ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT260003965
NAT260003965 NAT · აუქციონის გარეშე contract signed On procurement.gov.ge ↗

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საკუთრებაში არსებული ექსკავატორ-დამტვირთველების ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

10% outside our line

Can we win this?

10% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 19% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Expected competition this category averages 1.4 bidders, 52% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 50100000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Contract NT-051401; running 155 days remaining 1 amendment Contract PDF ↗
750,000 ₾ contract amount 101,826 ₾ (14%) actually paid 15.05.2026 – 30.01.2027
PaymentSourceYear QuarterPaid on
27,103.70 ₾ საკუთარი შემოსავლები 2026 Q2 19.06.2026
74,722.48 ₾ საკუთარი შემოსავლები 2026 Q3 07.08.2026

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT260003965
შესყიდვის სტატუსიხელშეკრულება დადებულია
შემსყიდველიშპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) პრეისკურანტით
შესყიდვის კატეგორია50100000-სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობასატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
შესყიდვის გამოცხადების თარიღი27.02.2026 15:29
წინადადებების მიღება იწყება29.03.2026 00:06
წინადადებების მიღება მთავრდება03.04.2026 17:30
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი16`880.00 GEL
გარანტიის ოდენობა7`500 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადასატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია
პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება1`687`979.76 GEL
შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება750`000.00 GEL

Buyer documents & protocols (27)

NAT260003965_ოქმი N2.pdf.pdf მერი სულუაშვილი 07.04.2026 17:37
NAT260003965_გამოცდილება-signed.pdf.pdf კახაბერ კახაბერი 15.04.2026 16:12
NAT260003965_ამონაწერი_ახალციხე.pdf.pdf კახაბერ კახაბერი 15.04.2026 16:16
NAT260003965_ამონაწერი_თბილისი.pdf.pdf კახაბერ კახაბერი 15.04.2026 16:16
NAT260003965_ამონაწერი_თელავი.pdf.pdf კახაბერ კახაბერი 15.04.2026 16:16
NAT260003965_ამონაწერი_სამეგრელო.pdf.pdf კახაბერ კახაბერი 15.04.2026 16:16
NAT260003965_ამონაწერი_ქუთაისი.pdf.pdf კახაბერ კახაბერი 15.04.2026 16:16
NAT260003965_საგარანტიო პირობები_1.7.1-signed.pdf.pdf კახაბერ კახაბერი 15.04.2026 16:19
NAT260003965_იჯარის ხელშეკრულება 2025-signed-signed.pdf.pdf კახაბერ კახაბერი 15.04.2026 21:56
NAT260003965_ოქმი N3 - ლუქსმოტორსი.pdf.pdf ირაკლი ჭეჟია 20.04.2026 20:22
NAT260003965_ოქმი N4.pdf.pdf ირაკლი ჭეჟია 22.04.2026 19:21
NAT260003965_ოქმი N5.pdf.pdf მერი სულუაშვილი 30.04.2026 18:29

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
შპს ლუქს მოტორსი 1,601,893 1,601,893 won
NAT260003965_პრეისკურანტი (დანართი N1).xlsx.xlsx · NAT260003965_პრეისკურანტი (დანართი N1)-signed.pdf.pdf
შპს თეგეტა რითეილი 1,687,980 1,687,980
NAT260003965_პრეისკურანტი (დანართი N1) (4).xlsx.xlsx · NAT260003965_დანართი N3+.pdf.pdf · NAT260003965_გაწევისსამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი+.pdf.pdf · NAT260003965_მიწოდების, მომსახურების გაწევის სამუშაოს შესრულების ვადა+.pdf.pdf · NAT260003965_მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ+.pdf.pdf

"Won" is derived — our inference from final offers; the portal does not publish it as a field.

History

  • 27.02.2026 15:29 Announced
  • 29.03.2026 00:06 Bidding opens
  • 03.04.2026 15:57 First bid placed (2 bidders in total)
  • 03.04.2026 17:28 Last bid activity
  • 03.04.2026 17:30 Bidding closes
  • 07.04.2026 17:37 Buyer published: NAT260003965_ოქმი N2.pdf
  • 15.04.2026 16:12 Buyer published: NAT260003965_დაზუსტებული პრეისკურანტი (დანართი N1)-signed.pdf
  • 15.04.2026 16:12 Buyer published: NAT260003965_დაზუსტებული რეისკურანტი (დანართი N1).xlsx
  • 15.04.2026 16:12 Buyer published: NAT260003965_გამოცდილება-signed.pdf
  • 15.04.2026 16:13 Buyer published: NAT260003965_ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე ახალციხე-signed-signed.pdf
  • 15.04.2026 16:13 Buyer published: NAT260003965_ინფორმაცია მატერიალურ ტექნიკური ბაზის შესახებ_თბილისი-signed.pdf
  • 15.04.2026 16:13 Buyer published: NAT260003965_ინფორმაცია მატერიალურ ტექნიკური ბაზის შესახებ_თელავი-signed.pdf
  • 15.04.2026 16:13 Buyer published: NAT260003965_ინფორმაცია მატერიალურ ტექნიკური ბაზის შესახებ_სამეგრელო-signed.pdf
  • 15.04.2026 16:13 Buyer published: NAT260003965_ინფორმაცია მატერიალურ ტექნიკური ბაზის შესახებ_ქუთაისი-signed.pdf
  • 15.04.2026 16:14 Buyer published: NAT260003965_ინფორმაცია მატერიალურ ტექნიკური ბაზის შესახებ_ახალციხე-signed.pdf
  • 15.04.2026 16:15 Buyer published: NAT260003965_ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე თბილისი-signed.pdf
  • 15.04.2026 16:15 Buyer published: NAT260003965_ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე თელავი-signed-signed.pdf
  • 15.04.2026 16:15 Buyer published: NAT260003965_ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე სამეგრელო-signed.pdf
  • 15.04.2026 16:16 Buyer published: NAT260003965_ამონაწერი_ახალციხე.pdf
  • 15.04.2026 16:16 Buyer published: NAT260003965_ამონაწერი_თბილისი.pdf
  • 15.04.2026 16:16 Buyer published: NAT260003965_ამონაწერი_თელავი.pdf
  • 15.04.2026 16:16 Buyer published: NAT260003965_ამონაწერი_სამეგრელო.pdf
  • 15.04.2026 16:16 Buyer published: NAT260003965_ამონაწერი_ქუთაისი.pdf
  • 15.04.2026 16:19 Buyer published: NAT260003965_საგარანტიო პირობები_1.7.1-signed.pdf
  • 15.04.2026 21:56 Buyer published: NAT260003965_ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე ქუთაისი-signed-signed.pdf
  • 15.04.2026 21:56 Buyer published: NAT260003965_იჯარის ხელშეკრულება 2025-signed-signed.pdf
  • 20.04.2026 20:18 Buyer published: NAT260003965_ოქმი N3 - ლუქსმოტორსი.pdf (20/04/2026 08:04)
  • 20.04.2026 20:22 Buyer published: NAT260003965_ოქმი N3 - ლუქსმოტორსი.pdf
  • 22.04.2026 19:21 Buyer published: NAT260003965_ოქმი N4.pdf
  • 29.04.2026 11:24 Buyer published: NAT260003965_ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.pdf
  • 29.04.2026 11:24 Buyer published: NAT260003965_ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.pdf
  • 30.04.2026 18:29 Buyer published: NAT260003965_ოქმი N5.pdf
  • 15.05.2026 00:00 Contract signed: NT-051401; — 750,000 ₾
  • 23.08.2026 21:23 Current status: contract signed

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 28 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საკუთრებაში არსებული ექსკავატორ-დამტვირთველების ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
დანართის სახით იხილეთ სპეციალური ტექნიკის ჩამონათვალი, რომელზეც უნდა განხორციელდეს მომსახურების გაწევა. შენიშვნა: 1. პრეტენდენტმა ელექტრონული ვაჭრობა უნდა განახორციელოს პრეისკურანტის სავარაუდო ჯამურ ღირებულებაზე 1 687 979.76 ლარზე, 2. პრეტენდენტის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ პრეისკურანტში გასაწევი მომსახურების და ნაწილების ერთეულის ფასები (ნაწილის/მომსახურების ერთეულის შემოთავაზებული ფასი) არ უნდა აღემატებოდეს შემსყიდველის მიერ, პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებული ნაწილებისა და გასაწევის მომსახურების ერთეულის სავარაუდო ფასებს (ნაწილის/მომსახურების ერთეულის ზღვრული ფასი). 3. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული პრეისკურანტი წარმოდგენილი უნდა იქნას Excel-ის ფორმატით. 4. პრეტენდენტმა, საბოლოო პრეისკურანტის წარმოდგენისას, პრეისკურანტის თითოეულ პოზიციაზე ფასის კლება უნდა განახორციელოს, მინიმუმ, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ პრეისკურანტის საბოლოო ღირებულებას შორის არსებული %-ლი სხვაობის მიხედვით, შემსყიდველის მიერ სისტემაში ატვირთულ პრეისკურანტში განსაზღვრულ ფასებთან მიმართებაში. 5. მიმწოდებელმა დათვალიერების შედეგად დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მიმართვიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, უნდა უზრუნველყოს დეფექტური აქტის მომზადება და თავის მხრივ დამოწმებული (ხელმოწერილი) სრულყოფილად შევსებული აქტის მიწოდება შემსყიდველისათვის, რის შემდგომაც, თანხმობის შემთხვევაში, შემსყიდველი დაამოწმებს (ხელმოწერით) დეფექტურ აქტს“.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის საჭიროების და მოთხოვნის შესაბამისად; პრეტენდენტს გეგმიური და არა გეგმიური ტექმომსახურების გაწევის მიზნით უნდა ჰყავდეს არანაკლებ 3 (სამი) მობილური ჯგუფი. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიმართვიდან არაუგვიანეს 3 (სამი) დღეში გამოცხადდეს მოთხოვნაში მითითებულ მისამართზე (ადგილზე მომსახურების გაწევის მიზნით), ჩაატაროს ტექნიკის დათვალიერება და შემსყიდველის ელექტრონულ მისამართზე გააგზავნოს სრულყოფილი დეფექტური აქტ(ებ)ი, ხოლო სპეციალური ტექნიკის ავტოგასამართ სადგურში გადაყვანის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს სრულყოფილი დეფექტური აქტის შემსყიდველის ელექტრონულ მისამართზე გაგზავნა. შემსყიდველის თანხმობის გარეშე, სპეციალური ტექნიკის შეკეთების შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას, არ აუნაზღაუროს მომწოდებელს გაწეული მომსახურების ღირებულება. მომსახურების გაწევის ვადები თითოეულ შემთხვევაზე არ უნდა აღემატებოდეს: სავალი ნაწილებისთვის - 3 კალენდარულ დღეს, ელექტროობისთვის - 3 კალენდარულ დღეს, ძირითადი აგრეგატებისთვის - 5 კალენდარულ დღეს (თუ ტექმომსახურება ეხება ძრავის კაპიტალურ რემონტს ან დეფიციტური სათადარიგო ნაწილით უზრუნველყოფას, შესაძლებელია, მომსახურების გაწევის დრო განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით, მაგრამ არაუმეტეს - 20 (ოცი) კალენდარული დღისა;სათადარიგო ნაწილი არ ჩაითვლება დეფიციტურად თუ საქართველოს ბაზარზე მოიძებნება ერთი მიმწოდებელი მაინც, რომელიც ახორციელებს აღნიშნული სათადარიგო ნაწილის რეალიზაციას). მოცემული ვადების ათვლა დაიწყება შემსყიდველის მიერ ელექტრონულად გაცემული თანხმობის მომენტიდან. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სათადარიგო ნაწილების შესაბამისობის სერთიფიკატი.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს: ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, კახეთის, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. მომსახურება გაწეულ უნდა იქნას საქართველოს მასშტაბით, რიგგარეშე (საჭიროების შემთხვევაში, მობილური ჯგუფის მეშვეობით). პრეტენდენტს გეგმიური და არა გეგმიური ტექმომსახურების გაწევის მიზნით უნდა ჰყავდეს არანაკლებ 3 (სამი) მობილური ჯგუფი. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიმართვიდან არაუგვიანეს 3 (სამი) კალენდარულ დღეში გამოცხადდეს მოთხოვნაში მითითებულ მისამართზე (ადგილზე მომსახურების გაწევის მიზნით), ჩაატაროს ტექნიკის დათვალიერება და შემსყიდველის ელექტრონულ მისამართზე გააგზავნოს სრულყოფილი დეფექტური აქტ(ებ)ი, ხოლო სპეციალური ტექნიკის ავტოგასამართ სადგურში გადაყვანის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს სრულყოფილი დეფექტური აქტის შემსყიდველის ელექტრონულ მისამართზე გაგზავნა.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
განხორციელებულ მომსახურებაზე და შეცვლილ სათადარიგო ნაწილ/ებ/ზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია არანაკლებ 200 (ორასი) დღე, გარდა იმ სათადარიგო ნაწილებისა და საცხებ-საპოხი საშუალებებისა, რომელთა ექსპლუატაციის ვადა დამოკიდებულია სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის ნამუშევარ საათზე. აღნიშნულმა სათადარიგო ნაწილებმა და საცხებ-საპოხმა საშუალებებმა უნდა უზრუნველყონ ექსკავატორ-დამტვირთველების გამართულად ექსპლუატაცია: • ძრავის ზეთი და ძრავის ზეთის ფილტრი - არანაკლებ 250 ნამუშევარი საათი; • სავალ ნაწილებზე არანაკლებ 200 (ორასი) დღე; • ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე და ხიდებზე არანაკლებ 1 წელი ან 40 000 კმ, რომელიც უფრო გვიან დადგება. • ძრავის, გენერატორის, კონდენციონერის და საჭის გამაძლიერებლის ღვედი - არანაკლებ 500 საათი; • ელექტრონულ მოწყობილობებზე (გარდა ელ. მცველებისა და ნათურებისა) - არანაკლებ 1 წელი. შენიშვნა: პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს გასაწევი მომსახურების გარანტიო პირობები.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1. პრეტენდენტს 2022 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე ფაქტობრივად შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 750 000.00 ლარის, ანალოგიური (ნებისმიერი ტიპის სპეციალური ტექნიკის) შეკეთება/ტექნიკური მომსახურების განხორციელების გამოცდილება. 2. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებების და დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული შესაბამისი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს გაწეული მომსახურების დასახელება და ღირებულება (გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი წერილობითი დოკუმენტი). 3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR, MEP, DAP და სხვა ნომრები) წარმოდგენა. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში არსებული დანართი N3-ის შესაბამისად. ამასთან: ა) დანართი N3-ის ატვირთვა სავალდებულო არ არის; ბ) იმ შემთხვევაში, თუ დანართ N3-ში არ იქნება ასახული ინფორმაცია განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR, MEP, DAP და სხვა ნომრები) ან/და ელექტრონული ტენდერის შესაბამის მოდულში მოცემული ინფორმაცია ვერ უზრუნველყოფს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი გამოცდილების დადასატურებას, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებების ასლები და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი წერილობითი დოკუმენტი), რითაც დადასტურდება მოთხოვნილი გამოცდილება. გ) მომსახურებაზე, რომელიც გაწეულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შესყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, მისი ან/და ქვეკონტრაქტორ(ებ)ის, ტექმომსახურების გაწევის მიზნით უნდა გააჩნდეს არანაკლებ 5 სერვისცენტრი შემდეგ ლოკაციებზე: ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში, ასევე კახეთის, სამეგრელოს და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. 2. პრეტენდენტმა ან/და მისმა ქვეკონტრაქტორმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ქსელში არსებული სერვისცენტრების შესახებ, შესაბამისი მისამართების მითითებით. ასევე, საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს სერვისცენტრი აღებული აქვს დროებით სარგებლობაში (ქირავნობა, იჯარა, ლიზინგი, უზუფრუქტი და/ან სხვა) სისტემაში უნდა ატვირთოს შესაბამისი ხელშეკრულების ასლი, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 3. პრეტენდენტმა ან/და მისმა ქვეკონტრაქტორმა, ასევე უნდა წარმოადგინოს სერვის ცენტრების საკუთრების ან/დასარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი) რითაც დადასტურდება სერვის ცენტის საკუთრება ან/და სარგებლობის უფლებით ფლობა, ამასთანავე სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტი ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩავლით, ხოლო თუ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი 1 წელზე მეტი ვადით არის დადებული პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ვინაიდან საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის (უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული უფლებები და ვალდებულებები) პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება იჯარა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად: მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ – „ ე “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების, ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირის მონაწილეობით 1 წელზე მეტი ვადით დადებული გარიგებების (მათ შორის, გარიგებებისა, რომელთა საერთო ვადა აღემატება 1 წელს) საფუძველზე − აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ “ – „ ი “ და „ ლ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების წარმოშობისათვის აუცილებელია მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. 4.პრეტენდენტს ან/და მისმა ქვეკონტრაქტორს ტექმომსახურების გაწევის მიზნით, ქ. თბილისის სერვისცენტრის ერთ ლოკაციაზე უნდა გააჩნდეს შემდეგი მანქანა-დანადგარები და შესაბამისი აღჭურვილობა (მატერიალურ-ტექნიკური ბაზა): ა) -ელექტრო სისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; -ძრავის CO2-ზე შემოწმების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; -ვულკანიზაციის, ბალანსირების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; - ელექტრო მომარაგების ალტერნატიული წყარო (გენერატორი) - არანაკლებ 1 ერთეული; -ძრავის ამოსაღები ამწე - არანაკლებ 1 ერთეული; ბ) პრეტენდენტს ტექმომსახურების გაწევის მიზნით უნდა გააჩნდეს არანაკლებ ერთი (თითო) სერვისცენტრი შემდეგ ლოკაციებზე: ქ. ქუთაისი, კახეთის რეგიონი, სამეგრელოს რეგიონი და სამცხე-ჯავახეთის რეგიონი. სერვისცენტრი უნდა იქნეს აღჭურვილი შემდეგი მანქანა-დანადგარებითა და აღჭურვილობით (მატერიალურტექნიკური ბაზა): გ) -ელექტრო სისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; -ძრავის CO2-ზე შემოწმების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; -ვულკანიზაციის, ბალანსირების აპარატი - არანაკლებ 1 ერთეული; -ელექტრო მომარაგების ალტერნატიული წყარო (გენერატორი) - არანაკლებ 1 ერთეული; -ძრავის ამოსაღები ამწე - არანაკლებ 1 ერთეული; 5. პრეტენდენტმა ან/და მისმა ქვეკონტრაქტორმა პრეისკურანტში ჩამოთვლილი ტექმომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს ქ. თბილისსა და რეგიონებში, მითითებულ მისამართზე, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე სერვის ცენტრში სრულყოფილად ვერ ხორციელდება ტექნიკური მომსახურეობის გაწევა, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს სხვადასხვა ტიპის სპეციალური ტექნიკის ალტერნატიულ სერვის ცენტრში გადაყვანა/ტრანსპორტირება ან/და სხვა. შენიშვნა: პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
ქვეკონტრაქტორ(ებ)ის გამოყენების შემთხვევაში, პრედენდენტი ვალდებულია, წარმოადგინოს მხარეთა (პრეტენდენტი და მისი ქვეკონტრაქტორი) შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
1. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია პრეისკურანტის სავარაუდო ზღვრულ ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარმოადგინოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნულის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (პრეისკურანტის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე პრეისკურანტის ერთეულებთან მიმართებით.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
5.1.2 იურიდიული პირისთვის
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: 1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გაფორმებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული. 2. ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). 3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.3 ინდივიდუალური მეწარმისთვის
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: 1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ, არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გაფორმებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული. 2. ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). 3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.3 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.4 ფიზიკური პირისთვის
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: 1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2. ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ. 3. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტში რეგისტრირებულია 5.1.4 მუხლის მეორე პუნქტში მითითებული უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.5 ამხანაგობისთვის
1. სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.5. მუხლით გათვალისწინებული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი თითოეული წევრის შესახებ, კერძოდ: უშუალოდ ამხანაგობისთვის: ა) შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან გაცემული დოკუმენტ(ებ)ი რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი პრეტენდენტის მიერ, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გაფორმებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული. ბ) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). ამხანაგობის წევრებისთვის: ა) ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის წევრების მიმართ არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და აღნიშნული პირები არ არიან რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. თუკი, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც პირს უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, წარმოდგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლის თანახმად გაფორმებული, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის არსებობა დისკვალიფიკაციის საფუძვლად არ იქნება მიჩნეული. ბ)ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის წევრ(ებ)ს არ გააჩნიათ აღიარებული დავალიანება ბიუჯეტის მიმართ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). გ) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის მონაწილე წარმოადგენს არარეზიდენტ პირს, მისი სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6 მუხლისა და მისი პუნქტების მოთხოვნათა მიხედვით, ხოლო, წარმომადგენლობის/ფილიალის შემთხვევაში - სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.7. მუხლის მიხედვით. (2) იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის, ან/და მისი რომელიმე წევრ(ებ)ის შესახებ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია 5.1.5 მუხლის შესაბამის პუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.6 არარეზიდენტი პირისთვის
1. არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) პრეტენდენტის, როგორც მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.:ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან), რომელიც უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას: - საფირმო სახელწოდება; - სამართლებრივი ფორმა; - საიდენტიფიკაციო ნომერი; - რეგისტრაციის ნომერი/თარიღი; - მარეგისტრირებელი ორგანო; - იურიდიული მისამართი; - ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები. ბ) დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში. გ) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის მიმართ. დ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანაში არ ხდება ზემოაღნიშნული რომელიმე მონაცემის/ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის გაცემა, აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. ე) თუ არარეზიდენტ იურიდიულ პირს აქვს წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში, აღნიშნულ წარმომადგენლობა/ფილიალზეც ვრცელდება ამ მუხლის "ა","ბ" და "გ" პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები; 2. არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ. გ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანაში არ ხდება ზემოაღნიშნული რომელიმე მონაცემის/ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის გაცემა, აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი, ადმინისტრაციული ორგანოდან წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 3. თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ში რეგისტრირებულია 5.1.6 მუხლის შესაბამის პუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.7 წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის
იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი/ფილიალი საქართველოში, იგი ვალდებულია წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6. მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. ამასთან, თუ წარმომადგენლობის/ფილიალის ან/და სათაო კომპანიის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია 5.1.2 ან/და 5.1.6 მუხლების შესაბამის პუნქტებში გათვალისწინებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, 2. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას ან ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოს გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება. 3. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა და/ან შესრულებაზე უარის თქმა და/ან ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმწოდებლის მიერ შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობა) შემთხვევაში, მიმწოდებელს უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო/სადაზღვევო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდება. 4. უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის'' მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ ანგარიშსწორებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ ანგარიშსწორებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ირაკლი ჭეჟია, 593636888, irakli05@yahoo.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად; 2. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგიმოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება; 3. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე, რომელშიც, თარგმანის სისწორე ან/და მთარგმნელის ხელმოწერის ნამდვილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიული წესით; 4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული, პრეტენდენტის მიერ შექმნილი,დოკუმენტები ან/და ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა; 5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად; 6.სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული პრეისკურანტს (სავალდებულოა Excel-ის ფორმატი) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს).
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT250020380 14.11.2025 contract signed same category · 100% title match · same buyer · similar size

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საკუთრებაში არსებული ექსკავატ…

NAT250004881 10.03.2025 contract signed same category · 100% title match · same buyer · similar size

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საკუთრებაში არსებული ექსკავატ…

NAT250021843 01.12.2025 not held same category · 100% title match · same buyer

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საკუთრებაში არსებული ექსკავატ…

NAT250021839 01.12.2025 contract signed same category · 60% title match · same buyer · similar size

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საკუთრებაში არსებული სატრანსპ…

NAT260010102 14.05.2026 contract signed same category · 54% title match · same buyer · similar size

შპს ''საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ბალანსზე რიცხული სხვადასხვა …

NAT250004884 10.03.2025 contract signed same category · 54% title match · same buyer · similar size

შპს ''საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ბალანსზე რიცხული სხვადასხვა …

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

შპს საქართველოს წყლის სისტემები
შპს დიზაინ კომფორტ გრუპი
მუნიციპალპროექტი
შპს უნივერსალი
შპს იჯ ჩემისთრი