1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის სხვადასხვა სახის ციმციმების (თანმდევი მომსახურებით - მონტაჟი/დემონტაჟი) შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება იხილეთ მიბმულ ფაილში. სავალდებულო პირობები მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოებისათვის: ა) სადენების გადაბმა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით, სპეციალური საშუალებებით (მაგ: იხ. სურათი №1), ისე რომ არ იწვევდეს სადენების გადახურებას/ლღობას. სადენების გადაბმისას გამოყენებული უნდა იქნას თერმოკუმშვადი მილები (მაგ: იხ. სურათი №2); ბ) მოწყობილობისთვის კვება მიწოდებული უნდა იქნეს უშუალოდ ავტომობილის აკუმულატორიდან სპეციალური დამცველი ბუდით და კაბელის დაბოლოებით (ბუნიკებით) (მაგ: იხ. სურათი №3); გ) მოწყობილობის ცენტრალური კვებისთვის გამოყენებულ უნდა იქნას არანაკლებ 2,5 მმ² კვეთის სადენები; დ) ციმციმას მართვის ბლოკი დამონტაჟებულ უნდა იქნეს ავტომობილის ძარაში იმგვარად რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი მასში წყლის შეღწევის შესაძლებლობა; ე) მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ავტომობილის ძარაზე დასამაგრებელი ციმციმა უნდა დამონტაჟდეს ავტომობილის მყარ კონსტრუქციულ ნაწილზე არანაკლებ ორი სამაგრი წერტილით; ვ) ციმციმას/მოწყობილობის სამონტაჟო სამუშაოების განხორციელებისას, მიმწოდებლის ბრალეულობით შემსყიდველის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს;
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
საქონლის მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში. ამასთან, მიმწოდებელმა მომსახურება (ავტომანქანაზე ციმციმას მონტაჟი/დემონტაჟი) უნდა უზრუნველყოს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნიდან (მოთხოვნა/შეტყობინება შესაძლებელია განხორციელდეს ელ-ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებით ან ოფიციალური წერილის სახით) არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე. ამასთან, შემსყიდველის მხრიდან მოთხოვნა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ციმციმას მონტაჟის შესახებ შესაძლებელია განხორციელდეს წინამდებარე ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგაც. სატრანსპორტო საშუალებების მაქსიმალური რაოდენობა "ფასების ცხრილით" განსაზღვრული ციმციმას სამონტაჟო სამუშაოების ერთ ჯერზე შესასრულებლად, განისაზღვრება 5 ერთეულით, გარდა იმ შემთხვევისა თუ თვითონ მიმწოდებელი გამოთქვამს მზაობას აღნიშნული რაოდენობის გაზრდაზე.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
საქონლის მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, ევ. მაისურაძის ქ. №7, ხოლო მომსახურების (ავტომანქანაზე ციმციმას მონტაჟი/დემონტაჟი) გაწევა მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისში შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ან აღნიშნულ მისამართზე ან ქ. თბილისში მდებარე მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებულ სერვის-ცენტრში.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
მიწოდებულ შესყიდვის ობიექტზე საგარანტიო პერიოდი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 (ერთი) წელს მისი ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მონტაჟის თარიღიდან. ამასთან, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, მიწოდებულ შესყიდვის ობიექტზე გამოვლენილი ხარვეზის ან/და ნაკლის აღმოფხვრა მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან (ელ-ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებით ან ოფიციალური წერილის სახით) არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო ხარვეზის/ნაკლის გამოსწორების შეუძლებლობის შემთხვევაში, შეტყობინების მიღებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს იდენტური მახასიათებლების მქონე ახალი საქონლით შეცვლა, - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე (შენიშვნა: მიმწოდებელი ვალდებულია საგარანტიო ვადის შესახებ ინფორმაციაში დააკონკრეტოს საგარანტიო პერიოდი).
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი/ბრენდი და მოდელი/დასახელება. 2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მიერ გაცემული ინფორმაცია/დოკუმენტი ან ვებ-ბმული მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, ან კატალოგიდან, რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. შესაძლებელია ინფორმაცია ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ქარხნულად იყოს მითითებული შესყიდვის ობიექტზე ან/და მის შეფუთვაზე, შესაბამისად პრეტენდენტმა ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი ფოტოსურათი. შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან წარმოდგენილ ლინკზე მოცემული ინფორმაცია იქნება ინგლისურენოვანი, მისი თარგმნა არ არის აუცილებელი.
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
სერვისის გამწევი (ავტომანქანაზე ციმციმას მონტაჟის განმახორციელებელი) ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს: ა) მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა (წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, ხელშეკრულების საგანში გარკვევით უნდა იკითხებოდეს (ტექსტის შინაარსიდან ირვეოდეს) ინფორმაცია წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული ანალოგიური მომსახურების გაწევის თაობაზე), რომელთა მოქმედების ვადა უნდა იყოს არაუადრეს 2026 წლის 31 დეკემბრისა. ბ) ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვის-ცენტრ(ებ)ის საკუთრების და/ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი). ამასთან, თუ სერვის-ცენტრი მეიჯარეს აქვს იჯარით, იჯარის ვადა შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული უნდა იყოს არაუადრეს 2026 წლის 31 დეკემბრისა. ამასთან, სერვის-ცენტრის იჯარის შემთხვევაში უნდა იქნას წარმოდგინილი როგორც იჯარის ხელშეკრულება და განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი. ასევე ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე. შენიშვნა: - პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი; - ქვეკონტრაქტორის გამოუყენებლობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე;
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
2.9.1 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ მომსახურების გასაწევად (მოწყობილობის მონტაჟი, დემონტაჟი) შემოთავაზებული სერვის-ცენტრი წარმოადგენს პრეტენდენტის საკუთრებას პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: ა) შემოთავაზებული სერვის-ცენტრის საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი). 2.9.2 იმ შემთხვევაში, თუ სერვის-ცენტრი პრეტენდენტს აქქვს სარგებლობის უფლებით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: ა) იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც იჯარის ვადა უნდა იყოს არაუადრეს 2026 წლის 31 დეკემბრისა. ბ) ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი და ა.შ.). შენიშვნა: - პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს წინამდებარე ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი; - ევ. მაისურაძის ქ. №7-ში (შემსყიდველის ლოკაციაზე) სამონტაჟი სამუშაოების განხორციელების სურვილის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე;
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რისთვისაც შემსყიდველის მიერ განესაზღვრება არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღე. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასასაბუთებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ "ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის ან/და აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო "ფასების ცხრილში" (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით წინამდებარე ტენდერით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ მოხდება ფაქტობრივად მოწოდებული საქონლის მიხედვით, შს სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის და ანგარიშსწორებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შსს ეკონომიკურ დეპარტამენტში წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ავთანდილი ბუხრაშვილი, 595016533, a.bukhrashvili@mia.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა იყოს წარმოდგენილი PDF ფაილის ფორმატში და მათზე უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტანმპით (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 4.1.1 პუნქტით მოთხოვნილი დოკუმენტებისა). ტექნიკური დოკუმენტაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიალურად დამოწმებული შესაბამისი ქართულენოვანი თარგმანები. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ხარჯებისა და გადასახადების გათვალისწინებით, ამასთან, უნდა მოიცავდეს როგორც საქონლის მიწოდების, ასევე, თანმდევ მომსახურებასთან (მონტაჟი, დემონტაჟი) დაკავშირებულ ყველა ხარჯს. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეული ფასი წარმოდგენილი უნდა იქნას მხოლოდ ლარებში (საბოლოო ფასები უნდა დაფიქსირდეს (დამრგვალდეს) მეასედის სიზუსტით). სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას მითითებული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია გამოყენებულია „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი. 10.1.2 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 10.1.3. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის. 10.2 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი დოკუმენტები: 10.2.1 "ფასების ცხრილი" - სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 ქვეპუნქტის მოთხოვნებით განსაზღვრული ინფორმაციის მითითებით (აღნიშნული დოკუმენტის წარმოუდგენლობა, ან განუფასებლად წარმოდგენა, ან სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 ქვეპუნქტის მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას); 10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 (კონკრეტებული საგარანტიო ვადის მითითებით), 2.7.1, 2.8.1 და 2.9 პუნქტების მოთხოვნებით გათვალისწინებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია;
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი