1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ა(ა)იპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება''-ის დაქვემდებარებაში მყოფი საბავშვო ბაგა-ბაღების ქათმის კვერცხით შესყიდვის უზრუნველყოფა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის: სურსათის უვნებლობა, ხარისხი, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლების მიხედვით უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულ სფეროში არსებული მარეგულირებელი კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ზღვრებს. სურსათი უნდა იყოს სათანადოდ ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად; პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“ (დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით) განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის მიმოქცევისას). უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 07 მარტის #90 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესით'' დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის, რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას, გადამუშავებას და დისტრიბუციას. მოცემული რაოდენობა წარმოადგენს საორიენტაციო/სავარაუდო რაოდენობას, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საქონლის ფაქტობრივი ათვისება დამოკიდებული იქნება ბავშვთა ფაქტიურ გამოცხადებაზე, შესაბამისად მიმწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია სახელშეკრულებო რაოდენობის სრულ ათვისებაზე. -საკვები პროდუქტების შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის დაცული უნდა იქნას სანიტარულ-ჰიგიენური წესები და ნორმები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. არსებული ნორმატიული დოკუმენტის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საქონელი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს შეცვლილ გარემოებებს; -მიწოდების მომენტისათვის პროდუქტი თუ აღმოჩნდება სატენდერო დოკუმენტაციის 1,2 პუნქტით განსაზღვრული საქონლის ტექნიკურ-ხარისხობრივ მახასიათებლებთან შეუსაბამო იგი მიმწოდებელს დაუბრუნდება უკან და მოთხოვნისთანავე ჩანაცვლდება ახლით. - შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, საკუთარი სახსრებით, ნებისმიერ დროს ჩაატაროს კვლევა თავისი შეხედულებისამებრ. -დანართის სახით იხილეთ საკვები პროდუქტის ხარისხობრივი მახასიათებელი და რაოდენობა.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
საქონლის მიწოდება განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან (შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად), 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. პროდუქტის მიწოდება მოხდება ყოველი კვირის ორშაბათს (სამუშაო დღეების გათვალისწინებით) შემსყიდველის მიერ 2 დღით ადრე მიწოდებული მოთხოვნის შესაბამისად. პროდუქტის განაცხადის მოთხოვნა მიმწოდებელს გაეგზავნება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. მომარაგება მოხდება დილის 9სთ-დან 16:00 სთ-მდე, თითოეულ საბავშვო ბაგა-ბაღში ტრანსპორტირების უზრუნველყოფით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ა(ა)იპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება''-ის დაქვემდებარებაში მყოფი საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთათვის საკვები პროდუქტის მიწოდება-ტრანსპორტირება უნდა მოხდეს, შემდეგ მისამართებზე: 1. ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. №40, #1 საბავშვო ბაღი. 2. ქ. ახალციხე, ვარძიის ჩიხის ქ. №4, #1 საბავშვო ბაგა-ბაღი. 3. ქ. ახალციხე, თამარაშვილის ქ.№ 39, #2 საბავშვო ბაგა-ბაღი. 4. ქ. ახალციხე, მიქუტიშვილის ქ. №10, #3 საბავშვო ბაგა-ბაღი. 5. ქ. ახალციხე, იაძის ქ. #12, №4 საბავშვო ბაგა-ბაღი. 6. ქ. ახალციხე, ასპინძის ქ.№ 47, #5 საბავშვო ბაგა-ბაღი. 7. ქ. ახალციხე, ივერიელის ქ. №52, #6 საბავშვო ბაგა-ბაღი. 8. ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. №124, #7 საბავშვო ბაგა-ბაღი. 9. ქ. ვალე, სტალინის ქ.18ა - №1 საბავშვო ბაგა-ბაღი. 10. სოფელი სხვილისი - სხვილისის №1 საბავშვო ბაგა-ბაღი. 11. ქ. ვალე, მეორე შახტის №2 საბავშვო ბაგა–ბაღი. 12. სოფელი წყალთბილა - წყალთბილის №1 საბავშვო ბაგა–ბაღი. 13. სოფელი საძელი - საძელის #1 საბავშვო ბაგა-ბაღი. 14. სოფელი აგარა -აგარის №1 საბავშვო ბაგა-ბაღი. 15. სოფელი წინუბანი - წინუბნის №1 საბავშვო ბაგა–ბაღი. 16. სოფელი ფერსა - ფერსის №1 საბავშვო ბაგა–ბაღი. 17. სოფელი წნისი - წნისის №1 საბავშვო ბაგა–ბაღი. 18. სოფელი კლდე - კლდის №1 საბავშვო ბაგა–ბაღი. 19. სოფელი ურაველი - ურავლის №1 საბავშვო ბაგა–ბაღი. 20. სოფელი მუსხი - მუსხის №1 საბავშვო ბაგა–ბაღი. 21. სოფელი მინაძე - მინაძის №1 საბავშვო ბაგა–ბაღი. 22. სოფელი ანდრიაწმინდა - ანდრიაწმინდის №1 საბავშვო ბაგა–ბაღი. 23. სოფელი ელიაწმინდა - ელიაწმინდის #1 საბავშვო ბაგა-ბაღი. 24. სოფელი სვირი - სვირის #1 საბავშვო ბაგა-ბაღი. 25. სოფელი ანი - ანის #1 საბავშვო ბაგა-ბაღი. 26. სოფელი წყრუთი - წყრუთის #1 საბავშვო ბაგა-ბაღი. 27. სოფელი აწყური - აწყურის #1 საბავშვო ბაგა-ბაღი.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტმა სისტემის საშუალებით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია საქონლის წარმოშობის ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ დანართი #2-ის შესაბამისად.
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს ქვეკონტრაქტორ(ებ)ის აყვანის ან/და შეცვლის შესახებ (ქვეკონტრაქტორის აყვანის აუცილებლობის მიზეზების დასაბუთებით). ქვეკონტრაქტორ(ებ)ის დასაშვებობის საკითხს წყვეტს შემსყიდველი და მიმწოდებელი ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე, რომელიც გაფორმდება წერილობითი ფორმით. 2. ქვეკონტრაქტორი კომპანია არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“. 3. ქვეკონტრაქტორზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: •მისაწოდებელი საქონლის დასახელება და ღირებულება; • ქვეკონტრაქტის ასლი. 4. ამ ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა ქვეკონტრაქტის ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს. 5. მისაწოდებელი საქონლის ნაწილის ქვეკონტრაქტორზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას აუდიტის/ექსპერტის/შემფასებლის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა. 4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში. 2. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდებული მიღება-ჩაბარების აქტისა (ნაერთი) და სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
მიღება-ჩაბარების აქტის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
მარინა მერაბიშვილი, 591449640, marmer8888@gmail.com ეკა მამუკაშვილი ტელ: 577600711
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - ,,სისტემა'') შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად. 2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი დამოწმებული უნდა იყოს ტენდერის დასრულების დღეს მოქმედი მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. 7. პრეტენდენტის მიერ დანართების #1 და #2 წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ასევე დაზუსტებას არ დაექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია საქონლის წარმოშობის ქვეყნის და მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი