1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სსიპ ქალაქ თბილისის N160 საჯარო სკოლისა და სსიპ ქალაქ თბილისის N181 საჯარო სკოლისთვის კონდინციონერების სახელმწიფო შესყიდვა თანმდევი სამონტაჟო სამუშაოებით
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1. შესყიდვის ობიექტის ჩამონათვალი და აღწერილობა მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებულ დეფექტურ აქტში; 1.2.2. კონდიციონერს კომპლექტში უნდა მოყვებოდეს შესაბამისი რაოდენობის ფრეონი, პულტი, გარე და შიდა აგრეგატის სამაგრები;
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტის მიწოდება უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით;
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1. ხელშეკრულების შესრულების მთელ პერიოდში, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმების განუხრელი შესრულება; 1.5.2. მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტის მიწოდების დროს გამოიყენოს მხოლოდ ის მასალები, რომელთა ხარისხი შეესაბამება საქართველოში აღიარებულ სტანდარტებსა და ნორმებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია არ ჩაიბაროს შესყიდვის ობიექტი; 1.5.3. მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტის მიწოდების დასრულებისთანავე გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა-დანადგარებისაგან და შესყიდვის ობიექტის მიწოდების პროცესში წარმოქმნილი ნარჩენებისაგან; 1.5.4. მიმწოდებელი ვალდებულია აღადგინოს მისი მიზეზით დაზიანებული ინფრასტრუქტურა; 1.5.5. მიმწოდებელი ვალდებულია აანაზღაუროს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მის მიერ მოხმარებული კომუნალური მომსახურების საფასური; 1.5.6. პრეტენდენტი უფლებამოსილია (მიზანშეწონილია) წინასწარ (ტენდერში წინადადების წარდგენამდე) დაათვალიეროს ობიექტი და სატენდერო წინადადების წარდგენამდე გაითვალისწინოს ყველა გარემოება: ადგილმდებარეობა, საჭირო აღჭურვილობა, ტექნიკა, საჭირო სამუშაო პერსონალი და სხვა. 1.5.7. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილებია: სსიპ ქ. თბილისის N181 საჯარო სკოლა - გლდანი-ნაძალადევი, მუხიანის მე-4 ბ მ/რ; სსიპ ქ. თბილისის N160 საჯარო სკოლა - გლდანი-ნაძალადევი, გლდანის მე-2 მ/რ;
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1. შესყიდვის ობიექტზე საგარანტიო ვადა შეადგენს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ორ წელს; 1.7.2.შესყიდვის ობიექტის ხარისხის უზრუნველსაყოფად, წინამდებარე ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გამოყენებული იქნება უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტია, რომელიც სავალდებულოდ გაცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების მიერ), შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი, გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი, უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული. 1.7.3. შესყიდვის ობიექტის ხარისხის გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ღირებულების 2.5%–ის ოდენობით. გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საგარანტიო ვადის ამოწურვის თარიღს (საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) კალენდარული წელი). გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღის ვადაში.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილის მხოლოდ პირველი თავის (1. გაგრილება-კონდიცირება) პირველ, მეორე და მესამე პოზიციებზე მიუთითოს შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ან/და ბრენდი და მოდელი (არსებობის შემთხვევაში). 2.1.1.2. იმ შემთხვევაში, თუ ფასების ცხრილის პირველი თავის (1. გაგრილება-კონდიცირება) პირველ, მეორე და მესამე პოზიციებით გათვალისწინებულ საქონელს მოდელი არ გააჩნია, ფასების ცხრილის მოდელის გრაფაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი მითითება ("არ გააჩნია"). 2.1.1.3. დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის ან/და ბრენდის და მოდელის შესახებ. ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ფასების ცხრილი. ამასთან, პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემდგომ, შემოთავაზებული საქონლის მწარმოებელის ან/და ბრენდის და მოდელის (არსებობის შემთხვევაში) დასახელების ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 2.1.1.4. დაზუსტებას დაექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის იდენტიფიკაცია.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1. პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღის ჩათვლით უნდა გააჩნდეს კონდიციონერების მიწოდების ან/და მონტაჟის გამოცდილება, ჯამურად არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარის ოდენობით; 2.2.1.2. გამოცდილების დადასტურების მიზნით, წარმოდგენილ უნდა იქნეს ხელშეკრულებ(ები)ა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტ(ები)ი და მინიმუმ ერთი დადებითი სარეკომენდაციო წერილი. 2.2.1.3. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს გამოცდილება მიღებული აქვს სახელმწიფო შესყიდვების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ის ფარგლებში და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, საკმარისია სატენდერო განცხადების ან CMR ნომრების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა. შესაბამის სატენდერო განცხადების ან CMR ნომრებს მინიჭებული უნდა ჰქონდეს სტატუსი "შესრულებული ხელშეკრულება" ან "მიმდინარე ხელშეკრულება - საგარანტიო პერიოდი". სატენდერო განცხადების ან CMR ნომრების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტი თავისუფლდება სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.2. პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოდგენისგან.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1. 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. 2.9.2. სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის ან სხვა პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული. 2.9.3. პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაცია უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციის (პირი) დასკვნის საფუძველზე (დასკვნასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), ან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით, ან აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი). 4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5 პროცენტი
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10 პროცენტი
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
6.3.1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით ჩათვლით.
6.4 გარანტიის პირობები
6.4.1. ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია სავალდებულოდ გაცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ), შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი, გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი, უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული. 6.4.2. საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი). 6.4.3. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად. 6.4.4. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას დანართის შესაბამისად (იხილეთ მიბმული ფაილი: საბანკო გარანტიის ფორმა). 6.4.5. შესყიდვის ობიექტის მნიშვნელობის (საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების სისტემის მოწყობა) გათვალისწინებით და მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკების თავიდან აცილების მიზნით,მოთხოვნილი იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, იმ შემთხვევაშიც, თუ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული წინადადების საბოლოო ფასი ნაკლები იქნება 200 000 ლარზე.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
7.1.1.1. საავანსო ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე მიმწოდებლის მოთხოვნის საფუძველზე, ასათვისებელი თანხის არაუმეტეს 50%-ის ოდენობით. თუ მიმწოდებლის მიერ ავანსის სახით გათვალისწინებული თანხა ათვისებული იქნება (ერთჯერადად ან ეტაპობრივად) სრული მოცულობით, მომდევნო საავანსო ანგარიშსწორება ხელშეკრულების ფარგლებში დარჩენილი თანხის არაუმეტეს 50%-ის ოდენობით შესაძლებელია განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ ავანსის სახით მიცემული თანხა სრულად არის გაქვითული. 7.1.1.2 საავანსო ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში „მიმწოდებელმა“ უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულებიდან (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული დაწესებულების მიერ) გაცემული საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში - ლარში; 7.1.1.3. ავანსის გაქვითვა მოხდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის ღირებულებიდან, ავანსის სახით გადახდილი თანხის პროცენტული ოდენობის მიხედვით;
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1. მიმწოდებელი ვალდებულია ანგარიშსწორებისთვის წარმოადგინოს ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება ნაზარდი ჯამით დღგ-ს გათვალისწინებით. 7.2.2. მიმწოდებელი ვალდებულია ანგარიშ-ფაქტურაზე მიუთითოს ხელშეკრულების ნომერი. წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს არ მოახდინოს მისი დადასტურება; 7.2.3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების პროცესში, ახალი პოზიცი(ებ)ის წარმოქმნის შემთხვევაში, შემსყიდველის მხრიდან ცვლილება (ახალი პოზიციის დამატება) განხორციელდება სსიპ-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის ან მშენებლობის შემფასებელთა კავშირის "სამშენებლო რესურსების ფასებით" განსაზღვრული ფასის ფარგლებში. ექსპერტიზის მომსახურებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. 7.2.4. შუალედური ანგარიშსწორება ხდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი და შემსყიდველის მიერ დადასტურებული, ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ღირებულების ამსახველი დოკუმენტაციის და დამატებითი ღირებულების ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე; 7.2.5. შესყიდვის ობიექტის ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად, ყოველი მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ღირებულებიდან განხორციელდება მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ღირებულების 5%-ის დაკავება. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის დაბრუნება განხორციელდება შესყიდვის ობიექტის მიწოდების სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის დაბრუნება განხორციელდება შესყიდვის ობიექტის ხარისხის გარანტიის წარმოდგენის შემდეგ; 7.2.6. საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ გაცემული ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის მოცულობისა და ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და შესყიდვის ობიექტის ხარისხის გარანტიის წარმოდგენის შემდეგ; 7.2.7. ფაქტიურად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის მოცულობისა ღირებულების დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენას უზრუნველყოფს მიმწოდებელი. საექსპერტო მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება ფაქტიურად გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ'' საქართველოს მთავრობის 2026 წლის 28 იანვრის N36 დადგენილების დანართის 131007 კოდით დადგენილი ტარიფისა;
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
7.3.1 ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი დოკუმენტაციის დადასტურებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში ხელშეკრულების პროექტის მე-8 მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
თათა კვანტალიანი, 598319595, tatkvantaliani@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარებში. 10.1.2. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს262 626 ლარს. 10.1.3. ფასების ცხრილში გაუთვალიწინებელი ხარჯებისათვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შეცვლა დაუშვებელია. ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ დაქვემდებარება და გამოიწვვს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას; ხარჯთაღრიცხვა განუფასებლად ჩაითვლება თუ წარმოდგენილ ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს. საექსპერტო მომსახურების ღირებულება გათვალისწინებული უნდა იქნას ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ'' საქართველოს მთავრობის 2026 წლის 28 იანვრის N36 დადგენილების დანართის 131007 კოდით დადგენილი ტარიფის მიხედვით; 10.1.4. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში დაუშვებელია დეფექტური აქტით განსაზღვრული დასახელების, განზომილებისა და რაოდენობების ცვლილება. 10.1.5. ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.6. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული დოკუმენტია ელექტრონულად ხელმოწერილი ან/და შტამპდასმული უნდა იყოს "ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. 10.1.7. იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. 10.1.8. შემსყიდველი მიმწოდებელთან ერთად აწარმოებს კონტროლს შესყიდვის ობიექტის მიწოდების მიმდინარეობაზე და გამოყენებული მასალების ხარისხზე; 10.2. პრეტენდენტმა ტექნიკური დოკუმენტაციის სახით ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია: ა) ფასების ცხრილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 და 2.1.1 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით; ბ) პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით;
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი