1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გლდანის თავშესაფრის ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი: №01.72.13.486.002, ზონა თბილისი - 01, სექტორი - 72, კვარტალი - 13, ნაკვეთი-486/002) ჩამდინარე წყლების მაღალეფექტური გამწმენდი დანადგარის მიწოდების, მონტაჟისა და ექსპლუატაციაში გაშვების სახელმწიფო შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
თანმდევი მონტაჟი მოიცავს ტერიტორიაზე წინამოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებას, ამავე პუნქტში თანდართული სქემების შესაბამისად დანადგარის სრულ გამართვასა და ექსპლუატაციაში გაშვებას, ასევე მონტაჟის შემდგომ ტერიტორიის მოწესრიგებას. წინამდებარე პუნქტის ყველა დანართი თანდართული იქნება ხელშკრულებაზე უცვლელი ფორმით. შენიშვნა: - შესყიდვის ობიექტის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები და სპეციფიკაცია მოცემულია ტექნიკურ დავალებაში; - შემოთავაზებული საქონლი უნდა იყოს ახალი და ექსპლუატაციაში არ მყოფი; - იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია რომელიმე საქონლის მწარმოებელი კომპანიის/ფირმის/ბრენდის ნაწარმოები კონკრეტული კომპონენტი იგულისხმება მსგავსი პარამეტრების საქონელი. - ვინაიდან ჩამდინარე წყლების მაღალეფექტური გამწმენდი დანადგარის მიწოდება, მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება უნდა განხორციელდეს ტექნიკური დავალებისა და თანდართული სქემების შესაბამისად, რომლებიც შემუშავებულია თითოეული ობიექტის განსათავსებელი ტერიტორიის სპეციფიკის, საინჟინრო-გეოლოგიური პირობებისა და ექსპლუატაციის მოთხოვნების გათვალისწინებით, დანადგარის საბოლოო კონფიგურაცია და ცალკეული კომპონენტების ტექნიკური მახასიათებლები შესაძლოა საჭიროებდეს დაზუსტებას ან ინდივიდუალურად, კონკრეტული ობიექტისთვის დამზადებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სატენდერო წინადადების წარმოდგენის ეტაპზე პრეტენდენტს არ მოეთხოვება შემოთავაზებული კომპონენტების ზუსტი ტექნიკური მახასიათებლების მითითება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი წარმოდგენა პირდაპირ არის მოთხოვნილი სატენდერო დოკუმენტაციით. - დანადგარიდან მიღებული გაწმენდილი წყალი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის N 17 დადგენილების „საწარმოო და არასაწარმოო ობიექტების ჩამდინარე წყლების ზედაპირული წყლების ობიეტებში ჩაშვების ტექნიკური-რეგლამენტი“-ს მოთხოვნებს, იმ პირობით რომ დანადგარში შესული პირველადი მასების ნორმები დააკმაყოფილებს სისტემაში ჩაშვებული ჩამდინარე წყლის ფიზიკუ-ქიმიურ პარამეტრების ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
შესყიდვის ობიექტის მიწოდება მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 (ას ოცი) კალენდარული დღის ვადაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
შესყიდვის ობიექტის მიწოდება მონტაჟი და ექსპლუატაციაში გაშვება უნდა განხორციელდეს სსიპ - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თავშსაფრის ტერიტორიაზე - ქ. თბილისი გლდანის რაიონი საკადასტრო კოდი: №01.72.13.486.002, ზონა თბილისი - 01, სექტორი - 72, კვარტალი - 13, ნაკვეთი-486/002
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
ძირითად აგრეგატებზე (მექანიკური გაწმენდის ბლოკი; ბიოლოგიური გაწმენდის ბლოკი; დამატებითი გაწმენდისა და გაუსნებოვნების ბლოკი; ნალექის დამუშავების ბლოკი; ავტომატიზაცია და მართვის ფარი) და სამონტაჟო, გაშვება-გამართვის სამუშაოებზე არანაკლებ 24 (ოცდაოთხი) თვე ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების აქტზე ხელმოწერის თარიღიდან. საგარანტიო დეფექტების აღმოფხვრის ვადა: — სტანდარტული კომპონენტებისთვის — არაუმეტეს 30 კალენდარული დღე დამკვეთის მიერ შეტყობინების თარიღიდან; — სახარჯი და შესაკვეთი კომპონენტებისთვის მიწოდების ხანგრძლივი ვადით (MBR მემბრანული მოდული, უი-ნათურები, სპეციალიზებული ელექტრონიკა) — მხარეთა მიერ შეთანხმებულ ვადაში წარმოებისა და მიწოდების რეალური ვადების გათვალისწინებით; — ავარიული სიტუაციების დროს — უფრო მოკლე ვადებში, რომელიც თანხმდება ოპერატიულად. საგარანტიო ვალდებულებები ვრცელდება ობიექტის ექსპლუატაციაზე ჩამდინარე წყლების საპროექტო პარამეტრების შესაბამისად, ტექნიკური მომსახურების რეგლამენტისა და მუშაობის საშტატო რეჟიმების დაცვის პირობით.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1. პრეტენდენტმა ფასების ცხრილში უნდა მიუთითოს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტების ძირითადი კომპონენტების მწარმოებელი კომპანიის/ფირმის/ბრენდის და მწარმოებელი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია (ფასების ცხრილი დანართი N1-ის შესაბამისად). 2.1.1.2. იმ შემთხვევაში თუ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი არ იქნება მითითებული შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტების ძირითადი კომპონენტების მწარმოებელი კომპანიის/ფირმის/ ბრენდისა და მწარმოებელი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
ა) ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2024 წლის 01 იანვრიდან, წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე, უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ღირებულების, ჩამდინარე წყლების გამწმენდი დანადგარების მიწოდების, მონტაჟისა და ეაქპლუატაციაში გაშვების გამოცდილება. აღნიშნული გამოცდილების დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები (შესაბამისი ხელშეკრულებები მიღებაჩაბარების აქტებით, ან რაიმე ისეთი დოკუმენტი, რითაც მკაფიოდ დადასტურდება პრეტენდენტის შესაბამისი გამოცდილების არსებობა საანგარიშო პერიოდში). ბ) იმ პრეტენდენტებს, რომლებსაც ზემოაღნიშნული საქონლის მიწოდების მონტაჟისა და ექსპლუატაციაში გაშვების გამოცდილება აქვს სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულია ყველა ის დოკუმენტაცია სრულყოფილად, რაც მოთხოვნილია წინამდებარე ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით საკმარისია შესაბამისი რეგისტრაციის ნომრების წარმოდგენა (SPA, NAT, CMR ან სხვა ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ ბიოლოგიური გამწმენდი "დანადგარის" იმ კომპონენტებზე რომელიც ნაწარმოებია საზღვარგარეთ, პრეტენდენტს მოეთხოვება შესაბამისი მწარმოებელი კომპანიის/კომპანიების ოფიციალური წერილი/წერილები, რომელშიც მითითებული იქნება - მწარმოებელი კომპანიის დასახელება; ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის სახელი გვარი და თანამდებობა; წინამდებარე ტენდერის უნიკალური ნომერი; პრეტენდენტის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი, წარმოდგენილი წერილით უნდა დასტურდებოდეს, რომ: ა) პრეტენდენტი უფლებამოსილია მიაწოდოს შესაბამისი კომპონენტი/კომპონენტები; ბ) პრეტენდენტს გააჩნია შესაბამისი შესაძლებლობა და მხარდაჭერა აღნიშნული კომპონენტის/კომპონენტების მონტაჟის, გაშვება-გამართვისა და საგარანტიო მომსახურების უზრუნველსაყოფად; გ) შემოთავაზებული კომპონენტი/კომპონენტები არის მწარმოებლის მიერ წარმოებული ორიგინალური პროდუქცია.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1. პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტებია: ა) ფასების ცხრილი, სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად; ბ) ამ პუნქტის დანართში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტების შესაბამისი კომპონენტების შესახებ შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია: - CE (Conformité Européenne) სერთიფიკატი; - შემოთავაზებული კომპონენტების ტექნიკური პასპორტი/ბროშურა/მწარმოებელი კომპანიის ოფიციალური წერილი ტექნიკური მახასიათებლების შესახებ; - შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტების მწარმოებელი კომპანიის შესაბამის სფეროში საქმიანობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი/ინფორმაცია. გ) საგარანტიო ვადასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად; დ) ჩამდინარე წყლების გამწმენდი დანადგარების მიწოდების, მონტაჟისა და ეაქპლუატაციაში გაშვების გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით; ე) პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საზღვარგარეთ წარმოებული კომპონენტების მწარმოებლის მიერ გაცემული ინფორმაცია სატენდერო დიკუმენტაციის 2.7.1. პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2.9.2. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია დადასტურებული/დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (მინდობილი პირის შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა ან რწმუნებულება) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით და/ან დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. 2.9.3. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, უპირატესობის მინიჭების საკითხს გადაწყვეტს სატენდერო კომისია.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს ექსპერტიზის ან შემფასებლის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა/ანგარიში, რომელშიც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა. დასკვნა/ანგარიშის მომზადებაში მონაწილე და ხელმოწერ პირ(ებ)ს უნდა გააჩნდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საშემფასებლო მომსახურების გაწევის უფლება და დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს მატერიალური მოძრავი ქონების შემფასებლის, მოქმედი სერტიფიკატ(ებ)ი, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, აკრედიტებულ შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
6.4.1. გარანტიის პირობები: ა) საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ საბანკო/სადაზღვევო დაწესებულებიდან. შესაძლებელია ასევე წარმოდგენილ იქნას უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ. ბ) საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უფლებას აძლევდეს, საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს საბანკო გარანტიით განსაზღვრული სრული თანხა. გ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების რისკის თავიდან ასაცილებლად, ასევე, აღნიშნული ქმედებით გამოწვეული ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების მიზნით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის შემცირება არ განხორციელდება ხელშეკრულებით თანახმად დაკისრებული პირგასამტეხლოების თანხის პროპორციულად, პირგასამტეხლოს გადახდას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიმწოდებელი უზრუნველყოფს დამატებით. დ) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების და შემსყიდველის მიერ ამ შესრულების მიღების შემდეგ, ასევე, ფორს-მაჟორული გარემოებების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი ვალდებულია დაუბრუნოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. ე) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია აამოქმედოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. ვ) შემთხვევები, როდესაც შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებლის ბრალეული ქმედებების გამო - ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად გამოთხოვის თაობაზე. ამ შემთხვევაში მიმწოდებელი არ თავისუფლდება შემსყიდველისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისაგან, იმ სხვაობის ფარგლებში, რითაც აღემატება მიყენებული ზიანი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობას. ზ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტია, რომელიც 60 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების გაგრძელებულ ვადას. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არსებული საბანკო გარანტიის ვადის გასვლამდე 30 კალენდარული დღით ადრე არ ან ვერ უზრუნველყოფს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენას, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად გამოთხოვის თაობაზე.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
7.1.1. მიმწოდენლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია წინასწარი ანგარიშსწორების განხორციელება არაუმეტეს ხელშკრულების ღირებულების 30 % -ის ოდენობით; 7.1.2. წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) განხორციელდება საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდეგ (რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების, მონტაჟისა და ექსპლუატაციაში გაშვების ვადას); 7.1.3. ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარის მიწოდების მონტაჟისა და ექსპლუატაციაში გაშვების ვადის გაგრძელების (ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე), ან მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ვადაგაგრძელებული ან ახალი საავანსო საბანკო გარანტია, რომელიც არანაკლებ 30 (ოცდაათი) დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არსებული საბანკო გარანტიის ვადის გასვლამდე 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღით ადრე არ ან ვერ უზრუნველყოფს ვადაგაგრძელებული ან ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენას, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს საბანკო გარანტიის გამცემ დაწესებულებას საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის სრულად გამოთხოვის თაობაზე; 7.1.4. ავანსის გადახდა განხორციელდება ზემოაღნიშნული საავანსო საბანკო გარანტიის შემსყიდველისათვის წარდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში; 7.1.5. საავანსო საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და შემსყიდველს უფლებას აძლევდეს, საავანსო საბანკო გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე, მიიღოს საავანსო საბანკო გარანტიით განსაზღვრული შესაბამისი თანხა; 7. 1.6. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი რეგისტრირებულია კეთილსინდისიერ მიმწოდებელთა რეესტრში ე.წ. „თეთრ სიაში“, მიმწოდებელი უფლებამოსილია შემსყიდველს წარუდგინოს საავანსო საბანკო გარანტია გასაცემი ავანსის 60%-ის ოდენობაზე. 7.1.7. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებულ საბანკო/სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული წინასწარი ანგარისწორების (საავანსო) საბანკო გარანტია, მოთხოვნილი თანხის იდენტურ ოდენობაზე. შესაძლებელია ასევე წარმოდგენილ იქნას უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული საავანსო საბანკო გარანტია, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ. საავანსო საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას;
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1.იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი მოითხოვს ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 30%-ის ოდენობით წინასწარ ანაზღაურებას, ანგარიშსწორება განხორციელდება ორ ეტაპად: - პირველ ეტაპზე — მიმწოდებლის მიერ შესაბამისი ოდენობის საავანსო საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში; - მეორე ეტაპზე — საქონლის მიწოდების, მონტაჟისა და ექსპლუატაციაში გაშვების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ მოითხოვს წინასწარ ანაზღაურებას, ხელშეკრულების ღირებულების სრული ანაზღაურება განხორციელდება საქონლის მიწოდების, მონტაჟისა და ექსპლუატაციაში გაშვების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. 7.2.2. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეროვნულ ვალუტაში - ლარი; 7.2.3. ანგარიშსწორება განხორციელდება , მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და სათანადო დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშფაქტურა) წარმოდგენის საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება (ერთჯერადად) ფაქტიური მიწოდების შესაბამისად, სატენდერო დოკუმენტაციის 7.2.1. პუნქტში მითითებული დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
მირიან ბლუაშვილი, 555701089, mirianbluashvili996@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება; 10.1.2 სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე; 10.1.5 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით;
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი