენილი იქნას ინფორმაცია საქონლის წარმოშობის წყაროს (ქვეყნის), მწარმოებლის ან/და ბრენდის ან/და სასაქონლო ნიშნის შესახებ დანართი N3-ის შესაბამისად. 2) იმ შემთხვეაში, თუ სატენდერო წინადადების წარდგენის ეტაპზე პრეტენდენტის მიერ არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის წყაროს (ქვეყნის), მწარმოებლის ან/და ბრენდის ან/და სასაქონლო ნიშნის შესახებ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერის პროცედურებიდან. 3)ასევე პრეტენდენტმა შემოთავაზებული პროდუქციის შესყიდვის ობიექტთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით დანართი N3-ის მე- 7 სვეტის შესაბამის გრაფაში მიუთითოს მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართი ან/და ზემოთ აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგინოს სხვა ნებისმიერი დოკუმენტი. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს თარგმანი ქართულ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული. 4) დანართი N3 დამოწმებული იქნას ელექტრონული ხელწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. (2.1.1 პუქნტით მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენა პრეტენდენტის მიერ სავალდებულოა)
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად; 2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით; 3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა; 4. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული. 5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად; 6. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება; 7. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულისა და საერთო ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაინაგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი); 8.ფასებისცხრილი/ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი იქნას მხოლოდ Excel-ის სახით (პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს, მათ შორის ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს); 9. სატენდერო კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემ(ებ)ს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობას/უზუსტობებს, რომლის/რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ამასთან, დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს. 10. სატენდერო კომისია ვალდებულია პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია. 11. თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ფაილის სახით (რომელიც არ იკითხება), სატენდერო კომისიას უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ან/და ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი დადებითი დასკვნის წარმოდგენა, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ ან/და წარმოდგენილი უნდა იქნას აუდიტის დასკვნა, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო აკრედიტებული პირის მიერ დასკვნის გაცემის შემთხვევაში, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. დასკვნით უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში დაფიქსირებული ერთეულის ფასით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა. ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს პრეტენდენტი.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება საქონლის როგორც ნაწილობრივ (ეტაპობრივად), ასე სრულად მოწოდების შემდეგ, სასაქონლო ზედნადების, ანგარიშფაქტურის წარმოდგენისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ხელშეკრულების შესრულების დამადადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ზებურ ჩავლეიშვილი, 599158798, tenders@ajararoads.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილებაში. ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. #72ა. შიდა ტელეფონი (0422) 24-73-88
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი