1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
დაბა თიანეთისათვის სანიაღვრე არხების (ფასების ცხრილის შესაბამისად) მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურეობა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1. დაბა თიანეთისათვის სანიაღვრე არხების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურეობა. 2. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტირებას დაქვემდებარებულ კონკრეტულ ობიექტზე შესაბამისი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა, ამ სფეროსათვის განკუთვნილ საქართველოში მოქმედი ნორმების, სტანდარტების და ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად. 3. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობისას, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლენილი უზუსტობების ან/და შეუსაბამობების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის მიერ წერილობითი მიმართვიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება და კორექტირებული დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტისთვის მიწოდება. 4. მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში გამოასწოროს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ან/და მისი დასრულების შემდგომ, ინსპექტირების შედეგად გამოთქმული შენიშვნები (სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლენილი შეუსაბამობები ნორმატიულ-ტექნიკური დეკუმენტებთან და ტექნიკური დავალების მოთხონებთან) ან წარმოადგინოს მათზე არგუმენტირებული პასუხები. 5. მიმწოდებელმა სრული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს როგორც ნაბეჭდი - 4 (ოთხი) ეგზემპლარად, ასევე ელექტრონული ფორმით; საპროექტო დოკუმენტაცია PDF ფორმატში და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია/მოცულობათა უწყისი Excel-ის ფორმატში, ელექტრონული სახით CD დისკზე ჩაწერილი. 6. გამარჯვებულმა კომპანიამ არსებული მდგომარეობის შესწავლა და კვლევა უნდა განახორციელოს შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი წარმომადგენლების თანდასწრებით. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზას განახორციელებს თავად მიმწოდებელი. 7. შემსყიდველი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას მიმწოდებელთან განახორციელებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამის სფეროში აკრედიტებული ექსპერტის მიერ გაცემული დადებითი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველი ორგანიზაციის ან/და ექსპერტის მიერ დაფიქსირებული შენიშვნები/რეკომენდაციები ასახოს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში და საბოლოო სახით ისე გადასცეს შემსყიდველს.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარულ დღეში. 2. პროექტირებას დაქვემდებარებულ თითოეულ კონკრეტულ ობიექტზე, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების მიწოდების ვადები, მათ შორის აუცილებლობის შემთხვევაში მომსახურების მიწოდების ცალკეული ეტაპები და ეტაპების შესრულების ვადები განისაზღვრება დეტალური ტექნიკური დავალებით, რომელსაც მიმწოდებელს გადასცემს მუნიციპალიტეტი. 3.სრული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, მუნიციპალიტეტისთვის წარდგენის ვადა განისაზღვრება მხარეების მიერ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმის დღიდან საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე, სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“ ან/და შესაბამის სფეროში აკრედიტირებული პირის (ინსპექტირების ორგანოს) მიერ გაცემული დადებითი ექსპერტიზის დასკვნის ჩათვლით. ინსპექტირების ხარჯებს დაფარავს მიმწოდებელი. 4. საჭიროების შემთხვევაში, ცალკეული პროექტის შესრულების ვადების გაგრძელება დაიშვება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1) მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას სრული საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. 2) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას მხოლოდ ქართულ ენაზე. 3) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ეგზემპლარების რაოდენობა: ა) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია - 4 ეგზემპლარი ბეჭდური (A4 ფორმატი); გ) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სრული ელექტრო (PDF და Excel ფაილები) ვერსია - 1 CD/DVD დისკი; დ) საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველ ორგანიზაციას სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სამუშაო ელექტრონული ფაილები (MS Word, Excel, AutoCAD, ArchiCAD და სხვა). 4) სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: დაბა თიანეთი, რუსთაველის ქ. №67, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
1) პრეტენდენტს 2023 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში უნდა ჰქონდეს განხორციელებული სანიაღვრე არხების მოწყობის ან/და ხევების გაწმენდის ან/და რეაბილიტაცია ან/და რეკონსტრუქციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის არანაკლებ 31320 ლარის ჯამური ღირებულებით. 2) განსახორციელებელი სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების გამოცდილების დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს საანგარიშო პერიოდში მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები. 3) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR) წარმოდგენა დანართი №3–ის საშუალებით. 4) ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი №3–ის შესაბამისად.
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა; 2. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან/და კომპანიები (როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი/პირები) არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; 3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის ასლი; 4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%; 5. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან. 6. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1) პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაციის ჩამონათვალი: ა) ფასების ცხრილი - იმ შემთხვევაში თუ ფასების ცხრილი არ იქნება წარმოდგენილი ან წარმოდგენილი იქნება განფასების გარეშე, მისი დაზუსტების მოთხოვნა არ გამოიყენება, შესაბამისად განხორციელდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურებიდან. ფასების ცხრილის შევსების პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტში ატვირთულ დოკუმენტში; ბ) ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ დანართი №3-ის შესაბამისად დადასტურებელი ხელშეკრულებებითა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებით. 2) ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, რაც უნდა მოიცავდეს ტენდერით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებისთვის გათვალისწინებულ ყველა ხარჯსა და მოსაკრებელს და მიმწოდებლისთვის გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, დღგ-ს გათვალისწინებით. 3) შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოსადგენი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). 4) ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 5) ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 6) პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგალითად, ფასების ცხრილი, ინფორმაცია გამოცდილების შესახებ და ა.შ.) დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: • ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; • გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.
4.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის გაუთვალისწინებლობის დასაბუთება
ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება არ მოითხოვება, რადგან მომსახურების ღირებულების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1) ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე. 2) ანგარიშსწორება განხორციელდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამის სფეროში აკრედიტებული ექსპერტის მიერ შესაბამის ობიექტზე გაცემული ინსპექტირების ანგარიშის მიხედვით გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე; 3) იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ არ შეადგინა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, შემსყიდველი ორგანიზაცია აუნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულებას ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასების (პროცენტების) შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს აუთვისებელ მომსახურების მოცულობათა შესრულებაზე და მის გადახდაზე. 4) დოკუმენტაციაში გამოვლენილი უზუსტობების ან/და შეუსაბამობები შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის მიერ წერილობითი მიმართვიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კორექტირება და კორექტირებული დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტისთვის მიწოდება.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება დაექსპერტებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარდგენისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღეში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ელენე მცხეთელაძე, 591444618, emcxeteladze@yahoo.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1) მომსახურების გაწევის პროცესში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი, ასევე წერილობითი რეკომენდაციებისა და მითითებების შესრულება; 2) საველე სამუშაოების განხორციელებამდე მიმწოდებელმა მინიმუმ ერთი დღით ადრე უნდა აცნობოს მუნიციპალიტეტს ან მის წარმომადგენელს (ზედამხედველს), რომლებიც დაესწრებიან აღნიშნულ პროცესებს; 3) ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით განხორციელდება შესაბამისი განმარტება, რითაც შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა; 4) ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მოთხოვნის უფლება აქვს ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „შერჩევა-შეფასება“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭებამდე. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი განმარტების გაკეთება განხორციედება გონივრულ ვადაში.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი