1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ა(ა)იპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო"-ს ბალანსზე რიცხული, 17 მსუბუქი ავტომობილისათვის რეცხვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბალანსზე რიცხული მსუბუქი ავტომობილების რეცხვის მომსახურების გაწევა. - მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ისეთი მომსახურების გაწევა, რომელიც ხორციელდება საბარათე სისტემის მეშვეობით 1. მსუბუქი ავტომობილების რეცხვა არაუმეტეს 272-ჯერ, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, შემდეგი პირობებით: 1.1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ავტომობილების როგორც გარედან, ისე შიდა (სალონი საბარგული) რეცხვა. ამასთან რეცხვა უნდა მოხდეს ხელით სპეციალური მოწყობილობების, ინვენტარისა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით; 1.2. რეცხვისთვის გამოყენებულ უნდა იქნეს მაღალი ხარისხის სარეცხი და საწმენდი საშუალებები (ქაფი, გელი, სპეციალური სითხეები, საბურავების საწმენდი საშუალებები და სხვა); 1.3. მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ავტომობილზე მიყენებული ნებისმიერი ზარალის აღმოფხვის ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს; 1.4. მიმწოდებელმა რეცხვის მომსახურება უნდა განახორციელოს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ პლასტიკური ბარათის წარდგენის შემდეგ, არაუმეტეს 1 საათისა; 2. ავტომანქანების რეცხვის მომსახურების საბარათე სისტემის გამოყენების საშუალებით, მიმწოდებელის მხრიდან უნდა მოხდეს შემსყიდველის ბალანსზე რიცხულ შესაბამის ავტომანქანებზე პლასტიკური ბარათების (ამ უკანასკნელზე დატანილი უნდა იქნას ავტომანქანის სახ. ნომერი) დამზადება და მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებისა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. 3. მიმწოდებელი ვალდებულია საბარათე (პლასტიკური ბარათი) სისტემის მეშვეობით თავის ვებ-გვერდზე გაუხსნას შემსყიდველს სპეციალური ანგარიში და უზრუნველყოს შეძენილი რეცხვის მომსახურების ჩარიცხვა აღნიშნულ ანგარიშზე, პლასტიკურ ბარათებზე მისი შემგომი განაწილების მიზნით. სპეციალურ ანგარიშზე რეცხვის მომსახურების ჩარიცხვის შემდეგ იგი წარმოადგენს შემსყიდველის საკუთრებას და შემსყიდველს უფლება აქვს ანგარიშზე არსებული ნაშთის ფარგლებში შეუზღუდავად, თავისი შეხედულებისამებრ, გადაანაწილოს მის კუთვნილ ერთ ან რამდენიმე პლასტიკურ ბარათზე ინტერნეტით, მიმწოდებლის ვებ-გვერდის საშუალებით. პლასტიკური ბარათის წარდგენის შემთხვევაში მისი მფლობელი უფლებამოსილია მიიღოს ბარათზე ჩარიცხული რეცხვის მომსახურება მიმწოდებლის ნებისმიერ ავტოსამრეცხაო სადგურზე. 4. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 17 (ჩვიდმეტი) ერთეული პლასტიკური ბარათის დამზადება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ნომრების მითითებით და შემსყიდველისათვის მიწოდება; 5. ავტომანქანაზე სახელმწიფო ნომრის შეცვლის ან შემსყიდველის ბალანსზე ახალი ავტომობილის დამატების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შესაბამისი პლასტიკური ბარათების დამზადება და მიწოდება შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში;
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
2026 წლის 1 იანვრიდან, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ეტაპობრივად, მომსახურების გაწევის ადგილი: მიმწოდებლის ავტოსამრეცხაო სადგურები;
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.2.1.1 პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან ამ ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს ანალოგიური მომსახურების (ორგანიზაციებისათვის რეცხვის მომსახურების გაწევა, პლასტიკური ბარათების საშუალებით) მიწოდების გამოცდილება; 2.2.1.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური მომსახურების (ორგანიზაციებისათვის რეცხვისა მომსახურების გაწევა პლასტიკური ბარათების საშუალებით) გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ხელშეკრულებ(ებ)ი ან/და მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ასლები) ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი. 2.2.1.3 სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება შესაბამისი SPA/ CMR/ NAT ნომერი - ამ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციის (ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, დადასტურებული ანგარიშ-ფაქტურები) წარმოდგენა სავალდებულო არ არის;
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
2.3.1.1 პრეტენდენტს ექსპლუატაციაში უნდა გააჩნდეს ქ. თბილისში არანაკლებ 3 (სამი) ერთეული ავტოსამრეცხაო სადგური, თითოეული არანაკლებ 2 (ორი) სამრეცხაო ბოქსით, რომელთაგან არანაკლებ 1 (ერთი) ერთეული ავტოსამრეცხაო სადგური უნდა იყოს ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან (მიცკევიჩის ქ. N29-29ა) განთავსებული არაუმეტეს 7 კმ-იანი რადიუსის ფარგლებში, ხოლო არანაკლებ 2 (ორი) ერთეული ავტოსამრეცხაო სადგური უნდა იყოს ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან (ა. მიცკევიჩის ქ. N29-29ა) განთავსებული არაუმეტეს 10 კმ-იანი რადიუსის ფარგლებში. 2.3.1.2. ქ. თბილისში ავტოსამრეცხაო სადგურები უნდა იყოს პრეტენდენტის სარგებლობაში ან მმართველობაში, რომლის დამადასტურებლად მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საკუთრების ან იჯარის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ხელშეკრულების შემთხვევაში იჯარით სარგებლობის ვადა ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით);
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორ(ებ)თან არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დოკუმენტ(ებ)ის ასლები (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა ექვივალენტური დოკუმენტი, რომელიც ძალაში უნდა იყოს არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, სადაც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია შესაბამისი ავტოსამრეცხაო სადგურის შესახებ).
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: 1. ინფორმაცია საბარათე სისტემის შესახებ; 2. ინფორმაცია ტექნიკური დავალების შესაბამისად; 3. ინფორმაცია მის სარგებლობაში არსებული ავტოსამრეცხაო სადგურების შესახებ მისამართებისა და ბოქსების რაოდენობის მითითებით;
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია სისტემაში ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, უნდა დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით (პრეტენდენტის მიერ დასკვნასთან ერთად ასევე წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან აუდიტორული დასკვნით (აუდიტორის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტორული კომპანია და აუდიტორი უნდა ირიცხებოდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის“ შესაბამის რეესტრში და წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია მათი სარეგისტრაციო ნომრების შესახებ);
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში. 7.2.2 ანგარიშსწორება საბარათე სისტემის მეშვეობით მოხდება მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად გაწეული ავტომანქანების რეცხვის მომსახურების ღირებულების შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე (არსებობის შემთხვევაში);
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში;
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ქეთევან შერგელაშვილი, 599687788, ketishergelashvili20@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს მომსახურების სრულყოფილად გაწევასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის: პლასტიკური ბარათების დამზადების ხარჯებს. ხარჯები,რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას. 10.1.2. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.3. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ: ფასების ცხრილი, რეკვიზიტები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). 10.1.4. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. 10.1.5. დაფინანსების წყარო - 2026 წლის ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი 10.1.6. დანართი N1 ფასების ცხრილი - (ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას). 10.1.7. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი და სრული საბანკო რეკვიზიტები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია თანდართული ფაილის (დანართი N3) სახით;
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი