ტსTenderscope
My categories only 15 + 1 org
Hiding everything outside your 15 watched categories and 1 followed organisation. Include everything else
HomeTenders › NAT260016709
NAT260016709 NAT · აუქციონის გარეშე announced On procurement.gov.ge ↗

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევების, გამარჯვებული პროექტის „სამცხის რეგიონის ისტორიის და კულტურის ძეგლები“ საგრანტო ხელშეკრულების № HE-21-1739 დაფინანსებით, სამეცნიერო ორენოვანი ნაშრომის (ქართულ და ინგლისურ ენაებზე) „მესხეთის ისტორიის და კულტურის ძეგლების“ (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის მუნიციპალიტეტები) ბეჭდვითი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

10% outside our line

Can we win this?

10% — outside our line: this does not look like something we sell.

  • Our line of business only 23% like anything in our 58 bids — most likely not something we sell.
  • Expected competition this category averages 1.9 bidders, 39% go single-bid. In 1–3 bidders we have won 10 of 17.
  • Buyer relationship we have bid 3× with this buyer and won 2.
  • Incumbent შპს უნივერსალი has won 16 of the last 32 awards from this buyer here.
  • Deal size under ₾10k: we have won 8 of 18 bids in this range.
  • Procedure NAT: 18 wins from 48 bids.
  • Category fit 79800000: we have never bid in this category.

Derived from our own 52 decided bids (18 won, 35% base rate) against market data for the category. Thin evidence is shrunk toward the base rate, so this is a prior, not a prediction — it says nothing about whether we can meet the specification.

Main details — as published

განცხადების ნომერიNAT260016709
შესყიდვის სტატუსიგამოცხადებულია
შემსყიდველიივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შესყიდვის ტიპიელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე(NAT)
შესყიდვის კატეგორია79800000-ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება7`200.00 GEL
შესყიდვის რაოდენობა ან მოცულობაიხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
შესყიდვის გამოცხადების თარიღი10.08.2026 17:15
წინადადებების მიღება იწყება22.08.2026 00:00
წინადადებების მიღება მთავრდება24.08.2026 13:00
შეთავაზების ფასის კლების ბიჯი72.00 GEL
გარანტიის ოდენობა72 GEL
გარანტიის მოქმედების ვადა160 დღე
მოწოდების ვადახელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 01ოქტომბრის ჩათვლით
წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოსდღგ-ს გარეშე
დამატებითი ინფორმაცია

Buyer documents & protocols (0)

No buyer documents recorded.

Bidders — everyone, including who lost

CompanyFirst offer Final offerResult
No bids recorded — nobody entered this tender.

History

  • 10.08.2026 17:15 Announced
  • 21.08.2026 16:36 Current status: announced
  • 22.08.2026 00:00 Bidding opens
  • 24.08.2026 13:00 Bidding closes

Built from every dated fact we hold; the portal's full status-change log is a planned scrape.

Tender documentation — all 18 sections

1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევების, გამარჯვებული პროექტის „სამცხის რეგიონის ისტორიის და კულტურის ძეგლები“ საგრანტო ხელშეკრულების № HE-21-1739 დაფინანსებით, სამეცნიერო ორენოვანი ნაშრომის (ქართულ და ინგლისურ ენაებზე) „მესხეთის ისტორიის და კულტურის ძეგლების“ (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის მუნიციპალიტეტები) ბეჭდვითი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
წიგნი N1 - 50 ცალი: „მესხეთის ისტორიის და კულტურის ძეგლების“ (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის მუნიციპალიტეტები)“ შეტანილია ინფორმაცია სამი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 67 არქეოლოგიური ობიექტის, ისტორიისა და კულტურის 300-მდე ძეგლი (ფორტიფიკაცია და საერო ნაგებობა, ქრისტიანული და არაქრისტიანული (ეკლესია-მონასტერი, მეჩეთი, სინაგოგა...) შესახებ. ადიგენის მუნიციპალიტეტი- 79, ასპინძის მუნიციპალიტეტი- 117, ახალციხის მუნიციპალიტეტი- 81). თითოეულ ძეგლს ერთვის არქიტექტურული გეგმები, ჭრილები, ფოტომასალა. გარდა ამისა 100-მდე წარწერის პალეოგრაფიული პირი. აღწერილობა: მოცულობა-არანაკლებ 400გვერდი, ფორმატი-A 4, ბეჭდვა: შავ-თეთრი ქაღალდი-80 გრამიანი , ყდა-ფერადი, თხელი, მქრქალი ლამინირებით ბეჭდვა- ციფრული, აკინძვა-ძაფზეშეკერვით წიგნი N2 – 50 ცალი: „მესხეთის ისტორიის და კულტურის ძეგლების“ (ადიგენის, ასპინძის, ახალციხის მუნიციპალიტეტები)“ შედის გრაფიკული და ფოტომასალა (180 გრაფიკული გამოსახულება, 750 შავ-თეთრი ფოტო) (საერთო მოცულობა: A 4 ფორმატის 1 000 გვ.). აღწერილობა: მოცულობა-არანაკლებ 250 გვერდი, ფორმატი- A 4, ბეჭდვა: შავ-თეთრი ქაღალდი-80 გრამიანი, ყდა- ფერადი, თხელი, მქრქალი ლამინირებით ბეჭდვა- ციფრული, აკინძვა- ძაფზე შეკერვით კონფერენციის მასალათა კრებული N3 – 30 ცალი. „სამცხის კულტურული მემკვიდრეობა“ ბეჭდვა. აღწერილობა: მოცულობა-არანაკლებ 55 გვერდი, ქაღალდი: 80 გრამიანი თეთრი ოფსეტი რბილ ლამინირებულ ყდაში აუცილებელი მოთხოვნა აუცილებელი მოთხოვნა ა) საგრანტო ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, ნაბეჭდ წიგნს (N1 და N2) უნდა მიენიჭოს საერთაშორისო სტანდარტული ნომერი (ISBN/ISSN) და გამოცემა შეიცავდეს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ლოგოებს, აგრეთვე შემდეგ ჩანაწერს: „გამოიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტის ნომერი: HE-21-1739] / Published with the support of Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia [Grant number: HE-21-1739]“. მასალის რედაქტირების ეტაპზე უნდა მოხდეს შეთანხმება შემდეგი პირობებით: ბ) შემსყიდველი მიმწოდებელს გადასცემს დასაბეჭდი მასალის სამუშაო ფაილის სრულ ვერსიასWordფორმატის სახით, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. გ) საცდელი ნიმუში და დიზაინი წინასწარ შეთანხმებული უნდა იქნას შემსყიდველთან/ავტორთან. დ) შემსყიდველმა/ავტორმა არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა შეათანხმოს მიმწოდებლის მიერ დაკაბადონებული საბოლოო პროდუქტის მაკეტი, ან დაუყოვნებლივ დაუბრუნოს მიმწოდებელს შენიშვნებით.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 01ოქტომბრის ჩათვლით
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
შესყიდვის ობიექტის მიწოდეგა განხორციელდება შემდეგ მისამართზე: თსუ საწყობი, მისამართი: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.N1 დასაბეჭდი მასალის მიწოდება უნდა განახორციელდეს ელექტრონული ფორმატით, შემდეგ ელ. მისამართზე: nino.silagadze@tsu.ge; bondo.kupatadze@tsu.ge
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.წიგნების ბეჭდვის და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, მისი დიზაინი და ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს შემსყიდველის მოთხოვნებს, მომსახურება შესრულებული უნდა იყოს მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე. 1.7.2.„მიმწოდებელი“ ვალდებულია განახორციელოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო შესყიდვის ობიექტის მიწოდება მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების, წესებისა და მოთხოვნების დაცვით. 1.7.3 ,,მიმწოდებელი’’ ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის ისეთი შეფუთვა, რომელიც დაიცავს მას დაზიანების ან გაფუჭებისაგან დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების პროცესში. 1.7.4. თსუ-ს მიერ საქონლის ინსპექტირების პროცესში წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, განახორციელოს წუნდებული საქონლის ახლით შეცვლა შემსყიდველის მიმართვიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
3.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის შესახებ
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტის ნიმუში, - სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ანალოგიური აღწერილობის ნაბეჭდი წიგნის 1 (ერთი) ეგზემპლარი (ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე), სადაც: ა) ანალოგიური აღწერილობა გულისხმობს: ანალოგიური ტიპის (ისტორიული, ხელოვნებათმცოდნეობითი, არქეოლოგიური და ა.შ.) სამეცნიერო ლიტერატურის გამოცემის, აწყობა/დაკაბადონებისა და რედაქტირება/მართლწერის საფუძველზე მომზადებული ნაბეჭდი მასალის წარმოდგენას; ბ) ნაბეჭდ წიგნზე სათანადო წესით დატანილი უნდა იყოს: ინფორმაცია დამკაბადონებლის, ლოგოსა და ISBN-ის შესახებ, რაც დაადასტურებს, რომ პრეტენდენტი წარმოადგენს აღნიშნულ გამოცემაზე უფლებამოსილ პირს. გ) ნიმუშის წარმოუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა სატენდერო განცხადების ან/და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას. წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება.
3.1.2 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
3.1.3 შესყიდვის ობიექტის ნიმუშის ან/და ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის ადგილი
ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.N1 თსუ-ს პირველი კორპუსი, ოთახი N016
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს ექსპერტიზის ან შემფასებლის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა/ანგარიში, რომელშიც უნდა დასტურდებოდეს ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონლის მიწოდების შესაძლებლობა. დასკვნა/ანგარიშის მომზადებაში მონაწილე და ხელმოწერ პირ(ებ)ს უნდა გააჩნდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საშემფასებლო მომსახურების გაწევის უფლება და დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს მატერიალური მოძრავი ქონების შემფასებლის, მოქმედი სერტიფიკატ(ებ)ი, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ, აკრედიტებულ შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1. ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეროვნულ ვალუტაში (ლარში), შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. 7.2.2. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას შემსყიდველი განახორციელებს: მიმწოდებლის მიერ შესაბამისი ანგარიშსწორების დოკუმენტის გამოწერის, თსუ ინსპექტირების ჯგუფის/პირის მიერ წარმოდგენილი დადებითი დასკვნის საფუძველზე.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
ანგარიშსწორება განხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 7.2 პუნქტის შესაბამისად შედგენილი მიღება ჩაბარების აქტის თარიღიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
ლელა კოპალეიშვილი-გვაზავა, 577943294, lela.kopaleishvili@tsu.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა; 2. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია; 3. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება; 4. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო; 5. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის" მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი

The same thing, bought before

NAT260000383 15.01.2026 terminated same category · 41% title match · same buyer · similar size

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, სსიპ შოთა რუს…

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის… 79800000ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები 1 bidder 7,200 ₾
NAT250024539 29.12.2025 contract signed same category · 40% title match · same buyer · similar size

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სსიპ შოთა რუსთ…

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის… 79800000ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები → შპს უნივერსალი 2 bidders 7,000 ₾
NAT260003153 19.02.2026 contract signed same category · 41% title match · same buyer · similar size

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, სსიპ შოთა რუს…

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის… 79800000ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები → ფავორიტი სტილი 1 bidder 8,000 ₾
NAT250009326 20.05.2025 contract signed same category · 39% title match · same buyer · similar size

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შოთა რუსთაველი…

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის… 79800000ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები → ფავორიტი სტილი 2 bidders 7,000 ₾
NAT250007152 10.04.2025 contract signed same category · 40% title match · same buyer · similar size

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სსიპ შოთა რუსთ…

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის… 79800000ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები → ფავორიტი სტილი 3 bidders 6,400 ₾
NAT260001846 05.02.2026 contract signed same category · 38% title match · same buyer · similar size

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სსიპ შოთა რუ…

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის… 79800000ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები → შპს უნივერსალი 3 bidders 6,000 ₾

Ranked by CPV category first, then by what the tender is called, what it costs and who is buying — one category holds laptops and printers alike, so the wording separates them.

Same buyer, same category — have they bought this before?

This buyer usually awards to

across all categories

პისიშოპ.ჯი 18×
შპს უნივერსალი 16×
"პოლიგრაფი"
შპს გარდენლენდი
შპს სითიტექ