1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ა(ა)იპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საბავშვო ბაღების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულებისათვის გადამუშავებული ხილის და ბოსტნეულის შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1. ტომატ პასტა -მშრალი ნივთიერება არანაკლებ 25%, ფერი-სუნი-გემო დამახასიათებელი, კონსისტენცია სქელი, ჯანმრთელობისათვის მავნე მინარევების, საღებავებისა დ სახამებლის და ემულგატორების გარეშე, არ უნდა შეიცავდეს ნატრიუმის ბენზოატს. დაფასოება 0,200-1 კგ. (მოთხოვნის შესაბამისად) დაფასოებით მინის ან/და თუნუქის უჟანგავ ქილაში, მექანიკური და კოროზიული (ჟანგი) დაზიანების, ასევე ბომბაჟის გარეშე. მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%, მაგრამ არანაკლებ 4 თვე.თუნუქის ქილებს არ უნდა აღენიშნებოდეს კოროზიის, ბომბაჟის და მექნიკური დაზიანების ნიშნები. მოწოდებული საქონლის შენახვის ვადა არანაკლებ საერთო ვადის 60%. პროდუქტის უვნებლობა, ხარისხი, ეტიკეტირება, შეფუთვა/ ტარადატრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. - რაოდენობა 90 კგ. 2. კიტრის მარინადი (მჟავე) - დაკონსერვებული მინის ქილაში, ჯანმრთელობისათვის მავნე მინარევების გარეშე, არ უნდა შეიცავდეს ნატრიუმის ბენზოატს. პროდუქტის უვნებლობა, ხარისხი, ეტიკეტირება, შეფუთვა/ტარადატრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა, მოწოდების თარიღისთვის, უნდა იყოს ვარგისიანობის საერთო ვადის არანაკლებ 50%. - რაოდენობა 302 კგ. 3. მუხუდო - დაკონსერვებული მინის ქილაში, ჯანმრთელობისათვის მავნე მინარევების გარეშე, არ უნდა შეიცავდეს ნატრიუმის ბენზოატს. პროდუქტის უვნებლობა, ხარისხი, ეტიკეტირება, შეფუთვა/ტარადატრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. მოწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა, მოწოდების თარიღისთვის, უნდა იყოს ვარგისიანობის საერთო ვადის არანაკლებ 50% - რაოდენობა 377 კგ 4. ჯემი (ხილფაფა) - სხვადასხვა ხილის ჯემი (მარწყვის გარდა), მინის ქილით, 0,500კგ-დან 1 კგ-მდე შეფუთვით. კონსისტენცია სქელი, ჯანმრთელობისათვის მავნე მინარევების გარეშე. პროდუქტის უვნებლობა, ხარისხი, ეტიკეტირება, შეფუთვა/ტარადატრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. უნდა იყოს დამზადებული არანაკლებ 50% ხილისგან, არ უნდა შეიცავდეს კონსერვანტებს, საღებავებს და არომატიზატორებს (ჯემს უნდა გააჩნდეს მხოლოდ დამზადებისას გამოყენებული ხილის • ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი შესაბამისი პროდუქტისთვის. • კონსისტენცია ერთგვაროვანი, სქელი. • ტენიანობა არაუმეტეს 34%, 100 გრამ პროდუქტში შაქრის შემცველობა არანაკლებ 62გ. • გასატიტრი მჟავების მასური წილი 0,3%-დან 0,9%-ის ჩათვლით. • დაფასოებული 0.5-1.5 (±0.4%) ლიტრამდე მინის ქილებში, შესაბამისი მარკირებით. • მოწოდებული საქონლის შენახვის ვადა უნდა იყოს არანაკლებ საერთო ვადის 50%. - რაოდენობა 150 კგ 5 გამხმარი ხილი (ჩირი) -ხმელი ჩირი სხვადასხვა ხილის, უმაღლესი ხარისხის, კონსტიტენცია მკვრივი, ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური, სანიტარულ- ჰიგიენური მაჩვენებლები უნდა შეესაბამებოდეს კვების ტექნიკურ რეგლამენტს - რაოდენობა 250 კგ შენიშვნა 1. მოწოდებული „საქონლის“ ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს ეტიკეტი ქართულ ენაზე. პროდუქციის დასახელება და მისი შემადგენლობა, მწარმოებლის და დისტრიბუტორის დასახელება და რეკვიზიტები, პროდუქციის შენახვის პირობები, გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა, მწარმოებელი ქვეყანა. 2. „საქონლის“ ტრანსპორტირებისას მიმწოდებლის მიერ დაცული უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სანიტარული წესები და ნორმები 3. ა) მიწოდებული საკვები პროდუქციის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2001 წლის 16 აგვისტოს #301/ნ ბრძანებით დამტკიცებული - ,,ჰიგიენური მოთხოვნები სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოებისადმი“- სანიტარული წესებისა და ნორმები“-ს მოთხოვნებს; ბ) საკვები პროდუქტების დაფასოება და შეფუთვა უნდა უზრუნველყოფდეს მისი ხარისხისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას; გ) საკვებ პროდუქტს უნდა ჰქონდეს ეტიკეტი ქართულ ენაზე: პროდუქციის დასახელება და მისი სახეობა; დამამზადებლის დასახელება და კატეგორია; პროდუქციის შენახვის პირობები; ვარგისიანობა - ვადა და თარიღი. დ) საქონლის იმპორტის შემთხვევაში ყოველ პარტიას თან უნდა ახლდეს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი, თარგმნილი ქართულ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული; პირობები; ვარგისიანობა - ვადა და თარიღი. ე) საკვები პროდუქციის შენახვისა და ტრანსპორტირებისას მიმწოდებლის მიერ დაცული უნდა იქნას სანიტარული წესებისა და ნორმების მოთხოვნები.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1. საქონლის მიწოდება ხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, შაბათ-კვირის, არდადეგების და დასვენების დღეების გარდა 9-დან 17 საათამდე შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1.მოთხოვნა დასარიგებელი საქონლის რაოდენობაზე მიმწოდებელს გაეგზავნება ელექტრონულად, ორი დღით ადრე, მის მიერ წარმოდგენილი ელ-ფოსტის ან/და სხვა კომუნიკაციის საშუალებით. 1.5.2. საქონლის დარიგება გაერთიანების ფილიალებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ორ კვირაში ერთხელ,შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად 1.5.3. საქონლის მიწოდება განხორციელდება დანართი N2-ის მიხედვით. 1.5.4. მიწოდებული საქონლის მიღება განხორციელდება სასაქონლო ზედნადებებისა და მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1. პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყანა და მწარმოებელი გაფასებული ფასების სხრილის ( ხარჯთაღრიცხვის ) შესაბამისად. 2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ წარმოადგენს გაფასებულ ფასების ცხრილს და არ მიუთითებს წარმოშობის ქვეყანასა და მწარმოებლის დასახელებას, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1. მოცემული რაოდენობა წარმოადგენს საორიენტაციო/სავარაუდო რაოდენობას, შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის რაოდენობა არ აითვისოს სრულად. შესყიდვის ობიექტის ფაქტობრივი ათვისება დამოკიდებული იქნება ბავშვთა ფაქტიურ გამოცხადებაზე, შესაბამისად მიმწოდებელს არ უნდა გააჩნდეს პრეტენზია სახელშეკრულებო რაოდენობის სრულად ათვისებაზე. 2.9.2. შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ორ კვირაში ერთხელ. 2.9.3. მიმწოდებელმა თავისი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს საქონლის ადგილზე მიტანა. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში. 2.9.4. მისაწოდებელი შესყიდვის დასახელება, რაოდენობა და მიწოდების კონკრეტული დღეები განისაზღვრება შემსყიდველისაგან ელექტრონული ფორმით წინასწარ მიცემული შეკვეთის საფუძველზე (მიმწოდებელს შეკვეთა გადაეგზავნება რეკვიზიტებში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე). 2.9.5. მიწოდებული საქონლის ყოველი პარტიიდან, შემსყიდველის მიერ გარკვეული ნაწილის დაწუნების (უხარისხობის გამო) შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ ჩაანაცვლოს იგი სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული საქონლის ხარისხობრივი მახასიათებლების შესაბამისი საქონლით, სრული მოცულობით.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში დაფიქსირებული ერთეულის ფასის და ჯამური ღირებულების ადეკვატურობა. ექსპერტიზის ან/და აუდიტის დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1 ანგარიშსწორება მოხდება 2025 წელს უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში(ლარი) ეტაპობრივად მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე. 7.2.2 ხარჯი რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოხატული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და ტრანსპორტირების გათვალისწინებით.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება მოხდება პერიოდულად წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტების და ანგარიშ-ფაქტურის ან/და სასაქონლო ზედნადების საფუძველზე 10 სამუშაო დრის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ნანა შუბითიძე, 599295669, nanashubitidze97@yahoo.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი