ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT250021839
NAT250021839 NAT · აუქციონის გარეშე contract signed On procurement.gov.ge ↗

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების (მსუბუქი, მაღალი გამავლობა) ტექნიკური მომსახურების შესყიდვა

10% outside our line

Can we win this?

10% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 20% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Expected competition this category averages 1.4 bidders, 52% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 50100000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Contract NT-012801 running 156 days remaining 8 amendments Contract PDF ↗
1,150,000 ₾ contract amount 731,167 ₾ (64%) actually paid 29.01.2026 – 31.01.2027
PaymentSourceYear QuarterPaid on
149,695.38 ₾ საკუთარი შემოსავლები 2026 Q1 17.03.2026
145,954.51 ₾ საკუთარი შემოსავლები 2026 Q2 16.04.2026
68,908.23 ₾ საკუთარი შემოსავლები 2026 Q2 19.05.2026
65,848.05 ₾ საკუთარი შემოსავლები 2026 Q2 19.06.2026
124,887.37 ₾ საკუთარი შემოსავლები 2026 Q3 15.07.2026
175,873.36 ₾ საკუთარი შემოსავლები 2026 Q3 17.08.2026

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT250021839
შესყიდვის სტატუსიხელშეკრულება დადებულია
შემსყიდველიშპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) პრეისკურანტით
შესყიდვის კატეგორია50100000-სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხ. სატენდერო დოკუმენტაცია
შესყიდვის გამოცხადების თარიღი01.12.2025 15:25
წინადადებების მიღება იწყება31.12.2025 00:05
წინადადებების მიღება მთავრდება05.01.2026 12:00
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი19`705.00 GEL
გარანტიის ოდენობა11`500 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადაიხ. სატენდერო დოკუმენტაცია
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია
პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება1`970`491.57 GEL
შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება1`150`000.00 GEL

Buyer documents & protocols (5)

NAT250021839_ოქმი N2.pdf.pdf ირაკლი ჭეჟია 13.01.2026 19:14
NAT250021839_ოქმი N3 21839.pdf.pdf ირაკლი ჭეჟია 22.01.2026 18:38

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
შპს სუპერმოტორსი მჯ 1,970,492 1,970,492 won
NAT250021839_ზუგდიდი იჯარა შპს თეგეტა მოტორსი & შპს რუხის სავაჭრო ცენტრი - 03.01.2018 - 01.03.2028.pdf.pdf · NAT250021839_სატენდერო დოკუმენტაცია.pdf.pdf · NAT250021839_პრეისკურანტი (დანართი N1).pdf.pdf · NAT250021839_პრეისკურანტი (დანართი N1).xlsx.xlsx · NAT250021839_დანართი N3.pdf.pdf · NAT250021839_სარეკომენდაციო წერილი იუსტიციის უმაღლესი საბჭო 2024.pdf.pdf · NAT250021839_სარეკომენდაციო წერილი პოლიციის აკადემია 2025 წელი.pdf.pdf · NAT250021839_სარეკომენდაციო წერილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი 2025 წელი.pdf.pdf · NAT250021839_სარეკომენდაციო წერილი დაცვის პოლიცია 2024 წელი.pdf.pdf · NAT250021839_ამონაწერი თბილისი ქერჩის ქN25.pdf.pdf · NAT250021839_ხელშეკრულება თეგეტა მოტორსი & MJ (წყალმომარაგების კომპანია)+.pdf.pdf · NAT250021839_იჯარის ხელშეკრულება და ამონაწერი თბილისი ქერჩის ქN25.pdf.pdf · NAT250021839_შპს თეგეტა მოტორსი ამონაწერი თბილისი აღმაშენებლის ხეივანი N129.pdf.pdf · NAT250021839_შპს თეგეტა მოტორსი ამონაწერი ზუგდიდი რუხი.pdf.pdf · NAT250021839_შპს თეგეტა მოტორსი ამონაწერი ქუთაისი, ნიკეას მე-9 ჩიხი N2ა.pdf.pdf · NAT250021839_შპს თეგეტა მოტორსი ამონაწერი ფოთი,ლარნაკას ქN2.pdf.pdf · NAT250021839_ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე ზუგდიდი ვახტანგ ცხადაია (2)-signed.pdf.pdf · NAT250021839_ამონაწერი ვახტანგ ცხადაია ზუგდიდი.pdf.pdf · NAT250021839_ახალციხე- ხელშეკრულება იჯარა.pdf.pdf · NAT250021839_ახალციხის შეთანხმება განახლებული.pdf.pdf · NAT250021839_შპს თეგეტა მოტორსი ამონაწერი ახალციხე, მიხეილ თამარაშვილის ქN69.pdf.pdf · NAT250021839_თელავი იჯარა შპს თეგეტა-მოტორსი & ნინო ნაწიფაშვილი.pdf.pdf · NAT250021839_თელავის იჯარა ნინო ნაწიფაშვილი - დამატებითი შეთანხმება 15 12 2021 10 წელი.pdf.pdf · NAT250021839_შპს თეგეტა მოტორსი ამონაწერი თელავი ნინო ნაწიფაშვილი.pdf.pdf · NAT250021839_ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე თელავი შპს ,,თელამოტორსი''-signed.pdf.pdf · NAT250021839_ამონაწერი შპს თელამოტორსი თელავი.pdf.pdf · NAT250021839_გორის იჯარა პუშკინის 2.pdf.pdf · NAT250021839_შპს თეგეტა მოტორსი ამონაწერი გორი,პუშკინის ქ N2.pdf.pdf · NAT250021839_206 მინდობილობა - მიხეილ ვაშაკიძე თეგეტა მოტორსი.pdf.pdf · NAT250021839_ინფორმაცია 2.3.1 პუნქტი თბილისში და რეგიონებში.pdf.pdf

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 01.12.2025 15:25 Announced
  • 31.12.2025 00:05 Bidding opens
  • 31.12.2025 08:47 First bid placed (1 bidders in total)
  • 31.12.2025 08:47 Last bid activity
  • 05.01.2026 12:00 Bidding closes
  • 13.01.2026 19:14 Buyer published: NAT250021839_ოქმი N2.pdf
  • 15.01.2026 11:31 Buyer published: NAT250021839_ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.pdf
  • 15.01.2026 11:31 Buyer published: NAT250021839_ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.pdf
  • 22.01.2026 18:38 Buyer published: NAT250021839_ოქმი N3 21839.pdf
  • 28.01.2026 09:49 Buyer published: NAT250021839_ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წყალმომარაგების კომპანია.pdf
  • 29.01.2026 00:00 Contract signed: NT-012801 — 1,150,000 ₾
  • 27.08.2026 07:02 Current status: contract signed

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 29 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების (მსუბუქი, მაღალი გამავლობა) ტექნიკური მომსახურების შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
დანართის სახით იხილეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი, რომლებზეც უნდა განხორციელდეს მომსახურების გაწევა. შენიშვნა: 1. პრეტენდენტმა ელექტრონული ვაჭრობა უნდა განახორციელოს პრეისკურანტის სავარაუდო ჯამურ ღირებულებაზე 1970491.57 ლარზე; 2. პრეტენდენტის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ პრეისკურანტში გასაწევი მომსახურების და დეტალის ერთეულის ფასები (დეტალის/მომსახურების ერთეულის შემოთავაზებული ფასი) არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ, პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებული დეტალის და გასაწევის მომსახურების ერთეულის ზედა ზღვრულ ფასებს (დეტალის/მომსახურების ერთეულის ზედა ზღვრული ფასი). 3. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 მუხლის გათვალისწინებული პრეისკურანტი (დანართი N1) წარმოდგენილი უნდა იქნას Excel-ის ფორმატით. 4. პრეტენდენტმა, საბოლოო პრეისკურანტის წარმოდგენისას, პრეისკურანტის თითოეულ პოზიციაზე ფასის კლება უნდა განახორციელოს, მინიმუმ, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ღირებულებას შორის არსებული %-ლი სხვაობის მიხედვით, შემსყიდველის მიერ სისტემაში ატვირთულ პრეისკურანტში განსაზღვრულ ფასებთან მიმართებაში. 5. მიმწოდებელმა დათვალიერების შედეგად დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მიმართვიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, უნდა უზრუნველყოს დეფექტური აქტის მომზადება და თავის მხრივ დამოწმებული (ხელმოწერილი) სრულყოფილად შევსებული აქტის მიწოდება შემსყიდველისათვის, რის შემდგომაც, თანხმობის შემთხვევაში, შემსყიდველი დაამოწმებს (ხელმოწერით) დეფექტურ აქტს“.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1. მომსახურება გაწეულ უნდა იქნას საქართველოს მასშტაბით, დაუყონებლივ/რიგგარეშე, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. 2. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიმართვიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში ჩაატაროს სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება/დიაგნოსტიკა და უზრუნველყოს შესაბამისი დეფექტური აქტების შემსყიდველის ელექტრონულ მისამართზე - i.dolidze@water.gov.ge, გაგზავნა. შემსყიდველის თანხმობის გარეშე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთების შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას, არ აუნაზღაუროს მიმწოდებელს გაწეული მომსახურების ღირებულება. 3. მომსახურების გაწევის ვადები თითოეულ შემთხვევაზე არ უნდა აღემატებოდეს სავალი ნაწილებისთვის - 3 დღეს (გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების თითოეული მოდელისათვის საჭირო სავალი ნაწილის სწრაფცვეთადი დეტალებისა (მათ შორის წინა და უკანა სამუხრუჭე ხუნდები), ასევე ჰაერის, საწვავისა და კონდიციონერის ფილტრები, მინის მწმენდები, მინის მწმენდის რეზინები და ნათურები, რომელთა შეცვლა/ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 1 (ერთი) სამუშაო დღისა), ელექტროობისთვის - 3 დღეს, ძირითადი აგრეგატებისთვის - 5 დღეს. თუ ტექმომსახურება ეხება ძრავის კაპიტალურ რემონტს ან დეფიციტური სათადარიგო ნაწილით უზრუნველყოფას, შესაძლებელია მომსახურების გაწევის დრო განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით, მაგრამ არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა. სათადარიგო ნაწილი არ ჩაითვლება დეფიციტურად თუ საქართველოს ბაზარზე მოიძებნება თუნდაც ერთი მიმწოდებელი, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სათადარიგო ნაწილის რეალიზაციას. მოცემული ვადების ათვლა დაიწყება შემსყიდველის მიერ ელექტრონულად გაცემული თანხმობის მომენტიდან.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ, რიგგარეშე, პრეტენდენტის სერვისცენტრ/ებ/ში (ქ. თბილისი; ქ. ქუთაისი; ქ. თელავი; ქ. ახალციხე; ქ. ფოთი; ქ. ზუგდიდი და ქ. გორი), იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სერვისცენტრში სრულყოფილად ვერ ხორციელდება ტექნიკური მომსახურების გაწევა, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი სახსრებითა და სპეციალური ტექნიკის (ევაკუატორის) მეშვეობით უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ალტერნატიულ სერვისცენტრში გადაყვანა (ტრანსპორტირება). 2. მიმწოდებელი ვალდებულია: მომსახურება გაწიოს ამ სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად; დაიცვას უსაფრთხოების ზომები მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების სრული დაცვით; გათვალოს მომსახურების განხორციელების პროცესში შესაძლო რისკები და უზრუნველყოს მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან არიდება; სრულად უზრუნველყოს მისი ქმედების/უმოქმედობის შედეგად და გარემოზე ან/და სხვა სახის ქონებაზე მიყინებული ზიანის ანაზრაურება; აუნაზღაუროს შემსყიდველს მისი ბრალეულობით გამოწვეული ნებისმიერი სახის მატერიალური და არამატერიალური ზარალი. 3. მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ავტომობილზე მიყენებული ნებისმიერი ზარალის აღმოფხვრის ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს. 4. პრეტენდენტმა, ხელშეკრულების დადებიდან არაუმეტეს 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს ტექნიკური მომსახურების გამწევი სერვისცენტრების ვიდეო-კამერებით აღჭურვა, რომლებიც საშუალებას მისცემს შემსყიდველს რეალურ დროში დააკვირდეს ტექმომსახურების პროცესს (კამერების ხედვის არეალში მოქცეულ უნდა იყოს ყველა „ბოქსი“). ამასთან, შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 30 დღიანი ჩანაწერის წარმოდგენა (შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე, აღნიშნულის მიწოდება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში).
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1. განხორციელებულ მომსახურებაზე და თანმდევ სათადარიგო ნაწილებზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია (გარდა სწრაფცვეთადი დეტალებისა (ნათურები (მათ შორის გახურების ნათურები), ანთების სანთლები, გახურების სანთლები, დამცველები, გადაბმულობის ამყოლი და მიმყოლი რგოლები (ფრიქციონები), კონდიციონერის, ჰაერისა და საწვავის ფილტრები, მინის მწმენდები, ანთების საკონტაქტო ერთეულები და მტვერდამცავები (პილნიკები), ასევე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზიანება გამოწვეულია არასწორი ექსპლუატაციითა და გარეგანი ზემოქმედების შედეგად) არანაკლებ 200 (ორასი) კალენდარული დღე; ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე და ხიდებზე არანაკლებ 1 წელი ან 40 000 კმ, რომელიც უფრო ადრე დადგება; ელექტრონულ მოწყობილობებზე არანაკლებ 1 წელი; გადაბმულობის კომპლექტზე (დაკიდების დისკი, ქურო და საკისარი), მორგვის საკისრებზე და ყუმბარებზე არანაკლებ 6 თვე ან 20000 კმ; ძრავის ზეთი სინთეთიკური - 8 000 კმ; ძრავის ზეთი ნახევრად სინთეთიკური - 7 000 კმ; ძრავის ზეთი მინერალური - 7 000 კმ; ზეთის ფილტრი - 7 000 კმ; ძრავის ღვედი დამჭიმებით - 40 000 კმ; გენერატორის ღვედი - 30 000 კმ; კონდენციონერის ღვედი - 30 000 კმ; საჭის გამაძლიერებლის ღვედი - 30 000 კმ. ამასთან, შეცვლილი (ახალი) წინა და უკანა სამუხრუჭე ხუნდები ექსპლუატაციისას (საგარანტიო პერიოდში) არ უნდა გამოსცემდნენ ახალი (ხარისხიანი) ხუნდებისათვის უჩვეულო და არადამახასიათებელ ხმებს. საგარანტიო ვადის განმავლობაში შეცვლილი სათადარიგო ნაწილის დაზიანების ან წუნდების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია სავალი ნაწილების შემთხვევაში - 3 დღეში, ელექტროობის შემთხვევაში - 3 დღეში, ხოლო ძირითადი აგრეგატების შემთხვევაში - 5 დღეში საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი/დაზიანება; შენიშვნა: პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს გასაწევი მომსახურების საგარანტიო პირობები.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1. პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე ფაქტობრივად შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1 150 000.00 (მილიონ ას ორმოოცდაათი ათასი) ლარის ანალოგიური შეკეთება/ტექნიკური მომსახურების განხორციელების გამოცდილება. 2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 3 (სამი) სარეკომენდაციო წერილი ანალოგიური მომსახურების გამოცდილების შესახებ. 3. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებების და დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული შესაბამისი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს გაწეული მომსახურების დასახელება და ღირებულება (გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი წერილობითი დოკუმენტი). 4. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR, MEP, DAP და სხვა ნომრები) წარმოდგენა. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლში არსებული დანართი N3-ის შესაბამისად. ამასთან: ა) დანართი N3-ის ატვირთვა სავალდებულო არ არის; ბ) იმ შემთხვევაში, თუ დანართ N3-ში არ იქნება ასახული ინფორმაცია განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR, MEP, DAP და სხვა ნომრები) ან/და ელექტრონული ტენდერის შესაბამის მოდულში მოცემული ინფორმაცია ვერ უზრუნველყოფს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გამოცდილების დადასატურებას, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებების ასლები და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი წერილობითი დოკუმენტი), რითაც დადასტურდება მოთხოვნილი გამოცდილება. გ) მომსახურებაზე, რომელიც გაწეულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, მისი ან/და ქვეკონტრაქტორ(ებ)ის, ტექნიკური მომსახურების გამწევი სერვისცენტრების საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რითაც დადასტურდება სერვისცენტრის საკუთრება ან/და სარგებლობის უფლებით ფლობა. სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტი ძალაში უნდა იყოს არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო,თუ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი 1 წელზე მეტი ვადით არის დადებული, პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ვინაიდან, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის (უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული უფლებები და ვალდებულებები) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება იჯარა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების, ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირის მონაწილეობით 1 წელზე მეტი ვადით დადებული გარიგების (მათ შორის, გარიგებებისა, რომელთა საერთო ვადა აღემატება 1 წელს) საფუძველზე - აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“–„ი“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობისათვის აუცილებელია მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია). 2. პრეტენდენტს ან/და მის ქვეკონტრაქტორს ტექმომსახურების გაწევის მიზნით, ქალაქი თბილის სერვის-ცენტრის ერთ სივრცეში უნდა გააჩნდეს შემდეგი მანქანა-დანადგარები და შესაბამისი აღჭურვილობა, ძირითადი საშუალებები (მატერიალურ-ტექნიკური ბაზა): სატრანსპორტო საშუალების ამწევი მექანიზმი - არანაკლებ 10 ერთეული, ელექტრო სისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; საყრდენი დისკის გასაჩარხი აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; ძრავის CO2-ზე შემოწმების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; ძრავის ბოლით შემოწმების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; წინა მაშუქების რეგულირების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; ვულკანიზაციის/ბალანსირების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; დისკების გასწორების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; კონდიცირების სისტემის ტესტირების და ფრეონით დამუხტვის აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; თვლების შეყრის გასწორების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; საწვავის (ბენზინის) სისტემის დიაგნოსტირების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; დიზელის სისტემის დიაგნოსტირების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; ძრავში ზეთის შეცვლის აპარატი (ბალონი) - არანაკლებ 1 ერთეული; ძრავის ამოსაღები ამწე - არანაკლებ 1 ერთეული; ელექტრო მომარაგების ალტერნატიული წყარო (გენერატორი). პრეტენდენტს ან/და მის ქვეკონტრაქტორს ტექმომსახურების გაწევის მიზნით, ქალაქი ქუთაისის სერვის-ცენტრის ერთ სივრცეში უნდა გააჩნდეს შემდეგი მანქანა-დანადგარები და შესაბამისი აღჭურვილობა, ძირითადი საშუალებები (მატერიალურ-ტექნიკური ბაზა): სატრანსპორტო საშუალების ამწევი მექანიზმი - არანაკლებ 5 ერთეული; ელექტრო სისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; საყრდენი დისკის გასაჩარხი აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; ძრავის CO2-ზე შემოწმების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; ძრავის ბოლით შემოწმების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; წინა მაშუქების რეგულირების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; ვულკანიზაციის/ბალანსირების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; კონდიცირების სისტემის ტესტირების და ფრეონით დამუხტვის აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; თვლების შეყრის გასწორების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; ძრავში ზეთის შეცვლის აპარატი (ბალონი) - არანაკლებ 1 ერთეული; ძრავის ამოსაღები ამწე - არანაკლებ 1 ერთეული; ელექტრო მომარაგების ალტერნატიული წყარო (გენერატორი). პრეტენდენტს ან/და მის ქვეკონტრაქტორ(ებ)ს ტექმომსახურების გაწევის მიზნით, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ. ახალციხეში, ქ. თელავში და ქ. გორის სერვის-ცენტრების ერთ სივრცეში უნდა გააჩნდეს შემდეგი მანქანა-დანადგარები და შესაბამისი აღჭურვილობა, ძირითადი საშუალებები (მატერიალურ-ტექნიკური ბაზა): სატრანსპორტო საშუალების ამწევი მექანიზმი - არანაკლებ 2 ერთეული; ელექტრო სისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; საყრდენი დისკის გასაჩარხი აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; ძრავის CO2-ზე შემოწმების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; ძრავის ბოლით შემოწმების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; ვულკანიზაციის/ბალანსირების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; კონდიცირების სისტემის ტესტირების და ფრეონით დამუხტვის აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; ძრავში ზეთის შეცვლის აპარატი (ბალონი) - არანაკლებ 1 ერთეული; ელექტრო მომარაგების ალტერნატიული წყარო (გენერატორი). პრეტენდენტს ან/და მის ქვექონტარქორს სერვისცენტრებს უნდა გააჩნდეს დაცული ავტოსადგომი, სადაც შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მწყობრიდან გამოსული სანტრანსპორტო საშუალებ/ებ/ის მიყვანა და გონივრული ვადით (შეკეთებამდე) განთავსება; სერვისცენტრებში დაცული უნდა იყოს ჰიგიენური ნორმები. სერვისცენტრები აღჭურვილ უნდა იყოს პირველადი და აუცილებელი მოხმარების ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით. შენიშვნა: პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
ქვეკონტრაქტორ(ებ)ის გამოყენების შემთხვევაში, პრედენდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს მხარეთა (პრეტენდენტი და მისი ქვეკონტრაქტორი) შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
1. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია პრეისკურანტის სავარაუდო ზღვრულ ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარმოადგინოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნულის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი 2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე პრეისკურანტის ერთეულებთან მიმართებით.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
"5.1.1 მიუთითეთ, თუ რამ განაპირობა სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის მოთხოვნის აუცილებლობა "
შესყიდვის ობიექტის სპეციფიკისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დამადასტურებელი დოკუმენტების მოთხოვნა, გამორიცხავს ან/და მინიმუმადე ამცირებს ისეთი გარემოებების არსებობას, რომელიც შეიძლება გახდეს ხელშეკრულების პირობების სათანადოდ შესრულების ხელისშემშლელი ფაქტორი.
5.1.2 იურიდიული პირისთვის
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: 1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გაფორმებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული. 2. ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). 3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.3 ინდივიდუალური მეწარმისთვის
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: 1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გაფორმებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული. 2. ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). 3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.4 ფიზიკური პირისთვის
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: 1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2. ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ. 3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტში რეგისტრირებულია 5.1.4 მუხლის მეორე პუნქტში მითითებული უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.5 ამხანაგობისთვის
1. სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.5. მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი თითოეული წევრის შესახებ, კერძოდ: უშუალოდ ამხანაგობისთვის: ა) შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან გაცემული დოკუმენტ(ებ)ი რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გაფორმებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული. ბ) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). ამხანაგობის წევრებისთვის: ა) ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის წევრების მიმართ არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და აღნიშნული პირები არ არიან რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გაფორმებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული. ბ)ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის წევრ(ებ)ს არ გააჩნიათ აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). გ) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის მონაწილე წარმოადგენს არარეზიდენტ პირს, მისი სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6 მუხლისა და მისი პუნქტების მოთხოვნათა მიხედვით, ხოლო, წარმომადგენლობის/ფილიალის შემთხვევაში - სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.7. მუხლის მიხედვით. (2) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის, ან/და მისი რომელიმე წევრ(ებ)ის შესახებ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია 5.1.5 მუხლის შესაბამის პუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.6 არარეზიდენტი პირისთვის
1. არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) პრეტენდენტის, როგორც მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.:ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან), რომელიც უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას: - საფირმო სახელწოდება; - სამართლებრივი ფორმა; - საიდენტიფიკაციო ნომერი; - რეგისტრაციის ნომერი/თარიღი; - მარეგისტრირებელი ორგანო; - იურიდიული მისამართი; - ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები. ბ) დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. გ) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის მიმართ. დ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანაში არ ხდება ზემოაღნიშნული რომელიმე მონაცემის/ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის გაცემა, აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ე) თუ არარეზიდენტ იურიდიულ პირს აქვს წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში, აღნიშნულ წარმომადგენლობა/ფილიალზეც ვრცელდება ამ მუხლის "ა","ბ" და "გ" პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები; 2. არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ. გ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანაში არ ხდება ზემოაღნიშნული რომელიმე მონაცემის/ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის გაცემა, აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი, ადმინისტრაციული ორგანოდან წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 3. თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ში რეგისტრირებულია 5.1.6 მუხლის შესაბამის პუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.7 წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის
იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი/ფილიალი საქართველოში, იგი ვალდებულია წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6. მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან, თუ წარმომადგენლობის/ფილიალის ან/და სათაო კომპანიის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია 5.1.2 ან/და 5.1.6 მუხლების შესაბამის პუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, 2. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას ან ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება. 3. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა და/ან შესრულებაზე უარის თქმა და/ან ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმწოდებლის მიერ შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობა) შემთხვევაში, მიმწოდებელს უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო/სადაზღვევო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდება. 4. უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის'' მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ ანგარიშსწორებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ ანგარიშსწორებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ირაკლი ჭეჟია, 593636888, irakli05@yahoo.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად; 2. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგიმოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება; 3. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით; 4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული, პრეტენდენტის მიერ შექმნილი,დოკუმენტები ან/და ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა; 5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად; .6.სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული პრეისკურანტს (სავალდებულოა Excel-ის ფორმატი) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს).
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT260003965 27.02.2026 contract signed same category · 60% title match · same buyer · similar size

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საკუთრებაში არსებული ექსკავატ…

NAT250020380 14.11.2025 contract signed same category · 60% title match · same buyer · similar size

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საკუთრებაში არსებული ექსკავატ…

NAT250004881 10.03.2025 contract signed same category · 60% title match · same buyer · similar size

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საკუთრებაში არსებული ექსკავატ…

NAT260010102 14.05.2026 contract signed same category · 46% title match · same buyer · similar size

შპს ''საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ბალანსზე რიცხული სხვადასხვა …

NAT250004884 10.03.2025 contract signed same category · 46% title match · same buyer · similar size

შპს ''საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ბალანსზე რიცხული სხვადასხვა …

NAT250000366 10.01.2025 no result same category · 77% title match · same buyer

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საკუთრებაში არსებული სატრანსპ…

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

შპს საქართველოს წყლის სისტემები
შპს დიზაინ კომფორტ გრუპი
მუნიციპალპროექტი
შპს უნივერსალი
შპს იჯ ჩემისთრი