1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
საფილტრი სადგურის მემბრანული მოდულის (თანმდევი მონტაჟით) სახელმწიფო შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
მოცემულია თანდართულ ტექნიკურ დავალებაში.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
საქონლის მიწოდების ვადაა - ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 120 (ასოცი) დღე, შესაძლებელია მიწოდება ორ ეტაპად მიწოდება.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1. მისაწოდებელი საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში მითითებულ ტექნიკურ პარამეტრებს. 2. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის ხარჯით შემსყიდველის მისამართზე: დაბა ადიგენი, აბასთუმნის საფილტრი სადგური. 3. მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო საქონელი. 4. შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს საქონლის ინსპექტირება და მისი სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში უარი თქვას მის მიღებაზე.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1. საქონლის საგარანტიო ვადა უნდა მოქმედებდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 12 (თორმეტი) თვე; 2. თუ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში საქონლის ექსპლუატაციისას გამოვლინდება დეფექტი ან/და ნაკლი, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის შეტყობინებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს დეფექტის ან/და ხარვეზის ან/და ნაკლის ან/და წუნის აღმოფხვრა საკუთარი ხარჯით, ან/და განახორციელოს შემსყიდველთან შეთანხმებულ გონივრულ ვადაში (მაგრამ არაუგვიანეს 20 კალენდარული დღისა), საქონლის ჩანაცვლება ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, ანალოგიური პარამეტრების მქონე საქონლით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ასეთი ხარვეზი გამოწვეულია მექანიკური დაზიანებით. 3. საგარანტიო ვადის მითითება უნდა მოხდეს ფასების ცხრილში (დანართი N1).
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
1. შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, (მწარმოებელი კომპანია ან/და ბრენდი ან/და სავაჭრო ნიშანი) დაკავშირებული ინფორმაციის მითითება უნდა მოხდეს ფასების ცხრილში (დანართი №1); შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ, „წინადადებების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის (მწარმოებელი კომპანია ან/და ბრენდი ან/და სავაჭრო ნიშანი) შესახებ სატენდერო წინადადების ფარგლებში ინფორმაციის წარმოუდგენლობა, ან ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა, ან ფასების ცხრილის განუფასებლად წარდგენა გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე. ასევე, პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემდგომ შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის (მწარმოებელი კომპანია ან/და ბრენდი ან/და სავაჭრო ნიშანი) ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის შემოთავაზებული NSF სერთიფიკატი (უცხოურენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაერთოს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
1. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ, სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარმოადგინოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნულის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით უნდა დასტურდებოდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა, როგორც ჯამური, ისე ერთეულის ფასების მიმართებაში.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, 2. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას ან ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება. 3. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა და/ან შესრულებაზე უარის თქმა და/ან ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმწოდებლის მიერ შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობა) შემთხვევაში, მიმწოდებელს უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო/სადაზღვევო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდება. 4. უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის'' მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
შემსყიდველი ანგარიშწორებას ახორციელებს, ეტაპობრივად, მიწოდებული საქონლის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ სასაქონლო ზედნადების, საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურის (თუ მიმწოდებელი რეგისტრირებულია დღგ-ს გადამხდელად) წარმოდგენის, დადებითი ინსპექტირების აქტისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის სრულყოფილად გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
გიორგი ჯებაშვილი, 551363663, g.jebashvili@water.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად; 2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით. 3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა; 4. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციის სახით წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ი შედგენილია და მხარეთა მიერ ხელმოწერილია ელექტრონულად, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ელექტრონული დოკუმენტ(ებ)ის ორიგინალი ეგზემპლარ(ებ)ი, ან მისი დამოწმებული ამონაბეჭდი, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად; 5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად; 6. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი