ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT260015158
NAT260015158 NAT · აუქციონის გარეშე not held On procurement.gov.ge ↗

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რიცხული 1 (ერთი) ერთეული ავტომანქანის HYUNDAI IX35 (გამოშვების წელი - 2011) შეკეთება და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა

9% outside our line

Can we win this?

9% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 19% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Expected competition this category averages 1.4 bidders, 52% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Incumbent შპს ბენი მოტორსი has won 2 of the last 4 awards from this buyer here.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 50100000: we have never bid in this category.
  • Buyer relationship we have never bid with this buyer.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT260015158
შესყიდვის სტატუსიარ შედგა
შემსყიდველიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT) პრეისკურანტით
შესყიდვის კატეგორია50100000-სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
შესყიდვის გამოცხადების თარიღი22.07.2026 18:22
წინადადებების მიღება იწყება29.07.2026 00:04
წინადადებების მიღება მთავრდება31.07.2026 12:00
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი250.00 GEL
გარანტიის ოდენობა50 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადახელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გათვალისწინებით
დამატებითი ინფორმაცია
პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება58`993.00 GEL
შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება5`000.00 GEL

Buyer documents & protocols (0)

No buyer documents recorded.

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
No bids recorded — nobody entered this tender.

History

  • 22.07.2026 18:22 Announced
  • 29.07.2026 00:04 Bidding opens
  • 31.07.2026 12:00 Bidding closes
  • 23.08.2026 22:43 Current status: not held

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 18 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რიცხული 1 (ერთი) ერთეული ავტომანქანის HYUNDAI IX35 (გამოშვების წელი - 2011) შეკეთება და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა.
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1 ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების - HYUNDAI IX35, 2.0, ავტომატიკა, გამოშვების წელი - 2011, VIN კოდი - KMHJT81BDBU416199 შეკეთება და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა (პრეისკურანტით) გულისხმობს: ავტოსატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის დროულ და სრულყოფილ შეკეთებას, პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებას, ავტომობილის ნაწილების შეკეთებას და/ან გამოცვლას, საცხებ-საპოხი მასალების შეცვლას უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით. 1.2.2. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრები წარმოდგენილია დანართი №1-ით (პრეისკურანტი). 1.2.3. სახელშეკრულებლო ღირებულებად განისაზღვროს 5000 ლარი. 1.2.4. პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვროს 58`993 ლარი 1.2.5. მომსახურება გაწეულ უნდა იქნას შემსყიდველის საჭიროებისამებრ, მოთხოვნის შესაბამისად (მოთხოვნა შესაძლებელია სერვის ცენტრში უშუალო ვიზიტის, სატელეფონო კავშირის, ელ. ფოსტის ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით), ხელშეკრულების გაფორმებიდან - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში. 1.2.6. დაზიანებული ნაწილები უნდა შეიცვალოს ახალი (არამეორადი), ქარხნული წარმოების, მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილებით, რომლებიც შესაბამისობაში იქნება პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში მითითებულ შესაბამისი საქონლის დასახელებასთან და ფასთან. შენიშვნა: გადაწყვეტილებას იმის შესახებ - დაზიანებული ნაწილ(ებ)ი შეიცვალოს ახლით თუ შეკეთდეს (როცა ექვემდებარება შეკეთებას) - ყოველთვის იღებს შემსყიდველი. 1.2.7. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურება არ არის სრულყოფილი (არაჯეროვანი, არასრული მომსახურება) და/ან შეცვლილი ნაწილი აღმოჩნდება წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ხარვეზი არაუმეტეს 2.6 პუნქტში მითითებული ვადებისა და წინამდებარე ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით. 1.2.8. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნისთანავე (მოთხოვნა შესაძლებელია სერვის ცენტრში უშუალო ვიზიტის, სატელეფონო კავშირის, ელ. ფოსტის ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით) ჩაატაროს ავტომანქანის დათვალიერება და დიაგნოსტირება და გონივრულ ვადაში (1.4 პუნქტით განსაზღვრული ვადების მხედველობაში მიღებით) წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი, რომელიც უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას: გასაწევი მომსახურების დასახელება, საჭიროების შემთხვევაში სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, ღირებულება (ერთეულების მიხედვით და ჯამურად), თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მომსახურება/სათადარიგო ნაწილი არ არის მოცემული პრეისკურანტში, დეფექტურ აქტში მათ შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს წინამდებარე ტექნიკური დავალების 1.2.6 და 1.2.9 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად. მიმწოდებელმა დეფექტურ აქტში მითითებული ცალკეული მომსახურება უნდა გასწიოს მხოლოდ შემსყიდველის უფლებამოსილი პირის თანხმობის/დადასტურების შემთხვევაში. 1.2.9. როდესაც კონკრეტული მომსახურება/სათადარიგო ნაწილი არ არის პრეისკურანტში, მათი ფასი (საჭიროების შემთხვევაში) დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით, საბაზრო ფასების გათვალისწინებით (საქართველოში, შესაბამისი მომსახურების/სათადარიგო ნაწილის ძირითადი ბაზრის ხელმისაწვდომი ფასები). ამგვარი შეთანხმების ფარგლებში გაწეული მომსახურებისა და სათადარიგო ნაწილების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
1.4.1. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად (უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით) ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 1.4.2 მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს რიგგარეშე, ამასთან მომსახურების ვადა თითოეულ შემთხვევაზე არ უნდა აღემატებოდეს: 1.4.2.1. აგრეგატებზე - არაუმეტეს 20 სამუშაო დღისა. მომსახურების გაწევის ვადის ათვლა იწყება მიმწოდებლის მიერ ინვოისის წარმოდგენიდან 2 (ორი) სამუშაო დღის შემდეგ, გარდა პრეისკურანტში მომსახურების ან/და საქონლის არარსებობის შემთხვევისა. ამ შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადის ათვლა იწყება შეთანხმების აქტის გაფორმების მეორე დღიდან. 1.4.2.2. დეტალებზე - არაუმეტეს 2 სამუშაო დღისა. მომსახურების გაწევის ვადის ათვლა იწყება მიმწოდებლის მიერ ინვოისის წარმოდგენიდან მეორე დღეს, გარდა პრეისკურანტში მომსახურების ან/და საქონლის არარსებობის შემთხვევისა. ამ შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადის ათვლა იწყება შეთანხმების აქტის გაფორმების მეორე დღიდან. 1.4.2.3. ცვეთად მასალებზე - არაუმეტეს 2 სამუშაო დღისა. მომსახურების გაწევის ვადის ათვლა იწყება მიმწოდებლის მიერ ინვოისის წარმოდგენიდან მეორე დღეს, გარდა პრეისკურანტში მომსახურების ან/და საქონლის არარსებობის შემთხვევისა. ამ შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადის ათვლა იწყება შეთანხმების აქტის გაფორმების მეორე დღიდან. 1.4.2.4. საბურავების დაზიანებაზე - საბურავის მიწოდებიდან არაუმეტეს 1 სამუშაო დღე. საბურავის მიწოდებას უზრუნველყოფს შემსყიდველი.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევა ქ. თბილისში; 1.5.2. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის სერვისცენტრ(ებ)ში; 1.5.3. მომსახურების მოთხოვნა შესაძლებელი უნდა იყოს სერვისცენტრ(ებ)ში უშუალო ვიზიტის, სატელეფონო კავშირის, ელ. ფოსტის ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით. საჭიროებისას სერვისცენტრ(ებ)ში ავტომობილის გადაყვანა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველმა, ავტომანქანის გადაადგილების შეუძლებლობის შემთხვევაში (ადგილმდებარეობის მიუხედავად საქართველოს მასშტაბით) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ევაკუატორით ავტომანქანის სერვისცენტრ(ებ)ამდე გადაყვანა. 1.5.4. ავტომობილის სარემონტო სამუშაოებისას გამოყენებული ყველა მასალა უნდა იყოს ექსპლუატაციაში არმყოფი, ქარხნული წესით დამზადებული და უნდა შეესაბამებოდეს ამ სატრანსპორტო საშუალებისთვის დადგენილ სტანდარტებსა და ნორმებს. მიმწოდებელი პასუხისმგებელია წუნდებული საქონლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოცვლაზე და შესაბამისი მომსახურების გაწევის განხორციელებაზე, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე; 1.5.5. მომსახურების გაწევის პროცესში მიმწოდებლის ბრალეულობით ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული ნებისმიერი ზიანის აღმოფხვრის ხარჯები უნდა ანაზღაურდეს მიმწოდებლის მიერ; 1.5.6. მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები უნდა იყოს ახალი ექსპლუატაციაში არ მყოფი ქარხნული და არ ავლენდეს დეფექტებს, რაზეც მიმწოდებელმა უნდა გაავრცელოს სატენდერო პირობებით დადგენილი საგარანტიო ვადები; 1.5.7. გამონაკლის შემთხვევაში, მომსახურების გაწევისას დასაშვებია მეორადი საქონლის გამოყენება, მხოლოდ შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმებით; 1.5.8. სათადარიგო ნაწილების შეცვლისა და მომსახურების გაწევის აუცილებლობის დადგენის მიზნით, შემსყიდველი უფლებამოსილია, ხელშეკრულების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე გადაამოწმოს მიმწოდებლის მიერ შედგენილი დეფექტური აქტის სისწორე ავტორიზირებულ ან მხარეთა შეთანხმებით სხვა სერვისცენტრის საშუალებით; 1.5.9. დეტალის შეცვლა და/ან კონკრეტული მომსახურების გაწევა გულისხმობს არსებული დეტალის შეცვლას ახლით და/ან კონკრეტული მომსახურების გაწევას და ამისათვის საჭირო ყველა მომსახურებას განხორციელებას (მაგალითად, სხვა დეტალის მოხსნა-დაყენებას და ა.შ. რაც დეტალურად უნდა აისახოს გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტში. 1.5.10. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა ძრავის კაპიტალური რემონტის ჩატარება ან დეფიციტური ნაწილის მიწოდება, შესაძლებელია მომსახურების ვადა განისაზღვროს გონივრულ ვადაში, შემსყიდველთან შეთანხმებით. მომსახურებისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში (შეკვეთა განპირობებული უნდა იყოს აუცილებლობით, მაგალითად, როდესაც შესაბამისი სათადარიგო ნაწილის შეძენა საქართველოში ვერ ხერხდება მისი ძირითად ბაზარზე დეფიციტის ან/და არაგონივრულად მაღალი ფასის გამო) მისი ჩამოტანის ვადა უნდა იყოს არაუმეტეს 30 კალენდარული დღე. აღნიშნულ შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მიმწოდებელი ვალდებულია ავტოსათადარიგო ნაწილის საქართველოს ფარგლებს გარეთ შეკვეთისას, ავტომანქანაზე დეფექტური აქტის შედგენიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს შემსყიდველს შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტი (ბეჭდვითი ფორმით (არ უნდა იყოს ხელნაწერი). დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შეკვეთილი დეტალის/სათადარიგო ნაწილის შეკვეთის განხორციელების თარიღის და შეკვეთით განსაზღვრული დეტალის ჩამოსვლის თარიღის შესახებ; 1.5.11. მიმწოდებელი ვალდებულია სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთა გააფორმოს დეფექტურ აქტში მითითებულ შესაბამის მომსახურებაზე შემსყიდველის თანხმობიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში და შეკვეთის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი წარუდგინოს შემსყიდველს.
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1. აგრეგატი (ძრავი, გადაცემათა კოლოფი, ხიდი, რედუქტორი, რადიატორი (წყლის გათბობა გაგრილების სისტემა), კონდიცირება-გათბობის სისტემა, გენერატორი, ამძრავი, საწვავის ტუმბო, ჰიდრავლიკის ტუმბო, საჭის მექანიზმი კომპლექტში) – 12 თვე; 1.7.2. დეტალი (აგრეგატის შემადგენელი ნაწილი და სატრანსპორტო საშუალების სხვა ცალკეული ნაწილები, გარდა სწრაფ ცვეთადი ნაწილებისა) – 6 თვე; 1.7.3. სწრაფ ცვეთადი ნაწილები და მასალები: 1.7.3.1. ჰაერის ფილტრი, სალონის ფილტრი, საწვავის ფილტრი - 5000 კმ; 1.7.3.2. ძრავის ჯაჭვი დამჭიმებით - 20000 კმ; 1.7.3.3. სამუხრუჭე ხუნდები წინა - 10000 კმ; 1.7.3.4. სამუხრუჭე ხუნდები უკანა - 20000 კმ; 1.7.3.5. მუხრუჭის კავი (სუპორტი) და წინა და უკანა საყრდენი დისკი - 20000კმ; 1.7.3.6. გენერატორის, კონდიციონერისა და საჭის ჰიდროგამაძლიერებლის ღვედები - 20000 კმ; 1.7.3.7. მინის საწმენდი ჯაგრისი - ერთი თვე; 1.7.3.8. რეზინები და მილისები - ერთი თვე; 1.7.3.9. ნათურები - ერთი თვე; 1.7.3.10 ამორტიზატირის მტვერდამცავები – ერთი თვე; 1.7.3.11 შეკეთებული საბურავი - 1 თვე. 1.7.4. გარანტია გულისხმობს, საგარანტიო პერიოდში, დაზიანებული/წუნდებული ნაწილის ან მომსახურების გამოსწორებას ან შეცვლას მიმწოდებლის მხრიდან საკუთარი ხარჯებითა და რისკით. წუნდებული ნაწილი უნდა შეიცვალოს დაუყოვნებლივ.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
2.2.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2024 წლის პირველი იანვრიდან ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღემდე განხორციელებული უნდა ქონდეს არანაკლებ 150 000 ლარის ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება, აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები: ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია (იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე აღნიშნული ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია სრულად არის ატვირთული და ასახულია ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია (ფაქტობრივი გადახდები) სრულად, საკმარისია შესაბამისი SPA/NAT/CMR მითითება).
2.3.1 მოთხოვნა პრეტენდენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ
პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 სერვისცენტრი არანაკლებ 3 ბოქსით, რომლის შესახებაც ინფორმაცია ატვირთული უნდა იქნეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში. • ავტომანქანის ამწევი დანადგარი (ამწე) არანაკლებ 2 (ორი) ერთეული, რომელთაგან შემსყიდველის საჭიროების შემთხვევაში თავისუფალი უნდა იყოს 1 (ერთი), რომ მომსახურების გაწევა შესაძლებელი იყოს ურიგოდ (დაუყოვნებლივ); • ვულკანიზაციისა და ბალანსირების დანადგარი; • თვლების შეყრის (დახრილობის) კომპიუტერული დიაგნოსტიკის ამწე; • ელექტრო სისტემის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი; • კონდიცირების სისტემის ფრეონით დატენვის აპარატი. (შენიშვნა: აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკუთრების ან/და სარგებლობის (იჯარა და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი (სარგებლობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი (საიჯარო და სხვა) ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადაც უნდა იყოს არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო საკუთრების შემთხვევაში შესაბამისი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ასევე ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ქვეკონტრაქტორთან არსებული სერვისცენტრის შესახებ, შესაბამისი მისამართ(ებ)ის მითითებით. ასევე, ქვეკონტრაქტორ(ებ)თან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ძალაში უნდა იყოს არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით).
2.8.1 ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული მოთხოვნები
ქვეკონტრაქტორ(ებ)ის შემთხვევაში ქვეკონტრაქტორ(ებ)თან გაფორმებული ხელშეკრულება მოქმედების ვადით არანაკლებ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - ამასთანავე ხელშკეკრულებ(ებ)ის გაფორმების თარიღი არ უნდა იყოს ამ ტენდერის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ შემდგომ.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
1. პრეტენდეტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში. 2. პრეისკურანტის შესაბამისად პრეტენდენტის მიერ პოზიციების მიხედვით წარმოდგენილ უნდა იქნეს გასაწევი მომსახურების ერთეულის ღირებულებები (რიგ პოზიციებზე დეტალების გათვალისწინებით), ამასთან აღნიშნული ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს ამავე პრეისკურანტში პოზიციების მიხედვით გათვალისწინებულ სავარაუდო ერთეულის ღირებულებებს. 3. პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების შემცირების/კლების შემთხვევაში პრეისკურანტით გათვალისწინებული ერთეულის ღირებულებები დაკლებულ უნდა იქნეს პროპორციულად ყველა პოზიციაზე, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა და სისტემაში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ პრეისკურანტის საბოლოო ღირებულებას შორის არსებული სხვაობიდან გამოთვლილი (გამოყვანილი) პროცენტის შესაბამისად. 4. ამასთან, თუ ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე გასაწევი მომსახურებების ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია, აღნიშნული ღირებულებები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც, აღნიშნული პრეისკურანტი პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შემსყიდველთან მისივე მოთხოვნის შესაბამისად. 5. გამარჯვებულ პრეტენდენტთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება სატენდერო განცხადებაში მითითებული ღირებულების ფარგლებში და იგი მოიცავს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შემსყიდველის საჭიროებისამებრ მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურების ღირებულებათა ჯამს. შესაბამისად, შესმყიდველი ვალდებულებას იხსნის განახორციელოს სახელშეკრულებო თანხის სრულად ათვისება. 6. ტექნიკური დოკუმენტაცია დაზუსტებას არ დაექვემდებარება, თუ ხარჯთაღრიცხვა (პრეისკურანტი) არ იქნება წარმოდგენილი, ან იქნება წარმოდგენილი განუფასებლად, ან თუ განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განფასებულის - 5 %, ან იქნება არსებითად შეუსაბამო (ერთეულის ფას(ებ)ი აღემატება შემსყიდველის მიერ მომსახურების პრეისკურანტის შესაბამის გრაფაში მითითებულ ერთეულის სავარაუდო ფას(ებ)ს), აღნიშნულ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურიდან. 7. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იქნეს ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, გარდა Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტისა, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა; 8. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 9. პრეტენდენტს არ აქვს უფლება, წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება; 10. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო; 11. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, სატენდერო წინადადების ფასი მოიცავს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. 12. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც ერთეულის ასევე საერთო ღირებულებასთან მიმართებით (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით); დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტაპობრივად, გაწეული მომსახურებ(ებ)ის შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის წარდგენის საფუძველზე, 10 (ათი) სამუშაო დღეში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ლევან ბოკუჩავა, 577392793, levanbokuchava.afsm@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.2 დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.3 ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია 8.1 პუნქტში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. 10.1.4 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT260015994 03.08.2026 contract signed same category · 100% title match · same buyer

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე რიცხული 1…

NAT260010096 14.05.2026 contract signed same category · 52% title match · same buyer

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარგებლობაში არსებ…

NAT250020994 21.11.2025 contract signed same category · 54% title match

1.1.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის ბალან…

NAT260010055 14.05.2026 contract signed same category · 52% title match

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ბალანსზე რიცხული 3 (სამი) ერთეული ა…

SPA250000355 25.03.2025 terminated same category · 47% title match

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილების შეკეთე…

SPA250000406 08.04.2025 contract signed same category · 47% title match

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილების შეკეთე…

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

შპს ბენი მოტორსი
შპს ავტოლიდერი
შპს ამბრელა ვოშ პლუს
შპს თენიკა
შპს ენელ ბაუერ