1.1 შესყიდვის ობიექტის დასახელება
ოთხმილოვანი კასეტური ფანკოილების შესყიდვა (ორმილოვანი ჭერის კასეტური ფანკოილების დემონტაჟი და ოთხმილოვანი კასეტური ფანკოილებით ჩანაცვლება (მიწოდება, მონტაჟი (იმავე სამონტაჟო ადგილას, მონტაჟისთვის საჭირო მასალებით))
1.2 საქონლის ტექნიკური პარამეტრები/მომსახურების/სამუშაოს აღწერა (ტექნიკური დავალება), შესყიდვის ობიექტის რაოდენობა/მოცულობა
1.2.1 არსებული 15 (თხუთმეტი) ცალი ორმილოვანი ჭერის კასეტური ფანკოილის დემონტაჟი და 15 (თხუთმეტი) ცალი ოთხმილოვანი კასეტური ფანკოილით ჩანაცვლება (მიწოდება, მონტაჟი (იმავე სამონტაჟო ადგილას) და მონტაჟისთვის საჭირო მასალები); არსებული ფანკოილების მონაცემები: Ferolli FCU 10 - 10 (ათი) ცალი; Ferolli FCU 12 - 5 (ხუთი) ცალი. 1.2.2 ახალი ფანკოილების ტექნიკური პარამეტრები: - მოწოდებულ ახალ ფანკოილებს უნდა გააჩნდეს დისტანციური მართვის პულტი და ჰქონდეს BMS სისტემასთან მიერთების საშუალება; - გაგრილების სიმძლავრე: 4.7 – 7.5 კვ/სთ. მოთხოვნილი ფანკოილის მიხედვით; - ხმაურის დონე არ უნდა აღემატებოდეს: 48-dB. შენიშვნა: მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს თანმდევი მომსახურებისთვის (მონტაჟისთვის) საჭირო მასალები, მათ შორის მილებისა და აგრეგატების შესაბამისი წესით და მასალით შეფუთვა; 1.2.3 შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, დეფექტის გარეშე, ქარხნულად შეფუთული.
1.3 ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა
1.4 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადა
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში, კვირის ნებისმიერ დღეს.
1.5 საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი
1.5.1 პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის ტრანსპორტირებისთვის უსაფრთხო შეფუთვა. 1.5.2. მიწოდების ადგილია: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №24ა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 1.5.3. მონტაჟის შემდეგ მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამშენებლო ნარჩენების გატანა და დემონტირებული ძველი აგრეგატების განთავსება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მინუს 2 სართულზე;
1.7.1 მოთხოვნა საგარანტიო ვადის შესახებ
1.7.1.1. შემოთავაზებული საქონელი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, ქარხნული შეფუთვით, დეფექტის გარეშე და ტრანსპორტირებისთვის უსაფრთხო შეფუთვით; 1.7.1.2. შემოთავაზებულ საქონელზე მწარმოებლის მხრიდან უნდა ვრცელდებოდეს გარანტია მიღება-ჩაბარების გაფორმებიდან არანაკლებ 2 (ორი) წელი; 1.7.1.3. შემსყიდველის მხრიდან შესყიდვის ობიექტის ექსპლუატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში, საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზი/წუნი, ასეთი ხარვეზი/წუნის გამოვლენიდან შემსყიდველის მიმართვის შემდეგ, არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა.
2.1.1 მოთხოვნა შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშანთან, პატენტთან, მოდელთან, წარმოშობის წყაროსთან ან/და მწარმოებელთან დაკავშირებით
პრეტენდენტმა ფასების ცხრილში (დანართი N1) უნდა მიუთითოს შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ბრენდი და მოდელის დასახელება.
2.2.1 მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ
მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს ანალოგიური საქონლის (თანმდევი მომსახურებით) მიწოდების გამოცდილება 2022 წლიდან - წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე, მინიმუმ ერთი დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში, რის დასტურადაც უნდა წარმოადგინოს გაფორმებული ხელშეკრულება (ები) და აღნიშნული ხელშკრულე(ბე)ბის ფარგლებში შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები ან/და სახელმწიფო შესყიდვის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემები, კერძოდ: ელექტრონული ტენდერების ან/და CMR ნომრები (იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული დოკუმენტაცია ატვირთულია ერთიან ელექტრონულ სისტემაში).
2.9 სხვა დამატებითი მოთხოვნები
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის მიერ ოფიციალურად დეკლარირებული ინფორმაცია (მწარმოებლის ვებგვერდის ან/და წერილის, ან/და ტექ. პასპორტის სახით), რომლითაც დადასტურდება მისაწოდებელი საქონლის შესაბამისობა ტექნიკურ პირობებთან. შენიშვნა:დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი, მათ შორის, ვებგვერდის მითითების შემთხვევაში, ვებგვერდზე უცხოურ ენაზე ასახულ საქონლის ტექნიკური პარამეტრებს უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
4.1.1 მოთხოვნა ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის შესახებ
იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, რაც შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც ჯამურ ღირებულებასთან, ასევე ერთეულთან მიმართებით.
4.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის ვადა
მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
7.2 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების პირობები
7.2.1 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი უნდა შეიცავდეს როგორც საქონლის ღირებულებას, ისე აღნიშნული საქონლის მიწოდებასთან-მონტაჟსთან, ასევე საგარანტიო მომსახურებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გასაწევი ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს. 7.2.2 ანგარიშსწორება განხორციელდება საქონლის მიწოდების შემდეგ, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და თუ მიმწოდებელი დღგ-ს გადამხდელია, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, ხოლო თუ მიმწოდებელი არ არის დღგ-ს გადამხდელი, შემოსავლების სამსახურიდან შესაბამისი ცნობის საფუძველზე. 7.2.3. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.3 ეტაპობრივი ან/და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების ვადები
საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
8.1 ხელშეკრულების პროექტი
9.1 სატენდერო კომისიის აპარატის საკონტაქტო წევრის ვინაობა და მონაცემები
მაია ხუცურაული, 591820022, mkhutsurauli@justice.gov.ge
10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 10.1.2 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს ხელმძღვანელის სახელი, გვარი და სრული საბანკო რეკვიზიტები, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს აღნიშნული ინფორმაცია თანდართული ფაილის სახით. 10.1.3 წინამდებარე ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ავტომატურად ეთანხმება ტექნიკურ პირობებს. 10.1.4 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. 10.1.5 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ეკვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ეკვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი. 10.1.6 პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის ერთეულის ფას(ებ)ი დააფიქსიროს (დაამრგვალოს) მეასედის სიზუსტით. 10.1.7 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის. 10.1.8 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის შესაბამისად. 10.1.9 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი (წინადადების სახით) ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. გარდა, სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული დანართისა (ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა) რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას Excel-ის ფორმატის სახით, ვინაიდან „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების თანახმად, პრეტენდენტის მიერ Excel-ის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს).
11.1 სატენდერო პირობების დამტკიცების შესახებ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმი