1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახლაგაზრდობის სამინისტროს მიერ ქ. თბილისში დ. უზნაძის N52-ში (ს/კ 01.13.08.011.040) მდებარე შენობების ნაწილობრივი რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს: - დერეფნების განათების (სამივე სართული, კიბის უჯრედები) და გაგრილების სისტემის მოწყობას; - შენობაში არსებული საერთო სარგებლობის სველი წერტილების რემონტს (12 ერთეული), -1 სართულზე მდებარე ოთახების სარემონტო სამუშაოებს (დასუფთავების მომსახურე ორგანიზაციის ოთახი და მიმდებარე ფართი), სამინისტროს ეზოში განლაგებული სამი შენობა-ნაგებობის (დაცვის შენობა; დ. უზნაძის ქუჩის მხარეს სათადარიგო ჭიშკართან მდებარე შენობა (მძღოლების ძველი შენობა) და მძღოლების მოსასვენებელი შენობა) კაპიტალური შეკეთებას. დაფინანსების წყარო: 2026 წლების სახელმწიფო ბიუჯეტი: 32 01 01 (განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პროგრამების მართვა).
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
იხ. ტექნიკური დავალება (მიბმული ფაილი)
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
სამუშაოები უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელდეს ქ. თბილისში, დ. უზნაძის ქ. N52 (საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა).
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
მთლიანად შესრულებულ სამუშაოებზე უნდა გავრცელდეს 2 წლიანი ხარისხის საგარანტიო პერიოდი. საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს გამოვლენილი დეფექტის/ნაკლის აღმოფხვრა, შეკეთება ან შეცვლა.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯამურად უნდა გააჩნდეს სამშენებლო სფეროში იმ ღირებულების გამოცდილება, რა ღირებულებასაც შემოგვთავაზებს სამინისტროს მიმდინარე რეაბილიტაციისათვის, აქვე აღვნიშნავთ, ვინაიდან განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, სასურველია ზემოაღნიშნული გამოცდილების ფარგლებში ბოლო სამი წლის განმავლობაში სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას ჰქონდეს მინიმუმ ერთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამოცდილება. გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განხორციელებული სამუშაოების შესახებ ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები ან სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები (SPA/NAT/CMR…) ნომრები, რომელშიც ატვირთული იქნება შესაბამისი დოკუმენტები) და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ დამკვეთის სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
გამარჯვებულმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად კი განსაზღვრულია 6 თვე. (სამუშაოს შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა გრაფიკი 6 თვეზე გათვლით.)
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია გამოსაყენებელი მასალების საგარანტიო ვადების შესახებ (ტექნიკური დავალების შესაბამისად); საგარანტიო ვადები არ უნდა იყოს: • თუნუქის სახურავის მოწყობის სამუშაოებზე - 10 წელზე ნაკლები; • რბილი სახურავის მოწყობის სამუშაოებზე - 5 წელზე ნაკლები; • ფასადისა და სარინელის მოწყობის სამუშაოები - 2 წელზე ნაკლები; • შენობის შიდა მოპირკეთებაზე - 2 წელზე ნაკლები; • სამღებრო სამუშაოებზე - 2 წელზე ნაკლები; • იატაკის მოწყობის სამუშაოებზე - 5 წელზე ნაკლები. • კარ-ფანჯარაზე - 5 წელზე ნაკლები; • სანტექნიკისა და ელექტრობის მოწყობის სამუშაოები - 5 წელზე ნაკლები; • გათბობა-გაგრილება ვენტილაციის სისტემაზე - 5 წელზე ნაკლები; დასრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შესაბამისი ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე, მოცულობის, ხარისხის, ღირებულებისა და მდგრადობის განსაზღვრის შედეგად. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი იქნება კომპანიის მიერ წარმოდგენილი სამუშაოს შესრულების აქტები: ფორმა N2 და ფორმა N3 და ექსპერტიზის დასკვნა შესრულებული სამუშაოების შესახებ. ანგარიშსწორებისას შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან (ხარისხის უზრუნველსაყოფად) 5% დაკავება და აღნიშნულიდან 2,5%- ის დაბრუნება განხორციელდება სამუშაოების სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის დაბრუნება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ხარისხის გარანტიის წარმოდგენის შემდეგ. ობიექტის ჩაბარებამდე უნდა განხორციელდეს რემონტის შემდგომი სრული კაპიტალური დასუფთავება, როგორც შენობაში ასევე - საპროექტო ტერიტორიაზე.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის სფეროში აკრედიტებული დაწესებულების/პირის დასკვნით/ანგარიშით. თუ დასკვნის/ანგარიშის გამცემი არ იქნება სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, პრეტენდენტმა დასკვნას/ანგარიშს უნდა დაურთოს მისი გამცემი დაწესებულების/პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. დასკვნაში მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მიწოდების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
- ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. - გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. - გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.კო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას.
6.6.5 გარანტიის პირობები
- ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. - გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. - გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.კო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისთვის მიზანშეწონილია წინასწარი ანგარიშსწორების მექანიზმის გამოყენება შესყიდვის ობიეტის საერთო ღირებულების არაუმეტეს 20% ოდენობით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი საავანსო საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისად. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დასრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება უნდა მოხდეს, შესაბამისი ექსპერტიზის დადებითი დასკვნის საფუძველზე მოცულობის, ხარისხის, ღირებულებისა და მდგრადობის განსაზღვრის შედეგად. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველი იქნება კომპანიის მიერ წარმოდგენილი სამუშაოს შესრულების აქტები: ფორმა N2 და ფორმა N3 და ექსპერტიზის დასკვნა შესრულებული სამუშაოების შესახებ.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
არაუგვიანეს 10 სამუშაო დღე
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
მარიამ ფალიაშვილი, 577203388, mpaliashvili@mes.gov.ge ტექნიკურ დავალებასთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ეკონომიკური დეპარტამენტის ინფრასტრუქტურული პროექტების მენეჯერს - ზურაბ რაზმაძეს 599320268
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილი უნდა იყოს Excel ფორმატში, სატენდერო დოკუმენტაციაზე თანდართული დეფექტური აქტის მიხედვით, რომელიც დაანგარიშებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილებით დამტკიცებული - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესით“ - დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; მიმწოდებელს არ აქვს უფლება შეცვალოს შემსყიდველის მიერ საპენსიო და გაუთვალისწინებელი ხარჯისთვის დადგენილი პროცენტი. 2. პრეტენდენტის მიერ დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენა ხდება ქართულ ენაზე. დოკუმენტის/ინფორმაციის უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი. 3 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადებაში არ არის გათვალისწინებული არ ანაზღაურდება. 4 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სისტემის მოდულის-,,კითხვა/პასუხის“ მეშვეობით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი