1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ქალაქ თბილისში, მ. კოსტავას N37ა-ში (საკადასტრო კოდი 01.15.03.010.089) მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის შენობა-ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1 შესყიდვის ობიექტის აღწერა და პირობები მოცემულია: სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ში, (სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა) და პროექტში. 1.2.2 პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული უნდა იქნას Excel-ის ფორმატის ფაილის სახით დანართი №1–ის მიხედვით. ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, გარდა 2017 წლის 14 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ №12 ბრძანების 27-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 1.2.3 სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1–ში (ხარჯთაღრიცხვა) მითითებული ერთეულის ღირებულებებში გათვალისწინებული უნდა იყოს სამუშაოების სრული ღირებულება მასალის და სხვა აუცილებელი საჭირო მომსახურების, სამუშაოების და ყველა სახის გადასახადის ჩათვლით. ხარჯთაღრიცხვაში დაუშვებელია შეიცვალოს გაუთვალისწინებელი ხარჯისა და დღგ-ს პროცენტული ოდენობები. პრეტენდენტი ვალდებულია ხარჯთაღრიცხვაში მითითებული ერთეულის ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაინაგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი). სატენდერო დოკუმენტაციის დანართი №1–ში (ხარჯთაღრიცხვა) პრეტენდენტის მიერ მითითებული სამუშაოს ერთეულის ფასები არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის პოზიციებზე შემსყიდველის მიერ მითითებულ სავარაუდო ზღვრულ ერთეულის ფასებს. 1.2.4 საჭიროების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ობიექტებზე სამუშაოები აწარმოოს 24 საათიან რეჟიმში. 1.2.5 მიმწოდებელმა სამშენებლო ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას, მყარ კონსტრუქციაზე (დგარი) უნდა განათავსოს მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო დაფა ზომით 200სმ X 150სმ, (BPG-ფორმატში, შრიფტი-მრგვლოვანი-2009/2010) შემსყიდველის მიერ წარდგენილი ესკიზის შესაბამისად, შემსყიდველთან შეთანხმებით. 1.2.6 შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს სამუშაო პროცესის ზედამხედველობა.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ წერილობითი დავალების მიცემიდან არაუმეტეს 20 (ოცი) თვე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
ქალაქ თბილისში, კოსტავას N37ა-ში (საკადასტრო კოდი 01.15.03.010.089) მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის შენობა-ნაგებობი.
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
ა) სახურავი - 10 წელი; ბ) კარ-ფანჯრები - 5 წელი, საკეტები - 1 წელი; გ) შენობის შიდა მოპირკეთება - 2 წელი; დ) ფასადი და სარინელი - 3 წელი; ე) ღებვა - 3 წელი; ვ) სანტექნიკა, ელექტრობა, სუსტი დენები - 5 წელი; ზ) გათბობის სისტემა - 2 წელი; თ) იატაკი - 3 წელი; ი) კონსტრუქციები - 50 წელი; კ) წყალმომარაგებისა და წყალარინების გარე ქსელი - 10 წელი; ლ) ბუნებრივი აირით მომარაგების ქსელი - 2 წელი; მ) სხვა სამშენებლო სამუშაოები - 3 წელი. 1. სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2.5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2.5%-ის გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის პირველი კალენდარული წლის გასვლის შემდეგ. 2. მიმწოდებლის მხრიდან, საგარანტიო პერიოდის პირველი წლის ამოწურვამდე, დარჩენილ 2.5%-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში შესაძლებლია განხორციელდეს თანხის გადახდა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების ხარისხის საგარანტიო ვადის პირველი წლის დასრულების თარიღს. 3. თუ მიმწოდებელი არ ასრულებს ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მოთხოვნებს მაშინ 4.3 პუნქტით განსაზღვრული დარჩენილი 2.5% არ ანაზღაურდება. 4. თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი დარჩენილ 2.5%-ზე მეტი ოდნობით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს საქართველოს ტერიტორიაზე ან/და სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე (გარდა იმ ქვეყნის ტერიტორიისა, სადაც რეგისტრირებულია პრეტენდენტი) 2020 წლის 01 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე უნდა ჰქონდეს შენობ(ებ)ის (არ იგულისხმება გზა, ხიდი, გვირაბი და სხვა ხაზობრივი ობიექტ(ებ)ი) სამშენებლო ან/და სარეაბილიტაციო ან/და სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 100%-ის ოდენობით, მათ შორის არაუმეტეს ორი ხელშეკრულების ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობ(აზე)ებზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება უნდა იყოს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 10%. წარმოდგენილი უნდა იქნას დამადასტურებელი დოკუმენტაცია – ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში შესრულებული სამუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი - მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და ფორმა N2. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში სრულად, მათი დამატებით წარმოდგენა საჭირო არ არის. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაციის ცხრილი და მასში მიუთითოს SPA,NAT,DAP,DEP ან CMR ნომრები. პრეტენდენტს 2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე, არ უნდა ჰქონდეს ააიპ „თბილისის განვითარების ფონდთან“ ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების მიზეზით შეწყვეტილი ხელშეკრულება.
2.5.1 მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი)
მოითხოვება ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებელმა უნდა წარუდგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი: 1. შემსყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს გეგმა-გრაფიკის კორექტირება, რის შესასრულებლადაც შემსყიდველი მიმწოდებელს წერილობითი ფორმით განუსაზღვრავს კორექტირების გონივრულ ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,05%-ის ოდენობით, ხოლო მითითებული ვადის 10 (ათი) კალენდარული დღით გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. 2. მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, გაზარდოს როგორც დასაქმებული პერსონალისა და მანქანა-მექანიზმების რაოდენობა, ისე სამუშაო რეჟიმი (სამუშაო დროის ზრდა, ღამის ცვლის დამატება, 24 (ოცდაოთხი) საათიანი რეჟიმი). აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს არაუგვიანეს 7 (შვიდი) კალენდარული დღისა. ხსენებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.05 (ნული მთელი ხუთი მეასედი) %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო, აღნიშნული ვადის 10 (ათი) კალენდარულ დღეზე მეტით გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის თაობაზე და მოითხოვს ზიანის ანაზღაურება. 3. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა შემსყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე შეასრულა სამუშაოები, რომლებიც სცილდება პროექტით გათვალისწინებულ სამუშაო მოცულობებს ან/და განახორციელა ახალი სახეობის სამუშაოები, მაშინ შემსყიდველს არ წარმოეშობა ამ სამუშაოების ღირებულების ანგარიშსწორების ვალდებულება, იმის მიუხედავად, ემსახურებოდა თუ არა აღნიშნული სამუშაოები შესყიდვის საგნის პროექტით განსაზღვრული საბოლოო შედეგის მიღწევას. შემსყიდველი უფლებამოსილია ხსენებული თანხმობა გასცეს აღნიშნული სამუშაოების შესრულებამდე, შესრულების პროცესში ან შემდგომ. 4. მხარეები თანხმდებიან, რომ მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, სამუშაოების შესრულების ან/და მასალების ხარისხის შეუსაბამობაზე შემსყიდველისგან მიღებული პრეტენზია დააკმაყოფილოს სამუშაოების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ წინა ეტაპზე (ეტაპებზე) მიღება-ჩაბარების აქტით მიღებულ სამუშაოებზე, შეუსაბამობები ხარისხთან მიმართებაში გამოვლინდა მხოლოდ შემდგომ პერიოდში. პრეტენზიის დაკმაყოფილებისათვის შემსყიდველი განსაზღვრავს გონივრულ ვადას. აღნიშნული ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,05%-ის ოდენობით, რომლის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. 5. მიმწოდებელი ვალდებულია საპროექტო დოკუმენტაციით დაუზუსტებელი ისეთი ტიპის სამუშაოების შესრულება, რომელიც, როგორც წესი, დადგენილია სამშენებლო წესებით და სტანდარტებით (ხის, ლითონის, ქვის დეტალების, ნაძერწი ფიგურების რესტავრაციის, საცრემლეების, წვიმასატარი მილების, მუხლების, ძაბრებისა და ღარების, მათი სამაგრების დამზადება-მოწყობის, გადახურვის სიბრტყეებზე თუნუქის შეერთებების ნაწიბურების მდგარი და დაწვენილი ნარიმანდების, კარ-ფანჯრების ალათებისა და ნაოთხალების მდგომარეობის, სიბრტყითი ზედაპირების ვერტიკალური და ჰორიზონტალური უსწორობების, კედლებისა და კარნიზების, სწორხაზოვანი ნაკეთობებისა და სხვა მსგავსი სახეობების, საღებავით ზედაპირების დაფარვის ინტენსივობის გადახრების დასაშვები სტანდარტები და ა.შ.) შეათანხმოს შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენელთან. 6. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების დროს, ყველა ტიპის ზიანზე ან/და დანაკარგზე, რაც გამოწვეული იქნება რეაბილიტაციის პროცესში ბუნებრივი მოვლენებით (წვიმა, თოვლი, ყინვა, ქარი და ა.შ) და რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელი იქნებოდა სათანადო პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით, პასუხისმგებელია მიმწოდებელი, რომელიც ვალდებულია შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას ზიანი საკუთარი ხარჯებით. დარღვევის აღმოფხვრის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,05%-ის ოდენობით, რა დროსაც შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. 7. მიმწოდებელს ეკისრება პასუხისმგებლობა როგორც შესყიდვის საგნის, ისე სამშენებლო მოედანზე (მათ შორის, შენობაში) არსებული ნივთების დაცვა-შენარჩუნებაზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღემდე.
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
მიმწოდებელს უფლება აქვს ქვეკონტრაქტორს გადასცეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოების 30%-მდე მხოლოდ შემსყიდველის თანხმობის შემთხვევაში. ქვეკონტრაქტორის შემსყიდველის თანხმობის გარეშე გაფორმება გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას, ყოველ ჯერზე, ხელშეკრულების ღირებულების 0,5%-ის ოდენობით. მიუხედავად ქვეკონტრაქტორის მიერ განხორციელებულ სამუშაოზე შემსყიდველის წინაშე სრულად პასუხისმგებელია პრეტენდენტი (მიმწოდებელი). ქვეკონტრაქტორები არ უნდა იყნენ დარეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია). ქვეკონტრაქტორს უნდა გააჩნდეს გადასაცემი სამუშაოების იდენტური პროცენტულობის ღირებულების გამოცდილება.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1 ვინაიდან პრეტენდენტებისათვის სატენდერო წინადადების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში-ლარში, ხელშეკრულება გაფორმდება ლარში. შესაბამისად ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნეს ეროვნულ ვალუტაში-ლარში. უცხოური ბანკებიდან საბანკო გარანტიების წარმოდგენის შემთხვევაში, მათთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიების საფუძველზე საქართველოში აკრედიტირებული საბანკო დაწესებულებების მიერ გაცემული „კონტრ გარანტიები“ (ლარში) ან უცხოური ბანკებიდან წარმოდგენილი საბანკო გარანტიების (ლარში) ვალიდურობა დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. საბანკო გარანტიები და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი). 2.9.2 პრეტენდენტმა სატენდერო წინდადადება უნდა წამორადგინოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტორნული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე. 2.9.3 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 2.9.4 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტი მინეიჭება ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს. 2.9.5 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 2.9.6 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული. 2.9.7 სამუშაოების წარმოების პროცესში, სამუშაოს ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდევლის მხრიდან ანაზღაურება განხორციელდება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული დასკვნით განსაზღვრული ახალი პოზიციის ერთეულის ფასის ფარგლებში, ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. 2.9.8 სატენდერო დოკუმენტაციაში და მის დანართებში განსაზღვრულ შესასყიდ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმება „მსგავსი“ ან „ეკვივალენტური“. 2.9.9 სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილი უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები. ზემოაღნიშნული დოკუმენტები არ ექვემდებარება დაზუსტებას, მისი არწარმოდგენა ან/და არასრულად წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში
5.1.2 იურიდიული პირისთვის
იურიდიული პირისთვის: 1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან; 2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია; 3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ; 4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) ან/და თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი), 2. თუ პრეტენდენტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ წარმოსადგენ ცნობაში). იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 მუხლში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, გარდა მე-4 პუნქტში მითითებული შემთხვევისა.
5.1.3 ინდივიდუალური მეწარმისთვის
ინდივიდუალური მეწარმისთვის: 1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი; 2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ; 3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან; 4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) ან/და თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი), 2. თუ პრეტენდენტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოსადგენ ცნობაში). იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.3 მუხლში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, გარდა მე-4 პუნქტში მითითებული შემთხვევისა.
5.1.4 ფიზიკური პირისთვის
ფიზიკური პირისთვის: 1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტში რეგისტრირებულია 5.1.4 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში მითითებული უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.5 ამხანაგობისთვის
უშუალოდ ამხანაგობისთვის: 1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან; 2)ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ პრეტენდენტს არ გააჩნია დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) ან/და თუ პრეტენდენტს გაფორმებული აქვს ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება (პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი), 2. თუ პრეტენდენტს აქვს არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არასრებობის შესახებ წარმოსადგენ ცნობაში). შენიშვნა: სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი წევრების შესახებ. ამხანაგობის წევრებისთვის: (1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ საიდანაც უნდა იკვეთებოდეს რომ ამხანაგობის წევრებს არ გააჩნიათ დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა: 1. თუ ამხანაგობის წევრებს გაფორმებული აქვთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდებათ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში (წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი საგადასახადო შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი) ან/და თუ ამხანაგობის წევრებს გაფორმებული აქვთ ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება (წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი), 2. თუ ამხანაგობის წევრებს აქვთ არაღიარებული დავალიანება, მაგრამ ერიცხება სალდირებული ზედმეტობა არანაკლებ არაღიარებული დავალიანების ოდენობით (უნდა ფიქსირდებოდეს ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ წარმოსადგენ ცნობაში). შენიშვნა: სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი წევრების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტებში რეგისტრირებულია სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.5 მუხლში მითითებული რომელიმე უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, გარდა მე-2 პუნქტში მითითებული შემთხვევისა, როგორც ამხანაგობისთვის, ასევე ამხანაგობის წევრებისთვის.
5.1.6 არარეზიდენტი პირისთვის
არარეზიდენტი პირისთვის: 1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები), რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგნოს 5.1.4 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, რომლებიც (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
5.1.7 წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის
იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თანუნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა.
6.4 გარანტიის პირობები
უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
შესაძლებელია ავანსის გამოყენება შემსყიდველთან შეთანხმებით, სახელშეკრულებო ჯამური ღირებულების არაუმეტეს 20%-ისა. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი უფლებამოსილია წარმოადგინოს წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო გადახდა) საბანკო გარანტია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანების მე-10 მუხლის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელი გარანტიას წარმოადგენს ავანსის 100%-ზე.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში ეტაპობრივად, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს (არაუმეტეს ხარჯთაღრიცხვით დადგენილი ერთეული ღირებულების) შესაბამისად, წარმოდგენილი სამუშაოთა შესრულების აქტისა (ფორმა N2-ის) და ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე. ბიუჯეტი: 2026 წელი - 30%, 2027 წელი - 60%, 2028 წელი - 10%.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
გვანცა ბერუჩაშვილი, 599555785, g.beruchashvili@tbilisi.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი