1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
შ.პ.ს „რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ტრავმატოლოგიური განყოფილების საჭიროებისათვის სამედიცინო სახარჯი მასალები.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1. მენჯ-ბარძაყის სახსრის ბიპოლარული ფოსო 40-დან 54-ის ჩათვლით - 100 ცალი; 2. მენჯ-ბარძაყის სახსრის ედოპროტეზის ტრაბეკულური ფოსო ლაინერით - 5 ცალი; 3. მუხლის ენდოპროტეზის წვივის კომპონენტი : ყველა ზომა - 30 ცალი; 4. მუხლის ენდოპროტეზის ბარძაყის კომპონენტი: მარჯვენა/მარცხენა -ყველა ზომა - 30 ცალი; 5. სარევიზიო ფეხი ვაგნერის ტიპის :ყველა ზომა - 30 ცალი; 6. ორთოპედიული ცემენტი გენტამიცინით 40გრ - 50 ცალი; 7. გრანულები - 5 ცალი; 8. ცილინდრი - 5 ცალი; 9. ბლოკი - 5 ცალი; 10. ფხვნილი - 5 ცალი; 11. 3.5 ჩამკეტი ტუბულარული ფირფიტა 6-10ნახ - 20 ცალი; 12. 4.5/5.0 ჩამკეტი სწორი ფირფიტა (Narrow) 8-14ნახ - 20 ცალი; 13. 4.5/5.0 ჩამკეტი ბარძაყის პროქსიმალური ფირფიტა 4-11ნახ - 30 ცალი; 14. 5.0/6.5 ჩამკეტი ბარძაყის პროქსიმალური ფირფიტა უნივერსალი 4-10ნახ - 30 ცალი; 15. პერიპროთეზული კაბელის ჩამკეტი - 20 ცალი; 16. პერიპროთეზული ფირფიტის კაბელი - 20 ცალი; 17. 3.0 ჩამკეტი მხრის (სწორი) ფირფიტა 6-12ნახ - 20 ცალი; 18. 3.5/4.0 ჩამკეტი მხრის პროქსიმალური ფირფიტი (ფილო)(Variable) 3-12ნახ - 30 ცალი; 19. 3.5/4.0 ჩამკეტი Y-ისებური ფირფიტა 5ნახ, მარჯვენა-მარცხენა - 10 ცალი; 20. 2.7/3.5 ჩამკეტი ლავიწის დისტალური ფირფიტა დამატებითი თავით 6-8ნახ, მარჯვენა-მარცხენა - 20 ცალი; 21. 3.5/4.0 ჩამკეტი ლავიწის რეკონსტრუქციული ფირფიტა 6-10ნახ, მარჯვენა-მარცხენა - 30 ცალი; 22. 3.5 ჩამკეტი ლავიწის კავისებური ფირფიტა 3-5ნახ, მარჯვენა-მარცხენა - 20 ცალი; 23. 2.0/2.5 ჩამკეტი მინი სწორი ფირფიტა 4-6ნახ - 2 ცალი; 24. 2.0/2.5 ჩამკეტი მინი სწორი ფირფიტა 4-6ნახ - 2 ცალი; 25. 2.0/2.5 ჩამკეტი მინი Y-სებური ფირფიტა 4-6ნახ - 2 ცალი; 26. 2.0/2.5 ჩამკეტი მინი ტრაპეზოიდული ფირფიტა 4-8ნახ - 2 ცალი; 27. 4.0 კანულირებული ჭანჭიკი - 100 ცალი; 28. მხრის ინტრამედულარული ღერო ყველა ზომა - 10 ცალი; 29. მხრის ინტრამედულარული ღეროს ქუდი - 10 ცალი; 30. წვივის ინტრამედულარული ღერო ყველა ზომა - 20 ცალი; 31. წვივის ინტრამედულარული ღეროს ქუდი - 20 ცალი; 32. ბარძაყის ინტრამედულარული ღერო ტიტანი ყველა ზომა - 20 ცალი; 33. ბარძაყის ინტრამედულარული ღეროს ქუდი - 20 ცალი; 34. ინტრამედულარული ღეროს ჭანჭიკი - 100 ცალი; 35. რეტროგრადული ბარძაყის ინტრამედულარული ღერო ყველა ზომა - 5 ცალი; 36. (GAMMA/PFN) ქუდი - 10 ცალი; 37. ფალანგების საფიქსაციო გარეგანი აპარატი - 2 ცალი; 38. მულტიფუნქციური დამჭერი Φ5-11 - 20 ცალი; 39. გადამყვანი Φ5-11 - 50 ცალი; 40. დამჭერი 5 ნახვრეტიანი Φ5-11 ტიტანი - 50 ცალი.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
შესყიდვის ობიექტის მიწოდება (სეტების მიწოდება/დასაწყობება) შემსყიდველ ორგანიზაციაში უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადაში, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო მოწოდებული სეტში მოთავსებული იმ სახარჯი მასალების შევსება, რომელიც გაიხარჯება ეტაპობრივად, შემსყიდველის კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე (კლინიკაში დაგეგმილი ოპერაციების შესაბამისად), მიმწოდებლის მხრიდან უნდა განხორციელდეს მოწოდება დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის განმავლობაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
შესყიდვის ობიექტის მიწოდება ადგილია: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რუხის ადმინისტრაციული ერთეული, შპს,,რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო''.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
ვარგისიანობის ვადასთან დაკავშირებული მოთხოვნა: მოსაწოდებელ საქონელს უნდა გააჩნდეს ვარგისიანობის ვადა მიწოდების მომენტიდან არანაკლებ 12 (თორმეტი) თვე. შენიშვნა: „მიმწოდებელი“ ვალდებულია მიწოდებული „საქონლის“ წუნდების შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს 2 სამუშაო დღეში განახორციელოს წუნდებული „საქონლის“ შეცვლა “შემსყიდველის” მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტმა უნდა მიუთითოს საქონლის წარმოშობის ქვეყნის და მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია ფასების ცხრილის მოთხოვნების შესაბამისად.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
1. შესასყიდ ობიექტს ან/და მწარმოებელ კომპანიას წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებულ - შესყიდვის ობიექტზე ან/და შესყიდვის ობიექტის წარმოებაზე - უნდა გააჩნდეს ქვემოთ ჩამოთვლილიდან არანაკლებ ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილ უნდა იქნეს პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში: • CE (ან EC) მარკირების დამადასტურებელი დოკუმენტი ან CE (ან EC) ან MDR მარკირების დამადასტურებელი შესაბამისობის დოკუმენტი, • ან/და ხარისხის დამადასტურებელი FDA (ამერიკული) სერტიფიკატი, • ან/და საქონლის ხარისხის დამადასტურებელი ISO სერთიფიკატი. (იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია არის უცხოურ ენაზე, მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიალურად დამოწმებული თარგმანი).
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1. მისაწოდებელი „საქონლის“ ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო წინადადებით წარმოდგენილ ინფორმაციას, უნდა შეესაბამებოდეს ფასების ცხრილში მითითებულ მახასიათებლებს, ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ისე გარემოება, რამაც შეიძლება ხარისხზე გავლენა მოახდინოს. 2.9.2. საქონლის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სანიტარულ–ჰიგიენური ნორმებისა და პირობების დაცვით. 2.9.3. შემოთავაზებული სამედიცინო სახარჯი მასალები უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო. სეტში არსებული შესაბამისი თავსებადი ინსტრუმენტების მდგომარეობა - ახალი, არაამორტიზებული; 2.9.4. საქონლის შეფუთვა არ უნდა იყოს დაზიანებული, ხოლო წარწერები საქონელსა ან/და ეტიკეტ(ებ)ზე უნდა იყოს კითხვადი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2.9.5. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს უსასყიდლოდ დროებით სარგებლობაში (შესყიდვის ობიექტის საგარანტიო/ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე) გადასცეს სეტში შემავალი საქონლის შესაბამისი, სათანადო ინსტრუმენტები.
3.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ
3.1.1.1. პრეტენდენტმა ნიმუშები უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტით გათვალისწინებული პოზიციების შესაბამისად, თითოეული პოზიციიდან ერთი ნიმუში. მოთხოვნილი ნიმუშების წარმოუდგენლობის შემთხვევაში პრედეტენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას. 3.1.1.2. წარმოდგენილი ნიმუშები უნდა შეესაბამებოდეს პრეტენდენტის სატენდერო წინადადებასა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს.
3.1.2 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
3.1.3 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ადგილი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რუხის ადმინისტრაციული ერთეული, შპს,,რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო''.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვისობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, რომელიც შესაძლებელია,დასაბუთდეს შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნით ან/დასაშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისიუფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) 4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის 20%-ით მეტი ფასის კლების შემთხვევაში,დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებითნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადებისფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
2 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
5 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
6.4.1. ტენდერში გამოყენებული იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2 %-ის ოდენობით; 6.4.2. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული; 6.4.3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ვალდებულებების პროპორციულად და შემსყიდველ ორგანიზაციას უფლებას უნდა აძლევდეს, პირველი მოთხოვნისთანავე, გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან დაუყოვნებლივ, შემსყიდველის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მიიღოს გარანტიით გათვალისწინებული თანხა; 6.4.4. ტენდერში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაში დარეგისტრირებული პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, პრეტენდენტი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენისგან არ თავისუფლდება; 6.4.4.1. ტენდერში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაში დარეგისტრირებული პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ოდენობა ნახევრდება. 6.4.5. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს 34-ე მუხლის საფუძველზე, შემსყიდველს უფლება აქვს უარი განაცხადოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ისეთ გარანტიაზე, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად მოწოდებული საქონლის შესაბამის თანხაზე მხარეთა შორის გაფორმებული მიღება ჩაბარების აქტის და მიმწოდებლის მიერ შესაბამისი დოკუმენტები (სასაქონლო ზედნადები/ანგარიშფაქტურა ან საგადასახადო დოკუმენტი) წარმოდგენის შემდეგ.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე, აღნიშნული დოკუმენტაციის მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის წარდგენიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდალური დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
დავით ხუნჯუა, 591445355, spa@rukhihospital.ge თაია კვანჭიანი ტელ: 597091392
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. 2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება. 4. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით. 5. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი, (კანონმდებლობით გაითვალისწინებულ შემთხვევბში) უნდა მიუთითოს დღგ-ს გათვალისწინებით. 6. პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი ან ფასების ცხრილი წარმოდგენილი იქნება განფასების გარეშე ან წარდგენილ ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს. 7. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. 8. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი