1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ახალდაკლული,დარბილებული,ძვალგამოცლილი საქონლის ხორცი და ქათმის ფილე(ნედლი).
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1. საქონლის ხორცი- 3775-კილოგრამი- (ახალი,გაუყინავი,უძვლო,დარბილებული,ვარდისფერი,სუნი პროდუქტისთვის დამახასიათებელი,უცხო სუნის გარეშე). უმაღლესი ხარისხის საქონლის ხორცი. უნდა იყოს ახალდაკლული და მომწიფებული. გაყინული და შემდეგ გამლღვარი ხორცის მიწოდება დაუშვებელია. ასევე ძარღვების,ანაჭრელების,ბადექონის ,ნეკნებშუა ქსოვილის და ხრტილების გარეშე.I კატეგორიის (ცილა არანაკლებ 19%, ცხიმი არანაკლებ 10% და არაუმეტეს 15. ხორცის ორგანოლეპტიკური მახასიათებლები (ფერი, სუნი, კონსისტენცია) უნდა იყოს: • ფერი ვარდისფერი, სუნი სასიამოვნო, კონსისტენცია და სხვა დამახასიათებელი ამ სახეობის ჯანსაღი, გაციებული, გაუყინავი ხორცისთვის; • ხორცის ზედაპირი მშრალი, სისხლჩაქცევების გარეშე, დრეკადი/ელასტიური, ახალი განაჭერის ზედაპირი ოდნავ ნამიანი (წებოვნების გარეშე) და ღია წითელი ფერიდან მუქ წითლამდე; • საქონლის ცხიმის (ქონის) ფერი-თეთრი, ჩალისფერი ან მოყვითალო (მაგრამ არა ყვითელი); საქონლის ხორცი დაფასოებული უნდა იყოს 0,5; 1 და 2 კგ-იანი შეფუთვით მოთხოვნის შესაბამისად, შესაბამისი ეტიკეტირებით და მოთავსებული თავდახურულ კონტეინერში.თითოეულ მოწოდებულ პარტიას თან ახლდეს ცნობა ვეტ. ლაბორატორიიდან მისი ვარგისიანობის შესახებ (ფორმა#2) საქონლის ხორცის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორებით(მაცივარი), სადაც დაცული იქნება ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ყველა სკოლამდელ დაწესებულებაში საქონლის ყოველ მიწოდებაზე წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი ვეტერინული დასკვნა.(ფორმა2). ქათმის ფილე(ნედლი) - 1716კგ. ახალ დაკლული, გაციებული,გაუყინავი,ძვალგამოცლილი,შეფუთული 0,5დან 2.0კგ-მდე და ეტიკეტირებული. ორგანოლეპტიკურად ( სუნი-სასიამოვნო, კონსისტენცია ) დამაკმაყოფილებელი.პროდუქტის უვნებლობა, ხარისხი, ეტიკეტირება, შეფუთვა/ტარა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს. , ცნობა შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურიდან მისი ვარგისიანობის შესახებ და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი. ტრანსპორტირება სპეციალური ტემპერატურული რეჟიმის და ჰიგიენური პირობების დაცვით (მანქანა-რეფრეჟერატორით).ქათმის ხორცის -ფილეს ყოველ მოწოდებულ პარტიაზე წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვეტერინარული მოწმობა (ფორმა N2), რომელშიც მითითებული იქნება ქათმის დაკვლის დღე. 1. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ: 1.1. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის N118 დადგენილება „საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ''. 1.2.საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №301 დადგენილება „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“. 1.3. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის N581 დადგენილება „სურსათის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე''. 1.4.საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილება „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტი) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე''. 1.5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანება ,,სასურსათო ნედლეულისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებისა და ნორმების დამგკიცების შესახებ''. 1.6.საქართველოს მთავრობის 2010 წლის 7 მარტის N90 დადგენილებთ დამტკიცებული ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესით დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის, რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას. 1.7.უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესით“ გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 1.8. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის #639 დადგენილება „ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე''. 1.9. საქონლის ხორცის ყოველ მოწოდებაზე წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის №325 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების ფორმებისა და მათი გაცემის წესის“ შესაბამისად გაცემული ვეტერინარული მოწმობა (ფორმა N2), რომელშიც მითითებული იქნება საქონლის დაკვლის დღე, საათი და მიმართულება(შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება) მისაწოდებელი საქონლის რაოდენობები წარმოადგენს საორიენტაციო ციფრს, რომლის ფარგლებშიც და საჭიროების მიხედვით მოხდება გაერთიანების მიერ მიმწოდებლისათვის შეკვეთის წარდგენა. შესაბამისად, გაერთიანება ვალდებული არ არის სრულად ითვისოს ტენდერით გათვალისწინებული საქონლის რაოდენობა. საქონლის ხორცის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორებით (მაცივარი), სადაც დაცული იქნება ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი და სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად 2კვირაში ერთჯერ ელფოსტაზე გაგზავნილი შეკვეთის მიხედვით, 2026წლის 14სექტემბრიდან 2026წლის 15 დეკემბრის ჩათვლით 30 სკოლამდელ დაწესებულებაში.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1.წერილობითი მოთხოვნა დასარიგებელი საქონლის რაოდენობაზე მიმწოდებელს გაეგზავნება ელექტრონულად ელ ფოსტაზე არაუგვიანეს დარიგების წინა 2-3 დღის 13:00 საათისა.მიმწოდებელს შეკვეთა გადაეგზავნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე). შემსყიდველის მიერ ელექტრონული ფოსტით შეკვეთის გაგზავნის თარიღი ითვლება შეკვეთის მიცემის თარიღად, ხოლო შეკვეთაში დაფიქსირებული მიწოდების თარიღი - მიწოდების თარიღად, საქონლის დაგვიანებით მიწოდების შემთხვევაში მიმწოდებლის მიმართ გატარდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებები. 1.5.2. საქონლის დარიგება გაერთიანების 30 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ერთ კვირაში ერთჯერ, გაერთიანების მოთხოვნის შესაბამისად -სამუშაო დღეებში 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.მიწოდება განხორციელდება ქვემოთ მითითებულ მისამართებზე. 1.5.3. მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდებისას გამოვლენილი ხარვეზების და ნაკლოვანებების გამოსწორება (წუნდებული საქონლის შეცვლა და სხვა) უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით, სამუშაო საათებში, არაუგვიანეს მეორე დღის 13:00 საათისა. ახალი საბავშვო ბაღ(ებ(ის მშენებლობისა და გახსნის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია საქონლის მიწოდება განახორციელოს ახალ საბავშვო ბაღ(ებ)შიც. მისამართები: 1 ქ. საგარეჯოს #1 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ერეკლე მეორეს ქ#14 2 ქ. საგარეჯოს #2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება რუსთაველის ქ. #93 3 ქ. საგარეჯოს #3 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება რუსთაველის #246 4 ქ. საგარეჯოს #4 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება რობაქიძის ქ. #3 5 ქ. საგარეჯოს #5 სკოლამდელი არზრდის დაწესებულება კახეთისქ#80ა 6 სოფელ გიორგიწმინდის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სოფ.გიორგიწმინდა 7 სოფელ ნინოწმინდის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სოფელი ნინოწმინდა 8 სოფელ თოხლიაურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სოფელი თოხლიაური 9 სოფელ ვერხვიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სოფელი ვერხვიანი 10 სოფელ მანავის #1 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სოფელი მანავი 11 სოფელ მანავის #2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სოფელი მანავი 12 სოფელ კაკაბეთის #1 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სოფელი კაკაბეთი 13 სოფელ კაკაბეთის #2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სოფელი კაკაბეთი 14 სოფელ დიდი ჩაილურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სოფ დ/ჩაილური 15 სოფელ პატარა ჩაილურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სოფ პ/ჩაილური 16 სოფელ ბადიაურისსკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სოფელი ბადიაური 17 სოფელ ყანდაურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სოფელი ყანდაურა 18 სოფელ მზისგულისსკოლამდელი სოფელი მზისგული აღზრდის დაწესებულება 19 სოფელ გომბორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სოფელი გომბორი 20 სოფელ უჯარმის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სოფელი უჯარმა 21 სოფელ წყაროსთავის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სოფელი წყაროსთავი 22 სოფელ შიბლიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სოფელ შიბლიანი 23 სოფელ ხაშმის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სოფელი ხაშმი 24 სოფელ პატარძეულის #1სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სოფ.პატარძეული 25 სოფელ პატარძეულის #2 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სოფ. პატარძეული 26 სოფელ უდაბნოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სოფ.უდაბნო 27.საგარეჯოს#6 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება საგარეჯო გაღმაუბანი 28 დუზაგრამის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სოფ.დუზაგრამა 29 კოჭბაანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სოფ.კოჭბაანი. 30 იორმუღანლოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება.სოფ.იორმუღანლო.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
2.1.1.შესყიდვის ობიექტის წარმოშობის წყაროსთან და მწარმოებელთან დაკავშირებით ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი №3-ის შესაბამისად. დამატებით გაცნობებთ, რომ თუ პრეტენდენტი არ მიუთითებს მწარმოებელ ქვეყანასა და მწარმოებლის დასახელებას დანართ N3-ში, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. მწარმოებელი ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია არ ექვემდებარება ცვლილებას და უნდა იყოს საბოლოო, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენდენტი ასევე დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას. ამასთან, თუ წარმოების ქვეყნისა და მწარმოებლის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია არასრულყოფილია ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვის ობიექტის წარმოების ქვეყნისა და მწარმოებლის იდენტიფიკაცია, სატენდერო კომისია უფლებამოსილია მიმართოს პრეტენდენტს აღნიშნულის დაზუსტების მოთხოვნით.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
2.7.1.1. პრეტენდენტი, რეგისტრირებული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, ან განაცხადი უნდა ჰქონდეს გაკეთებული, აღნიშნულ რეესტრში რეგისტრაციის ან/და რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სადაც, „გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების ცნობარში"/საქმიანობის აღწერაში მითითებული იქნება შესყიდვის ობიექტის შესაბამისი საქმიანობის სახე/სახეები. აღნიშნული გადამოწმებული იქნება სატენდერო კომისიის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე. 2.7.1.2. პროდუქტის მწარმოებელს/სასაკლაოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებით დამტკიცებული„ბიზნესოპერატორის აღიარების წესის“ შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სეს) მიერ, მინიჭებული უნდა ჰქონდეს აღიარება/პირობითი აღიარება, რაზედაც პრეტენდენტმა სატენდერო წინანდადებასთან ერთათად უნდა წარმოადგინოს აღიარების/პირობითი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის შესახებაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადინოს ინფორმაცია/დოკუმენტი).
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%–ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობის ანუ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას.ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთარეიცხვის ჯამურ ღირებულებასთან),ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით ან/და საშემფასებლო დასკვნით (რომელიც ხელმოწერილია აკრედიტირებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებელის მიერ. (წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი სერტიფიკატი) ან/და გაფორმებული ხელშეკრულებით, ან/და ანგარიშფაქტურით(ინვოისით). 4.1.1.2. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად ფაქტიურად მიწოდებული საქონლის ნაერთი მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე.ხოლო თუ მიმწოდებელ-ს ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო დაეკისრება პიგასამტეხლო, ანგარიშწორება განხორციელდება ,შემსყიდველისათვის პირგასამტეხლოს თანხის ჩარიცხვიდან 10(ათი)სამუშაო დღის განმავლობაში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორების მოხდება ეტაპობრივად მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ისა და შესაბამისი დოკუმენტაციის (საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურა, სასაქაონლო ზედნადები და ა.შ.) წარდგენის შემდეგ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
მზია ფანოზიშვილი, 599851154, sagarejoskolamdelebi@gmail.com
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
0.1.1 პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას (ყოველგვარი დაზუსტების პროცედურების გარეშე), თუ მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი(ხარჯთაღრიცხვა) ან ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს. 10.1.2 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული მხოლოდ პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია (მხოლოდ პრეტენდენტის მიერ შექმნილი სატენდერო წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები, გარდა დანართი №1 "ტექნიკური დავალება-ფასების ცხრილი"-სა, პრეტენდენტი უფლებამოსილია აღნიშნული დანართი წარმოადგინოს Excel-ის სახით, ხოლო Excel-ის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს)) უნდა იქნეს ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე (მხოლოდ პრეტენდენტის მიერ შექმნილი სატენდერო წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტებზე) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელის მოწერისთვის გაცემული მინდობილობა. 10.1.3 ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. 10.1.4 ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება. 10.1.5 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. 10.1.6 სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი