1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახანძრო-სამაშველო შენობების მცირე სარემონტო სამუშაოების შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტაციის ხარჯთაღრიცხვაში. 1.2.2 შესყიდვის ღირებულებაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს სატრანსპორტო, მასალების და შრომითი დანახარჯები. 1.2.3 სამუშაოების წარმოების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ექსპლუატაციაში არ მყოფი. სამუშაოების წარმოების პროცესში გამოსაყენებელი მასალებისა და მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ხარისხი, ფაქტურა, ფერი და სხვა) თანხმდება შემსყიდველთან. 1.2.4 მიმწოდებელმა სამუშაოების განხორციელების განმავლობაში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და არსებული ნორმების შესაბამისად, უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების, მუშაოებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენის მინიმუმადე დაყვანა. ასევე საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონების და ნორმების შესაბამისად ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები მშენებლობის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან ასაცილებლად. 1.2.5 მიმწოდებელმა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ უნდა მოახდინოს შენობის და ტერიტორიის გენერალური დალაგება-დასუფთავება, შენობიდან სამშენებლო ნარჩენების გატანა, კედლებზე, ფანჯრებზე, კარებზე დარჩენილი ფითხის და საღებავის მოშორება. 1.2.6 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებით და წესებით, აგრეთვე პროექტით გათვალისწინებული უსაფრთხოების წესების დაცვით. აღნიშნულ ნორმათა დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ კონკრეტულ დარღვევაზე დაეკისრება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა. ჯარიმის გადახდა მიმწოდებელს არ ათავისუფლებს დარღვევის აღმოფხვრისაგან. 1.2.7 შემსყიდველის ქონებაზე მიყენებული ზიანის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს აღნიშნული ზიანის აღმოფხვრა/ანაზღაურება. 1.2.8 შესასრულებელი სამუშაოების ზედიზედ ორჯერ დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1 ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2027 წლის 30 ივნისის ჩათვლით. 1.4.2 ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამის დავალებასთან ერთად, შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ექსპლუატაციის სამმართველოს მიერ განსაზღვრული იქნება სამუშაოების შესრულების კონკრეტული, გონივრული ვადა. 1.4.3 გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც ხელი ეშლება სამსახურის გამართულ ფუნქციონირებას, შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა მიმწოდებელი ვალდებულია დაიწყოს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. 1.4.4 მიმწოდებელს მოთხოვნა განხორციელდება ელექტრონული ფოსტის ან ოფიციალური წერილის მეშვეობით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1 დასავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად: იმერეთი; გურია; სამეგრელო-ზემო სვანეთი; აჭარა; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი.
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
1.6.1 საგარანტიო ვადები განისაზღვრება შემდეგნაირად: • ბეტონის და ქვიშა-ცემენტის ხსნარზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 3 (სამი) წელი; • სახურავზე გამოყენებულ მასალებზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 5 (ხუთი) წელი; • სამღებრო სამუშაოებზე, სხვადასხვა დეტალებზე და ფასონურ ნაწილებზე, მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარაზე და მდფ კარებებზე, ლამინირებულ- ხის მასალებზე კერამოგრანიტზე და კაფელ-მეტლახზე, ელექტრო მასალებზე (სადენები, სანათები, წყლის ტომბო სხვა. ) და სხვა მასალებზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი. • ლითონის გამოყენებულ მასალებზე უნდა ვრცელდებოდეს საგარანტიო ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში. 1.6.2 საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის მოთხოვნიდან (მიმწოდებელს მოთხოვნა გაეგზავნება ელ. ფოსტაზე, ოფიციალური წერილის მეშვეობით.) არაუმეტეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1 პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს შენობ(ებ)ის სამშენებლო ან/და შენობ(ებ)ის სარემონტო სამუშაოების შესრულების გამოცდილება ჯამური ღირებულებით არანაკლებ 400 000 (ოთხასი ათასი) ლარის ოდენობით, აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულების ასლები ხარჯთაღრიცხვით და შესრულებული სამუშაოების ფორმა N2). 2.2.1.2 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი გამოცდილების სახით წარმოადგენს არასახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებსა და მათი შესრულების დოკუმენტაციას, გარდა 2.2.1.1 ქვეპუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტაციისა, პრეტენდენტი ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს აღნიშნულ სამუშაოებზე დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ელექტრონული ვერსიები.
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
2.8.1.1 შემსყიდველთან შეთანხმების გარეშე, პრეტენდენტს უფლება არ აქვს სამშენებლო სამუშაოები ან მისი ნაწილი გადასცეს ქვეკონტრაქტორს. 2.8.1.2 ქვეკონტრაქტორის შეცვლის შემთხვევაში უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1 სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ცვლილება (ახალიპოზიციის დამატება) განხორციელდება "საქართველოს მთავრობის 2025 წლის 1 დეკემბრის N2006 განკარგულების ფარგლებში „სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ გამოქვეყნებულ უახლესი დოკუმენტის მიხედვით, ხოლო ის პოზიციები, რომლებიც არ იქნება გათვალისწინებული „სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ გამოქვეყნებულ უახლეს დოკუმენტის ჩამონათვალში, უნდა ეყრდნობოდეს „სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემულ დასკვნას, (დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება მომწოდებელს) ან მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მიერ გამოქვეყნებულ უახლეს დოკუმენტს — „სამშენებელო რესურსების ფასები“. 2.9.2 პრეტენდენტის მიერ ჯამური სავარაუდო ღირებულების შემცირების/კლების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრულ ყოველ კონკრეტულ პოზიციაზე (კლების პროცენტული ოდენობა გამოითვლება ჯამურ სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემის შესაბამის ველში საბოლოოდ დაფიქსირებულ ფასს შორის არსებული სხვაობით). ამასთან, თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები წარმოიქმნება მრავალნიშნა ათწილადის სახით, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ღირებულებები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს ხარჯთაღრიცხვის ჯამური ღირებულებაც. 2.9.3 ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების შეთხვევაში, დაუშვებელია რომელიმე პოზიციაზე თავდაპირველად წარმოდგენილი ერთეულის ფასის გაზრდილი ღირებულებით წარმოდგენა. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დაზუსტებულ ხარჯთაღრიცხვაში რომელიმე პოზიციის ერთეულის ფასის გაზრდა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა. 4.1.1.2 დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადას (ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება 2027 წლის 31 აგვისტო).
6.4 გარანტიის პირობები
6.4.1. ტენდერში გამოყენებულ იქნება საბანკო ან სადაზღვეო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%–ის ოდენობით, რაც გულისხმობს, რომ გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. 6.4.2. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20 %-ით ან მეტით დაბალია შესაბამისი ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ჩათვლით. 6.4.3. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს. 6.4.4.ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიების წარმოსადგენად და ხელშეკრულებების დასადებად პრეტენდენტს განესაზღვრება არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადა. 6.4.5. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. 6,4,6. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. 7.2.2 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში ორი საბიუჯეტო წლის განმავლობაში: - 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით: არაუმეტეს 500 000 ლარის ფარგლებში; - 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით: ვაჭრობის შედეგად, პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასის დარჩენილი ღირებულების, მაგრამ არაუმეტეს 427 268 ლარის ფარგლებში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
7.3.1 შესრულებულ სამუშაოზე საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობის დამადასტურებელი დოკუმენტის (ფორმა N2) შესაბამისად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულიბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის (ორგანიზაციის) მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე. მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. (დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს). 7.3.2 შესრულებული სამუშაოების ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად „მიმწოდებლის“ მხრიდან დადასტურებული სამუშაოს შესრულების აქტის (ფორმა N3) და შესაბამისი ანგარიშფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. შემსყიდველი უფლებამოსილია ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოების ანგარიშსწორება განახორციელოს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების არაუმეტეს 80%-ის ოდენობით. 7.3.3 10 000 ლარამდე შესრულებულ სამუშაოებზე შსს სსდ - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საფინანსო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ექსპლუატაციის სამმართველოს შესაბამისი სამი თანამშრომლის მიერ ხელმოწერით დადასტურების შემთხვევაში პრეტენდენტის (შემდგომში მიმწოდებლის) მხრიდან დამატებით ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა არ არის საჭირო.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ანა ყიფიანი, 591458507, anekipiani@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
- ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება; - სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე; - პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ: ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: 1) ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; 2) გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთან პრეტენდენტმა ხარჯთაღრიცხვა შესაძლებელია წარმოადგინოს Excel-ის დოკუმენტის ფორმატის სახით, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს). - რაც შეეხება სატენდერო პირობებით მოთხოვნილ სხვა დამატებით ინფორმაციას, მაგალითად: გეგმები და პროექტის ნახაზები, დასკვნები, MAF, უცხოური დოკუმენტების თარგმანი, ექსპერტიზის დასკვნები, აკრედიტაცია/ნებართვა, ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, დიპლომი/სიგელი/სერთიფიკატი, ტექპასპორტი, ფოტოსურათი, ესკიზი და სხვა, მათ დამატებით აღარ ესაჭიროება კვალიფიციური ხელმოწერა ან/და კვალიფიციური შტამპი, რადგან კანონმდებლობა არ მოითხოვს სისტემაში დოკუმენტის დამოწმებული ასლების ატვირთვას. - სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში; - სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით; - სატენდერო წინადადება, ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია, დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; - ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. - სატენდერო დოკუმენტაციაში, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას, სადაც მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, იგულისხმება „მსგავსი“ ან/და „ეკვივალენტური“. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან/და ეკვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება; - სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ჩაითვლება პრეტენდენტისათვის გაგზავნილ შეტყობინებად, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვით. პრეტენდენტის მიერ შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება ოქმის სისტემაში ატვირთვის მომენტიდან. - ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 24-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების შესაბამისად ამავე ბრძანების 32-ე მუხლის პირველი პუნქტების ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე პრეტენდენტ ამხანაგობას მიეცემა დიკსვალიფიკაცია. ამასთან, ამხანაგობის შემთხვევაში სამუშაოების წარმოების უფლება მიეცემა მასში შემავალ კომპანიას მის მიერ განხორციელებული გამოცდილების ნაწილში. - სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული. - პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი