1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებისათვის გადამუშავებული ხილის და ბოსტნეულის პროდუქტების შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
დაკონსერვებული ბარდა - 26.3 კილოგრამი, ჯემი/ხილფაფა - 1820.5 კილოგრამი, ტომატ-პასტა - 213.7 კილოგრამი, კიტრის მწნილი - 78.8 კილოგრამი. შესასყიდი საქონელის ტექნიკური მახასიათებლები, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღანელოს პრეტენდენტმა მოცემილია დანართი #1-ში. 1.2.2. სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის: 1 - სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. 2 - დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით და სათანადოდ ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის №301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. 3 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №301/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“ განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს, საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში–საკვები პროდუქციის მიმოქცევისას). 4 - უნდა აკმაყოფილებდეს, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №72 დადგენილებით დამტკიცებული "სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. 5 - მოწოდებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული "სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს. 6 - უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 აგვისტოს N497 დადგენილებით დამტკიცებულ "სურსათში/სურსათზე გამოსაყენებელი არომატიზატორებისა და არომატიზატორის თვისებ(ებ)ის მქონე სურსათის ინგრედიენტების შესახებ" ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს. 8- დაცული უნდა იქნეს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები. 9 - მიწოდებული სურსათის ყოველი პარტია უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დასაშვებ და პროდუქტისათვის დამახასიათებელ მაჩვენებლებს პოტენციურად საშიში ქიმიური ნაერთებისა და ბიოლოგიური ობიექტების შემცველობით. 10 - განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის პირობებისა და ვადების დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N303/ნ ბრძანებას. 1.2.3 საკვები პროდუქტები არ უნდა შეიცავდეს შემდეგ საკვებდანამატებს: E211, E102, E104, E110, E122, E124, E129. 1.2.4 სურსათი არ უნდა შეიცავდეს ტრანსცხიმებს. 1.2.5 მისაწოდებელი საქონლის რაოდენობები წარმოადგენს საორიენტაციო/სავარაუდო ციფრს,შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის ობიექტის ფაქტობრივი ათვისება დამოკიდებულია საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლების პერიოდზე და აღსაზრდელთა ფაქტიურ გამოცხადებაზე, შესაბამისად მიმწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია სახელშეკრულებო რაოდენობის სრულად ათვისებაზე.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
საქონელის მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად, ორ კვირაში ერთხელ, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, 2026 წლის იანვრის თვიდან, სააღმზრდელო პროცესის დაწყებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1.წერილობითი მოთხოვნა დასარიგებელი საქონლის რაოდენობაზე მიმწოდებელს გაეგზავნება ელექტრონულად, არაუგვიანეს დარიგების წინა 2-3 დღისა. 1.5.2. საქონლის დარიგება საბავშვო ბაგა-ბაღებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ორ კვირაში ერთხელ (სამუშაო დღეებში 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე). მიწოდება განხორციელდება 37 საბავშვო ბაგა-ბაღში ქვემოთ მითითებულ სოფლებში. 1.5.3. მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდებისას გამოვლენილი ხარვეზების და ნაკლოვანებების გამოსწორება (წუნდებული საქონლის შეცვლა და სხვა) უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით. სოფ. ვაჩნაძიანი სოფ. კახიფარი სოფ. კალაური სოფ. შაშიანი სოფ.ვაზისუბანი სოფ. მუკუზანი სოფ. ზეგაანი სოფ. ახაშენი სოფ. ველისციხე სოფ. ჩუმლაყი სოფ. ყიტაანი ქ.გურჯაანი სოფ. გურჯაანი სოფ. ჭანდარი სოფ. ვეჯინი სოფ. კოლაგი სოფ. ბაკურციხე სოფ. კარდენახი სოფ. ჩალაუბანი სოფ. მელაანი სოფ. ქოდალო სოფ. დარჩიეთი სოფ.არაშენდა სოფ. კაჭრეთი სოფ. ზემო კაჭრეთი სოფ. ჯიმითი
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყანა და მწარმოებელი დანართი #2- ის შესაბამისად.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
1. პრეტენდენტი და ასევე, მისაწოდებელი პროდუქტის მწარმოებელი რეგისტრირებული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ან განაცხადი უნდა ჰქონდეს გაკეთებული აღნიშნულ რეესტრში რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული გადამოწმებული იქნება სატენდერო კომისიის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე. (თუ შემოთავაზებული პროდუქტი იმპორტირებულია მაშინ აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება მისაწოდებელი პროდუქტის მწარმოებელზე); 2. ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე ბიზნესოპერატორს, სასაწყობე ფართზე, სადაც ინახება აღნიშნული პროდუქტები ბოლო ერთი წლის განმავლობაში გავლილი უნდა ჰქონდეს (ან ტენდერის დასრულებამდე უნდა გაიაროს) სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი, (ინსპექტირება), რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული - შესაბამისობის შეფასების აქტი) უნდა ატვირთოს სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად, სადაც არ უნდა ფიქსირდებოდეს კრიტიკული შეუსაბამობები და შესასრულებელი დავალებები, გარდა ისეთი შესასრულებელი დავალებების, რომელიც ხელს უშლის აღნიშნული პროდუქტის წარმოება/მომზადება/დაფასოვებას.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
არ მოითხოვება.
3.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ
პრეტენდენტმა გაერთიანების ადმინისტრაციაში უნდა წარმოადგინოს პროდუქტის ნიმუშები.
3.1.2 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
3.1.3 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ადგილი
ქალაქი გურჯაანი, რუსთაველის #22.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ ფასების ცხრილში დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მოწოდების შესაძლებლობა. ექსპერტიზის, ან/და აუდიტის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ეტაპობრივად, ლარში, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტის, შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება საქონელის მიწოდების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
თეონა კასრელიშვილი, 577379727, gurgaanibavshvebi@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად. 2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. 3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. 4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. 7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ფასების ცხრილის განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს. 8. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: • ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; • გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი