1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარში და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღებისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირების მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
ტექნიკური დავალება და სპეციფიკაციები განსაზღვრავს ძირითად მითითებებსა და მოთხოვნებს, რომელიც შეეხება საბავშვო ბაღების მშენებლობის სამუშაოებს. მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოები აწარმოოს წინამდებარე ტექნიკური დავალების და სპეციფიკაციების შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში, მოცემული პროექტი ექვემდებარება ცვლილებებს (მიბმა/ადაპტაცია) სამშენებლო ობიექტის ლოკაციის გათვალისწინებით და შესაბამისად, მიმწოდებელს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადაეცემა ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული პროექტის სამუშაო (რედაქტირებადი) ვერსია. ტექნიკური დავალება და სპეციფიკაციები შემდგომში განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მომსახურების გაწევის და სამუშაოს შესრულების საერთო ვადა შეადგენს 15 (თხუთმეტი) კალენდარულ თვეს, საიდანაც თითოეულ სამშენებლო ობიექტზე 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის ტიპიური პროექტის კორექტირებისა და მოცემულ საპროექტო ტერიტორიაზე მიბმის პროექტის მომზადებისთვის განსაზღვრულია 3 კალენდარული (სამი) თვე, სამშენებლო სამუშაოების (საჭიროების შემთხვევაში სადემონტაჟო სამუშაოების ჩათვლით) განხორციელებისთვის განსაზღვრულია 12 კალენდარული (თორმეტი) თვე. სამშენებლო სამუშაოების ვადაში (12 კალენდარული თვე) გათვალისწინებულია შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების ვადა - 1 (ერთი) კალენდარული თვე. სამუშაოების შესრულების დეტალური ვადები და პირობები განსაზღვრულია ტექნიკური დავალებით. მომსახურება/სამუშაოები ყველა სამშენებლო ობიექტზე უნდა წარიმართოს პარალელურ რეჟიმში და დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარულ თვეში. სამშენებლო სამუშაოების წარმოების დაწყებამდე, მიმწოდებელმა თითოეული სამშენებლო ობიექტისთვის უნდა წარმოადგინოს შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების მიწოდების კალენდარული და ფინანსურ-ხაზობრივი გრაფიკი, თვეების ჭრილში; სამუშაოების მიწოდების კალენდარულ და ფინანსურ-ხაზობრივ გრაფიკებთან ერთად მიმწოდებელმა შემსყიდველს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შრომის უსაფრთხოების გეგმა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. სამუშაოების მიწოდების კალენდარული და ფინანსურ-ხაზობრივი გეგმა-გრაფიკი შემდგომში განისაზღვრება როგორც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი. შენიშვნა: სამუშაოების მიწოდების კალენდარული და ფინანსური-ხაზობრივი გეგმა-გრაფიკის ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენა სავალდებულო არ არის.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
მომსახურების გაწევის და სამუშაოების შესრულების ფორმა: მიმწოდებელი ვალდებულია საპროექტო მომსახურება გაწიოს და სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს ტექნიკური დავალებისა და სპეციფიკაციების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების შესაბამისად. სამუშაოების შესრულების ადგილი: ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელი ოროჯალარი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი ტაბაწყური პრეტენდენტებს, სატენდერო წინადადებების სრულფასოვნად მოსამზადებლად, ეძლევათ სამშენებლო ობიექტის ადგილზე მონახულების რეკომენდაცია. ადგილზე ვიზიტის ხარჯებს დაფარავს პრეტენდენტი.
1.6 შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა
შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს 2 (ორი) კალენდარულ წელს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების თარიღიდან.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
პრეტენდენტს, 2021 წლის 01 იანვრიდან ელექტრონული ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში, შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ წინამდებარე ტენდერის სავარაუდო ღირებულების 80% ოდენობის ღირებულების შენობის ან/და ნაგებობის მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის ან/და რეაბილიტაციის (არ განიხილება მცირე სარემონტო სამუშაოები) სამუშაოები, მათ შორის 1 (ერთი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ წინამდებარე ტენდერის სავარაუდო ღირებულების 20% ოდენობის ღირებულების შენობის ან/და ნაგებობის მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის ან/და რეაბილიტაციის (არ განიხილება მცირე სარემონტო სამუშაოები) სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები სავალდებულოდ შესრულებული უნდა იყოს საქართველოს, ევროკავშირის (EU), ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ-სახელმწიფოთა ტერიტორიაზე; არ განიხილება იმ ქვეყნების რეზიდენტი მიმწოდებლების (იგულისხმება წინამდებარე ელ. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტები) გამოცდილება, რომელთანაც შემსყიდველის ქვეყანას (საქართველო) არ გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობები. პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი, ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ამავე დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობები: 1. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სამუშაოების შესყიდვისა და შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის ნომრის (SPA, NAT, DAP, DEP, CMR) შესახებ. 2. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესყიდვა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების გარეშე, წარმოდგენილი უნდა იყოს დასრულებული ხელშეკრულებები და ამავე ხელშეკრულებების ფარგლებში სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: 2.1. ხელშეკრულებები წარმოდგენილი უნდა იყოს შესასრულებელი სამუშაოების უწყისებთან (ხარჯთაღრიცხვა) ერთად; 2.2. შესასრულებელი სამუშაოების უწყისების (ხარჯთაღრიცხვა) ცვლილების შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს საბოლოო სახის (კორექტირებული) ხარჯთაღრიცხვა, დამკვეთის მიერ დამოწმებული შესაბამისი ცვლილების (შეთანხმების აქტი) დოკუმენტთან ერთად; 2.3. წარმოდგენილი უნდა იყოს ხელშეკრულებების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების უწყის(ებ)ი (ე.წ. ფორმა N2); 2.4. ხელშეკრულებებითა და მისი დანართით (შესასრულებელი სამუშაოების საბოლოო სახის უწყისი (ხარჯთაღრიცხვა) და წარმოდგენილი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების უწყისებით (ე.წ. ფორმა N2) უნდა იყოს შესაძლებელი ობიექტის დასახელებისა და შესრულებული სამუშაოების ურთიერთკავშირის დადგენა, ამასთანავე შესრულებული სამუშაოების უწყისებით (ე.წ. ფორმა N2) გათვალისწინებული სამუშაოების დასახელება, მოცულობა და ფასები არსებითად არ უნდა განსხვავდებოდეს ხელშეკრულებითა და მისი დანართით (შესასრულებელი სამუშაოების საბოლოო სახის უწყისი (ხარჯთაღრიცხვა) გათვალისწინებული შესაბამისი მონაცემებისგან. სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები: 1. სატენდერო პირობების თანახმად, შენობის მშენებლობა ნიშნავს ახალ მშენებლობას; სატენდერო პირობების თანახმად, შენობის რეკონსტრუქცია ნიშნავს შენობაზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენებას, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლას 1 კვ/მ-ზე მეტად, შენობის ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟის შემთხვევაში მხოლოდ შენობის ან მისი ნაწილის დემონტაჟი არ განიხილება რეკონსტრუქციად თუ სამუშაოები არ მოიცავს შენობის დემონტირებული ან ახალი ნაწილის მშენებლობის სამუშაოებს. 2. დასრულებული ხელშეკრულების განმარტება: ხელშეკრულება ჩაითვლება დასრულებულად, თუ კი შემსრულებლის მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება შესრულებულია; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შემთხვევაში, ხელშეკრულება ჩაითვლება დასრულებულად, თუ კი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფიქსირდება შემსრულებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი ინფორმაცია, მიუხედავად იმისა ხელშეკრულებას მინიჭებული აქვს სტატუსი: „შესრულებული ხელშეკრულება“, თუ არა. 3. პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის გამოცდილების, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან თანხვედრის დადგენა. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტები ფორმალურად შეესაბამება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილს, მაგრამ მათი შინაარსიდან, ან წარმოდგენის ფორმიდან გამომდინარე, მათი მეშვეობით მკაფიოდ ვერ დგინდება ის მონაცემები, რომელთა დადგენის მიზნითაც იყო ისინი მოთხოვნილი, სატენდერო კომისია უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს დამატებითი ინფორმაციის, ან/და დოკუმენტების წარმოდგენა. 4. საზღვარგარეთ შესრულებული სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით: ლეგალიზებული, ან აპოსტილით დამოწმებული. 5. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. 6. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ პუნქტის მე-5 ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, არ დაიშვება ამხანაგობის მონაწილეთა გამოცდილების შეკრება. 7. ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ შეიძლება იყოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე ნაკლები, რომელიც მოცემულ შემთხვევაში განისაზღვრება 2029 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 8. ამხანაგობის მონაწილეობის შესახებ ამონარიდი ზემოაღნიშნული წესიდან თანდართულია 2.2.1. პუნქტში.
2.6.1 მოთხოვნა პრეტენდენტის ფინანსური შესაძლებლობების შესახებ
მონაწილეს უნდა გააჩნდეს ფინანსური მდგრადობა, მატერიალურ-ტექნიკური რესურსები, საწარმოო და მენეჯერული შესაძლებლობები, რათა, წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, უზრუნველყოს მოცემული ტენდერით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების ხარისხიანი და დროული შესრულება — გადატვირთვის, სამშენებლო პროცესის შეჩერების ან მიმდინარე პროექტებზე ვალდებულებების დარღვევის გარეშე. MCC = წლიური საშუალო ბრუნვა x K - (შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების ჯამი* + მიმდინარე ტენდერის ფარგლებში მომდევნო 12 თვის განმავლობაში შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება). K - არის 2; აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით MCC უნდა იყოს დადებითი. აღნიშნულ მოთხოვნასთან შესაბამისობის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. კერძოდ: ინფორმაცია კომპანიის 2023, 2024 და 2025 წლების საშუალო წლიური ბრუნვისა და კომპანიის მიერ წინადადების წარდგენის დღისათვის არსებული ვალდებულებების შესახებ: ა) წლიური საშუალო ბრუნვის დადასტურების მიზნით: 1. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.saras.gov.ge-ზე რეგისტრირებული აუდიტორული კომპანიების მიერ აუდირებული ფინანსური ანგარიშგება (რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ბალანსი, მოგება/ზარალის უწყისი, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიში, შენიშვნები ფინანსურ ანგარიშგებაზე).დასკვნა უნდა იყოს დადებითი ან პირობითი (პირობითი დასკვნა არ უნდა ეხებოდეს წლიურ ბრუნვებს); ან/და 2. (ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.saras.gov.ge-ზე რეგისტრირებული აუდიტორული კომპანიის მიერ) შეთანხმებული პროცედურებით (Agreed-Upon Procedures) დადასტურებული წლიური ბრუნვა ან/და 3. ყოველთვიური დღგ-ს დეკლარაციები; ან/და 4. ცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან ბრუნვის შესახებ. ბ) არსებული ვალდებულებების დადასტურების მიზნით - ინფორმაცია ყველა მიმდინარე ხელშეკრულებაზე (მათ შორის კერძო სექტორში დადებული). ასევე, ინფორმაცია იმ ხელშეკრულებებზე, რომლებზეც წინამდებარე ტენდერის წინადადების მიღების დაწყების დღისთვის მინიჭებული აქვს სტატუსი „გამარჯვებული გამოვლენილია“. პრეტენდენტმა უნდა შეავსოს თანდართული ცხრილი - ინფორმაცია მიმდინარე ხელშეკრულებების შესახებ (დანართი N2). შენიშვნები: • შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, საკუთარი რესურსებითა და ხარჯებით გადაამოწმოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ პრეტენდენტს ან ამხანაგობის ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში ამხანაგობის რომელიმე წევრს წინამდებარე ტენდერის წინადადების მიღების დაწყების დღისთვის გააჩნია სხვა დამატებითი ვალდებულებები, რომელიც არ იყო წარმოდგენილი დანართ N2-ში, სატენდერო კომისია დანართის N2-ის დაზუსტების გარეშე თავად უზრუნველყოფს ახლად გამოვლენილი ვალდებულებების დაჯამებას პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მიმდინარე ვალდებულებებთან. • იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში დარჩენილი სამუშაოების შესრულების ვადა არ აღემატება 12 კალენდარულ თვეს, სრულად მოხდება დარჩენილი (შესასრულებელი) სამუშაოების ღირებულების გათვალისწინება. • იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში დარჩენილი სამუშაოების შესრულების ვადა აღემატება 12 კალენდარულ თვეს, პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს დარჩენილი (შესასრულებელი) სამუშაოების წლიური ღირებულება (დარჩენილი (შესასრულებელი) სამუშაოების ღირებულება გაყოფილი დარჩენილი თვეების რაოდენობაზე და გამრავლებული 12-ზე). • იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი წარმოადგენს ამხანაგობას, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია თითოეული ამხანაგობის წევრისთვის. ამხანაგობის სახელით ტენდერში მონაწილების შემთხვევაში დაჯამდება ამხანაგობის ყველა წევრის მიმდინარე ან მოსალოდნელი ვალდებულებების ღირებულება. • იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი წარმოადგენს არარეზიდენტ პირს, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აუდირებული ფინანსური ანგარიშგებები, რომლებიც მომზადებული უნდა იყოს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.saras.gov.ge რეგისტრირებული, ისეთ ქსელში შემავალი აუდიტის, ან აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელსაც საქართველოში გააჩნია წევრი წარმომადგენლობა, ან ფილიალი, რომელთანაც აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელებულია ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მინიჭებული აქვს პირველი, ან მეორე კატეგორიის დასკვნითი შეფასება. • არარეზიდენტი პირის ან მისი წარმომადგენლობის ან ფილიალის ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში დაჯამდება როგორც არარეზიდენტი პირის სათაო კომპანიის, ასევე არსებობის შემთხვევაში არარეზიდენტი პირის ყველა ფილიალის ან წარმომადგენლობის მიმდინარე ან მოსალოდნელი ვალდებულებების ღირებულება. შესაბამისად, დანართში N2 სავალდებულოდ მითითებული უნდა იყოს, როგორც არარეზიდენტი პირის, ასევე არსებობის შემთხვევაში მისი ყველა ფილიალის ან წარმომადგენლობის მიმდინარე და მოსალოდნელი ხელშეკრულებების ფარგლებში დარჩენილი ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
პრეტენდენტის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი: 1) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1 (ფასების ცხრილი). სავალდებულოდ გასათვალისწინებელი შენიშვნები: • დანართი N1 (ფასების ცხრილი) წარმოდგენილი უნდა იყოს Microsoft Excel Worksheet-ის ფორმატით (პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს). • დანართი N1-ით (ფასების ცხრილი) გათვალისწინებული სამუშაოების ჯამურ განფასებაში საჭიროებისამებრ გათვალისწინებული უნდა იყოს: საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საექსპერტო დასკვნების, ლაბორატორიული კვლევების, საპროექტო ნაგებობების გამოცდისა და ექსპლუატაციაში მიღების ხარჯები, მონიტორინგისა და დაცვის უზრუნველსაყოფად ობიექტის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით აღჭურვის ხარჯი, რომელთანაც შემსყიდველს ექნება დაშვება 24/7 LIVE რეჟიმში, სამშენებლო მოედნის მომზადების, მობილიზაციის, სამშენებლო მასალებისა და აუცილებელი მანქანა-მექანიზმების მობილიზაციის, აუცილებელი რაოდენობის სათანადო კატეგორიისა და კვალიფიკაციის სპეციალისტების მობილიზაციისა და ხელფასის, დროებითი ნაგებობების მოწყობისა და დემონტაჟის (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) ნარჩენებისა და მასალებისგან სამშენებლო ობიექტის გათავისუფლების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევის, სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის (ასეთის გამოყენების შემთხვევაში), ტექნიკურ დავალებაში მითითებული გასატარებელი ღონისძიებების ხარჯები და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი და მოსაკრებელი, ასევე შესყიდვის ობიექტის სრულფასოვნად მიწოდებისთვის აუცილებელი ყველა ხარჯი. • საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ღირებულება დამატებული ღირებულების გადასახადის (დ.ღ.გ.) ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს ფასების ცხრილში მითითებულ პროცენტულ მაჩვენებელს. • იმ შემთხვევაში, თუ დანართი N1 არ იქნება წარმოდგენილი ან განუფასებლად იქნება წარმოდგენილი ან წარმოდგენილ დანართ N1-ში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს, დანართი N1-ის დაზუსტების მოთხოვნა არ გამოიყენება, შესაბამისად, განხორციელდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურებიდან. 2) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტით (პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები) განსაზღვრული წარმოსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 3) სატენდერო დოკუმენტაციის 2.6.1 პუნქტით (პრეტენდენტის ფინანსურ შესაძლებლობებთან დაკავშირებული მოთხოვნები) განსაზღვრული წარმოსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 4) სატენდერო დოკუმენტაციის 5.1 პუნქტით (პრეტენდენტის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი) განსაზღვრული წარმოსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 5) ინფორმაცია ამხანაგობის მონაწილეთა მიერ წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ: ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში; წარმოდგენილი ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს ამხანაგობის ყველა (თითოეული) მონაწილის ხელმოწერით (აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა ხდება მხოლოდ ამხანაგობის მიერ). შენიშვნა: 1. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, დამატებული ღირებულების გადასახადის (დ.ღ.გ.) ჩათვლით. 2. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი უნდა დააფიქსიროს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით და წარმოადგინოს დანართი N1-ის (ფასების ცხრილი) მიხედვით. 3. პრედენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. 4. წინამდებარე ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 5. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია (გარდა Excel-ის ფაილისა) დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4) სატენდერო დოკუმენტაციის 5.1 პუნქტით (პრეტენდენტის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი) განსაზღვრული წარმოსადგენი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. 5) ინფორმაცია ამხანაგობის მონაწილეთა მიერ წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ: ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში; წარმოდგენილი ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს ამხანაგობის ყველა (თითოეული) მონაწილის ხელმოწერით (აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა ხდება მხოლოდ ამხანაგობის მიერ). შენიშვნა: 1. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში, დამატებული ღირებულების გადასახადის (დ.ღ.გ.) გარეშე. 2. წინამდებარე ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 3. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია (გარდა პრეისკურანტისა - Excel-ის ფაილი) დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის გაუთვალისწინებლობის დასაბუთება
პრეტენდენტის სატენდერო წინადადების საბოლოო ფასსა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით ან მეტით სხვაობის შემთხვევაში, არ არის განსაზღვრული პრეტენდენტის მიერ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულება, რადგან შესყიდვის ობიექტია პროექტირება-მშენებლობა, ხოლო პროექტირება, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, არ მოიცავს საწარმოო პროცესს. ამავე დროს, პროექტირება-მშენებლობის ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესყიდვის მრავალწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში წარმატებით არის განხორციელებული მრავალი ანალოგიური შესყიდვა.
5.1.2 იურიდიული პირისთვის
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა არაღიარებული დავალიანებისა და იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია საგადასახადო დავალიანება, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.3 ინდივიდუალური მეწარმისთვის
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა არაღიარებული დავალიანებისა და იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია საგადასახადო დავალიანება, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.4 ფიზიკური პირისთვის
პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას: (1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; (2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტში რეგისტრირებულია 5.1.4 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში მითითებული უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.5 ამხანაგობისთვის
სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი თითოეული წევრის შესახებ, კერძოდ: უშუალოდ ამხანაგობისთვის: შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა არაღიარებული დავალიანებისა და იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). ამხანაგობის წევრებისთვის: შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა არაღიარებული დავალიანებისა და იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი). იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის მონაწილე წარმოადგენს არარეზიდენტ პირს, მისი სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6 პუნქტისა და მისი ქვეპუნქტების მოთხოვნათა მიხედვით, ხოლო, წარმომადგენლობის/ფილიალის შემთხვევაში - სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.7. პუნქტის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობას, ან/და მისი რომელიმე წევრ(ებ)ს გააჩნია საგადასახადო დავალიანება, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.6 არარეზიდენტი პირისთვის
ინფორმაცია საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ანალოგიური შინაარსის დოკუმენტების წარმოდგენით. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია საგადასახადო დავალიანება, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
5.1.7 წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის
იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი/ფილიალი საქართველოში, იგი ვალდებულია წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია საგადასახადო დავალიანება, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
6.1 მოითხოვება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია
5
6.2 სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში მოითხოვება გარანტია
10
6.3 გარანტიის მოქმედების ვადა
ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადას.
6.4 გარანტიის პირობები
1. წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ის ოდენობით, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლებისათვის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ სატენდერო წინადადების საბოლოო ფასსა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას შორის 20%-ით ან მეტით სხვაობისას, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ით, ხოლო თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებლებისათვის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ით გათვალისწინებული შინაარსის დაცვით, შესაბამისად, პრეტენდენტი წინამდებარე ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობით ავტომატურად გამოხატავს ვალდებულებას, რომ მზად არის (შეთანხმებული აქვს შესაბამის საფინანსო ინსტიტუტთან) წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ით გათვალისწინებული შინაარსის, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, რომელიც სავალდებულოდ გაცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ლიცენზირებული შესაბამისი დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ), შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი, გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი, უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N3-ში მოცემული პირობების შესაბამისად. 4. ამხანაგობის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიაში მითითებული უნდა იყოს ამხანაგობაში შემავალი ყველა პირი. შენიშვნა: ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ნიმუში (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 10.1 პუნქტში. დოკუმენტაციის დანართი N3) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 10.1 პუნქტში.
7.1.1 წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობა და პირობები
1. საავანსო ანგარიშსწორება შესაძლებელია შემსყიდველთან შეთანხმებული შინაარსის, უპირობო, გამოუთხოვადი, წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადას და რომელიც სავალდებულოდ გაცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ლიცენზირებული შესაბამისი დაწესებულებიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ), შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი, გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი, უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული. 2. მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით, შემსყიდველთან შეთანხმებით. მიმწოდებლის მიერ საავანსო გადახდის მოთხოვნის შემთხვევაში, ავანსის მოცულობისა და პერიოდულობის განსაზღვრის მიზნით, შემსყიდველი უფლებამოსილია დამატებით მოთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი დაწესებულების მიერ დამოწმებული ინფორმაცია. 3. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი უფლებამოსილია წარმოადგინოს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. წინასწარ ავანსის სახით გადარიცხული თანხის დაქვითვა განხორციელდება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დადასტურებული შსა-ის ან/და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, შემსყიდველის მიერ გადახდის უწყისის დამოწმებიდან, 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში. 5. საავანსო ანგარიშსწორების გარანტიის გამოყენების/დაკავების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით. 6. თეთრ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებელთან მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული საავანსო თანხის ანგარიშსწორების შემთხვევაში, თავდაპირველად განხორციელდება არაუზრუნველყოფილი საავანსო თანხის დაქვითვა სრულად. არაუზრუნველყოფილი საავანსო თანხის სრულად დაქვითვის შემდეგ მოხდება წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი თანხის დაქვითვა. 7. ამხანაგობის მიერ წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში,წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიაში მითითებული უნდა იყოს ამხანაგობაში შემავალი ყველა პირი. შენიშვნა: წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ნიმუში (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4) ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 10.1 პუნქტში.
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დადასტურებული შსა-ის ან მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, შემსყიდველის მიერ გადახდის უწყისის დამოწმებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში. 2. ყოველი მიწოდებული სამუშაოების ღირებულებიდან განხორციელდება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%-ის (იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ელექტრონული ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 20%-ით ან მეტით მცირეა წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, შესრულებული სამუშაოების ღირებულების 10%) დაკავება სამუშაოების ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის (იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ელექტრონული ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 20%-ით ან მეტით მცირეა წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, დაკავებული 10%-დან 5%-ის) დაბრუნება განხორციელდება სამუშაოების სრულად დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სამუშაოთა მიმღები კომისიის მიერ შედგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და ტექნიკურ დავალებაში მითითებული ნებართვის მაძიებლის მიერ, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ. შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული თანხის დარჩენილი 2,5%-ის (იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ელექტრონული ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 20%-ით ან მეტით მცირეა წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, 5%-ის) დაბრუნება განხორციელდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამუშაოთა დასრულების თარიღიდან 2 (ორი) კალენდარული წლის დასრულების შემდეგ. 3. მიმწოდებელს აქვს შესაძლებლობა, შესრულებული სამუშაოების ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5%-ის (იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ელექტრონული ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 20%-ით ან მეტით მცირეა წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაზე, 5%-ის) ანგარიშსწორების მიზნით შემსყიდველის მიერ შექმნილი სამუშაოთა მიმღები კომისიის მიერ შედგენილი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, წარუდგინოს შემსყიდველს მასთან შეთანხმებული შინაარსის, საქართველოში მოქმედი და შესაბამისად ლიცენზირებული საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული გამოუთხოვადი, უპირობო შესრულებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული სამუშაოთა დასრულების თარიღიდან 2 (ორი) წლის შემდგომ თარიღს. 4. იმ შემთხვევაში თუ შემსყიდველის მიერ დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოების დეფექტები, მიმწოდებელს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის პირველი ნახევარი არ აუნაზღაურდება სამუშაოების დეფექტების გამოსწორებამდე. ამასთან, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული მეორე ნახევრის (2,5% ან 5%) დაბრუნება მოხდება საგარანტიო ვადის - 2 (ორი) წლის გასვლის შემდეგ, თუ შემსყიდველის ან/და ზედამხედველის მიერ დეფექტ(ებ)ის არარსებობის შესახებ შემსყიდველისთვის ზედამხედველის ან/და შემსყიდველის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ წარდგენილ იქნა შესაბამისი აქტი, რომლითაც დადასტურდება საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ დეფექტ(ებ)ის არარსებობა. 5. იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა მიზეზის გამო მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს ან უარს აცხადებს დეფექტების პასუხისმგებლობის პერიოდში დაფიქსირებული ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე, შემსყიდველი (დამოუკიდებელი ექსპერტის მეშვეობით) შეაფასებს ობიექტზე წარმოქმნილი დეფექტების აღმოფხვრის ხარჯს და მიმართავს წინასწარი ანგარიშსწორების (ხარისხის უზრუნველყოფის) საბანკო გარანტიის გამცემ ორგანოს შესაბამისი თანხის გამოთხოვის თაობაზე. თუ დეფექტების აღმოსაფხვრელად საჭირო თანხა აღემატება წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,5 % (5%)-ის ოდენობას, შემსყიდველი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დააკისრებს მიმწოდებელს დარჩენილ განსხვავებას. 6. ხარჯთაღრიცხვაში ასახული გაუთვალისწინებელი სამუშაოების ხარჯების ანაზღაურება განხორციელდება მხოლოდ ასეთი ხარჯების არსებობის შემთხვევაში. გაუთვალისწინებელი ხარჯების არსებობისას მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ასეთი ხარჯების დეტალური გაშიფვრა და დასაბუთება, რომლის საფუძველზეც განხორციელდება შსა-ს დადასტურება. გაუთვალისწინებელი სამუშაოების გაწევის უფლება მიმწოდებელს ეძლევა შემსყიდველის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. შენიშვნა: ანგარიშსწორების, მათ შორის წინასწარი ანგარიშსწორების პირობები დეტალურად მოცემულია ხელშეკრულების პროექტის ზოგადი პირობების მე-6 და მე-7 მუხლში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება დადასტურებული შსა-ს, ან მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, შემსყიდველის მიერ გადახდის უწყისის დამოწმებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში. 2. წინასწარი ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება მის მიერ, შესაბამის თანხაზე საქართველოში მოქმედი საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ინგა შაფათავა, 557199003, ishapatava@mdf.org.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს შესაბამისად. 2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 3. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადების ფასი უნდა დააფიქსიროს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით და წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ის (ფასების ცხრილი) მიხედვით. 4. სატენდერო პირობების კონკრეტული ჩანაწერის და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მიღების საკითხი რეგულირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“-ს მე-8 მუხლის შესაბამისად. შენიშვნა: წინამდებარე პუნქტში 10.1 ატვირთულია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ნიმუში (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3) და წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ნიმუში (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4).
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი