1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სამედიცინო სახარჯი მასალები (ოფთალმოლოგიის).
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1 ქირურგიული დანა ქირურგიული დანა კერატომი 2.75მმ 30ცალი 2 ქირურგიული დანა ქირურგიული დანა კერატომი 2.2მმ 48ცალი 3 ქირურგიული დანა ქირურგიული დანა კერატომი 1.2მმ 30ცალი 4 მეთილცელულოზა ვისკოელასტიკური მასალა 2 მლ 50ცალი 5 დისკოვისკი ვისკოელასტიური მასალა 4ცალი 6 ხელოვნური ბროლი მონოფოკალური უკანა საკნის ხელოვნური ბროლი 50ცალი 7 ძაფი ძაფი აბრეშუმი ზომა; 8.0 36ცალი 8 ძაფი ძაფი აბრეშუმი ზომა; 10.00 24 9 ვიტრეოტომი CENTURION-თან თავსებადი ვიტრეოტომი 2ცალი 10 კასეტა CENTURION-თან თავსებადი კასეტა 6.ცალი.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად, მოთხოვნიდან არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
საქონლის მიწოდება, მიმწოდებლის მიერ, უნდა განხორციელდეს თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში (მისამართი: ქ. თბილისი, გუდამაყრის ქუჩა N 4).
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
ინფორმაცია საქონლის მწარმოებელი ქვეყნის და მწარმოებლის შესახებ.
2.7.1 მოთხოვნა ლიცენზიასთან, აკრედიტაციასთან, სტანდარტებთან, ხარისხის შესაბამისობასთან და სხვ. დოკუმენტების შესახებ
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მე-6 პოზიციაზე FDA ან/და MDR ან/და CE სერტიფიკატი ან/და წარმოადგინოს დოკუმენტაცია, რომელიც აკმაყოფილებს ევროპის პარლამენტის და ევროსაბჭოს 2023 წლის 15 მარტის რეგულაციას (EU) 2023/607, რომელიც ცვლის (EU) 2017/745 და (EU) 2017/746 რეგულაციების გარდამავალ დებულებებს გარკვეულ სამედიცინო მოწყობილობებისა და ინ ვიტრო დიაგნოსტიკური სამედიცინო მოწყობილობების მიმართებაში, დადგენილი რეგულაციების შესაბამისად. ტექნიკური მოთხოვნების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენ ილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
მოსაწოდებელი საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა შეადგენდეს, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წელს.
3.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 (ფასების ცხრილი) პუნქტში მითითებული საქონლის ნიმუშები.
3.1.2 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
3.1.3 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ადგილი
მისაწოდებელი საქონლის ნიმუშები პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში (მისამართი:ქ. თბილისი, გუდამაყრის ქუჩაN 4. 3 სართული ოთახი N315 (შესყიდვების სამსახური)) და შესაბამისი წერილი უნდა აიტვირთოს სისტემაში.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
ან ექსპერტიზის დასკვნით, ან გაფორმებული ხელშეკრულებით(შესაბამისი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციით), ან ანგარიშფაქტურით/სასაქონლო-ზედნადებით, ან ინვოისით, ან საშემფასებლო დასკვნით (ექსპერტიზის/საშემფასებლო დასკვნა ხელმოწერილი უნდა იყოს აკრედიტირებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებელის მიერ. (წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი სერტიფიკატი).
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
ანგარიშსწორება ,,შემსყიდველის“ მიერ მოხდება, შესყიდვის ობიექტის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტი(ებ)ის წარდგენისას, კერძოდ: 1. საქონლის მიწოდების შემთხვევაში, მიღება–ჩაბარების აქტის და ზედნადების წარმოდგენისას. 2. მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, მიღება–ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშფაქტურის (იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი დღგ-ს გადამხდელია, ხოლო თუ მიმწოდებელი არ არის დღგ-ს გადამხდელი, მაშინ მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან) წარმოდგენისას. 3. საქონლის და მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, მიღება–ჩაბარების აქტის და დამატებით, ზედნადების და საგადასახადო ანგარიშფაქტურის (იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი დღგ-ს გადამხდელია, ხოლო თუ მიმწოდებელი არ არის დღგ-ს გადამხდელი, მაშინ მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან) წარმოდგენისას.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება, მიწოდებული საქონლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
იმედა ცისკაძე, 595662727, tsmu@procurement.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების შესაბამისად. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება. პრეტენდენტი, ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენით, გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ პირობებზე. თუ სატენდერო დოკუმენტაციაში და ფასების ცხრილში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი, ან სურათი, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაცია გულისხმობს „მსგავსის“ და „ეკვივალენტურის“ მნიშვნელობას, ხოლო პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. შემსყიდველი მხარე დამატებით განმარტავს (სატენდერო წინადადების 7.3. მუხლის მიზნებისთვის, რომ თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საკუთარი შემოსავლები, რომლის ძირითად წილს შეადგენს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამიდან მიღებული თანხები.
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი