1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ბალახის სათიბი მანქანები და აქსესუარები
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1. ბალახის სათიბი აპარატი - 27 ცალი * ძრავა-2 ტაქტიანი * სიმძლავრე - არანაკლებ 2.1 კვ - არაუმეტეს 2.3 კვ; * ძრავის მოცულობა - არანაკლებ 44 სმ³ - არაუმეტეს 53 სმ³ * წონა (დამცავი და საჭრელი მოწყობილობების გარეშე) - არანაკლებ 9,5კგ - არაუმეტეს 12,5 კგ * საწვავის ავზის მოცულობა - არანაკლებ 0,6 ლ და არაუმეტეს 1.50 ლ; * ცელვის დიამეტრი - არანაკლებ 380 მმ; * ანტივიბრაციული სისტემა - კი; * კონსტრუქცია (ძრავის მდებარეობა) - ზურგსაკიდი (კარკასი); ბალახის სათიბის საჭრელი ძუა - 50 შეკვრა 2. ბალახის სათიბის საჭრელი ძუა, რომელიც თავსებადია შემოთავაზებულ ბალახის სათიბთან- დიამეტრი -არანაკლებ 3 მმ. შეფუთვა: შეკვრაში არანაკლებ 45 გრძივი მეტრი. * სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებაში, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულია საქონლის ტექნიკური პარამეტრები „არანაკლებ“, „არაუმეტეს“, ,,ან" სახით, პრეტენდენტმა ფასების ცხრილის (დანართი №1) შესაბამის გრაფაში უნდა მიუთითოს კონკრეტული ტექნიკური პარამეტრები
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საქონლის მიწოდება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან 45 (ორმოცდახუთი)კალენდარული დღის განმავლობაში 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით პეიოდის განმავლობაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1 საქონლის მიწოდების ადგილია - შპს ,,ბათუმის წყალი“-ს მეჯინისწყლის სასაწყობე მეურნეობა; 1.5.2 საქონელი უნდა იყოს ახალი, ექსპლოატაციაში არმყოფი, უნდა იყოს დამზადებული ქარხნული წესით, ქარხნული შეფუთვით; 1.5.3 მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიწოდებული საქონლის გადმოტვირთვას და შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე დასაწყობებას.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1. ბალახის სათიბი მანქანების საგარანტიო ვადა სწორი ექსპლოატაციის პირობებში უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელს. 1.7.1.2. თუ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში საქონლის ექსპლოატაციისას გამოვლინდება დეფექტი ან/და ნაკლი, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის შეტყობინებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს დეფექტის აღმოფხვრა საკუთარი ხარჯით ან/და შეცვალოს დაზიანებული საქონელი ახალი ექსპლოატაციაში არ მყოფი ანალოგიური საქონლით.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.1. პრეტენდენტმა აუცილებლად უნდა მიუთითოს ფასების ცხრილის შესაბამის ველში (დანართი №1) საქონლის წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი ან/და სასაქონლო ნიშანი, მოდელი (მოდელი სავალდებულოა მხოლოდ 1-ელ პოზიციაზე (ბალახის სათიბი აპარატი)) 2.1.1.2. პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას;
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარმოადგინოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს: სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამის სფეროში უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტში გარკვევით უნდა იკითხებოდეს თუ რომელ სფეროშია აკრედიტირებული დასკვნის გამცემი პირი) ან/და სხვა იმ პირის მიერ, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ შესაბამის სფეროში სერტიფიცირებული შემფასებელი. სხვა პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნა განხორციელებული უნდა იყოს და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელი მოწერილი უნდა ჰქონდეს აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს; პრეტენდენტის მიერ შეფასების ანგარიშთან/დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ შემფასებელზე გაცემული სერტიფიკატის ასლი (სერთიფიკატის გამცემი შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანო აუცილებლად უნდა იყოს აკრედიტებული სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრი’’-ს მიერ). აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. 4.1.1.3 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით უნდა დასტურდებოდეს სატენდერო პირობებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული სატენდერო წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის (განფასების) ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის (განფასების) ერთეულ ღირებულებასთან მიმართებით. 4.1.1.4 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დაუსაბუთებლობა მითითებულ ვადაში ან ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტების შეუსაბამობა სატენდერო პირობებთან ან/და სატენდერო წინადადებასთან, გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის #12 ბრძანების 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1 მიმწოდებელთან ანგარიშსწორება იწარმოებს ეტაპობრივად, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეროვნულ ვალუტაში, ფაქტიურად მიწოდებული საქონლის შესაბამისად, მიღება–ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადების და შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე; 7.2.2 თუ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულებული სამუშაოს მოცულობების ღირებულებამ არ შეადგინა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი თანხა, ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი გადაუხდის მიმწოდებელს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს მოცულობების ღირებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმწოდებელს პრეტენზია არ უნდა გააჩნდეს შეუსრულებელი სამუშაოს მოცულობების ანაზღაურებაზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება შესაბამისი საანგარიშსწორებო დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში, მიმწოდებლის მიერ მითითებული რეკვიზიტების მიხედვით
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ინგა კახელიშვილი, 593748728, inga_ka@yahoo.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადების გათვალისწინებით. 10.1.2. სატენდერო დოკუმენტაციის იმ ნაწილში (ტექნიკური პირობები, ხარჯთაღრიცხვა, დანართი და სხვა), სადაც მითითებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი, იგულისხმება "მსგავსი" ან "ეკვივალენტური". 10.1.3. სატენდერო პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღების საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 10.1.4. წინამდებარე შესყიდვა ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ წესის" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების შესაბამისად.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი