1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
შპს „გარდაბნის თბოსადგური 2"-ის მიერ ხარაჩოს დაქირავების მომსახურების შესყიდვა - სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1 დროებით სარგებლობაში გადმოსაცემი საქონლის (შემდგომში - მოსაწოდებელი საქონელი) აღწერილობა, მახასიათებლები, სტანდარტები, ზომები, რაოდენობა და სხვა მახასიათებლები - მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტში თანდართულ ფასების ცხრილში (დანართი N1). 1.2.2 მიმწოდებელმა უნდა მიაწოდოს და დროებით სარგებლობაში გადასცეს შემსყიდველს ფასების ცხრილში გათვალისწინებული საქონელი შემსყიდველის მოთხორვნიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, ფასების ცხრილში გათვალისწინებული საქონლის რაოდენობები წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოსაწოდებელი საქონლის მაქსიმუმს. ხელშეკრულების დადების შემდგომ, შემსყიდველმა მისი საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა მოწოდების მოთხოვნა განხორციელოს ფასების ცხრილით გათვალისწინებული საქონლის ნაკლებ ოდენობაზე. 1.2.3 ფასების ცხრილის N-3 ცხრილიში მითითებული საქონელი, მისი მონტაჟისას შესაძლებელი დაიჭრას შემსყიდველის მხრიდან საჭირო ზომებად, შესაბამისად მიმწოდებელმა ასეთი საქონლის ღირებულება უნდა ასახოს შესაბამის ცხრილში. დაჭრილი საქონლის ღირებულება არ დაიანგარიშება ქირის ღირებულებაში. 1.2.4 ფასების ცხრილში გათვალისწინებული ყველა საქონელი უნდა იყოს ერთმანეთთან თავსებადი, რომლის მიხედვითაც უნდა ხდებოდეს ერთიანი კონსტრუქციის/ხარაჩოს აწყობა. 1.2.5 მოწოდებული საქონელი უნდა იყოს დაუზიანებელი, უდეფექტო და უფლებრივად უნაკლო.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1 მიმწოდებელმა უნდა მიაწოდოს და დროებით სარგებლობაში გადასცეს შემსყიდველს ფასების ცხრილში გათვალისწინებული საქონელი შემსყიდველის მოთხოვნიდა 3 კალენდარული დღის ვადაში - 2026 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, ამასთან, ქირის ღირებულება დაიანგარიშება და ანგარიშწორება მიმწოდებელთან განხორციელდება: 2026 წლის 1 ივლისიდან - 2026 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით (62 კალენდარული დღე). 1.4.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტში აღნიშნული ვადის დასრულებიდან შემსყიდველი ვალდებულია არაუმეტეს 5 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს ხარაჩოს დაშლა და მოწოდებელი საქონლის მიმწოდებლისათვის გადაცემა სატენდერო დოკუმენტაციის 1.5 პუნქტში მითითებულ მისამართზე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მიმწოდებლის მიერ საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის შემდეგ მისამართზე: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, დავით აღმაშენებლის ქ. 2 ბ.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში მოთხოვნილ პოზიციებზე მიუთითოს მოსაწოდებელი საქონლის მწარმოებლის ან/და სასაქონლო ნიშნის და მოდელის დასახელება. 2.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიუთითებლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს 2023 წლის 1 იანვრიდან - წინამდებარე ტენდერის “ წინადადებების მიღება მთავრდება“ სტატუსის მინიჭების დღის ჩათვლით, ხარაჩოს დროებით სარგებლობაში გადაცემის (ქირავნობა, თხოვება და ა.შ.) ან/და ხარაჩოს დროებით სარგებლობაში გადაცემის (ქირავნობა, თხოვება და ა.შ.) და მოწყობის (ერთდროულად), დამადასტურებელი არანაკლებ 50 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების დოკუმენტ(ებ)ი. მითითებული დოკუმენტების ნაცვლად პრეტენდენტის მიერ შესაძლოა წარმოდგენილი იქნეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული შესყიდვის ნომერი (მაგ: №NAT/CMR/SPA), რომლის საშუალებითაც შემსყიდველს ექნება საშუალება, განიხილოს ზემოხსენებული გამოცდილების არსებობა.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
ფასების ცხრილის, ცხრილი N1-ის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 პოზიციით/პუნქტით გათვალისწინებული საქონელი უნდა შეესაბამებოდეს „სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილების წესს, რის დამადასტურებლადაც წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი სერტიფიკატი.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9 პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი ტექნიკური დოკუმენტაცია/ინფორმაცია: 2.9.1 ფასების ცხრილი 1.3 პუნქტის შესაბამისად (ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან განუფასებლად წარმოდგენა ან წარდგენილ ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა თუ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს გამოიწვევს დისკვალიფიკაციას დაზუსტების პროცედურების გარეშე); 2.9.2 პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (პუნქტი 2.2.1); 2.9.3 საქონელის, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №477 დადგენილებასთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (პუნქტი 2.7.1).
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. შენიშვნა: - ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან, ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით; - იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია; - პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეტაპობრივად ან ერთიანად, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის და ქირის დღეების მიხედვით. ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულებით განსაზღვრული დოკუმენტების საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
როგორც ეტაპობრივი, ასევე ერთიანი ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ნინო ჩალიგავა, 577011220, n.chaligava@tpp.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები: 10.1.1 შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაა 150 000 ლარი დღგ-ს ჩათვლით. 10.1.2 შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს მომსახურების შემსყიდველისათვის გაწევასთან, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს (მათ შორის დ.ღ.გ-ს); 10.1.3 წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი; 10.1.4 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას; 10.2 ზოგადი პირობები 10.2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება; 10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია (გარდა 1.3 პუნქტით გათვალისწინებული დანართი №1- ფასების ცხრილისა) ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა); შენიშვნა: ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება №2380 20.12.2022წ). 10.2.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.2.4 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი №2), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს სატენდერო წინადადების შესაბამისად; 10.2.6 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება; 10.2.7 შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან; 10.2.8 ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში ბათილია.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი