1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის 2026 წლის საკუთარი შემოსავლების დაფინანსების ფარგლებში სხვადასხვა სახის ენდოსკოპიური სახარჯი მასალების სახელმწიფო შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
შესყიდვის ობიექია: 1. ნემსიანი პაპილოსფინქტეროტომი სიგრძე არანაკლებ 1700მმ. დიამეტრი თავსებადი 3.7მმ. საბიოფსიო არხთან. 3 არხიანი. ნემსის სიგრძე არაუმეტეს 4მმ 5 ცალი 2. პაპილოსფინქტეროტომი გვერდითი ჭრით სიგრძე არანაკლებ 1700მმ. დიამეტრი თავსებადი 3.7მმ. საბიოფსიო არხთან. 3 არხიანი 5 ცალი 3. კენჭის გამოსაღები დორმიეს კალათა დიამეტრი თავსებადი 3.7მმ. საბიოფსიო არხთან. 4 მავთულიანი. კალათის დიამეტრი არანაკლებ 20მმ და არაუმეტეს 30მმ. 5 ცალი 4. კენჭის გამოსაღები დორმიეს კალათა ჰიდროფილური გამტარის არხით 0.035“, დიამეტრი თავსებადი 3.7მმ. საბიოფსიო არხთან. 4 მავთულიანი. კალათის დიამეტრი არანაკლებ 20მმ და არაუმეტეს 30მმ. 5 ცალი 5. ჰიდროფილური გამტარი დიამეტრი 0.035’’, ჰიდროფილური ბოლოთი. სიგრძე არანაკლებ 2500მმ. 2 ცალი 6. ჰიდროფილური გამტარი დიამეტრი .035’’, ჰიდროფილური ბოლოთი. სიგრძე არანაკლებ 4500მმ 2 ცალი შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციაში, შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში თუ იკითხება: სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება „მსგავსი”, „ეკვივალენტური”.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
საქონლის მიწოდება უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად შემსყიდველის მოთხოვნიდან, არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1.მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე : ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N29. შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ 1.5.2. შემსყიდველი იტოვებს უფლებას სრულად არ აითვისოს სატენდერო დოკუმენტაციით (შემდგომში ხელშეკრულებით) განსაზღვრული რაოდენობები, წარმოდგენილი რაოდენობები სავარაუდოა და ხელშეკრულების მიმდინარეობისას მათი ათვისება მოხდება მოთხოვნის შესაბამისად.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1 შესყიდვის ობიექტი ნებადართული უნდა იყოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით 1.7.1.2 შესყიდვის ობიექტის ვარგისიანობის ვადა ხელშეკრულების მიმდინარეობის პერიოდში მიწოდების მომენტისათვის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6 თვეს, ხოლო წლის ბოლოს ხელშეკრუებაში არსებული ნაშთების მარაგების სახით შემოტანის შემთხვევაში არანაკლებ 12 თვე. 1.7.1.3 შესყიდვის ობიექტი შეფუთული უნდა იყოს ქარხნული წესით ისე, რომ დაცული იყოს გარემო ზემოქმედებისაგან და ქარხნულად ეტიკიტირებული ისე, რომ შესაძლებელი იყოს დანართი 1-ის და ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად საქონლის იდენტიფიცირება, გარდა იმ პროდუქციისა, რომლის შეფუთვაც შეუძლებელია ქარხნული წესით, ასეთ შეთხვევაში საქონელზე ქარხნულად დატანილი უნდა იყოს შესაბამისი დამღა ან ეტიკეტი, რომ შესაძლებელი იყოს დანართი 1-ის და ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად საქონლის იდენტიფიცირება. 1.7.1.4 იმ შემთხვევაში თუ საქონლის მიღებისას ინსპექტირების პროცესში მიწოდებულ საქონელზე გამოვლენილი იქნება წუნი, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის შეტყობინების მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით (ტრანსპორტირების ჩათვლით) უზრუნველყოს აღნიშნული წუნის (ხარვეზი) აღმოფხვრა ან საქონლის გამოცვლა ახლით.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1.პრეტენდენტმა ფასების ცხრილი, დანართი N1-ის სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია: შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები, მწარმოებელი ქვეყანა და მწარმოებელი 1. მწარმოებელი ქვეყანა - ქვეყანა სადაც არის წარმოებული საქონელი (შესყიდვის ობიექტი) 2. მწარმოებელი - მწარმოებელი კომპანია/ფირმა/ბრენდი/მეწარმე სუბიექტი; მწარმოებელი ქვეყნისა და მწარმოებელისა შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ყოველგვარი დაზუსტების გარეშე
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1.1. შესყიდვის ობიექტს უნდა გააჩნდეს ქვემოთ ჩამოთვლილიდან არანაკლებ ერთ-ერთი დოკუმენტი სამედიცინო დანიშნულების საქონელთან დაკავშირებით, • CE (ან EC) მარკირების დამადასტურებელი დოკუმენტი ან CE (ან EC) მარკირების დამადასტურებელი შესაბამისობის დოკუმენტი, • ან/და ხარისხის დამადასტურებელი FDA (ამერიკული) სერტიფიკატი, • ან/და ხარისხის დამადასტურებელი MDR ან EU სერტიფიკატი • ან/და საქონლის ხარისხის დამადასტურებელი ISO სერთიფიკატი 2.7.1.2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს გასული აქვს მოქმედების ვადა, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აკრედიტებული მასერტიფიცირებელი ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დადასტურება, რომ შემოთავაზებული საქონელი ექვემდებარება უწყვეტ ხარისხობრივ შესაბამისობას შესაბამის სფეროში მოქმედი დირექტივების მიხედვით და მიმდინარეობს შესაბამისი დოკუმენტის განახლების ან მოქმედების ვადის გაგრძელების პროცესი. 2.7.1.3. იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია არის უცხოურ ენაზე, მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიალურად დამოწმებული ქართული თარგმანი;
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
3.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ
შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს შემსყიდველის მოთხოვნებს, ხარისხობრივ მონაცემებს და პასუხობდეს ამ ტიპის საქონელზე არსებულ სტანდარტებს, შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტისგან მოითხოვოს: • წარმოადგინოს მის მიერ დანართი N1- ფასების ცხრილით შემოთავაზებულ პოზიციაზე არანაკლებ 1 (ერთი) ერთეული ნიმუში. • ნიმუში წარმოდგენილ უნდა იქნას არაუგვიანეს წარმოდგენის დღის 17:00 საათისა • შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ნიმუშის მახასიათებლების სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობას დაადგენს კლინიკის შესაბამისი მიმართულების უფლებამოსილი პირ(ებ)ი შეუსაბამობა სატენდერო განცხადების ან/და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე.
3.1.2 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში
3.1.3 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ადგილი
ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N29. შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ მესამე სართული, შესყიდვების სამსახურის ოთახში ან აფთიაქში
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა/ანგარიში, რომელშიც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა. 4.1.1.2 დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდაი იქნას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დასკვნაზე/ანგარიშზე ხელმომწერი პირის, ქონების ან/და ბიზნესის შემფასებლის მოქმედი სერტიფიკატ(ებ)ის ასლი, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, აკრედიტებულ შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის განხორციელდება ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში, ფაქტობრივად მოწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ გამოწერილი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადახდო დოკუმენტაციის (სასაქონლო ზედნადების და/ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) ინსპექტირების დადებითი დასკვნისა და ტექნიკური მომსახურების აქტის საფუძველზე მომზადებული მიღება-ჩაბარების აქტით
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება იწარმოებს „შემსყიდველსა“ და „მიმწოდებელს“ შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
სალომე ბერიძე, 555626767, procurementrespublikuri@gmail.com ელექტრონული ტენდერისთვის ტენდერის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოითხოვოს სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. სატენდერო კომისია კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთებს შესაბამის განმარტებას. აღნიშნულით შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები ან/და ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. 10.1.2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება. 10.1.4. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები) გათვალისწინებით. 10.1.5. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი, (კანონმდებლობით გაითვალისწინებულ შემთხვევებში) უნდა მიუთითოს დღგ-ს გათვალისწინებით. 10.1.6. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. 10.1.7. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 10.1.8. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულება შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი